ევროკავშირი "სამხრეთ ნაკადის" გაზსადენის შავი ზღვის ფსკერზე მშენებლობის თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკებას წყვეტს, - ამის შესახებ გერმანულ გამოცემა "Die Welt"-ს დღეს ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ეტინგერმა განუცხადა.
ეტინგერი ირწმუნება, რომ ამჟამად ევროპა არ განიცდის სიძნელეებს გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, მით უფრო, როდესაც ზამთარი უკვე გავიდა და ამიტომ ყირიმში რუსი სამხედროების შეყვანის პრობლემა და მისი დიპლომატიური გზით მოგვარება უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
ეტინგერი მხარს უჭერს ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსი მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქებისთვის დაკისრებულ სანქციებს, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ ეს სანქციები ძალიან მკაცრი არ უნდა იყოს.