მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას ვანო ჯავახიშვილი
აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას ვანო ჯავახიშვილი

"ის ხში­რად სვამს კი­თხვებს: რა­ტომ? რის­თვის? ღირს თუ არა?.. მში­შა­რა არ არის, მაგ­რამ მისი სი­მა­მა­ცე ყო­ველ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ღრმად სწამს, რომ მარ­თა­ლია და მას­ზე უკეთ არა­ვინ იცის, რა და რო­გორ უნდა გა­ა­კე­თოს. დი­დად არ ადარ­დებს, რას ლა­პა­რა­კო­ბენ მას­ზე გარ­შე­მო მყო­ფე­ბი. ამ­ბი­ცი­უ­რი, კა­რი­ე­რის­ტი და ამა­ყია", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი მამ­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბულ სას­წორს, ეს კი იუ­მო­რისტ ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ას­ტრო­ლო­გი­ით ნაკ­ლე­ბად ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ეს ჩემ­თვის ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი სფე­როა. მგო­ნია, რომ ნიშ­ნე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა ბევრ ადა­მი­ანს აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ას­ტრო­ლო­გი­ით წე­ლი­წად­ში ერთხელ ვინ­ტე­რეს­დე­ბი, - როცა გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად მიშა ცა­გა­რე­ლი მყავს, მთე­ლი წლის პროგ­ნოზს მე­უბ­ნე­ბა.

- მისი ნათ­ქვა­მი მარ­თლდე­ბა?

- ნა­წი­ლობ­რივ მარ­თლდე­ბა. ცუდი არას­დროს არა­ფე­რი უთ­ქვამს. ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბა, - წინსვლა გექ­ნე­ბაო და ჩემი გა­და­ცე­მის რე­ი­ტინ­გი მარ­თლაც, თან­და­თან მა­ტუ­ლობს.

- "უყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი და არა - ხალ­ხმრავ­ლო­ბა".

- ასეა! ხალ­ხმრავ­ლო­ბა განა იმი­ტომ არ მიყ­ვარს, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რას ვე­რი­დე­ბი, უბ­რა­ლოდ, დიდი წვე­უ­ლე­ბე­ბი არ მხიბ­ლავს. როცა ერთი ადა­მი­ა­ნი დიდ­ხანს მე­ლა­პა­რა­კე­ბა, ცუ­დად ვხდე­ბი. ასეთ დროს შე­იძ­ლე­ბა, თავ­ბრუ და­მეხ­ვეს.

- მიმ­ნდო­ბი და გუ­ლუბ­რყვი­ლო ხარ?

- გუ­ლუბ­რყვი­ლო არ ვარ, მაგ­რამ არ­სე­ბობს ადა­მი­ან­თა კა­ტე­გო­რია, ვი­საც ვენ­დო­ბი.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და, ბო­ლომ­დე არა­ვის ენ­დო­ბი.

- ასეა, მაგ­რამ არა მგო­ნია, ეს მხო­ლოდ ჩემი ნიშ­ნის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბა იყოს.

- "მერ­ყე­ვია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე სა­ქა­ნე­ლა­სა­ვით ირ­წე­ვა".

- რის­კი არ მიყ­ვარს, ყო­ველ­თვის სტა­ბი­ლუ­რო­ბის მომ­ხრე ვარ. ცოლი რომ არ მო­მეყ­ვა­ნა, ბი­ნის შე­სა­ძე­ნად ბან­კი­დან კრე­დიტს ვერ გა­მო­ვი­ტან­დი, ვალს ვერ ავი­ღებ­დი. მე­უღ­ლემ და­მარ­წმუ­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე ბევ­რი ვი­ყოყ­მა­ნე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მერ­ყე­ვი მხო­ლოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს ვარ. საქ­მის კე­თე­ბი­სას და სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში კი ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი გახ­ლა­ვართ.

- "გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი სას­წო­რი ადა­მი­ა­ნია - ან­გე­ლო­ზის თვი­სე­ბე­ბით". შე­გიძ­ლია, შე­ი­ფე­რო?

- ან­გე­ლო­ზი ნამ­დვი­ლად არ ვარ, მაგ­რამ ბო­რო­ტი აზრი არა­ვის მი­მართ არ მა­მოძ­რა­ვებს. ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს, უამ­რავ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რე­ბო­დი და ამით სა­კუ­თარ თავს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ვა­ნი­ჭებ­დი. გა­მო­რი­ცხუ­ლია, ქუ­ჩა­ში, მა­ღა­ზი­ას­თან მო­წყა­ლე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად გა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში არ და­ვეხ­მა­რო.

- "გა­დაღ­ლი­ლო­ბი­სას გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა წიგ­ნე­ბის კი­თხვაა".

- ასე ნამ­დვი­ლად არ არის. კარ­გად გა­მო­ძი­ნე­ბის შემ­დეგ შე­მიძ­ლია, ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რო, ფილ­მი ვნა­ხო და გან­ვიტ­ვირ­თო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ ყვე­ლა ამ­ბობს, - ტე­ლე­ვი­ზორს არ ვუ­ყუ­რე­ბო. ჰოდა, მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე ტე­ლე­ეკ­რა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად რას უყუ­რებ?

- ყვე­ლა არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს ვუ­ყუ­რებ და ვის­ვე­ნებ.

- ხუმ­რობ?

- სი­მარ­თლეს გე­უბ­ნე­ბი! 12, 3, 6 და 9-სა­ა­თი­ან "კუ­რი­ერს", "ბიზ­ნეს­კუ­რი­ერს" ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე ვუ­ყუ­რებ. გარ­და ამი­სა, "ობი­ექ­ტივ­ზე", "კავ­კა­სი­ა­ზეც" ხში­რად ვრთავ და ვერ­თო­ბი. იქ არა­სა­ტე­ლე­ვი­ზიო ენა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ.

- უც­ნა­უ­რი გა­სარ­თო­ბი გი­პო­ვია. "სა­კი­თხის ყვე­ლა მხრი­დან შეს­წავ­ლის, ნერ­ვე­ბის კონ­ტრო­ლი­სა და მიზ­ნის ზუს­ტი და­გეგ­მა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მას შეს­წევს უნა­რი, ნე­ბის­მი­ე­რი ბრძო­ლა მო­ი­გოს".

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა მუდ­მი­ვი კონ­კუ­რენ­ცი­ის რე­ჟიმ­ში ყოფ­ნაა. ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­და­ცე­მე­ბით "ებ­რძვი­ან". ფიქ­რო­ბენ, - რო­მელ გა­და­ცე­მას რო­მე­ლი "და­ას­ვან", რე­ი­ტინ­გით რომ მო­უ­გონ. ჩემი გა­და­ცე­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ყო­ველ­თვის დიდი ბრძო­ლა იყო, რა­საც ხან­მოკ­ლე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პე­რი­ო­დიც ახ­ლდა თან, მაგ­რამ ბო­ლოს ყო­ველ­თვის ვი­მარ­ჯვებ­დით, კონ­კუ­რენ­ტი გა­და­ცე­მე­ბი კი იხუ­რე­ბო­და.

- მა­გა­ლი­თად, რე­ი­ტინ­გით რო­მე­ლი გა­და­ცე­მე­ბი გის­წრებ­დათ?

- სე­რი­ა­ლი "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან", შემ­დეგ მცი­რე ხნით - "ასი გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სი", - ახა­ლი გა­და­ცე­მა იყო და ხალ­ხს აინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ მერე მოჰ­ბეზ­რდათ. სხვა­თა შო­რის, "ვა­ნოს შოუს" მა­ყუ­რებ­ლე­ბის ასაკ­მა მაღ­ლა აი­წია, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. "ფეთ­ქე­ბა­დი" გა­და­ცე­მა არ მინ­და, ყვე­ლა­ფერს სტა­ბი­ლუ­რო­ბა მირ­ჩევ­ნია.

- "ის ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია".

- ძა­ლა­დო­ბა ჩემს ხა­სი­ათ­ში არ არის. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბა გა­და­მე­ტე­ბუ­ლად ტრა­გი­კუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა.

- როცა გრძნობ, შენ­ზე ვი­ღაც ძა­ლა­დობს, რო­გორ იქ­ცე­ვი?

- მთე­ლი ბავ­შვო­ბა ქუ­ჩა­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. დიდი საძ­მა­კა­ცო მყავს, მაგ­რამ ის, რა­საც მუშ­ტი-კრივს ეძა­ხი­ან, არას­დროს მქო­ნია. ვფიქ­რობ, მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

- "ის ხში­რად სვამს კი­თხვებს: რა­ტომ? რის­თვის? ღირს თუ არა?"

- ეს მა­შინ ხდე­ბა, როცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მი­წევს.

- "ამ­ბი­ცი­უ­რი, კა­რი­ე­რის­ტი და ამა­ყია".

- მაქვს იმის ამ­ბი­ცია, რომ რა­საც ვა­კე­თებ, სა­უ­კე­თე­სო უნდა იყოს! მთა­ვა­რია, ამ­ბი­ცია არა­ჯან­საღ გან­ცდებ­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს. კა­რი­ე­რის­ტი ნაკ­ლე­ბად ვარ. ამა­ყი ვარ თუ არა? - ქარ­თვე­ლი გახ­ლა­ვართ და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ამა­ყი არ ვიყო?! რაც მთა­ვა­რია, ამ­პარ­ტა­ვა­ნი არ ვარ.

- "მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სა­კუ­თარ თავ­ზე მი­თე­ბის შექ­მნის სიყ­ვა­რუ­ლი, ტრა­ბა­ხი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა".

- ტრა­ბა­ხი სა­ერ­თოდ არ მიყ­ვარს. როცა ჩემს თავს კარ­გი რა­ღაც ხდე­ბა, ჯილ­დოს ვი­ღებ თუ ვი­ღა­ცის შე­ქე­ბას ვიმ­სა­ხუ­რებ, ამის აფი­ში­რე­ბას არას­დროს ვა­კე­თებ.

- "დი­დად არ ადარ­დებს, რას ლა­პა­რა­კო­ბენ მას­ზე გარ­შე­მო მყო­ფე­ბი".

- რას ჰქვია, არ მა­დარ­დებს? პი­რი­ქით, ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა, ეს სხვის­თვის თვალ­ში სა­ცე­მი არ იყოს. მგრძნო­ბი­ა­რე ვარ.

- როცა შენ­ზე უარ­ყო­ფით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ და გი­პი­რის­პირ­დე­ბი­ან, იმ ადა­მი­ა­ნებს ხში­რად პა­სუხ­საც კი არ სცემ. თუნ­დაც, ბა­კურ სვა­ნი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­ვიხ­სე­ნოთ.

- ბა­კუ­რი ჩვენს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დიდ­ხანს მუ­შა­ობ­და. კარ­გად გვახ­სოვს, სამ­სა­ხუ­რი­დან რა­ტომ გა­ვუშ­ვით. ის ამ­ბობს, - 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვის კად­რებს მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი უყუ­რებ­და და ღრი­ა­ლებ­დნენ: ჩა­ხო­ცე­თო! მინ­და გი­თხრათ, რომ ეს სიც­რუ­ეა. თუმ­ცა, თა­ვის მარ­თლე­ბა რა­ტომ და­ვი­წყო? მო­მა­ვალ­ში კი­დევ ათას სი­სუ­ლე­ლეს იტყვის და მუდ­მი­ვად თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში ხომ არ ვიქ­ნე­ბი? ბო­ლოს თქვა, - ხუმ­რო­ბებს ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან გზავ­ნიდ­ნენ და დი­რექ­ტი­ვებს ის იძ­ლე­ო­დაო. ჩემი შვი­ლის სი­ცო­ცხლეს გე­ფი­ცე­ბით, მსგავ­სი რამ არას­დროს მომ­ხდა­რა. თა­ნაც, 2007 წელს აქ სა­ში­ნე­ლი რა­ღა­ცე­ბი თუ ხდე­ბო­და, მა­შინ­ვე რა­ტომ არ წა­ვი­და? მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის ჩვენ 2008-ში გა­ვუშ­ვით.

- "მას ღრმად სწამს, რომ მარ­თა­ლია და მას­ზე უკეთ არა­ვინ იცის, რა და რო­გორ უნდა გა­ა­კე­თოს".

- სხვის აზრს ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ, მაგ­რამ ერთი თვი­სე­ბა მაქვს: თუ რა­მის შე­ძე­ნა მინ­და, ვინც რა უნდა მი­თხრას, იმ რა­ღა­ცას მა­ინც ვი­ყი­დი.

- "ის არ არის მში­შა­რა, მაგ­რამ მისი სი­მა­მა­ცე ყო­ველ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი".

- მში­შა­რა არ ვარ, მაგ­რამ ბან­კის ვა­ლის მე­ში­ნია... ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს აქვს ბან­კის ვალი, სა­ქარ­თვე­ლო ამ მხრივ უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა.

- "იშ­ვი­ა­თად ავ­ლენს აგ­რე­სი­ას, მაგ­რამ თუ ვინ­მე მის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას შე­ე­ხე­ბა, თავ­დაც­ვი­დან თავ­დას­ხმის რე­ჟიმ­ზე გა­და­დის".

- წარ­მო­შო­ბით ქარ­თლე­ლი ვარ და ამ კუ­თხის ხალ­ხის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­ხის­ტე ჩემს ხა­სი­ათ­შიც არის. კონ­ტროლს იშ­ვი­ა­თად ვკარ­გავ. შე­ტე­ვა­ზე მა­შინ გა­დავ­დი­ვარ, როცა მარ­თა­ლი ვარ და ამ სი­მარ­თლეს ვერ ვამ­ტკი­ცებ.

- შენი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ას­ტრო­ლო­გე­ბი წარ­მა­ტე­ბულ პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა, მო­მა­ვალ­ში პო­ლი­ტი­კა­ში გი­ხი­ლოთ?

- არა, რას ამ­ბობ, პო­ლი­ტი­კა სა­ში­ნე­ლე­ბაა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მელ ძა­ლას წარ­მო­ად­გენს, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სი იტყუ­ე­ბა. ცხოვ­რე­ბა­ში სიც­რუ­ეს, რა­ღაც დო­ზით ყვე­ლა ვამ­ბობთ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კი გან­სა­კუთ­რე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის წინ იტყუ­ე­ბი­ან. ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ზე კარ­გი პე­რი­ო­დია, რად­გან მათ­ზე ბევ­რს ვხა­ლი­სობ. გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონს ახა­ლი "სა­ხე­ე­ბი", რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ: "მე ვარ ის ერ­თა­დერ­თი ძალა, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნას გა­და­არ­ჩენს!"

- პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან იუ­მო­რის გრძნო­ბით ვინ გა­მო­ირ­ჩე­ვა?

- შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი. მას­თან სცე­ნა­რი სა­ერ­თოდ არ იწე­რე­ბა. ექ­სპრომ­ტია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სტუ­მა­რია... გარ­და ამი­სა, ის ნე­ბის­მი­ერ აქ­ცი­ა­ზე, ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოს­ვლი­სას ამ­ბობს ისეთ წი­ნა­და­დე­ბას, რო­მე­ლიც მერე აუ­ცი­ლებ­ლად, "მფრი­ნავ ფრა­ზად" იქ­ცე­ვა. მას ჩემს გა­და­ცე­მა­ში მო­მა­ვალ­შიც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­მას­პინ­ძლებ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას ვანო ჯავახიშვილი

აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას ვანო ჯავახიშვილი

"ის ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?.. მშიშარა არ არის, მაგრამ მისი სიმამაცე ყოველთვის აუცილებლობითაა გამოწვეული. ღრმად სწამს, რომ მართალია და მასზე უკეთ არავინ იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს. დიდად არ ადარდებს, რას ლაპარაკობენ მასზე გარშემო მყოფები. ამბიციური, კარიერისტი და ამაყია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ სასწორს, ეს კი იუმორისტ ვანო ჯავახიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით ნაკლებად ვარ დაინტერესებული, ეს ჩემთვის ბურუსით მოცული სფეროა. მგონია, რომ ნიშნების დახასიათება ბევრ ადამიანს აქვს შემუშავებული. ასტროლოგიით წელიწადში ერთხელ ვინტერესდები, - როცა გადაცემაში სტუმრად მიშა ცაგარელი მყავს, მთელი წლის პროგნოზს მეუბნება.

- მისი ნათქვამი მართლდება?

- ნაწილობრივ მართლდება. ცუდი არასდროს არაფერი უთქვამს. ყოველთვის მეუბნება, - წინსვლა გექნებაო და ჩემი გადაცემის რეიტინგი მართლაც, თანდათან მატულობს.

- "უყვარს ადამიანები და არა - ხალხმრავლობა".

- ასეა! ხალხმრავლობა განა იმიტომ არ მიყვარს, რომ ადამიანებთან შეხვედრას ვერიდები, უბრალოდ, დიდი წვეულებები არ მხიბლავს. როცა ერთი ადამიანი დიდხანს მელაპარაკება, ცუდად ვხდები. ასეთ დროს შეიძლება, თავბრუ დამეხვეს.

- მიმნდობი და გულუბრყვილო ხარ?

- გულუბრყვილო არ ვარ, მაგრამ არსებობს ადამიანთა კატეგორია, ვისაც ვენდობი.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ საკუთარი თავის გარდა, ბოლომდე არავის ენდობი.

- ასეა, მაგრამ არა მგონია, ეს მხოლოდ ჩემი ნიშნის ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისება იყოს.

- "მერყევია, გადაწყვეტილების მიღებამდე საქანელასავით ირწევა".

- რისკი არ მიყვარს, ყოველთვის სტაბილურობის მომხრე ვარ. ცოლი რომ არ მომეყვანა, ბინის შესაძენად ბანკიდან კრედიტს ვერ გამოვიტანდი, ვალს ვერ ავიღებდი. მეუღლემ დამარწმუნა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ვიყოყმანე. შეიძლება ითქვას, რომ მერყევი მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების დროს ვარ. საქმის კეთებისას და საერთოდ, ცხოვრებაში კი ძალიან პრინციპული გახლავართ.

- "გაწონასწორებული სასწორი ადამიანია - ანგელოზის თვისებებით". შეგიძლია, შეიფერო?

- ანგელოზი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ბოროტი აზრი არავის მიმართ არ მამოძრავებს. ბევრი ფული რომ მქონდეს, უამრავ ადამიანს დავეხმარებოდი და ამით საკუთარ თავს დიდ სიამოვნებას მივანიჭებდი. გამორიცხულია, ქუჩაში, მაღაზიასთან მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ადამიანებს შესაძლებლობის ფარგლებში არ დავეხმარო.

- "გადაღლილობისას განტვირთვის საუკეთესო საშუალება წიგნების კითხვაა".

- ასე ნამდვილად არ არის. კარგად გამოძინების შემდეგ შემიძლია, ტელევიზორს ვუყურო, ფილმი ვნახო და განვიტვირთო. საქართველოში ხომ ყველა ამბობს, - ტელევიზორს არ ვუყურებო. ჰოდა, მათგან განსხვავებით, მე ტელეეკრანი ძალიან მიყვარს.

- ყველაზე ხშირად რას უყურებ?

- ყველა არხის საინფორმაციო გამოშვებებს ვუყურებ და ვისვენებ.

- ხუმრობ?

- სიმართლეს გეუბნები! 12, 3, 6 და 9-საათიან "კურიერს", "ბიზნესკურიერს" ყოველთვის ბოლომდე ვუყურებ. გარდა ამისა, "ობიექტივზე", "კავკასიაზეც" ხშირად ვრთავ და ვერთობი. იქ არასატელევიზიო ენაზე ლაპარაკობენ.

- უცნაური გასართობი გიპოვია. "საკითხის ყველა მხრიდან შესწავლის, ნერვების კონტროლისა და მიზნის ზუსტი დაგეგმარების საფუძველზე, მას შესწევს უნარი, ნებისმიერი ბრძოლა მოიგოს".

- ტელევიზიაში მუშაობა მუდმივი კონკურენციის რეჟიმში ყოფნაა. ტელევიზიების ხელმძღვანელები ერთმანეთს გადაცემებით "ებრძვიან". ფიქრობენ, - რომელ გადაცემას რომელი "დაასვან", რეიტინგით რომ მოუგონ. ჩემი გადაცემის საწინააღმდეგოდ ყოველთვის დიდი ბრძოლა იყო, რასაც ხანმოკლე წარუმატებელი პერიოდიც ახლდა თან, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ვიმარჯვებდით, კონკურენტი გადაცემები კი იხურებოდა.

- მაგალითად, რეიტინგით რომელი გადაცემები გისწრებდათ?

- სერიალი "გოგონა გარეუბნიდან", შემდეგ მცირე ხნით - "ასი გრადუსი ცელსიუსი", - ახალი გადაცემა იყო და ხალხს აინტერესებდა, მაგრამ მერე მოჰბეზრდათ. სხვათა შორის, "ვანოს შოუს" მაყურებლების ასაკმა მაღლა აიწია, რაც ძალიან მახარებს. "ფეთქებადი" გადაცემა არ მინდა, ყველაფერს სტაბილურობა მირჩევნია.

- "ის ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია".

- ძალადობა ჩემს ხასიათში არ არის. ნებისმიერი სახის ძალადობა გადამეტებულად ტრაგიკულად მეჩვენება.

- როცა გრძნობ, შენზე ვიღაც ძალადობს, როგორ იქცევი?

- მთელი ბავშვობა ქუჩაში მაქვს გატარებული. დიდი საძმაკაცო მყავს, მაგრამ ის, რასაც მუშტი-კრივს ეძახიან, არასდროს მქონია. ვფიქრობ, მოლაპარაკების გზით ნებისმიერი საკითხის მოგვარება შეიძლება.

- "ის ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?"

- ეს მაშინ ხდება, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მიწევს.

- "ამბიციური, კარიერისტი და ამაყია".

- მაქვს იმის ამბიცია, რომ რასაც ვაკეთებ, საუკეთესო უნდა იყოს! მთავარია, ამბიცია არაჯანსაღ განცდებში არ გადაიზარდოს. კარიერისტი ნაკლებად ვარ. ამაყი ვარ თუ არა? - ქართველი გახლავართ და როგორ შეიძლება, ამაყი არ ვიყო?! რაც მთავარია, ამპარტავანი არ ვარ.

- "მისთვის დამახასიათებელია საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული, ტრაბახისადმი მიდრეკილება".

- ტრაბახი საერთოდ არ მიყვარს. როცა ჩემს თავს კარგი რაღაც ხდება, ჯილდოს ვიღებ თუ ვიღაცის შექებას ვიმსახურებ, ამის აფიშირებას არასდროს ვაკეთებ.

- "დიდად არ ადარდებს, რას ლაპარაკობენ მასზე გარშემო მყოფები".

- რას ჰქვია, არ მადარდებს? პირიქით, ამას ძალიან განვიცდი. თუმცა, შეიძლება, ეს სხვისთვის თვალში საცემი არ იყოს. მგრძნობიარე ვარ.

- როცა შენზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებენ და გიპირისპირდებიან, იმ ადამიანებს ხშირად პასუხსაც კი არ სცემ. თუნდაც, ბაკურ სვანიძესთან დაკავშირებული შემთხვევა გავიხსენოთ.

- ბაკური ჩვენს ტელევიზიაში დიდხანს მუშაობდა. კარგად გვახსოვს, სამსახურიდან რატომ გავუშვით. ის ამბობს, - 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის კადრებს მთელი შემოქმედებითი ჯგუფი უყურებდა და ღრიალებდნენ: ჩახოცეთო! მინდა გითხრათ, რომ ეს სიცრუეა. თუმცა, თავის მართლება რატომ დავიწყო? მომავალში კიდევ ათას სისულელეს იტყვის და მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ხომ არ ვიქნები? ბოლოს თქვა, - ხუმრობებს ვანო მერაბიშვილთან გზავნიდნენ და დირექტივებს ის იძლეოდაო. ჩემი შვილის სიცოცხლეს გეფიცებით, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. თანაც, 2007 წელს აქ საშინელი რაღაცები თუ ხდებოდა, მაშინვე რატომ არ წავიდა? მოგეხსენებათ, ის ჩვენ 2008-ში გავუშვით.

- "მას ღრმად სწამს, რომ მართალია და მასზე უკეთ არავინ იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს".

- სხვის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ, მაგრამ ერთი თვისება მაქვს: თუ რამის შეძენა მინდა, ვინც რა უნდა მითხრას, იმ რაღაცას მაინც ვიყიდი.

- "ის არ არის მშიშარა, მაგრამ მისი სიმამაცე ყოველთვის აუცილებლობითაა გამოწვეული".

- მშიშარა არ ვარ, მაგრამ ბანკის ვალის მეშინია... ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ბანკის ვალი, საქართველო ამ მხრივ უნიკალური ქვეყანაა.

- "იშვიათად ავლენს აგრესიას, მაგრამ თუ ვინმე მის თავმოყვარეობას შეეხება, თავდაცვიდან თავდასხმის რეჟიმზე გადადის".

- წარმოშობით ქართლელი ვარ და ამ კუთხის ხალხისთვის დამახასიათებელი სიხისტე ჩემს ხასიათშიც არის. კონტროლს იშვიათად ვკარგავ. შეტევაზე მაშინ გადავდივარ, როცა მართალი ვარ და ამ სიმართლეს ვერ ვამტკიცებ.

- შენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას უწინასწარმეტყველებენ. შეიძლება, მომავალში პოლიტიკაში გიხილოთ?

- არა, რას ამბობ, პოლიტიკა საშინელებაა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ძალას წარმოადგენს, ყველა პოლიტიკოსი იტყუება. ცხოვრებაში სიცრუეს, რაღაც დოზით ყველა ვამბობთ, პოლიტიკოსები კი განსაკუთრებით, არჩევნების წინ იტყუებიან. ჩემთვის ეს ყველაზე კარგი პერიოდია, რადგან მათზე ბევრს ვხალისობ. განსაკუთრებით მომწონს ახალი "სახეები", რომლებიც ამბობენ: "მე ვარ ის ერთადერთი ძალა, რომელიც ამ ქვეყანას გადაარჩენს!"

- პოლიტიკოსებიდან იუმორის გრძნო­ბით ვინ გამოირჩევა?

- შალვა ნათელაშვილი. მასთან სცენარი საერთოდ არ იწერება. ექსპრომტია, არაჩვეულებრივი სტუმარია... გარდა ამისა, ის ნებისმიერ აქციაზე, ნებისმიერი გამოსვლისას ამბობს ისეთ წინადადებას, რომელიც მერე აუცილებლად, "მფრინავ ფრაზად" იქცევა. მას ჩემს გადაცემაში მომავალშიც სიამოვნებით ვუმასპინძლებ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები