Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიმფეროპოლში პრორუსულმა ძალებმა სამხედრო ჰოსპიტალი დაიკავეს
სიმფეროპოლში პრორუსულმა ძალებმა სამხედრო ჰოსპიტალი დაიკავეს

სიმ­ფე­რო­პოლ­ში პრო­რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი და­ი­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიმ­ფე­რო­პო­ლის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ე.წ. "ყი­რი­მის სა­ხალ­ხო თავ­დაც­ვის" 20-მდე აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი შე­იჭ­რა. უც­ნო­ბებ­მა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ჰოს­პი­ტა­ლის დი­რექ­ტო­რი გა­მო­იყ­ვა­ნეს და ამ დრომ­დე სა­მუ­შაო ად­გილ­ზე დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

ამას­თან, მძი­მე ავად­მყო­ფებ­თან შეს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ ვერც სამ­ხედ­რო კლი­ნი­კის ექი­მე­ბი. ამ დრო­ის­თვის კლი­ნი­კა­ში 20 მძი­მე ავად­მყო­ფი იმ­ყო­ფე­ბა.

ამას­თან, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ქერჩში მყო­ფი უკ­რა­ი­ნე­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბის­გან 16 მარ­ტამ­დე რუ­სე­თის მხა­რეს გა­დას­ვლას მო­ი­თხო­ვენ. ამის შე­სა­ხებ ყი­რი­მის მე­დი­ა­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვლა­დის­ლავ სე­ლეზ­ნი­ოვ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა.

"შავი ზღვის ფლო­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო მე­სა­ზღვრე­ებს შეს­თა­ვა­ზა 16 მარ­ტამ­დე გა­და­წყვი­ტონ, რო­მელ მხა­რეს გა­აგ­რძე­ლე­ბენ სამ­სა­ხურს და და­წე­რონ შე­სა­ბა­მი­სი რა­პორ­ტი. უკ­რა­ი­ნელ მე­სა­ზღვრე­ებს რუ­სე­თის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მის ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას და სხვა პრე­ფე­რენ­ცი­ებს და­პირ­დნენ. ამას­თან, მათ გა­ნუ­ცხა­დეს, რომ წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ად­გი­ლი ექ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნელ სა­ზღვაო ქვე­ი­თებ­ზე ძა­ლის­მი­ერ თავ­დას­ხმას", - და­წე­რა ვლა­დის­ლავ სე­ლეზ­ნი­ოვ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე".

16 მარტს, ყი­რი­მის სტა­ტუ­სის თა­ო­ბა­ზე რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა იგეგ­მე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია www.unian.net-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

სიმფეროპოლში პრორუსულმა ძალებმა სამხედრო ჰოსპიტალი დაიკავეს

სიმფეროპოლში პრორუსულმა ძალებმა სამხედრო ჰოსპიტალი დაიკავეს

სიმფეროპოლში პრორუსულმა ძალებმა სამხედრო ჰოსპიტალი დაიკავეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სიმფეროპოლის სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ე.წ. "ყირიმის სახალხო თავდაცვის" 20-მდე აგრესიულად განწყობილი ადამიანი შეიჭრა. უცნობებმა სამედიცინო დაწესებულებიდან ჰოსპიტალის დირექტორი გამოიყვანეს და ამ დრომდე სამუშაო ადგილზე დაბრუნების უფლებას არ აძლევენ.

ამასთან, მძიმე ავადმყოფებთან შესვლას ვერ ახერხებენ ვერც სამხედრო კლინიკის ექიმები. ამ დროისთვის კლინიკაში 20 მძიმე ავადმყოფი იმყოფება.

ამასთან, რუსი სამხედროები ქერჩში მყოფი უკრაინელი საზღვაო ქვეითებისგან 16 მარტამდე რუსეთის მხარეს გადასვლას მოითხოვენ. ამის შესახებ ყირიმის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენელმა უკრაინელ სამხედრო მესაზღვრეებს შესთავაზა 16 მარტამდე გადაწყვიტონ, რომელ მხარეს გააგრძელებენ სამსახურს და დაწერონ შესაბამისი რაპორტი. უკრაინელ მესაზღვრეებს რუსეთის სტანდარტების შესაბამის ფულად დახმარებას და სხვა პრეფერენციებს დაპირდნენ. ამასთან, მათ განუცხადეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება უკრაინელ საზღვაო ქვეითებზე ძალისმიერ თავდასხმას", - დაწერა ვლადისლავ სელეზნიოვმა "ფეისბუქზე".

16 მარტს, ყირიმის სტატუსის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.

მომზადებულია www.unian.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა