რუსული მედია მომღერალ ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად ავრცელებს. ბოლო ინფორმაციით, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ფრისკე ლოს-ანჯელესში ახლობლების გარემოცვაში იმყოფება. ქალთა საერთაშორისო დღე კი მან მეუღლესა და შვილთან ერთად აღნიშნა. როგორც ამბობენ, პატარა დედას უკვე მიეჩვია, თუმცა თავიდან ასე არ იყო.
რამდენიმე დღის წინ ფრისკეს მეუღლემ, დიმიტრი შეპელევმა, მომღერალს შვილი, პლატონი ჩაუყვანა. მაშინ შეპელევმა აღნიშნა, რომ ბავშვმა დედა ვერ იცნო.
"დედა-შვილის შეხვედრამ არც თუ ისე კარგად ჩაიარა, როგორც ამას ჟანა ისურვებდა. პატარამ დედა ვერ იცნო. უფრო სწორად ეს ამ ჯერზე ასე იყო, მაგრამ გავა დრო და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება", - აღნიშნა დიმიტრი შეპელევმა.
როგორც ცნობილია, რუს მომღერალს მეოთხე სტადიის ტვინის სიმსივნე აქვს და მკურნალობის კურსს აშშ-ში გადის. როგორც ადრე ექიმებმა განაცხადეს, ფრისკეს მინიმუმ 12 თვიანი მკურნალობის კურსი სჭირდება.
მომღერალმა შვილი ავადმყოფობის პერიოდში გააჩინა, რის გამოც დაავადების დასაწყისში ქიმიოთერაპიის კურსზე უარი თქვა.
მკურნალი ექიმების ოპტიმისტური პროგნოზით, მომღერალი წელიწადნახევარში შეძლებს დაავადებასთან გამკლავებას.
ასევე იხილეთ:
ჟანა ფრისკეს შვილი ანახეს - "ბავშვმა დედა ვერ იცნო"
ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა