Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართლმადიდებელ ეკლესიათა იერარქიაში საქართველო რუსეთის შემდგომ, მე-6 ადგილს მოითხოვს
მართლმადიდებელ ეკლესიათა იერარქიაში საქართველო რუსეთის შემდგომ, მე-6 ადგილს მოითხოვს

მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­თა იერ­არ­ქი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის შემ­დგომ, მე-6 ად­გილს მო­ი­თხოვს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ის­ტო­რი­კოს­მა, სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. ავ­ტო­კე­ფა­ლურ ეკ­ლე­სი­ა­თა დიპ­ტი­ხი ეკ­ლე­სი­ა­თა სიძ­ვე­ლეს და მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას უს­ვამს ხაზს.

ვარ­დო­სა­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლურ ეკ­ლე­სი­ას დიპ­ტიხ­ში მე-6 ად­გი­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად უკა­ვია. ზო­გი­ერ­თი ეკ­ლე­სია ამას აღი­ა­რებს, თუმ­ცა კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქო მი­იჩ­ნევს, რომ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია დიპ­ტიხ­ში მე-8 ად­გილ­ზეა.

ის­ტო­რი­კოს­მა სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძემ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკ­ლე­სია მე-5 სა­უ­კუ­ნი­დან აქვს. 1254 წელს რო­მის ეკ­ლე­სი­ის გა­ყო­ფის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას დიპ­ტიხ­ში მე-5 ად­გი­ლი ეკა­ვა. ეკ­ლე­სი­ა­თა იერ­არ­ქი­ით მას­ზე წინ ან­ტი­ო­ქია, ალექ­სან­დრია, იე­რუ­სა­ლი­მი და კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლი იყო. მი­სი­ვე თქმით, მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის მიერ ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის კუთ­ვნი­ლი მე-5 ად­გი­ლი რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ამ და­ი­კა­ვა.

"ამ დროს უკვე რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო იქ­მნე­ბა, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო კი პი­რი­ქით - სუს­ტდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო გა­მუდ­მე­ბით ირან-ოს­მა­ლე­თის აგ­რე­სი­ის პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­ხელ­მწი­ფოს არ შე­ეძ­ლო, ეკ­ლე­სი­ის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა გა­ე­წია. რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ამ კი მო­ა­ხერ­ხა, რომ კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს­გან გა­მო­ი­თხო­ვა წე­რი­ლო­ბი­თი დას­ტუ­რი და მე-5 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. შემ­დეგ ეს სა­კი­თხი გან­სა­ხილ­ვე­ლად კარ­გა ხანს აღარ დამ­დგა­რა. მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ამ ავ­ტო­კე­ფა­ლია სა­ერ­თოდ და­კარ­გა. 1917 წელს, რო­დე­საც აღ­დგა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია, აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ამ ჩვე­ნი ავ­ტო­კე­ფა­ლია მხო­ლოდ 1943 წელს და თა­ნაც მე­ექ­ვსე ად­გილ­ზე აღი­ა­რა. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს, ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლია 1990 წლის 4 მარტს აღი­ა­რა", _ დას­ძი­ნა ვარ­დო­სა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დიპ­ტიხ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმდი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ად­გი­ლი დღემ­დე სა­და­ვო და გა­და­უჭ­რე­ლია. სწო­რედ ამი­ტომ, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა 6 მარტს სტამ­ბოლ­ში, კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­მარ­თულ პა­ნორ­თო­დოქ­სუ­ლი შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს ამ სა­კი­თხი­თაც მი­მარ­თა.

სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მსოფ­ლიო კრე­ბა 2016 წელს გა­ი­მარ­თე­ბა და მას­ზე შე­საძ­ლოა ისეთ სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლონ, რო­გო­რიც არის: ეროვ­ნულ სა­ზღვრებს გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის იუ­რის­დიქ­ცი­ის გან­სა­ზღვრა; სა­ეკ­ლე­სიო ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის სტა­ტუ­სის აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა; სა­ეკ­ლე­სიო ავ­ტო­ნო­მი­ის სტა­ტუ­სის აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა; დიპ­ტი­ხი; დღე­სას­წა­უ­ლე­ბის სა­ერ­თო კა­ლენ­დრის სა­კი­თხი; კავ­ში­რი სხვა ქრის­ტი­ა­ნულ ეკ­ლე­სი­ებ­თან, ეკუ­მე­ნის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა და სხვა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბას, პატ­რი­არ­ქმა სტამ­ბოლ­ში, პა­ნორ­თო­დოქ­სულ შეკ­რე­ბა­ზე გა­ნახ­ცა­და: "ფრი­ად ვწუხ­ვართ იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას ჯერ კი­დევ თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი არ უკა­ვია კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის ეკ­ლე­სი­ის დიპ­ტიქ­ში. თუ ეს არ გა­მოს­წორ­დე­ბა და თუ ყვე­ლა თემა არ იქ­ნე­ბა შე­ტა­ნი­ლი მო­მა­ვა­ლი კრე­ბის გან­სა­ხილ­ველ სა­კი­თხთა დღის წეს­რიგ­ში, ჩვენ­თვის მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

მართლმადიდებელ ეკლესიათა იერარქიაში საქართველო რუსეთის შემდგომ, მე-6 ადგილს მოითხოვს

მართლმადიდებელ ეკლესიათა იერარქიაში საქართველო რუსეთის შემდგომ, მე-6 ადგილს მოითხოვს

მართლმადიდებელ ეკლესიათა იერარქიაში საქართველო, სავარაუდოდ, რუსეთის შემდგომ, მე-6 ადგილს მოითხოვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ისტორიკოსმა, სერგო ვარდოსანიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი ადგილი აქვს მინიჭებული. ავტოკეფალურ ეკლესიათა დიპტიხი ეკლესიათა სიძველეს და მის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.

ვარდოსანიძის განმარტებით, ამჟამად საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას დიპტიხში მე-6 ადგილი არაოფიციალურად უკავია. ზოგიერთი ეკლესია ამას აღიარებს, თუმცა კონსტანტინეპოლის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ქართული ეკლესია დიპტიხში მე-8 ადგილზეა.

ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია მე-5 საუკუნიდან აქვს. 1254 წელს რომის ეკლესიის გაყოფის შემდეგ საქართველოს ეკლესიას დიპტიხში მე-5 ადგილი ეკავა. ეკლესიათა იერარქიით მასზე წინ ანტიოქია, ალექსანდრია, იერუსალიმი და კონსტანტინეპოლი იყო. მისივე თქმით, მე-16 საუკუნეში რუსეთის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეკლესიის კუთვნილი მე-5 ადგილი რუსეთის ეკლესიამ დაიკავა.

"ამ დროს უკვე რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფო იქმნება, ქართული სახელმწიფო კი პირიქით - სუსტდება. საქართველო გამუდმებით ირან-ოსმალეთის აგრესიის პირობებში იმყოფებოდა და სახელმწიფოს არ შეეძლო, ეკლესიისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა გაეწია. რუსეთის ეკლესიამ კი მოახერხა, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსგან გამოითხოვა წერილობითი დასტური და მე-5 ადგილი დაიკავა. შემდეგ ეს საკითხი განსახილველად კარგა ხანს აღარ დამდგარა. მე-19 საუკუნეში საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია საერთოდ დაკარგა. 1917 წელს, როდესაც აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, აღიარების პროცესი ძალიან რთული იყო. რუსეთის ეკლესიამ ჩვენი ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს და თანაც მეექვსე ადგილზე აღიარა. რაც შეეხება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს, ჩვენი ისტორიული ავტოკეფალია 1990 წლის 4 მარტს აღიარა", _ დასძინა ვარდოსანიძემ.

მისივე თქმით, დიპტიხში საქართველოს მართლმდიდებელი ეკლესიის ადგილი დღემდე სადავო და გადაუჭრელია. სწორედ ამიტომ, კათოლიკოს-პატრიარქმა 6 მარტს სტამბოლში, კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოში გამართულ პანორთოდოქსული შეკრების მონაწილეებს ამ საკითხითაც მიმართა.

სერგო ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიო კრება 2016 წელს გაიმართება და მასზე შესაძლოა ისეთ საკითხები განიხილონ, როგორიც არის: ეროვნულ საზღვრებს გარეთ არსებული მართლმადიდებლური გაერთიანებების იურისდიქციის განსაზღვრა; საეკლესიო ავტოკეფალიის სტატუსის აღიარების პროცედურა; საეკლესიო ავტონომიის სტატუსის აღიარების პროცედურა; დიპტიხი; დღესასწაულების საერთო კალენდრის საკითხი; კავშირი სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან, ეკუმენისტური მოძრაობა და სხვა.

რაც შეეხება საქართველოს პატრიარქის განცხადებას, პატრიარქმა სტამბოლში, პანორთოდოქსულ შეკრებაზე განახცადა: "ფრიად ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიქში. თუ ეს არ გამოსწორდება და თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, ჩვენთვის მასში მონაწილეობის მიღება ძალიან რთული იქნება".

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია