პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკოსებით დაბოლებას მარიხუანით დაბოლება არ სჯობს?"
"პოლიტიკოსებით დაბოლებას მარიხუანით დაბოლება არ სჯობს?"

შავ პრინ­ცად წო­დე­ბულ­მა რე­პერ­მა აკა­კი ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა და "პრინ­ცი -პი"გახ­და. პრინ­ცი­პე­ბი კი რე­პერს მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­აჩ­ნდა. აკა­კიმ ძვე­ლი ჯგუ­ფი "ძებ­ნი­ლე­ბი"ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით აღად­გი­ნა და დღეს სწო­რედ ამ ჯგუ­ფის მიზ­ნებ­სა და გეგ­მებ­ზე სა­უბ­რობს ჩვენ­თან. რე­პერს მის ყო­ფილ სიყ­ვა­რულ­ზე, ბა­ბე­ზე, და მათ სა­ერ­თო შვილ­ზეც ვე­სა­უბ­რეთ. ერთი სი­ტყვით, წინ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ გე­ლით.

- აკა­კი, მას მერე, რაც "ნი­ჭი­ერ­ში"გნა­ხეთ, ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე აღარ გა­მო­ჩე­ნილ­ხარ. რას საქ­მი­ა­ნობ­დი?

- ვაგ­რო­ვებ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას დამ­წყე­ბი რე­პე­რე­ბის­გან, ახალ­გაზ­რდე­ბის­გან. საკ­მა­ოდ დიდი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე და მო­ვე­დი იმის აზ­რზე, რა უნდა გა­ვა­კე­თო ახა­ლი.

- შენ, რე­პის მამა, რა­ტომ აგ­რო­ვებ­დი დამ­წყე­ბი რე­პე­რე­ბის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ას?

- მე, რე­პის მამა, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ გა­ვი­გო, რა აწუ­ხებს ახალ "პა­კა­ლე­ნი­ას".

- რაო, რა გა­ი­გე?

- სხვა­თა შო­რის, ნა­კი­თხი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ბი­ჭე­ბი არი­ან. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ ნარ­კო­ტიკ­თან, დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვი­ნა­ი­დან და­ი­შა­ლა ძვე­ლი ჯგუ­ფი "ძებ­ნი­ლე­ბი", გა­დავ­წყვი­ტეთ ჩა­მოგ­ვე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა ახა­ლი ჯგუ­ფი იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბით. ჯგუფ­ში 12 ადა­მი­ა­ნია. თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი აქვს და აუ­ცი­ლებ­ლად იტყვის. მე სა­თა­ვე­ში ვუდ­გა­ვარ ჯგუფს, რომ ვა­კონ­ტრო­ლო მათი აზ­როვ­ნე­ბა, მათი საქ­ცი­ე­ლი და სწო­რად მო­გა­წო­დოთ თქვენ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ჩემი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის ასა­კი 25-27 წლამ­დე მერ­ყე­ობს.

- სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს არ გვე­ტყვი?

- ჯერ­ჯე­რო­ბით მათი სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა არ მინ­და, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი და­სა­წყის­ში ნიღ­ბე­ბით წარ­დგე­ბი­ან მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. ასე­ვე გა­მოჩ­ნდე­ბი­ან კლი­პებ­ში, შო­უ­ებ­ში, სცე­ნა­ზე. "ძებ­ნი­ლე­ბის"იმი­ჯი უნდა იყოს ისე­თი, რო­გო­რიც მათ სა­ხელს შე­ე­ფე­რე­ბა. ჩვენ ვმა­ლავთ სა­ხე­ებს, მაგ­რამ არა თვა­ლებს. ჩვე­ნი ჯგუ­ფის ბი­ჭე­ბი ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ბევ­რი თბი­ლი­სე­ლიც შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა. დიდი რე­პო­ჯა­ხის შექ­მნას ვა­პი­რებთ, რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლი იქ­ნე­ბა სი­მარ­თლე­სა და იმედ­ზე.

- თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი აქ­ვსო, მი­თხა­რი. რა არის ის ძი­რი­თა­დი, რაც მათ აერ­თი­ა­ნებთ?

- ეს არის პრო­ტეს­ტი ქი­მი­ურ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც 13- 14 წლის ბავ­შვე­ბი იღე­ბენ და რო­მე­ლიც ან­გრევს ორ­გა­ნიზმს. ეს არის პრო­ტეს­ტი ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის და­კა­ვე­ბა­ზე. გვინ­და, რომ ნაკ­ლე­ბად მავ­ნე­ბე­ლი ნარ­კო­ტი­კი, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, მა­რი­ხუ­ა­ნა, იყოს ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი, რათა არ მოხ­დეს თვით­მკვლე­ლო­ბე­ბი.

- ჯგუფ­ში ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გყავთ?

- ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლი არა, მაგ­რამ მა­რი­ხუ­ა­ნის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გვყავს. პლანს მე გა­სარ­თობ ბა­ლახს ვე­ძა­ხი. მარ­ტი­ვად ავ­ხსნი, დღე­ში შე­მიძ­ლია, ორი კო­ლო­ფი სი­გა­რე­ტი მოვ­წიო. ეს ნე­ბა­დარ­თუ­ლია და ასე­ვე ვნებს ჯან­მრთე­ლო­ბას. მა­რი­ხუ­ა­ნა ამ­დე­ნი არ დამ­ჭირ­დე­ბა, ერთი ღე­რიც და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებს და ეს აკ­რძა­ლუ­ლია. რო­მე­ლი უფრო მავ­ნე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის­თვის, ორი კო­ლო­ფი სი­გა­რე­ტი თუ ერთი ღერი პლა­ნი? პრო­ტეს­ტი გვაქვს იმა­ზე, რომ ახალ­გაზ­რდებ­ში ქა­ო­სია, ვერ გა­უ­გი­ათ, რო­გორ მო­იქ­ცნენ, რა ის­წავ­ლონ, ან სა­ერ­თოდ ის­წავ­ლონ თუ არა. რო­გო­რი ცხოვ­რე­ბა იქ­ნე­ბა მათ­თვის უკე­თე­სი. ვერც მუ­სი­კას­თან მე­გობ­რო­ბენ. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ძებ­ნი­ლე­ბი"პო­ლი­ტი­კო­სებს მივ­მარ­თავთ, მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცენ ახალ­გაზ­რდებს, რა გა­ა­კე­თონ, ის­წავ­ლონ და ამით იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი თუ არ ის­წავ­ლონ და ამით იყ­ვნენ უბე­დუ­რე­ბი. ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა­ზე ფიქ­რობს. ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში არა­ვინ ამ­ბობ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ მინ­დაო. ყვე­ლას მოგ­ვწონ­და აქ ცხოვ­რე­ბა და გვიყ­ვარ­და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. მე ახ­ლაც მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, მაგ­რამ ახა­ლი თა­ო­ბა ქვეყ­ნი­დან გარ­ბის.

- შენც ხომ იყა­ვი წა­სუ­ლი მოს­კოვ­ში?

- ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იმის­თვის არა, რომ ჩემი ქვე­ყა­ნა მძულ­და. ახ­ლის შექ­მნის სურ­ვი­ლი მქონ­და, ახ­ლის სწავ­ლის, გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი. რა­ღაც მინ­დო­და მი­მე­ღო სხვა ქვეყ­ნი­დან, კარ­გი ან ცუდი. მერე ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და მეთ­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა ქვე­ყა­ნას სჯობს, მეც ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, მაგ­რამ დღეს აქ ვარ-მეთ­ქი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"პოლიტიკოსებით დაბოლებას მარიხუანით დაბოლება არ სჯობს?"

"პოლიტიკოსებით დაბოლებას მარიხუანით დაბოლება არ სჯობს?"

შავ პრინცად წოდებულმა რეპერმა აკაკი ბაბუნაშვილმა ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა და "პრინცი -პი"გახდა. პრინციპები კი რეპერს მართლაც საინტერესო აღმოაჩნდა. აკაკიმ ძველი ჯგუფი "ძებნილები"ახალი შემადგენლობით აღადგინა და დღეს სწორედ ამ ჯგუფის მიზნებსა და გეგმებზე საუბრობს ჩვენთან. რეპერს მის ყოფილ სიყვარულზე, ბაბეზე, და მათ საერთო შვილზეც ვესაუბრეთ. ერთი სიტყვით, წინ საკმაოდ საინტერესო და გულახდილი ინტერვიუ გელით.

- აკაკი, მას მერე, რაც "ნიჭიერში"გნახეთ, ფართო აუდიტორიის წინაშე აღარ გამოჩენილხარ. რას საქმიანობდი?

- ვაგროვებდი ინფორმაციას დამწყები რეპერებისგან, ახალგაზრდებისგან. საკმაოდ დიდი ინფორმაცია მივიღე და მოვედი იმის აზრზე, რა უნდა გავაკეთო ახალი.

- შენ, რეპის მამა, რატომ აგროვებდი დამწყები რეპერებისგან ინფორმაციას?

- მე, რეპის მამა, ვალდებული ვარ გავიგო, რა აწუხებს ახალ "პაკალენიას".

- რაო, რა გაიგე?

- სხვათა შორის, ნაკითხი, ზრდილობიანი ბიჭები არიან. უკმაყოფილებას გამოთქვამენ ნარკოტიკთან, დღევანდელ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ვინაიდან დაიშალა ძველი ჯგუფი "ძებნილები", გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა ახალი ჯგუფი იმავე სახელწოდებით. ჯგუფში 12 ადამიანია. თითოეულ მათგანს თავისი სათქმელი აქვს და აუცილებლად იტყვის. მე სათავეში ვუდგავარ ჯგუფს, რომ ვაკონტროლო მათი აზროვნება, მათი საქციელი და სწორად მოგაწოდოთ თქვენ, ჟურნალისტებსა და საზოგადოებას. ჩემი ჯგუფის წევრების ასაკი 25-27 წლამდე მერყეობს.

- სახელებსა და გვარებს არ გვეტყვი?

- ჯერჯერობით მათი სახელებისა და გვარების დასახელება არ მინდა, ვინაიდან ისინი დასაწყისში ნიღბებით წარდგებიან მაყურებლის წინაშე. ასევე გამოჩნდებიან კლიპებში, შოუებში, სცენაზე. "ძებნილების"იმიჯი უნდა იყოს ისეთი, როგორიც მათ სახელს შეეფერება. ჩვენ ვმალავთ სახეებს, მაგრამ არა თვალებს. ჩვენი ჯგუფის ბიჭები ქუთაისელები არიან, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი თბილისელიც შემოგვიერთდება. დიდი რეპოჯახის შექმნას ვაპირებთ, რომელიც გათვლილი იქნება სიმართლესა და იმედზე.

- თითოეულს თავისი სათქმელი აქვსო, მითხარი. რა არის ის ძირითადი, რაც მათ აერთიანებთ?

- ეს არის პროტესტი ქიმიურ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლებსაც 13- 14 წლის ბავშვები იღებენ და რომელიც ანგრევს ორგანიზმს. ეს არის პროტესტი ნარკომომხმარებლების დაკავებაზე. გვინდა, რომ ნაკლებად მავნებელი ნარკოტიკი, როგორიც არის, მაგალითად, მარიხუანა, იყოს ლეგალიზებული, რათა არ მოხდეს თვითმკვლელობები.

- ჯგუფში ნარკომომხმარებლები გყავთ?

- ნარკომომხმარებელი არა, მაგრამ მარიხუანის მომხმარებლები გვყავს. პლანს მე გასართობ ბალახს ვეძახი. მარტივად ავხსნი, დღეში შემიძლია, ორი კოლოფი სიგარეტი მოვწიო. ეს ნებადართულია და ასევე ვნებს ჯანმრთელობას. მარიხუანა ამდენი არ დამჭირდება, ერთი ღერიც დამაკმაყოფილებს და ეს აკრძალულია. რომელი უფრო მავნებელია ორგანიზმისთვის, ორი კოლოფი სიგარეტი თუ ერთი ღერი პლანი? პროტესტი გვაქვს იმაზე, რომ ახალგაზრდებში ქაოსია, ვერ გაუგიათ, როგორ მოიქცნენ, რა ისწავლონ, ან საერთოდ ისწავლონ თუ არა. როგორი ცხოვრება იქნება მათთვის უკეთესი. ვერც მუსიკასთან მეგობრობენ. ამასთან დაკავშირებით "ძებნილები"პოლიტიკოსებს მივმართავთ, მიმართულება მისცენ ახალგაზრდებს, რა გააკეთონ, ისწავლონ და ამით იყვნენ ბედნიერები თუ არ ისწავლონ და ამით იყვნენ უბედურები. ყველა საქართველოდან წასვლაზე ფიქრობს. ჩემს ახალგაზრდობაში არავინ ამბობდა, საქართველოში ცხოვრება არ მინდაო. ყველას მოგვწონდა აქ ცხოვრება და გვიყვარდა ჩვენი ქვეყანა. მე ახლაც მიყვარს საქართველო, მაგრამ ახალი თაობა ქვეყნიდან გარბის.

- შენც ხომ იყავი წასული მოსკოვში?

- ვიყავი, მაგრამ იმისთვის არა, რომ ჩემი ქვეყანა მძულდა. ახლის შექმნის სურვილი მქონდა, ახლის სწავლის, გამოცდილების შეძენის სურვილი. რაღაც მინდოდა მიმეღო სხვა ქვეყნიდან, კარგი ან ცუდი. მერე ჩამოვსულიყავი და მეთქვა, რომ საქართველო ყველა ქვეყანას სჯობს, მეც ვიყავი წასული, მაგრამ დღეს აქ ვარ-მეთქი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება