კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ქალმა ან კარგი საჭმლის გაკეთება უნდა იცოდეს, ან მინეტის...''
''ქალმა ან კარგი საჭმლის გაკეთება უნდა იცოდეს, ან მინეტის...''

ლტოლ­ვა ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის მე­გობ­რო­ბა­ში, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძმა­კა­ცის შეყ­ვა­რე­ბულ­თან, ქალი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით და ქარ­თვე­ლი ქა­ლის პა­ტი­ოს­ნე­ბა - ეს იმ თე­მე­ბის ნა­წი­ლია, რომ­ლებ­ზეც პრო­დუ­სერ მიშა მშვილ­და­ძეს ვე­სა­უბ­რეთ. მი­უ­ხე­და­ვად ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­კი­თხე­ბი­სა, ინ­ტერ­ვიუ ცოტა მა­თე­მა­ტი­კუ­რი კუ­თხით წა­რი­მარ­თა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, სა­უ­ბა­რი სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და.

- ჩემ­თვის ტრა­დი­ცი­ე­ბი არაა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი, სტე­რე­ო­ტი­პე­ბი - კი. ყვე­ლა­ზე ცუდი სტე­რე­ო­ტი­პია ის, რომ სი­ახ­ლე სა­ში­შად მი­აჩ­ნი­ათ, არა­და, რე­ა­ლუ­რად სი­ახ­ლე­ე­ბის ატა­ცე­ბა რომ გვიყ­ვარს, იმა­შიც ჩანს, რომ "აი­ფონ 5"-ი მშვე­ნივ­რად იყი­დე­ბა.

- ქარ­თუ­ლი სუფ­რა ყან­წით, თა­მა­დით, სასმლის და­ძა­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აღი­ზი­ა­ნებს, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ფიქ­რობს, რომ ქარ­თუ­ლი სუფ­რა აკა­დე­მი­აა... შენ რას ფიქ­რობ ამ თე­მებ­ზე?

- ნე­ბის­მი­ე­რი რა­მის და­ძა­ლე­ბა, მათ შო­რის ღვი­ნი­საც, არის გო­ი­მო­ბა, კრი­მი­ნა­ლი და ცუდი საქ­ცი­ე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ სუფ­რას, უმ­ჯო­ბე­სია, ადა­მი­ა­ნებ­მა ცოტა ღვი­ნო და­ლი­ონ და ერ­თმა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რონ თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი, თუმ­ცა გა­ზე­პი­რე­ბულ-გაბრტყე­ლე­ბუ­ლი რომ არა­ფე­რი ვარ­გა, სა­დღეგ­რძე­ლოც კი, ეს აშ­კა­რაა. ქარ­თუ­ლი სუფ­რის სის­ტე­მა არა­ვის არა­ფერს უშ­ლის, მაგ­რამ თუ ისე­თი თა­მა­და ჰყავს, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სოს ვე­რა­ფერს ამ­ბობს და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს, იქ კარგ დროს ვე­რა­ვინ გა­ა­ტა­რებს. ყვე­ლა­ზე მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი კი მა­ინც ისაა, რომ ყვე­ლამ უნდა გა­ი­მე­ო­როს თა­მა­დის ნათ­ქვა­მი სა­დღეგ­რძე­ლო და სუფ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში იქ მყო­ფი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ისე­ვე მხატ­ვრუ­ლად უნდა იქ­ნას ნა­დღეგ­რძე­ლე­ბი, რო­გორც, ვთქვათ, იუ­ბი­ლა­რი. მოკ­ლედ, ამ სა­კი­თხში შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის პრობ­ლე­მას ვა­წყდე­ბით და ცოტა კრე­ა­ტი­ვია სა­ჭი­რო.

- დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში პატ­რი­ო­ტო­ბა სტე­რე­ო­ტი­პუ­ლია?

- 10-15 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­დღეგ­რძე­ლოს რომ ვსვამ­დით, ხალ­ხს უკ­ვირ­და, ვერ ხვდე­ბოდ­ნენ, რას ვა­კე­თებ­დით, ალ­ბათ, არ სჯე­რო­დათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის, გაბრ­წყი­ნე­ბის და ა.შ. ამი­ტო­მაც "სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს" არ იყო ტრენ­დუ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო, დღეს კი პი­რი­ქი­თაა. არ­სე­ბობს ასე­თი გა­მოთ­ქმა, პატ­რი­ო­ტიზ­მი გა­იძ­ვე­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი თავ­შე­სა­ფა­რი­აო, რაც არ არის მთლად სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა ერ­თა­დერ­თი და უმაღ­ლე­სი გან­მარ­ტე­ბაც არ გახ­ლავთ. ხში­რად იქ, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა "კაი პონ­ტად" აღი­ა­რებს, აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნამ­დვი­ლად მი­იჩ­ნე­ვენ თავს პატ­რი­ო­ტე­ბად და ასე­ვე ისი­ნი, ვი­საც უყ­ვარს უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ყოფ­ნა. უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ყოფ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი კი მრავ­ლად არის, ამი­ტო­მა­ცაა, რომ ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად გვაც­ვია, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად ვლა­პა­რა­კობთ, ერ­თნა­ირ შეც­დო­მებს ვუშ­ვებთ და შე­დე­გად ქარ­თვე­ლე­ბი, ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ხალ­ხი, ერ­თმა­ნეთს ვგა­ვართ. ესეც ჩემი ერ­თგვა­რი სტე­რე­ო­ტი­პია ქარ­თვე­ლებ­ზე, მე ასე ვი­ცო­დი, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა სხვაა. ის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი პატ­რი­ო­ტო­ბას აუ­ცი­ლებ­ლო­ბად მი­იჩ­ნე­ვენ, არაა ცუდი. ხომ გა­გი­გი­ათ, შე­ძა­ხილ­მა ხე გა­ახ­მოო, ჰოდა, შე­იძ­ლე­ბა, ბო­ლოს მათ­გა­ნაც გა­მო­ვი­დეს პატ­რი­ო­ტი.

- თუ ჩვენს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას გა­და­ვავ­ლებთ თვალს, მივ­ხვდე­ბით, რომ ქარ­თვე­ლებს გვიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ფე­ტი­შე­ბა და ვი­თხოვთ ლი­დერს, რო­მელ­საც შემ­დეგ ზოგი ბრმად, ზოგი კი ფარ­თოდ გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბით გავ­ყვე­ბით...

- ეს მარ­ტო ქარ­თვე­ლე­ბის კი არა, ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნე­ბის თვი­სე­ბაა, გვიყ­ვარს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სხვის­თვის გა­და­ბა­რე­ბა და მერე მის­თვის უკან მი­ყო­ლა, თუმ­ცა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს და­უგ­როვ­დათ საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ას­ჯერ გა­ზო­მონ და ერთხელ გაჭ­რან. ამ მხრივ ახალ­გაზ­რდა სა­ხელ­მწი­ფო ვართ, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ქცე­ვე­ბი ცოტა პა­თე­ტი­კუ­რია, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის არ­ჩე­ვის დრო­საც კი, მაგ­რამ ეს არ არის პრო­ბელ­მა, გა­ვიზ­რდე­ბით და ვის­წავ­ლით, ჩვენც დაგ­ვიგ­როვ­დე­ბა გა­მოც­დი­ლე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

''ქალმა ან კარგი საჭმლის გაკეთება უნდა იცოდეს, ან მინეტის...''

''ქალმა ან კარგი საჭმლის გაკეთება უნდა იცოდეს, ან მინეტის...''

ლტოლვა ქალისა და მამაკაცის მეგობრობაში, დამოკიდებულება ძმაკაცის შეყვარებულთან, ქალი მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებით და ქართველი ქალის პატიოსნება - ეს იმ თემების ნაწილია, რომლებზეც პროდუსერ მიშა მშვილდაძეს ვესაუბრეთ. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, ინტერვიუ ცოტა მათემატიკური კუთხით წარიმართა, თუმცა, საბოლოოდ, საუბარი სტერეოტიპებზე საინტერესო გამოვიდა.

- ჩემთვის ტრადიციები არაა გამაღიზიანებელი, სტერეოტიპები - კი. ყველაზე ცუდი სტერეოტიპია ის, რომ სიახლე საშიშად მიაჩნიათ, არადა, რეალურად სიახლეების ატაცება რომ გვიყვარს, იმაშიც ჩანს, რომ ''აიფონ 5''-ი მშვენივრად იყიდება.

- ქართული სუფრა ყანწით, თამადით, სასმლის დაძალებით საზოგადოების ნაწილის აღიზიანებს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქართული სუფრა აკადემიაა... შენ რას ფიქრობ ამ თემებზე?

- ნებისმიერი რამის დაძალება, მათ შორის ღვინისაც, არის გოიმობა, კრიმინალი და ცუდი საქციელი. რაც შეეხება ქართულ სუფრას, უმჯობესია, ადამიანებმა ცოტა ღვინო დალიონ და ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები, თუმცა გაზეპირებულ-გაბრტყელებული რომ არაფერი ვარგა, სადღეგრძელოც კი, ეს აშკარაა. ქართული სუფრის სისტემა არავის არაფერს უშლის, მაგრამ თუ ისეთი თამადა ჰყავს, რომელიც საინტერესოს ვერაფერს ამბობს და მიუხედავად ამისა, ყურადღებას ითხოვს, იქ კარგ დროს ვერავინ გაატარებს. ყველაზე მოსაბეზრებელი კი მაინც ისაა, რომ ყველამ უნდა გაიმეოროს თამადის ნათქვამი სადღეგრძელო და სუფრის მიმდინარეობის პროცესში იქ მყოფი ყველა ადამიანი ისევე მხატვრულად უნდა იქნას ნადღეგრძელები, როგორც, ვთქვათ, იუბილარი. მოკლედ, ამ საკითხში შემსრულებლების პრობლემას ვაწყდებით და ცოტა კრეატივია საჭირო.

- დღევანდელ საქართველოში პატრიოტობა სტერეოტიპულია?

- 10-15 წლის წინ საქართველოს სადღეგრძელოს რომ ვსვამდით, ხალხს უკვირდა, ვერ ხვდებოდნენ, რას ვაკეთებდით, ალბათ, არ სჯეროდათ საქართველოს მომავლის, გაბრწყინების და ა.შ. ამიტომაც ''საქართველოს გაუმარჯოს'' არ იყო ტრენდული სადღეგრძელო, დღეს კი პირიქითაა. არსებობს ასეთი გამოთქმა, პატრიოტიზმი გაიძვერების უკანასკნელი თავშესაფარიაო, რაც არ არის მთლად საფუძველს მოკლებული, თუმცა ერთადერთი და უმაღლესი განმარტებაც არ გახლავთ. ხშირად იქ, რასაც საზოგადოება ''კაი პონტად'' აღიარებს, აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად მიიჩნევენ თავს პატრიოტებად და ასევე ისინი, ვისაც უყვარს უმრავლესობაში ყოფნა. უმრავლესობაში ყოფნის მოყვარული კი მრავლად არის, ამიტომაცაა, რომ ყველას ერთნაირად გვაცვია, ყველა ერთნაირად ვლაპარაკობთ, ერთნაირ შეცდომებს ვუშვებთ და შედეგად ქართველები, ეს ინდივიდუალურობით გამორჩეული ხალხი, ერთმანეთს ვგავართ. ესეც ჩემი ერთგვარი სტერეოტიპია ქართველებზე, მე ასე ვიცოდი, თუმცა რეალობა სხვაა. ის, რომ ადამიანები პატრიოტობას აუცილებლობად მიიჩნევენ, არაა ცუდი. ხომ გაგიგიათ, შეძახილმა ხე გაახმოო, ჰოდა, შეიძლება, ბოლოს მათგანაც გამოვიდეს პატრიოტი.

- თუ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ ქართველებს გვიყვარს ადამიანების გაფეტიშება და ვითხოვთ ლიდერს, რომელსაც შემდეგ ზოგი ბრმად, ზოგი კი ფართოდ გახელილი თვალებით გავყვებით...

- ეს მარტო ქართველების კი არა, ზოგადად ადამიანების თვისებაა, გვიყვარს პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება და მერე მისთვის უკან მიყოლა, თუმცა განვითარებულ ქვეყნებს დაუგროვდათ საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ ასჯერ გაზომონ და ერთხელ გაჭრან. ამ მხრივ ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ, შესაბამისად, ჩვენი ქცევები ცოტა პათეტიკურია, პოლიტიკური ლიდერის არჩევის დროსაც კი, მაგრამ ეს არ არის პრობელმა, გავიზრდებით და ვისწავლით, ჩვენც დაგვიგროვდება გამოცდილება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება