პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
31-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ ჩრდილო მუჰამადაბადში წმენდის ოპერაცია ჩაატარეს
31-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ ჩრდილო მუჰამადაბადში წმენდის ოპერაცია ჩაატარეს

ISAF-ის მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე 31-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­მა ავ­ღა­ნეთ­ში, ჰელ­მან­დი­ის პრო­ვინ­ცი­ის სო­ფელ ჩრდი­ლო მუ­ჰა­მა­და­ბად­ში წმენ­დის ოპე­რა­ცია კო­დუ­რი სა­ხე­ლით "გრი­ფო­ნი III" ჩა­ა­ტა­რეს.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ოპე­რა­ცია მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შე­ტე­ვის აღ­კვე­თას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 31-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის "ალ­ფას" ასე­ულ­მა სოფ­ლის იზო­ლი­რე­ბა ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ვერ შეძ­ლო და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან გას­ვლა და მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მა­სა­ლის გა­ტა­ნა. მათ არც სხვა დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ. ობი­ექ­ტის იზო­ლი­რე­ბას და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის წმენ­და მოჰ­ყვა, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა ("შურა") გა­მარ­თეს. "შუ­რას" დროს ყუ­რა­დღე­ბა სო­ფელ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­სა და ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე გა­მახ­ვილ­და. "ალ­ფას" ასე­უ­ლის სამ­ხედ­რო­ებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტა­რეს და სა­ჩუქ­რე­ბიც გა­დას­ცეს.

რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, "გრი­ფო­ნი III" 12 სა­ათს გაგ­რძელ­და. ოპე­რა­ცი­ას "ალფა" ასე­უ­ლის მე­თა­უ­რი, კა­პი­ტა­ნი ზაზა გორ­გო­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 130-მა ქარ­თველ­მა და 14-მა ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რომ მი­ი­ღო. ჩარ­თუ­ლი იყო 24 ჯავ­შან­მან­ქა­ნა MRAP-ი. ასე­უ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბას ჰა­ე­რი­დან "ოსპრი"-ს და "ჩი­ნო­კი"-ს ტი­პის ორი საბ­რძო­ლო ვერ­ტმფრე­ნი უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბას ად­გილ­ზე 31-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი გი­ორ­გი მეშ­ვე­ლი­ა­ნი და ტაქ­ტი­კუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი პოლ­კოვ­ნი­კი პი­ტერ ბა­უმ­გარ­ტე­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­დნენ.

"გრი­ფო­ნი III" წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ჯა­რის­კა­ცე­ბი ბაზა "ლე­ზერ­ნეკ­ზე" მშვი­დო­ბით დაბ­რუნ­დნენ.

"გრი­ფო­ნი III" იმ ოპე­რა­ცი­ე­ბის სე­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბაა, რი­თაც 31-ე ბა­ტა­ლი­ო­ნი სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის რა­ი­ო­ნის სრულ კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს. ოპე­რა­ცი­ამ ზემ­დგო­მი ამე­რი­კუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან მომ­ზა­დე­ბას, და­გეგ­მვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

31-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ ჩრდილო მუჰამადაბადში წმენდის ოპერაცია ჩაატარეს

31-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ ჩრდილო მუჰამადაბადში წმენდის ოპერაცია ჩაატარეს

ISAF-ის მისიაში მონაწილე 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ჰელმანდიის პროვინციის სოფელ ჩრდილო მუჰამადაბადში წმენდის ოპერაცია კოდური სახელით "გრიფონი III" ჩაატარეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოპერაცია მოწინააღმდეგის მოსალოდნელი ორგანიზებული შეტევის აღკვეთას ისახავდა მიზნად.

სამინისტროს ინფორმაციით, 31-ე ბატალიონის "ალფას" ასეულმა სოფლის იზოლირება ამერიკელი სამხედროებისგან დაკომპლექტებული მხარდამჭერი ჯგუფით განახორციელა. ოპერაციის შედეგად, მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო დასახლებული პუნქტიდან გასვლა და მომაკვდინებელი მასალის გატანა. მათ არც სხვა დაჯგუფებების დახმარების მიღების საშუალება მიეცათ. ობიექტის იზოლირებას დასახლებული პუნქტის წმენდა მოჰყვა, რომლის დასრულების შემდეგაც ქართველმა სამხედროებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ("შურა") გამართეს. "შურას" დროს ყურადღება სოფელში არსებულ პრობლემებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ადგილობრივებთან სამომავლო თანამშრომლობაზე გამახვილდა. "ალფას" ასეულის სამხედროებმა მოსახლეობას პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს და საჩუქრებიც გადასცეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, "გრიფონი III" 12 საათს გაგრძელდა. ოპერაციას "ალფა" ასეულის მეთაური, კაპიტანი ზაზა გორგოძე ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობა 130-მა ქართველმა და 14-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო. ჩართული იყო 24 ჯავშანმანქანა MRAP-ი. ასეულის უსაფრთხოებას ჰაერიდან "ოსპრი"-ს და "ჩინოკი"-ს ტიპის ორი საბრძოლო ვერტმფრენი უზრუნველყოფდა. ოპერაციის მსვლელობას ადგილზე 31-ე ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი და ტაქტიკური დაჯგუფების მეთაური პოლკოვნიკი პიტერ ბაუმგარტენი ზედამხედველობდნენ.

"გრიფონი III" წარმატებით დასრულდა. ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცები ბაზა "ლეზერნეკზე" მშვიდობით დაბრუნდნენ.

"გრიფონი III" იმ ოპერაციების სერიის გაგრძელებაა, რითაც 31-ე ბატალიონი საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონის სრულ კონტროლს ახორციელებს. ოპერაციამ ზემდგომი ამერიკული ხელმძღვანელობის მხრიდან მომზადებას, დაგეგმვასა და განხორციელებაში მაღალი შეფასება დაიმსახურა", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე