Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილმა მირჩია წავსულიყავი" - ოლეგ იაძე კასპში ხმაურით ბრუნდება
"ღარიბაშვილმა მირჩია წავსულიყავი" - ოლეგ იაძე კასპში ხმაურით ბრუნდება

კას­პის ყო­ფი­ლი გამ­გე­ბე­ლი ოლეგ იაძე 6 თვი­ან დუ­მილს არ­ღვევს და პო­ლი­ტი­კა­ში ხმა­უ­რით ბრუნ­დე­ბა. მას სულ ახალ­ა­ხან მამა გარ­და­ეც­ვა­ლა, დედა კი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო დე­და­ქა­ლაქ­ში ჰყავს. თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­სა და რა­ი­ონ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ფიქ­რობს.

"მე პო­ლი­ტი­კა­ში ვბრუნ­დე­ბი. მინ­და ჩემს რა­ი­ონს ისე­თი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჰყავ­დეს, რო­მე­ლიც გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის სამ­შობ­ლოს ეკად­რე­ბა. 6 თვის შემ­დეგ ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა, რომ მე მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი. მინ­და ჩა­ვერ­თო სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში და რო­გორც ეს 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე მოხ­და, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" რა­ი­ონ­ში ღირ­სე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვოს. არ ვა­პი­რებ კენ­ჭის ყრას, არ­ჩევ­ნებ­ზე გა­ნათ­ლე­ბულ­მა და პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ხალ­ხმა უნდა გა­ი­მარ­ჯვოს. რა­ი­ო­ნი­დან ჩემი წას­ვლის შემ­დეგ, თაღ­ლი­თი და ნა­ძი­რა­ლა ხალ­ხი შეგ­როვ­და. ასე­თი ცუდი საკ­რე­ბუ­ლო და პარ­ტია, რაც დღეს არის, რა­ი­ონს არა­სო­დეს ჰყო­ლია და ეს უნდა დამ­თავ­რდეს", - ასე­თია ყო­ფი­ლი გამ­გებ­ლის სურ­ვი­ლი.

ია­ძის თქმით, მან გამ­გებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის რჩე­ვით და­ტო­ვა.

"ჩემი წას­ვლის დღეს ხალ­ხი მი­ტინ­გის გა­მარ­თვას აპი­რებ­და. 4000-5000 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, რომ იკ­რი­ბე­ბო­და. მათ­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი სი­ტყვა უნდა მეთ­ქვა. წინა სა­ღა­მოს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და მირ­ჩია, წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მას მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს მე ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ის გა­მარ­თვას ვა­პი­რებ­დი, რაც იყო სიც­რუე. სწო­რედ ასე­თი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის გამო იყ­ვნენ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი ჩემ­თან მა­შინ ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში. ახლა კი ყვე­ლამ გა­ი­გო, რა ხალ­ხმა ჩა­იგ­დო ხელ­ში სა­და­ვე­ე­ბი კას­პში",- ამ­ბობს ოლეგ იაძე.

ოლეგ ია­ძის გეგ­მე­ბი იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ღარიბაშვილმა მირჩია წავსულიყავი" - ოლეგ იაძე კასპში ხმაურით ბრუნდება

"ღარიბაშვილმა მირჩია წავსულიყავი" - ოლეგ იაძე კასპში ხმაურით ბრუნდება

კასპის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე 6 თვიან დუმილს არღვევს და პოლიტიკაში ხმაურით ბრუნდება. მას სულ ახალახან მამა გარდაეცვალა, დედა კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დედაქალაქში ჰყავს. თუმცა ამის მიუხედავად, თვითმმართველობის არჩევნებსა და რაიონში არსებულ მდგომარეობაზე ფიქრობს.

"მე პოლიტიკაში ვბრუნდები. მინდა ჩემს რაიონს ისეთი ხელმძღვანელობა ჰყავდეს, რომელიც გიორგი სააკაძის სამშობლოს ეკადრება. 6 თვის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ მე მართალი ვიყავი. მინდა ჩავერთო საარჩევნო კამპანიაში და როგორც ეს 1 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდა, "ქართულმა ოცნებამ" რაიონში ღირსეული გამარჯვება მოიპოვოს. არ ვაპირებ კენჭის ყრას,  არჩევნებზე განათლებულმა და პროფესიონალმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს. რაიონიდან ჩემი წასვლის შემდეგ, თაღლითი და ნაძირალა ხალხი შეგროვდა. ასეთი ცუდი საკრებულო და პარტია, რაც დღეს არის, რაიონს არასოდეს ჰყოლია და ეს უნდა დამთავრდეს", - ასეთია ყოფილი გამგებლის სურვილი.

იაძის თქმით, მან გამგებლის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილის რჩევით დატოვა.

"ჩემი წასვლის დღეს ხალხი მიტინგის გამართვას აპირებდა. 4000-5000 ათასი ადამიანი დანამდვილებით ვიცი, რომ იკრიბებოდა. მათთან გამოსამშვიდობებელი სიტყვა უნდა მეთქვა. წინა საღამოს ირაკლი ღარიბაშვილმა დამირეკა და მირჩია, წავსულიყავი. მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თითქოს მე ანტისამთავრობო აქციის გამართვას ვაპირებდი, რაც იყო სიცრუე. სწორედ ასეთი არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო იყვნენ დაპირისპირებულები ჩემთან მაშინ ცენტრალურ ოფისში. ახლა კი ყველამ გაიგო, რა ხალხმა ჩაიგდო ხელში სადავეები კასპში",- ამბობს ოლეგ იაძე.

ოლეგ იაძის გეგმები იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა