პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავი-მარნეულის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა იწყება
რუსთავი-მარნეულის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა იწყება

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი, რუს­თა­ვის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი, ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი და რუს­თა­ვის მერი და­ვით ჯი­ქია რუს­თა­ვი-მარ­ნე­უ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს "საქგ­ზა­მეც­ნი­ე­რე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ად­გილ­ზე გა­ეც­ნენ.

რუს­თა­ვი-მარ­ნე­უ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი უმოკ­ლე­სი გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უმოკ­ლეს დრო­ში და­ი­წყე­ბა და წელსვე დას­რულ­დე­ბა. სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო თან­ხას რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ყოფს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე დღეს აზომ­ვი­თი და საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­და. რო­გორც ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გზის ამ მო­ნაკ­ვე­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას რე­გი­ო­ნი­სათ­ვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

"შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს არის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტი, კონ­კრე­ტუ­ლად ეს გზა რუს­თავს მარ­ნე­ულ­თან და­ა­კავ­ში­რებს, მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი ამ ორ ქა­ლაქს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ტვირთბ­რუნ­ვა გა­იზ­რდე­ბა. ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ერ­თმა­ნეთ­თან უპ­რობ­ლე­მოდ და უმოკ­ლე­სი გზით და­კავ­ში­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

რუს­თა­ვის მე­რის და­ვით ჯი­ქი­ას გან­ცხა­დე­ბით, რუს­თა­ვი-მარ­ნე­ულს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მან­ძი­ლი ამ გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­დე­გად 34 კმ-ით შემ­ცირ­დე­ბა.

"წლე­ბის წინ სწო­რედ ამ გზით ხდე­ბო­და ტვირთბ­რუნ­ვა რუს­თავ­სა და მარ­ნე­ულს შო­რის, ახლა კი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ამის გა­კე­თე­ბა თბი­ლი­სის გავ­ლით უწევს. ამ გზის მშე­ნებ­ლო­ბით, ბუ­ნებ­რი­ვია გა­ნიტ­ვირ­თე­ბა თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის მა­გის­ტრა­ლიც", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ჯი­ქი­ამ.

ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი აცხა­დებს, რომ რუს­თა­ვი-მარ­ნე­უ­ლის გზის მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბის შე­დე­გად რუს­თავ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა ჩნდე­ბა.

"ეს გზა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ტე­რი­აა მთე­ლი ქვე­მო ქარ­თლი­სათ­ვის და ვფიქ­რობ, რომ მას საკ­მა­ოდ სპე­ცი­ფი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვს. მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რუს­თა­ვი, რო­გორც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის გამ­სა­ღე­ბე­ლი ქა­ლა­ქი, ასე­ვე მისი გა­და­მუ­შა­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა, ამა­ზე ჩვენ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან უკვე გვქონ­და სა­უ­ბა­რი. ასე რომ რუს­თავ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­წარ­მო­ე­ბის გახ­სნა­საც აზრი ეძ­ლე­ვა", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ძი­ძი­გურ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რუსთავი-მარნეულის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა იწყება

რუსთავი-მარნეულის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა იწყება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და რუსთავის მერი დავით ჯიქია რუსთავი-მარნეულის დამაკავშირებელი გზაზე მიმდინარე სამუშაოებს "საქგზამეცნიერების" წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

რუსთავი-მარნეულის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის რეაბილიტაცია უმოკლეს დროში დაიწყება და წელსვე დასრულდება. სამუშაოებისათვის საჭირო თანხას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოყოფს.

აღნიშნული გზის მონაკვეთზე დღეს აზომვითი და საპროექტო სამუშაოები დასრულდა. როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციას რეგიონისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, კონკრეტულად ეს გზა რუსთავს მარნეულთან დააკავშირებს, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ამ ორ ქალაქს შორის არსებული ტვირთბრუნვა გაიზრდება. ადგილობრივ მოსახლეობას ერთმანეთთან უპრობლემოდ და უმოკლესი გზით დაკავშირება შეეძლება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

რუსთავის მერის დავით ჯიქიას განცხადებით, რუსთავი-მარნეულს შორის არსებული მანძილი ამ გზის რეაბილიტაციის შედეგად 34 კმ-ით შემცირდება.

"წლების წინ სწორედ ამ გზით ხდებოდა ტვირთბრუნვა რუსთავსა და მარნეულს შორის, ახლა კი ადგილობრივ მოსახლეობას ამის გაკეთება თბილისის გავლით უწევს. ამ გზის მშენებლობით, ბუნებრივია განიტვირთება თბილისი-რუსთავის მაგისტრალიც", - განაცხადა დავით ჯიქიამ.

ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ რუსთავი-მარნეულის გზის მონაკვეთის მშენებლობის შედეგად რუსთავში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობის პერსპექტივა ჩნდება.

"ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანი არტერიაა მთელი ქვემო ქართლისათვის და ვფიქრობ, რომ მას საკმაოდ სპეციფიკური მნიშვნელობაც აქვს. მშენებლობის დასრულების შემდეგ რუსთავი, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამსაღებელი ქალაქი, ასევე მისი გადამუშავების თვალსაზრისითაც საინტერესო გახდება, ამაზე ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე გვქონდა საუბარი. ასე რომ რუსთავში სოფლის მეურნეობის საწარმოების გახსნასაც აზრი ეძლევა", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია