სერგეი ბეზრუკოვი - ყირიმში ადამიანებმა თავად უნდა აირჩიონ, როგორ იცხოვრონ!

სერგეი ბეზრუკოვი - ყირიმში ადამიანებმა თავად უნდა აირჩიონ, როგორ იცხოვრონ!

რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყირიმის რეფერენდუმის შესახებ წერს.

"ყირიმის შესახებ!

მე ყირიმში სამართლიან რეფერენდუმს ვემხრობი! ადამიანებმა თავად უნდა აირჩიონ, როგორ იცხოვრონ! მათ ამის სრული უფლება აქვთ!", - წერს მსახიობი.

16 მარტისთვის ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებაა დაგეგმილი. რეფერენდუმით, ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებლები ყირიმის ნახევარკუნძულის სტატუსს განსაზღვრავენ.

თუ 16 მარტის რეფერენდუმში ყირიმის მოსახლეობა ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთთან შეერთებას მისცემს ხმას, რეფერენდუმის შემდეგ, ყირიმი დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს