ყირიმში, ქალაქ პერეკოპში რუსმა სამხედროებმა დღეს 22 საარტილერიო ტექნიკა გადაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ტიმჩუკმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, ჯანკოის რაიონში სამხედრო ტექნიკის 60 ერთეული გამოჩნდა, მათ შორის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა "გრადი".
"ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის აეროდრომებში რუსეთის ტერიტორიიდან Ми-8 და Ми-24-ის ვეტმფრენების შემოსვლა გრძელდება. ჩვენი მონაცემებით, ყირიმის თავზე დღეს ყველა ფრენას რუსეთიდან ჩამოსული სამხედრო პილოტები ახორციელებენ", - დაწერა დიმიტრი ტიმჩუკმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.