დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის წამების ორგანიზების ბრალდება მოეხსნა

დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის წამების ორგანიზების ბრალდება მოეხსნა

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ინფორმაციით, დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის წამების ორგანიზების ბრალდება მოეხსნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზაქარეიშვილმა განუცხადა, ბრალდების მოხსნის გადაწყვეტილება პროკურატურამ მიიღო.

"სანდრო გირგვლიანის წამებაში ბრალი არც ერთ პირს არ აქვს წარდგენილი. გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებები გამოძიებით დადგენილი არ არის, საქმე - გაუხსნელია. საბოლოოდ გამოჩნდა, რომ გირგვლიანის საქმით პროკურატურა ახორციელებდა დავით ახალაიას პოლიტიკურ დევნას, შავი პიარის ორგანიზებას და სამართლებრივ ჯამბაზობას!", - აღნიშნავს ადვოკატი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ