მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის ჰყავდა ყველაზე მეტი ქმარი და საყვარელი - ქართველი სექსბომბების მარათონი
ვის ჰყავდა ყველაზე მეტი ქმარი და საყვარელი - ქართველი სექსბომბების მარათონი

ცნო­ბი­ლე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, გა­თხო­ვე­ბა, გა­შო­რე­ბა, საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მუდ­მი­ვად მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, პი­რად ცხოვ­რე­ბას ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი აღარ მა­ლა­ვენ. შე­ვე­ცა­დეთ, იმ ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის რე­ი­ტინ­გი შეგ­ვედ­გი­ნა, ვინც ყვე­ლა­ზე მეტ­ჯერ შექ­მნა ოჯა­ხი და გა­მო­იც­ვა­ლა მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი.

ია ფა­რუ­ლა­ვა

ია ფა­რუ­ლა­ვა სამ­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი. პირ­ვე­ლად ქარ­თველ მა­მა­კაც­ზე პა­ტა­რა ასაკ­ში გა­თხოვ­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნი იყო და ზოგ­ჯერ მსა­ხი­ობს ფი­ზი­კუ­რა­დაც უს­წორ­დე­ბო­და, შემ­დეგ მათი ოჯა­ხი და­ინ­გრა და ია სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­ვი­და, სა­დაც უცხო­ელ მი­ლი­ო­ნერ­ზე იქორ­წი­ნა, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა ფადი ას­ლის და­უ­კავ­ში­რა. რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ფადი და ია სკან­და­ლუ­რად და­შორ­დნენ და მის შემ­დეგ იას ცხოვ­რე­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტა­რი ოთარ სი­რა­ძე გა­მოჩ­ნდა. ია და ოთოც მალე და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს და მსა­ხი­ობ­მა გი­ტა­რისტ ტა­რი­ელ სუ­არ­ზე იქორ­წი­ნა. იას და ტა­რი­ე­ლის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი უმალ ხდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ისი­ნი და­შორ­დნენ კი­დეც, რა­შიც ტა­რი­ელ სუ­ა­რი სტი­ლისტ მიშა გა­სი­ტაშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­რიგ­დნენ. იამ "ფე­ის­ბუ­ქის"გვერ­დი გა­ა­უქ­მა და გა­და­წყვი­ტა, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არ­სად აღარ ესა­უბ­რა.

ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი

რე­ი­ტინ­გის ერთ-ერთი ლი­დე­რი ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლია. ხუმ­რო­ბაც კი არ­სე­ბობს გო­გო­ნებ­ში ასე­თი: ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის რე­კორ­დი უნდა მოვხსნაო. ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა სა­კუ­თარ პი­რად ცხოვ­რე­ბას სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­დნენ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი, ეკა მისი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბებს პრე­სას არ უმა­ლავ­და. მომ­ღერ­ლის პირ­ვე­ლი ქმა­რი მხატ­ვა­რი თე­მურ გვა­ლია გახ­ლდათ, მას­თან ეკას ქა­ლიშ­ვი­ლი ნუკა ჰყავს, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი­დან" გა­იც­ნო მსმე­ნელ­მა. ამ­ბო­ბენ, რომ თე­მურ გვა­ლია ქა­ლიშ­ვილს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს და მის­თვის დე­დაც და მა­მაც სწო­რედ ეკაა. ალ­ბათ ამი­ტო­მაც გა­და­ვი­და ერთი წლის წინ ნუკა დე­დის გვარ­ზე და კვა­ლი­აშ­ვი­ლი გახ­და. ეკამ პირ­ვე­ლი ოჯა­ხი პა­ტა­რა ასაკ­ში შექ­მნა, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ არც დიდ ასაკ­ში შექ­მნილ­მა ოჯა­ხებ­მა გა­ა­მარ­თლა. "ბედი თქვი, თო­რემ ჭკვი­ა­ნუ­რად უნდა გა­თხოვ­დე. სამი წელი ვი­ცხოვ­რე პირ­ველ ქმარ­თან, ორ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი - მე­ო­რეს­თან და ორი წელი - მე­სა­მეს­თან. ნა­ხე­ვარ წე­ლი­წადს ვაკ­ლებ­დი ყო­ველ ჯერ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ეკამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. ეკას ბოლო ქმა­რი ვი­ტა­ლი მი­მი­ნოშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი

კვა­ლი­აშ­ვი­ლის რე­კორ­დი ახალ­გაზ­რდა სე­ლებ­რი­თებ­მა დიდი ხნის წინ მოხ­სნეს. ამ მხრივ რე­კორდსმე­ნია ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი. მან 30 წლის ასაკ­ში მო­ას­წრო სამ­ჯერ გა­თხო­ვე­ბა. სა­ლო­მეს პირ­ვე­ლი და მე­სა­მე ქმრე­ბი მოგ­ვა­რე­ე­ბი არი­ან - ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლე­ბი. . გო­გი­აშ­ვილს სა­მი­ვე ქმრის­გან ჰყავს შვი­ლე­ბი - მაშო, და­თუ­ნა და ირაკ­ლი.

ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არა­სო­დეს სა­უბ­რობს, მაგ­რამ ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის გა­თხო­ვე­ბა-გა­შო­რე­ბე­ბი მა­ინც სა­ჯა­რო ხდე­ბა. მისი პირ­ვე­ლი ქმა­რი "ტე­ლე­ვი­ზი­ონ­ში­კი" გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე გახ­ლდათ. მე­ო­რედ ლი­ზამ გი­ნე­კო­ლოგ ზაზა სი­ნა­უ­რი­ძე­ზე იქორ­წი­ნა, მას­თან ვაჟი ირაკ­ლი ჰყავს. ორი წლის წინ კი, ლიზა მე­სა­მედ გა­თხოვ­და - "შვიდ­კა­ცას" წევრ და­ვით ნო­ზა­ძე­ზე. სულ ცოტა ხნის წინ "ამ­ბე­ბი.გე-ს" ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ლი­ზამ მე­სა­მე ოჯა­ხიც და­ან­გრია და ახლა მუ­სი­კოს გი­ორ­გი ცა­გა­რელს ხვდე­ბაო. თუმ­ცა ამა­ზე სა­უ­ბა­რი არც ლი­ზამ, არც დათო ნო­ზა­ძემ და არც გი­ორ­გი ცა­გა­რელ­მა ისურ­ვეს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ამ­ბე­ბი.გე-მ" ლი­ზას და გი­ორ­გის ფო­ტო­ე­ბი მო­ი­პო­ვა, რო­მე­ლე­ბიც ნიუ-იორკში, ტა­იმ­სქვერ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ორ­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი. მიშა ბა­ლუ­აშ­ვილ­თან პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მას შვი­ლი და­თუ­ნა ჰყავს. შემ­დეგ თი­კომ ტე­ლე­წამ­ყვან სოსო თო­ლო­რა­ი­ა­ზე იქორ­წი­ნა. თიკო და სოსო ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ "მა­ესტრო­ში", მათი სიყ­ვა­რუ­ლიც სწო­რედ ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში და­ი­წყო. თიკო და სოსო მალე და­შორ­დნენ. სოსო ამე­რი­კა­ში წა­ვი­და, თიკო კი რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე გა­უ­ჩი­ნარ­და. ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში თიკო პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელ­თან თე­მურ დო­ლი­ძეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც თინა კან­დე­ლა­კის პირ­ვე­ლი ქმა­რი გახ­ლდათ. თე­მურ დო­ლი­ძის ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სწო­რედ ის და­ეხ­მა­რა თი­კოს დეპ­რე­სი­ის გა­და­ლახ­ვა­ში, მას ანე­ბივ­რებ­და ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით და და­ქორ­წი­ნე­ბა­საც აპი­რებ­დნენ, მაგ­რამ ღა­ლა­ტის გამო და­შორ­დნე­ნო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, როცა თიკო "თბი­ლი­სი ლა­ი­ვით" დაბ­რუნ­და ეთერ­ში, ჭო­რა­ო­ბა და­ი­წყეს სა­დუ­ნიშ­ვი­ლის და ბიზ­ნეს­მენ გენო მა­ლა­ზო­ნი­ას სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ. სა­ჯა­როდ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არც ერთი მხა­რე არ ადას­ტუ­რებ­და. ამ­ბო­ბენ, რომ თიკო გენო მა­ლა­ზო­ნი­ამ შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­ში გაც­ვა­ლა, "ბამ­ბა რუმ­სის" შე­სას­ვლელ­ში სა­დუ­ნიშ­ვილ­მა და ბე­გაშ­ვილ­მა ამის გამო თმით ით­რი­ეს ერ­თმა­ნე­თი.

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ერთხელ იყო გა­თხო­ვი­ლი. პირ­ვე­ლად შო­რე­ნამ ბავ­შვო­ბის სიყ­ვა­რულ­ზე - ზურა ბარ­ბა­ქა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. მას­თან შვი­ლიც ჰყავს, რო­მელ­საც ევა ჰქვია. შო­რე­ნამ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში თქვა, რომ პირ­ვე­ლი ოჯა­ხი ღა­ლა­ტის გამო და­ან­გრია. ეს მის­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ ცოლ­ზე აბო­დებ­და. შო­რე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­ექ­ცა, როცა ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქარ­თველ სექს-სიმ­ბო­ლო­ზე და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ამ­ბო­ბენ, და­ვი­თი შო­რე­ნას ხში­რად ფი­ზი­კუ­რა­დაც უს­წორ­დე­ბო­და და ბო­ლოს და­შორ­დნენ. და­ვით­მა ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე იქორ­წი­ნა. ამის შემ­დეგ შო­რე­ნას ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ მა­მა­კა­ცებ­ზე სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბი ვრცელ­დე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსა­ხი­ო­ბი ყო­ველ­თვის შეძ­ლე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან აბამ­და რო­მანს. ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის, მა­მუ­კა ფი­ფი­ას სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ მან ხელ­ზე ტა­ტუც კი გა­ი­კე­თა. მა­მუ­კა რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ბიზ­ნეს­მე­ნია და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხიც ჰყავს, თუმ­ცა შო­რე­ნას ხში­რად ანე­ბივ­რებ­და ძვირ­ფა­სი სი­ურპრი­ზე­ბით. სულ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შო­რე­ნა ბიზ­ნეს­მენ ირაკ­ლი ნა­ნა­ძე­საც და­შორ­და. ნა­ნა­ძეც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს, ოჯა­ხი მა­საც ჰყავს. მა­მუ­კა ფი­ფი­ას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნა­ნა­ძე არ ერი­დე­ბო­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შო­რე­ნას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას. ის მსა­ხი­ობს უკე­თებ­და გან­სა­კუთ­რე­ბით ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ჩუქ­რებს, და­სას­ვე­ნებ­ლად მიჰ­ყავ­და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო­ებ­ში, მაგ­რამ მათი სიყ­ვა­რუ­ლიც და­შო­რე­ბით დას­რულ­და. ნა­ნა­ძე შო­რე­ნას შე­რი­გე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, ვი­დე­ო­მი­მარ­თვებს უგ­ზავ­ნი­და და პა­ტი­ე­ბას სთხოვ­და, მაგ­რამ… თბი­ლის­ში აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ შო­რე­ნა დღემ­დე უყ­ვარს გენო მა­ლა­ზო­ნი­ას, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა­საც გეგ­მავ­და, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა ვერ შედ­გა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ნა­ნა­ძი­სა და ბე­გაშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აც ირაკ­ლი ნა­ნა­ძის მე­უღ­ლეს მოს­კოვ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ გენო მა­ლა­ზო­ნი­ამ გა­ა­გე­ბი­ნა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ვის ჰყავდა ყველაზე მეტი ქმარი და საყვარელი - ქართველი სექსბომბების მარათონი

ვის ჰყავდა ყველაზე მეტი ქმარი და საყვარელი - ქართველი სექსბომბების მარათონი

ცნობილების პირადი ცხოვრება, გათხოვება, გაშორება, საყვარელი მამაკაცები მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრშია. წინა წლებთან შედარებით, პირად ცხოვრებას ქართველი ვარსკვლავები აღარ მალავენ. შევეცადეთ, იმ ცნობილი ვარსკვლავების რეიტინგი შეგვედგინა, ვინც ყველაზე მეტჯერ შექმნა ოჯახი და გამოიცვალა მეგობარი მამაკაცი.

ია ფარულავა

ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად ქართველ მამაკაცზე პატარა ასაკში გათხოვდა, რომელიც ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა და ია საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა, სადაც უცხოელ მილიონერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ ცხოვრება ფადი ასლის დაუკავშირა. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ფადი და ია სკანდალურად დაშორდნენ და მის შემდეგ იას ცხოვრებაში პარლამენტარი ოთარ სირაძე გამოჩნდა. ია და ოთოც მალე დაშორდნენ ერთმანეთს და მსახიობმა გიტარისტ ტარიელ სუარზე იქორწინა. იას და ტარიელის ცხოვრების ყველა დეტალი უმალ ხდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რამდენიმე კვირის წინ ისინი დაშორდნენ კიდეც, რაშიც ტარიელ სუარი სტილისტ მიშა გასიტაშვილს ადანაშაულებდა, მაგრამ რამდენიმე დღეში შერიგდნენ. იამ "ფეისბუქის"გვერდი გააუქმა და გადაწყვიტა, პირად ცხოვრებაზე არსად აღარ ესაუბრა.

ეკა კვალიაშვილი

რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერი ეკა კვალიაშვილია. ხუმრობაც კი არსებობს გოგონებში ასეთი: ეკა კვალიაშვილის რეკორდი უნდა მოვხსნაო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საკუთარ პირად ცხოვრებას საიდუმლოდ ინახავდნენ ცნობილი ქართველი ქალები, ეკა მისი ახალი სიყვარულის ამბებს პრესას არ უმალავდა. მომღერლის პირველი ქმარი მხატვარი თემურ გვალია გახლდათ, მასთან ეკას ქალიშვილი ნუკა ჰყავს, რომელიც "საქართველოს ვარსკვლავიდან" გაიცნო მსმენელმა. ამბობენ, რომ თემურ გვალია ქალიშვილს ყურადღებას არ აქცევს და მისთვის დედაც და მამაც სწორედ ეკაა. ალბათ ამიტომაც გადავიდა ერთი წლის წინ ნუკა დედის გვარზე და კვალიაშვილი გახდა. ეკამ პირველი ოჯახი პატარა ასაკში შექმნა, თუმცა მიიჩნევს, რომ არც დიდ ასაკში შექმნილმა ოჯახებმა გაამართლა. "ბედი თქვი, თორემ ჭკვიანურად უნდა გათხოვდე. სამი წელი ვიცხოვრე პირველ ქმართან, ორწელიწად-ნახევარი - მეორესთან და ორი წელი - მესამესთან. ნახევარ წელიწადს ვაკლებდი ყოველ ჯერზე", - განაცხადა ეკამ ერთ-ერთ ინტერვიუში. ეკას ბოლო ქმარი ვიტალი მიმინოშვილი საკმაოდ ახალგაზრდა გახლდათ, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

სალომე გოგიაშვილი

კვალიაშვილის რეკორდი ახალგაზრდა სელებრითებმა დიდი ხნის წინ მოხსნეს. ამ მხრივ რეკორდსმენია ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი. მან 30 წლის ასაკში მოასწრო სამჯერ გათხოვება. სალომეს პირველი და მესამე ქმრები მოგვარეები არიან - ნიკოლაიშვილები. . გოგიაშვილს სამივე ქმრისგან ჰყავს შვილები - მაშო, დათუნა და ირაკლი.

ლიზა ბაგრატიონი

პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობს, მაგრამ ლიზა ბაგრატიონის გათხოვება-გაშორებები მაინც საჯარო ხდება. მისი პირველი ქმარი "ტელევიზიონშიკი" გიორგი ლეონიძე გახლდათ. მეორედ ლიზამ გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეზე იქორწინა, მასთან ვაჟი ირაკლი ჰყავს. ორი წლის წინ კი, ლიზა მესამედ გათხოვდა - "შვიდკაცას" წევრ დავით ნოზაძეზე. სულ ცოტა ხნის წინ "ამბები.გე-ს" ინფორმაცია მიაწოდეს იმის თაობაზე, რომ ლიზამ მესამე ოჯახიც დაანგრია და ახლა მუსიკოს გიორგი ცაგარელს ხვდებაო. თუმცა ამაზე საუბარი არც ლიზამ, არც დათო ნოზაძემ და არც გიორგი ცაგარელმა ისურვეს. რამდენიმე დღის წინ "ამბები.გე-მ" ლიზას და გიორგის ფოტოები მოიპოვა, რომელებიც ნიუ-იორკში, ტაიმსქვერზეა გადაღებული.

თიკო სადუნიშვილი

თიკო სადუნიშვილი ოფიციალურად ორჯერ იყო გათხოვილი. მიშა ბალუაშვილთან პირველი ქორწინებიდან მას შვილი დათუნა ჰყავს. შემდეგ თიკომ ტელეწამყვან სოსო თოლორაიაზე იქორწინა. თიკო და სოსო ერთად მუშაობდნენ "მაესტროში", მათი სიყვარულიც სწორედ ამ ტელეკომპანიაში დაიწყო. თიკო და სოსო მალე დაშორდნენ. სოსო ამერიკაში წავიდა, თიკო კი რამდენიმე წლის მანძილზე გაუჩინარდა. ამბობენ, რომ სწორედ იმ პერიოდში თიკო პროკურატურის პრესსამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან თემურ დოლიძესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც თინა კანდელაკის პირველი ქმარი გახლდათ. თემურ დოლიძის ახლობლების განცხადებით, სწორედ ის დაეხმარა თიკოს დეპრესიის გადალახვაში, მას ანებივრებდა ძვირფასი საჩუქრებით და დაქორწინებასაც აპირებდნენ, მაგრამ ღალატის გამო დაშორდნენო. რამდენიმე წლის წინ, როცა თიკო "თბილისი ლაივით" დაბრუნდა ეთერში, ჭორაობა დაიწყეს სადუნიშვილის და ბიზნესმენ გენო მალაზონიას სიყვარულის შესახებ. საჯაროდ ამ ინფორმაციას არც ერთი მხარე არ ადასტურებდა. ამბობენ, რომ თიკო გენო მალაზონიამ შორენა ბეგაშვილში გაცვალა, "ბამბა რუმსის" შესასვლელში სადუნიშვილმა და ბეგაშვილმა ამის გამო თმით ითრიეს ერთმანეთი.

შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილი ოფიციალურად ერთხელ იყო გათხოვილი. პირველად შორენამ ბავშვობის სიყვარულზე - ზურა ბარბაქაძეზე იქორწინა. მასთან შვილიც ჰყავს, რომელსაც ევა ჰქვია. შორენამ ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ პირველი ოჯახი ღალატის გამო დაანგრია. ეს მისმა ყოფილმა მეუღლემ უარყო და განაცხადა, რომ ცოლზე აბოდებდა. შორენა საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე წლის წინ მოექცა, როცა ცნობილი გახდა, რომ ქართველ სექს-სიმბოლოზე დავით ბაგრატიონი იყო შეყვარებული. ამბობენ, დავითი შორენას ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ბოლოს დაშორდნენ. დავითმა ანა ბაგრატიონზე იქორწინა. ამის შემდეგ შორენას ცხოვრებაში არსებულ მამაკაცებზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა. აღსანიშნავია, რომ მსახიობი ყოველთვის შეძლებულ ბიზნესმენებთან აბამდა რომანს. ერთ-ერთი საყვარელი მამაკაცის, მამუკა ფიფიას საპატივცემულოდ მან ხელზე ტატუც კი გაიკეთა. მამუკა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია და საკუთარი ოჯახიც ჰყავს, თუმცა შორენას ხშირად ანებივრებდა ძვირფასი სიურპრიზებით. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შორენა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესაც დაშორდა. ნანაძეც რუსეთში მოღვაწეობს, ოჯახი მასაც ჰყავს. მამუკა ფიფიასგან განსხვავებით, ნანაძე არ ერიდებოდა სოციალურ ქსელში შორენასთან ერთად გადაღებული ფოტოების გავრცელებას. ის მსახიობს უკეთებდა განსაკუთრებით ძვირადღირებულ საჩუქრებს, დასასვენებლად მიჰყავდა მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებში, მაგრამ მათი სიყვარულიც დაშორებით დასრულდა. ნანაძე შორენას შერიგებას ყველანაირად ცდილობდა, ვიდეომიმართვებს უგზავნიდა და პატიებას სთხოვდა, მაგრამ… თბილისში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შორენა დღემდე უყვარს გენო მალაზონიას, რომელიც მსახიობზე დაქორწინებასაც გეგმავდა, მაგრამ ქორწინება ვერ შედგა. ამ ინფორმაციის თანახმად, ნანაძისა და ბეგაშვილის სიყვარულის ისტორიაც ირაკლი ნანაძის მეუღლეს მოსკოვში, სავარაუდოდ, სწორედ გენო მალაზონიამ გააგებინა.