საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორ იანუკოვიჩი - ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თავს კარგად ვგრძნობ
ვიქტორ იანუკოვიჩი - ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თავს კარგად ვგრძნობ

მე ცო­ცხა­ლი ვარ, მაგ­რამ უკი­დუ­რე­სი შეშ­ფო­თე­ბის გა­რე­შე ვერ ვუ­ყუ­რებ იმას, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა. გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა როს­ტოვ­ში, სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

"რამ­დე­ნა­დაც უკ­რა­ი­ნა­ში ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი ხმე­ბი ჩემს შე­სა­ხებ, მინ­და ვთქვა, რომ ცო­ცხა­ლი ვარ. მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ თავს კარ­გად ვგრძნობ, რად­გან უკი­დუ­რე­სი შეშ­ფო­თე­ბის გა­რე­შე ვერ ვუ­ყუ­რებ იმას, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ულტრა­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ნე­ო­ფა­შის­ტე­ბის ბან­დე­ბი მოქ­მე­დე­ბენ, რომ­ლე­ბიც უკვე პრე­ზი­დენ­ტის პოსტზეც აცხა­დე­ბენ სურ­ვილს.

"თით­ქოს­და კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შირ­მის უკან, ქვე­ყა­ნა­ში ულტრა­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ნე­ო­ფა­შის­ტე­ბის ბან­დე­ბი მოქ­მე­დე­ბენ, რომ­ლე­ბიც უკვე პრე­ზი­დენ­ტის პოსტზეც გა­მოთ­ქვა­მენ სურ­ვილს. ისი­ნი ძა­ლა­დობ­რი­ვად იკა­ვე­ბენ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებს, ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ მი­ლი­ცი­ი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას არა მხო­ლოდ კი­ე­ვის ცენ­ტრში, არა­მედ სხვა ოლ­ქებ­შიც. ქა­ლა­ქებ­ში პატ­რუ­ლი­რე­ბენ ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, სუ­ფევს გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ მა­ღა­ლი რან­გის ოფიც­რებს, ვი­საც არ უნდა უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლა. მათ სურთ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის გა­ჩა­ღე­ბა, "ბო­ე­ვი­კე­ბის" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ჩარ­თვა და მათ­თვის ია­რა­ღის მი­ცე­მა უნ­დათ.

მინ­და, ვკი­თხო ამ შავ­ბნე­ლი ძა­ლე­ბის მფარ­ვე­ლებს და­სავ­ლეთ­ში – თქვენ რა დაბრმავ­დით, მეხ­სი­ე­რე­ბა და­კარ­გეთ, და­გა­ვი­წყდათ, რა არის ფა­შიზ­მი? მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მი­ნის­ტრე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­თაც ხელი მო­ა­წე­რეს დო­კუ­მენ­ტებს არა ჩემს, არა­მედ უკ­რა­ი­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბის გა­რან­ტი­ა­ზე და შემ­დეგ ფეხ­ქვეშ გა­თე­ლეს ეს დო­კუ­მენ­ტი, გან­სხვა­ვე­ბით მათ­გან, ვინც მა­ი­დან­ზე ის­რო­და, უკ­რა­ი­ნელ­მა ოფიც­რებ­მა და სამ­ხედ­რო­ებ­მა იცი­ან თქვე­ნი ფასი და არ შე­ას­რუ­ლე­ბენ თქვენს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ბრძა­ნე­ბებს", - აღ­ნიშ­ნა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ხაზი გა­უს­ვა, რომ რჩე­ბა უკ­რა­ი­ნის ერ­თა­დერთ ლე­გი­ტი­მურ პრე­ზი­დენ­ტად და უმაღ­ლეს მთა­ვარ­სარ­დლად. მი­სი­ვე თქმით, მას არ შე­უ­წყვე­ტია თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი.

"კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ არა მხო­ლოდ ვრჩე­ბი უკ­რა­ი­ნის ერ­თა­დერთ ლე­გი­ტი­მურ პრე­ზი­დენ­ტად, არა­მედ უმაღ­ლეს მთა­ვარ­სარ­დლა­დაც. მე არ შე­მი­წყვე­ტია ჩემი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი ვა­დამ­დე. ცო­ცხა­ლი ვარ, არა­ვის ჩა­მო­ვუ­შო­რე­ბი­ვარ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აშშ-სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა დავ­კარ­გე ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა, რად­გან ქვეყ­ნი­დან გა­ვი­ქე­ცი. მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, რომ არ­სად გავ­ქცე­ულ­ვარ", - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ვიქტორ იანუკოვიჩი - ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თავს კარგად ვგრძნობ

ვიქტორ იანუკოვიჩი - ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თავს კარგად ვგრძნობ

მე ცოცხალი ვარ, მაგრამ უკიდურესი შეშფოთების გარეშე ვერ ვუყურებ იმას, რაც უკრაინაში ხდება. განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა როსტოვში, სიტყვით გამოსვლისას.

"რამდენადაც უკრაინაში ვრცელდება ყველანაირი ხმები ჩემს შესახებ, მინდა ვთქვა, რომ ცოცხალი ვარ. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თავს კარგად ვგრძნობ, რადგან უკიდურესი შეშფოთების გარეშე ვერ ვუყურებ იმას, რაც უკრაინაში ხდება", - აღნიშნა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

ამასთან, უკრაინის ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ულტრანაციონალისტებისა და ნეოფაშისტების ბანდები მოქმედებენ, რომლებიც უკვე პრეზიდენტის პოსტზეც აცხადებენ სურვილს.

"თითქოსდა კანონიერი ხელისუფლების შირმის უკან, ქვეყანაში ულტრანაციონალისტებისა და ნეოფაშისტების ბანდები მოქმედებენ, რომლებიც უკვე პრეზიდენტის პოსტზეც გამოთქვამენ სურვილს. ისინი ძალადობრივად იკავებენ თვითმმართველობის ორგანოებს, ათავისუფლებენ მილიციისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელობას არა მხოლოდ კიევის ცენტრში, არამედ სხვა ოლქებშიც. ქალაქებში პატრულირებენ ნიღბიანი ადამიანები, სუფევს განუკითხაობა უკრაინის მოქალაქეების მიმართ, ათავისუფლებენ მაღალი რანგის ოფიცრებს, ვისაც არ უნდა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოსვლა. მათ სურთ სამოქალაქო ომის გაჩაღება, "ბოევიკების" შეიარაღებული ძალების ნაციონალურ ორგანიზაციებში ჩართვა და მათთვის იარაღის მიცემა უნდათ.

მინდა, ვკითხო ამ შავბნელი ძალების მფარველებს დასავლეთში – თქვენ რა დაბრმავდით, მეხსიერება დაკარგეთ, დაგავიწყდათ, რა არის ფაშიზმი? მაგრამ დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოების მინისტრებისგან განსხვავებით, რომელთაც ხელი მოაწერეს დოკუმენტებს არა ჩემს, არამედ უკრაინაში სამოქალაქო მშვიდობის გარანტიაზე და შემდეგ ფეხქვეშ გათელეს ეს დოკუმენტი, განსხვავებით მათგან, ვინც მაიდანზე ისროდა, უკრაინელმა ოფიცრებმა და სამხედროებმა იციან თქვენი ფასი და არ შეასრულებენ თქვენს დანაშაულებრივ ბრძანებებს", - აღნიშნა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

ამასთან, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რჩება უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად და უმაღლეს მთავარსარდლად. მისივე თქმით, მას არ შეუწყვეტია თავისი უფლებამოსილებები.

"კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არა მხოლოდ ვრჩები უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, არამედ უმაღლეს მთავარსარდლადაც. მე არ შემიწყვეტია ჩემი უფლებამოსილებები ვადამდე. ცოცხალი ვარ, არავის ჩამოვუშორებივარ უფლებამოსილებისთვის უკრაინის კონსტიტუციის გათვალისწინებით. აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ამტკიცებენ, რომ როგორც პრეზიდენტმა დავკარგე ლეგიტიმურობა, რადგან ქვეყნიდან გავიქეცი. მაგრამ ვიმეორებ, რომ არსად გავქცეულვარ", - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა