პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­მე­ლი შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბას აპი­რებს ლა­შა ღლონ­ტი და სად ნა­ხა ალ პა­ჩი­ნო
რო­მე­ლი შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბას აპი­რებს ლა­შა ღლონ­ტი და სად ნა­ხა ალ პა­ჩი­ნო

მომ­ღე­რა­ლი და ექი­მი ლა­შა ღლონ­ტი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში გან­ც­დილ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რებს და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზეც გვე­სა­უბ­რე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნატ­რე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბი აშშ-ში და გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბუ­ლი იან­კე­ბი

- მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი, ზო­გან - არა­ერ­თხე­ლაც. სულ ცო­ტა ხნის წინ, მე და და­თო არ­ჩ­ვა­ძე აშშ-ში გახ­ლ­დით. ამ­ჯე­რად ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­იქ­მ­ნა - "ხმა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან", რომ­ლის მი­ზა­ნია იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიწ­ვე­ვა, რომ­ლე­ბიც ჩვენს ემიგ­რან­ტებს ენატ­რე­ბათ და უცხო­ე­ლებ­საც მოს­წონთ. ეს კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი არ არის, ასე ვთქვათ, მა­მუ­ლიშ­ვი­ლუ­რი საქ­მე უფ­როა. იქა­უ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო და ყვე­ლა­ნა­ი­რი ხარ­ჯი მათ და­ფა­რეს. ნიუ-ჯერ­სი­ში ძა­ლი­ან კარ­გი კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­და და მა­თი სიყ­ვა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის მი­მართ იმ­დე­ნად დი­დია, რომ მი­უ­ხე­და­ვად სა­ში­ნე­ლი სი­ცი­ვი­სა, რაც იმ დროს და­ემ­თხ­ვა, აშშ-ის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და. ად­რე, აშშ-ში მე და ნა­ტო გე­ლაშ­ვი­ლიც ვი­ყა­ვით, ასე­ვე, მე და მურ­მან ჯი­ნო­რია. სხვა­თა შო­რის, ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სიაა, რო­მელ­საც თა­ვი­სი წი­ნამ­ძღ­ვა­რი ჰყავს - მა­მა სა­ბა ინ­წ­კირ­ვე­ლი და იგი შე­სა­ნიშ­ნავ საქ­მეს აკე­თებს, იქა­ურ ქარ­თ­ვე­ლო­ბას კრებს და ახა­ლი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის­თ­ვის მი­წაც შე­ი­ძი­ნეს. პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში მო­ნას­ტე­რია, სა­დაც ქარ­თ­ვე­ლე­ბი მოღ­ვა­წე­ო­ბენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აშშ წე­სე­ბი­სა და კა­ნო­ნე­ბის ქვე­ყა­ნაა და ღა­მის 12 სა­ა­თის შემ­დეგ, ხმა­უ­რი არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ის ამე­რი­კე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თ­ვე­ლე­ბის გარ­შე­მო ცხოვ­რო­ბენ, უკ­ვე ქარ­თულ ყა­ი­და­ზე არი­ან გად­მო­სუ­ლე­ბი (ი­ცი­ნის). ბევ­რი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რა­დაც მო­ი­ნათ­ლა და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ციაა.

ამე­რი­კუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის ხიბ­ლი

- ნიუ-იორ­კი მსოფ­ლი­ოს ცენ­ტ­რია და პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, მძაფ­რი იყო, შო­კის მომ­გ­ვ­რე­ლი. ფი­ლა­დელ­ფია უფ­რო წყნა­რი ქა­ლა­ქია, მცე­ნა­რე­ებ­ში ჩაფ­ლუ­ლი, რად­გან ად­რე ტყე იყო, ქა­ლა­ქი მე­რე გა­ა­შე­ნეს და შე­იძ­ლე­ბა, სად­მე ირემს ან შველ­საც კი წა­აწყ­დე. იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი ხალ­ხი ცხოვ­რობს. ვა­შინ­გ­ტო­ნი უფ­რო ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის ქა­ლა­ქია, სა­ოც­რად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ, კონ­ცერ­ტის მე­რე აუცი­ლებ­ლად და­გე­ლო­დე­ბი­ან, ოღონდ სად­მე წა­გიყ­ვა­ნონ და პა­ტი­ვი გცენ. სხვა­თა შო­რის, ჩვე­ნი ყვე­ლა სიმ­ღე­რა ზე­პი­რად იცოდ­ნენ, ყვე­ლა არ­ხ­ზე მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი და ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რა ხდე­ბა.

პრაგ­მა­ტუ­ლი ამე­რი­კე­ლე­ბი და უავ­ტო­რი­ტე­ტო წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი

- ად­რე, "წი­თელ ჯვარ­თან" ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი. 2003 წლამ­დე, სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის კონ­ტ­რო­ლის კუ­თხით, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მი­წევ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და კარგ სას­ტუმ­რო­ებ­ში ვჩერ­დე­ბო­დი. თუმ­ცა, ყო­ველ­თ­ვის უფ­რო მა­ინ­ტე­რე­სებ­და, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ ცხოვ­რობ­დ­ნენ. ახ­ლა რომ ჩა­ვე­დით, სას­ტუმ­რო­ში არ წა­ვე­დით, ერთ-ერთ ოჯახ­ში ვი­ყა­ვით და მინ­და გითხ­რათ, რომ გა­ცი­ლე­ბით უკეთ ცხოვ­რო­ბენ, ვიდ­რე სას­ტუმ­რო­ებ­ში. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში რომ ცხოვ­რო­ბენ და ვერ ეტე­ვი­ან, იქ ამ ფარ­თობ­ში შე­იძ­ლე­ბა ისე კომ­პაქ­ტუ­რად გან­ლაგ­დ­ნენ, ვერ წარ­მო­იდ­გენთ. ჩვენ­თან, კარ­გი მან­ქა­ნა რომ გყავს და თა­ვი კარ­გი ტი­პი გგო­ნია, იქ პი­რი­ქით, უბ­რა­ლო მოხ­მა­რე­ბის სა­გა­ნია და მე­ტი არა­ფე­რი. ძი­რი­თა­დად, ადა­მი­ან­ზე, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი და ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებ­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ. ნარ­კო­მა­ნი ჩვენ­თან "კაი ბი­ჭად" რომ ით­ვ­ლე­ბო­და, იქ ავად­მ­ყო­ფად მი­იჩ­ნე­ვენ. რო­გორც "ბომჟს", ისე უყუ­რე­ბენ და ეხ­მა­რე­ბი­ან. არ და­მა­ვიწყ­დე­ბა, ამ­ს­ტერ­დამ­ში ერთ ეკ­ლე­სი­ა­ში მა­მა ჰან­სი იყო, რო­მე­ლიც უფა­სოდ ნარ­კო­ტიკს არი­გებ­და და გა­მიკ­ვირ­და. ეს, შე­იძ­ლე­ბა მკრე­ხე­ლო­ბაა მა­მა­ოს მხრი­დან, მაგ­რამ ამა­ში მიდ­გო­მა ჩან­და. ასე­თი ადა­მი­ა­ნი იქ სა­ხელ­გა­ტე­ხი­ლად ით­ვ­ლე­ბა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან გა­რი­ყუ­ლი არ არის. უბ­რა­ლოდ, ავ­ტო­რი­ტე­ტი არა აქვს.

ევ­რო­პა და კომ­ფორ­ტი

- ახ­ლა­ხან, მე, ჩე­მი მე­უღ­ლე და ქა­ლიშ­ვი­ლი ბარ­სე­ლო­ნა­ში, "ბარ­სა"-"რე­ა­ლის" თა­მაშ­ზე ვი­ყა­ვით. სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლა­ქია, ზღაპ­რუ­ლი ხე­დე­ბია. იქ სა­ო­ცა­რი საგ­რა­დას ტა­ძა­რია. ასე­თი რამ არ მი­ნა­ხავს. რო­ცა უშუ­ა­ლოდ ქა­ლა­ქის ში­და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხარ, ვერც იფიქ­რებ, რომ ეს ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი, პრა­ღა ჩემ­თ­ვის სა­ოც­ნე­ბო ქა­ლა­ქია. გან­სა­კუთ­რე­ბით მი­სი ერ­თი ქუ­ჩა მომ­წონს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გა­და­კე­ტი­ლია და ახა­ლი ლუ­დი­სა და ცხე­ლი სო­სი­სის მირ­თ­მე­ვა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლია. სა­ერ­თოდ, კომ­ფორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ, ამი­ტომ ეგ­ზო­ტი­კურ ქვეყ­ნებ­ში ნაკ­ლე­ბად დავ­დი­ვარ, არ მხიბ­ლავს. რო­გო­რია, თავ­ზე ხვლი­კი, მო­რი­ე­ლი ან ობო­ბა რომ გა­და­გივ­ლის? მე უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი მირ­ჩევ­ნია. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა კა­ნი და ნი­ცა.

სტამ­ბო­ლი და ნიუ-იორ­კი

- თურ­ქეთ­ში ზა­ფხუ­ლო­ბით ვის­ვე­ნებ და იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს, გან­სა­კუთ­რე­ბით - სტამ­ბო­ლი, რად­გან ევ­რო­პუ­ლი ნა­წი­ლიც აქვს და აზი­უ­რიც. სტამ­ბოლ­ში ერ­თი სას­ტუმ­როა, რომ­ლის ხე­დი მთელ ბოს­ფორს გა­დაჰ­ყუ­რებს და ისე­თი სი­ლა­მა­ზეა, ალ­ბათ, მხო­ლოდ იმას თუ შე­ედ­რე­ბა, ნიუ-იორ­კის Empire State Building-ზე რომ ვი­ყა­ვი და მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მთელ ქა­ლაქს ვუ­ყუ­რებ­დი. შო­კი იყო. ღა­მით სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვია.

უცხო­უ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი

- ხომ იცით ქარ­თ­ვე­ლე­ბის ამ­ბა­ვი, ჩა­დი­ხარ, ყვე­ლა თა­ვის­თან გე­პა­ტი­ჟე­ბა, თუ ოჯახ­თან ერ­თად ხარ, შო­პინგს ვერ ას­ც­დე­ბი და ა.შ. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რა­ღა­ცე­ბის ნახ­ვას მა­ინც ვა­ხერ­ხებ ხოლ­მე. ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი მიღ­წე­ვა ის იყო, რომ მან­ჰე­ტენ­ზე სპექ­ტაკლს და­ვეს­წა­რი, ალ პა­ჩი­ნოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ეს ჩემ­თ­ვის აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა იყო. იმ პა­ტა­რა დარ­ბაზ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 150 ადა­მი­ა­ნი ეტე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ალ პა­ჩი­ნო იმ წარ­მოდ­გე­ნა­ში ჰო­ნო­რარს არ იღებს. უბ­რა­ლოდ, მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვს, რომ სცე­ნა­ზე ითა­მა­შოს და თა­მა­შობს. სხვა­გან სა­დაც დავ­დი­ო­დი, მე თვი­თონ მქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი და სხვე­ბის კონ­ცერ­ტებ­ზე წას­ვ­ლას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი (ი­ცი­ნის).

სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის პუბ­ლი­კა

- ევ­რო­პე­ლი პუბ­ლი­კა ერ­თ­მა­ნეთს ჰგავს, აშშ-ში კი ქარ­თულ სათ­ვის­ტო­მოს­თან გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­ერ­თოდ, მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი და ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მა­ინც ქარ­თუ­ლი პუბ­ლი­კაა. თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კონ­ცერ­ტ­ზე გა­მოხ­ვე­დი და ტა­ში და­გიკ­რეს, ჩათ­ვა­ლე, რომ ყველ­გან და­გიკ­რა­ვენ. გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მსმე­ნე­ლია. თბი­ლის­ში არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც კარგ მუ­სი­კას უს­მენს, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში უფ­რო წყნარ მუ­სი­კას ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, რეს­ტო­რან­შიც რომ შეხ­ვალ, ბო­ლო ხმა­ზე არ მღე­რი­ან. უცხო­ეთ­შიც ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას თა­ვი­სი მსმე­ნე­ლი ჰყავს, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ რაც უფ­რო მშვი­დი, ჩუ­მი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ნო­ტი გაქვს, უფ­რო კულ­ტუ­რულ მომ­ღერ­ლად ით­ვ­ლე­ბი და უფ­რო ფა­სობ. კარ­გია, რომ ეს კულ­ტუ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში­ცაა, უბ­რა­ლოდ, ასეთ მუ­სი­კას ცო­ტა სხვაგ­ვა­რი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, სხვა­ნა­ი­რი კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერ­თი 3D აპა­რა­ტი სიმ­სივ­ნის გა­მო­საკ­ვ­ლე­ვად

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სიმ­ღე­რა არ არის ჩე­მი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა და შე­მო­სავ­ლის წყა­რო. ასო­ცი­ა­ცი­ის - "ბიზ­ნე­სი კი­ბოს წი­ნა­აღ­მ­დეგ" პრე­ზი­დენ­ტი ვარ, ასე­ვე, კი­ბოს კვლე­ვის ცენ­ტ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კომ­პა­ნი­ის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. სხვა­თა შო­რის, ახ­ლა შე­ვი­ძი­ნეთ ძუ­ძუს კვლე­ვის მე­სა­მე დი­მენ­ზი­ის (3D) აპა­რა­ტი, რომ­ლი­თაც მრა­ვალ­შ­რე­ობ­რი­ვი გა­მოკ­ვ­ლე­ვა ხდე­ბა. ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერ­თია და ძა­ლი­ან დი­დი რი­გე­ბია, რად­გან სიმ­სივ­ნე­ე­ბის რიცხ­ვ­მა საკ­მა­ოდ იმა­ტა. ჩვენ­თან სხვა სა­ხე­ო­ბის სიმ­სივ­ნე­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კაც ხდე­ბა. მე­სა­მე სტა­დი­ა­შიც კი შე­იძ­ლე­ბა არ იყოს სიმ­პ­ტო­მე­ბი, ამი­ტომ ნა­ად­რე­ვი კვლე­ვა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კა შე­დე­გის მომ­ტა­ნია.

ჰო­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბა

- მარ­თა­ლია, სიმ­ღე­რა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის აზ­რია, მაგ­რამ ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი მარ­ტი­ვად არ იქ­მ­ნე­ბა. ძნე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სიმ­ღე­რა და­წე­რო, რად­გან ეს რე­ზო ლა­ღი­ძის, ჯა­ნო კა­ხი­ძის, გია ყან­ჩე­ლის, მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლის, მა­ცა­ცო სე­ბის­კ­ვე­რა­ძის სამ­შობ­ლოა. ბევ­რია ნა­ფიქ­რი, თუ რო­გორ გამ­ხ­და­რი­ყო ესა თუ ის სიმ­ღე­რა პო­პუ­ლა­რუ­ლი. ბო­ლოს ძა­ლი­ან კარ­გი, უბ­რა­ლო და მარ­ტი­ვი სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე, სიყ­ვა­რულ­ზე. და­ვი­ფი­ცე, ამ თე­მა­ზე სიმ­ღე­რებს არ ჩავ­წერ-მეთ­ქი, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნის - კო­ბა ხუ­ციშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე. კო­ბა ად­რე გარ­და­იც­ვა­ლა და სიმ­ღე­რა მის­მა მე­გობ­რებ­მა მო­მი­ტა­ნეს. ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი არ იყო, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სი კი გახ­ლ­დათ. პრე­მი­ე­რა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში იყო და ხალ­ხს მო­ე­წო­ნა.

"სა­ქარ­თ­ვე­ლოო, ლა­მა­ზო"

- მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის მა­ინც სა­ქარ­თ­ვე­ლოა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, ამა­ზე მა­გარ დროს ვერ­სად ვა­ტა­რებ და სხვა­გან ვერ ვი­ცხოვ­რებ­დი. ჩემ­და სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერ­თა­დერ­თი კუ­თხე სვა­ნე­თია, სა­დაც ნამ­ყო­ფი არ ვარ და ამ შეც­დო­მას აუცი­ლებ­ლად გა­მო­ვას­წო­რებ. ზე­მო აჭა­რა და ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნი მიყ­ვარს. გან­სა­კუთ­რე­ბით, - იქი­დან მო­მა­ვა­ლი გზა, ზარ­ზ­მის ხე­ო­ბას რომ უყუ­რებ, მსოფ­ლი­ო­ში ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზია. ასე­ვეა, გუ­რია, სა­მეგ­რე­ლო, კა­ხე­თი; სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი ლა­მა­ზი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ად­გი­ლია და ჩე­მი ქე­ბა არ სჭირ­დე­ბა.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რო­მე­ლი შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბას აპი­რებს ლა­შა ღლონ­ტი და სად ნა­ხა ალ პა­ჩი­ნო

რო­მე­ლი შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბას აპი­რებს ლა­შა ღლონ­ტი და სად ნა­ხა ალ პა­ჩი­ნო

მომ­ღე­რა­ლი და ექი­მი ლა­შა ღლონ­ტი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ბევრს მოგ­ზა­უ­რობს, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში გან­ც­დილ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რებს და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზეც გვე­სა­უბ­რე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნატ­რე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბი აშშ-ში და გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბუ­ლი იან­კე­ბი

- მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი, ზო­გან - არა­ერ­თხე­ლაც. სულ ცო­ტა ხნის წინ, მე და და­თო არ­ჩ­ვა­ძე აშშ-ში გახ­ლ­დით. ამ­ჯე­რად ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­იქ­მ­ნა - "ხმა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან", რომ­ლის მი­ზა­ნია იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიწ­ვე­ვა, რომ­ლე­ბიც ჩვენს ემიგ­რან­ტებს ენატ­რე­ბათ და უცხო­ე­ლებ­საც მოს­წონთ. ეს კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი არ არის, ასე ვთქვათ, მა­მუ­ლიშ­ვი­ლუ­რი საქ­მე უფ­როა. იქა­უ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო და ყვე­ლა­ნა­ი­რი ხარ­ჯი მათ და­ფა­რეს. ნიუ-ჯერ­სი­ში ძა­ლი­ან კარ­გი კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­და და მა­თი სიყ­ვა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის მი­მართ იმ­დე­ნად დი­დია, რომ მი­უ­ხე­და­ვად სა­ში­ნე­ლი სი­ცი­ვი­სა, რაც იმ დროს და­ემ­თხ­ვა, აშშ-ის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და. ად­რე, აშშ-ში მე და ნა­ტო გე­ლაშ­ვი­ლიც ვი­ყა­ვით, ასე­ვე, მე და მურ­მან ჯი­ნო­რია. სხვა­თა შო­რის, ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სიაა, რო­მელ­საც თა­ვი­სი წი­ნამ­ძღ­ვა­რი ჰყავს - მა­მა სა­ბა ინ­წ­კირ­ვე­ლი და იგი შე­სა­ნიშ­ნავ საქ­მეს აკე­თებს, იქა­ურ ქარ­თ­ვე­ლო­ბას კრებს და ახა­ლი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის­თ­ვის მი­წაც შე­ი­ძი­ნეს. პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში მო­ნას­ტე­რია, სა­დაც ქარ­თ­ვე­ლე­ბი მოღ­ვა­წე­ო­ბენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აშშ წე­სე­ბი­სა და კა­ნო­ნე­ბის ქვე­ყა­ნაა და ღა­მის 12 სა­ა­თის შემ­დეგ, ხმა­უ­რი არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ის ამე­რი­კე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თ­ვე­ლე­ბის გარ­შე­მო ცხოვ­რო­ბენ, უკ­ვე ქარ­თულ ყა­ი­და­ზე არი­ან გად­მო­სუ­ლე­ბი (ი­ცი­ნის). ბევ­რი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რა­დაც მო­ი­ნათ­ლა და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ციაა.

ამე­რი­კუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის ხიბ­ლი

- ნიუ-იორ­კი მსოფ­ლი­ოს ცენ­ტ­რია და პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, მძაფ­რი იყო, შო­კის მომ­გ­ვ­რე­ლი. ფი­ლა­დელ­ფია უფ­რო წყნა­რი ქა­ლა­ქია, მცე­ნა­რე­ებ­ში ჩაფ­ლუ­ლი, რად­გან ად­რე ტყე იყო, ქა­ლა­ქი მე­რე გა­ა­შე­ნეს და შე­იძ­ლე­ბა, სად­მე ირემს ან შველ­საც კი წა­აწყ­დე. იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი ხალ­ხი ცხოვ­რობს. ვა­შინ­გ­ტო­ნი უფ­რო ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის ქა­ლა­ქია, სა­ოც­რად ყუ­რადღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ, კონ­ცერ­ტის მე­რე აუცი­ლებ­ლად და­გე­ლო­დე­ბი­ან, ოღონდ სად­მე წა­გიყ­ვა­ნონ და პა­ტი­ვი გცენ. სხვა­თა შო­რის, ჩვე­ნი ყვე­ლა სიმ­ღე­რა ზე­პი­რად იცოდ­ნენ, ყვე­ლა არ­ხ­ზე მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი და ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რა ხდე­ბა.

პრაგ­მა­ტუ­ლი ამე­რი­კე­ლე­ბი და უავ­ტო­რი­ტე­ტო წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი

- ად­რე, "წი­თელ ჯვარ­თან" ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი. 2003 წლამ­დე, სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის კონ­ტ­რო­ლის კუთხით, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მი­წევ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და კარგ სას­ტუმ­რო­ებ­ში ვჩერ­დე­ბო­დი. თუმ­ცა, ყო­ველ­თ­ვის უფ­რო მა­ინ­ტე­რე­სებ­და, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ ცხოვ­რობ­დ­ნენ. ახ­ლა რომ ჩა­ვე­დით, სას­ტუმ­რო­ში არ წა­ვე­დით, ერთ-ერთ ოჯახ­ში ვი­ყა­ვით და მინ­და გითხ­რათ, რომ გა­ცი­ლე­ბით უკეთ ცხოვ­რო­ბენ, ვიდ­რე სას­ტუმ­რო­ებ­ში. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში რომ ცხოვ­რო­ბენ და ვერ ეტე­ვი­ან, იქ ამ ფარ­თობ­ში შე­იძ­ლე­ბა ისე კომ­პაქ­ტუ­რად გან­ლაგ­დ­ნენ, ვერ წარ­მო­იდ­გენთ. ჩვენ­თან, კარ­გი მან­ქა­ნა რომ გყავს და თა­ვი კარ­გი ტი­პი გგო­ნია, იქ პი­რი­ქით, უბ­რა­ლო მოხ­მა­რე­ბის სა­გა­ნია და მე­ტი არა­ფე­რი. ძი­რი­თა­დად, ადა­მი­ან­ზე, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი და ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებ­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ. ნარ­კო­მა­ნი ჩვენ­თან "კაი ბი­ჭად" რომ ით­ვ­ლე­ბო­და, იქ ავად­მ­ყო­ფად მი­იჩ­ნე­ვენ. რო­გორც "ბომჟს", ისე უყუ­რე­ბენ და ეხ­მა­რე­ბი­ან. არ და­მა­ვიწყ­დე­ბა, ამ­ს­ტერ­დამ­ში ერთ ეკ­ლე­სი­ა­ში მა­მა ჰან­სი იყო, რო­მე­ლიც უფა­სოდ ნარ­კო­ტიკს არი­გებ­და და გა­მიკ­ვირ­და. ეს, შე­იძ­ლე­ბა მკრე­ხე­ლო­ბაა მა­მა­ოს მხრი­დან, მაგ­რამ ამა­ში მიდ­გო­მა ჩან­და. ასე­თი ადა­მი­ა­ნი იქ სა­ხელ­გა­ტე­ხი­ლად ით­ვ­ლე­ბა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან გა­რი­ყუ­ლი არ არის. უბ­რა­ლოდ, ავ­ტო­რი­ტე­ტი არა აქვს.

ევ­რო­პა და კომ­ფორ­ტი

- ახ­ლა­ხან, მე, ჩე­მი მე­უღ­ლე და ქა­ლიშ­ვი­ლი ბარ­სე­ლო­ნა­ში, "ბარ­სა"-"რე­ა­ლის" თა­მაშ­ზე ვი­ყა­ვით. სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლა­ქია, ზღაპ­რუ­ლი ხე­დე­ბია. იქ სა­ო­ცა­რი საგ­რა­დას ტა­ძა­რია. ასე­თი რამ არ მი­ნა­ხავს. რო­ცა უშუ­ა­ლოდ ქა­ლა­ქის ში­და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხარ, ვერც იფიქ­რებ, რომ ეს ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი, პრა­ღა ჩემ­თ­ვის სა­ოც­ნე­ბო ქა­ლა­ქია. გან­სა­კუთ­რე­ბით მი­სი ერ­თი ქუ­ჩა მომ­წონს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გა­და­კე­ტი­ლია და ახა­ლი ლუ­დი­სა და ცხე­ლი სო­სი­სის მირ­თ­მე­ვა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლია. სა­ერ­თოდ, კომ­ფორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ, ამი­ტომ ეგ­ზო­ტი­კურ ქვეყ­ნებ­ში ნაკ­ლე­ბად დავ­დი­ვარ, არ მხიბ­ლავს. რო­გო­რია, თავ­ზე ხვლი­კი, მო­რი­ე­ლი ან ობო­ბა რომ გა­და­გივ­ლის? მე უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი მირ­ჩევ­ნია. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა კა­ნი და ნი­ცა.

სტამ­ბო­ლი და ნიუ-იორ­კი

- თურ­ქეთ­ში ზაფხუ­ლო­ბით ვის­ვე­ნებ და იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს, გან­სა­კუთ­რე­ბით - სტამ­ბო­ლი, რად­გან ევ­რო­პუ­ლი ნა­წი­ლიც აქვს და აზი­უ­რიც. სტამ­ბოლ­ში ერ­თი სას­ტუმ­როა, რომ­ლის ხე­დი მთელ ბოს­ფორს გა­დაჰ­ყუ­რებს და ისე­თი სი­ლა­მა­ზეა, ალ­ბათ, მხო­ლოდ იმას თუ შე­ედ­რე­ბა, ნიუ-იორ­კის Empire State Building-ზე რომ ვი­ყა­ვი და მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მთელ ქა­ლაქს ვუ­ყუ­რებ­დი. შო­კი იყო. ღა­მით სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვია.

უცხო­უ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი

- ხომ იცით ქარ­თ­ვე­ლე­ბის ამ­ბა­ვი, ჩა­დი­ხარ, ყვე­ლა თა­ვის­თან გე­პა­ტი­ჟე­ბა, თუ ოჯახ­თან ერ­თად ხარ, შო­პინგს ვერ ას­ც­დე­ბი და ა.შ. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რა­ღა­ცე­ბის ნახ­ვას მა­ინც ვა­ხერ­ხებ ხოლ­მე. ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი მიღ­წე­ვა ის იყო, რომ მან­ჰე­ტენ­ზე სპექ­ტაკლს და­ვეს­წა­რი, ალ პა­ჩი­ნოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ეს ჩემ­თ­ვის აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა იყო. იმ პა­ტა­რა დარ­ბაზ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 150 ადა­მი­ა­ნი ეტე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ალ პა­ჩი­ნო იმ წარ­მოდ­გე­ნა­ში ჰო­ნო­რარს არ იღებს. უბ­რა­ლოდ, მოთხოვ­ნი­ლე­ბა აქვს, რომ სცე­ნა­ზე ითა­მა­შოს და თა­მა­შობს. სხვა­გან სა­დაც დავ­დი­ო­დი, მე თვი­თონ მქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი და სხვე­ბის კონ­ცერ­ტებ­ზე წას­ვ­ლას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი (ი­ცი­ნის).

სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის პუბ­ლი­კა

- ევ­რო­პე­ლი პუბ­ლი­კა ერ­თ­მა­ნეთს ჰგავს, აშშ-ში კი ქარ­თულ სათ­ვის­ტო­მოს­თან გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­ერ­თოდ, მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი და ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მა­ინც ქარ­თუ­ლი პუბ­ლი­კაა. თუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კონ­ცერ­ტ­ზე გა­მოხ­ვე­დი და ტა­ში და­გიკ­რეს, ჩათ­ვა­ლე, რომ ყველ­გან და­გიკ­რა­ვენ. გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მსმე­ნე­ლია. თბი­ლის­ში არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც კარგ მუ­სი­კას უს­მენს, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში უფ­რო წყნარ მუ­სი­კას ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, რეს­ტო­რან­შიც რომ შეხ­ვალ, ბო­ლო ხმა­ზე არ მღე­რი­ან. უცხო­ეთ­შიც ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას თა­ვი­სი მსმე­ნე­ლი ჰყავს, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ რაც უფ­რო მშვი­დი, ჩუ­მი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ნო­ტი გაქვს, უფ­რო კულ­ტუ­რულ მომ­ღერ­ლად ით­ვ­ლე­ბი და უფ­რო ფა­სობ. კარ­გია, რომ ეს კულ­ტუ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში­ცაა, უბ­რა­ლოდ, ასეთ მუ­სი­კას ცო­ტა სხვაგ­ვა­რი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, სხვა­ნა­ი­რი კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერ­თი 3D აპარატი სიმ­სივ­ნის გა­მო­საკ­ვ­ლე­ვად

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სიმ­ღე­რა არ არის ჩე­მი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა და შე­მო­სავ­ლის წყა­რო. ასო­ცი­ა­ცი­ის - "ბიზ­ნე­სი კი­ბოს წი­ნა­აღ­მ­დეგ" პრე­ზი­დენ­ტი ვარ, ასე­ვე, კი­ბოს კვლე­ვის ცენ­ტ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კომ­პა­ნი­ის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. სხვა­თა შო­რის, ახ­ლა შე­ვი­ძი­ნეთ ძუ­ძუს კვლე­ვის მე­სა­მე დი­მენ­ზი­ის (3D) აპა­რა­ტი, რომ­ლი­თაც მრა­ვალ­შ­რე­ობ­რი­ვი გა­მოკ­ვ­ლე­ვა ხდე­ბა. ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერ­თია და ძა­ლი­ან დი­დი რი­გე­ბია, რად­გან სიმ­სივ­ნე­ე­ბის რიცხ­ვ­მა საკ­მა­ოდ იმა­ტა. ჩვენ­თან სხვა სა­ხე­ო­ბის სიმ­სივ­ნე­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კაც ხდე­ბა. მე­სა­მე სტა­დი­ა­შიც კი შე­იძ­ლე­ბა არ იყოს სიმ­პ­ტო­მე­ბი, ამი­ტომ ნა­ად­რე­ვი კვლე­ვა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კა შე­დე­გის მომ­ტა­ნია.

ჰო­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბა

- მარ­თა­ლია, სიმ­ღე­რა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის აზ­რია, მაგ­რამ ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი მარ­ტი­ვად არ იქ­მ­ნე­ბა. ძნე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სიმ­ღე­რა და­წე­რო, რად­გან ეს რე­ზო ლა­ღი­ძის, ჯა­ნო კა­ხი­ძის, გია ყან­ჩე­ლის, მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლის, მა­ცა­ცო სე­ბის­კ­ვე­რა­ძის სამ­შობ­ლოა. ბევ­რია ნა­ფიქ­რი, თუ რო­გორ გამ­ხ­და­რი­ყო ესა თუ ის სიმ­ღე­რა პო­პუ­ლა­რუ­ლი. ბო­ლოს ძა­ლი­ან კარ­გი, უბ­რა­ლო და მარ­ტი­ვი სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე, სიყ­ვა­რულ­ზე. და­ვი­ფი­ცე, ამ თე­მა­ზე სიმ­ღე­რებს არ ჩავ­წერ-მეთ­ქი, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნის - კო­ბა ხუ­ციშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე. კო­ბა ად­რე გარ­და­იც­ვა­ლა და სიმ­ღე­რა მის­მა მე­გობ­რებ­მა მო­მი­ტა­ნეს. ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი არ იყო, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სი კი გახ­ლ­დათ. პრე­მი­ე­რა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში იყო და ხალხს მო­ე­წო­ნა.

"სა­ქარ­თ­ვე­ლოო, ლა­მა­ზო"

- მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის მა­ინც სა­ქარ­თ­ვე­ლოა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, ამა­ზე მა­გარ დროს ვერ­სად ვა­ტა­რებ და სხვა­გან ვერ ვიცხოვ­რებ­დი. ჩემ­და სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერ­თა­დერ­თი კუთხე სვა­ნე­თია, სა­დაც ნამ­ყო­ფი არ ვარ და ამ შეც­დო­მას აუცი­ლებ­ლად გა­მო­ვას­წო­რებ. ზე­მო აჭა­რა და ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნი მიყ­ვარს. გან­სა­კუთ­რე­ბით, - იქი­დან მო­მა­ვა­ლი გზა, ზარ­ზ­მის ხე­ო­ბას რომ უყუ­რებ, მსოფ­ლი­ო­ში ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზია. ასე­ვეა, გუ­რია, სა­მეგ­რე­ლო, კა­ხე­თი; სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი ლა­მა­ზი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ად­გი­ლია და ჩე­მი ქე­ბა არ სჭირ­დე­ბა.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება