სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუტო ბილდის" მხარდაჭერით, რუსთავის ავტოდრომზე ქალების ავტოშეჯიბრი გაიმართა
"აუტო ბილდის" მხარდაჭერით, რუსთავის ავტოდრომზე ქალების ავტოშეჯიბრი გაიმართა

ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ავ­ტო­შე­ჯიბ­რით აღი­ნიშ­ნა. ავ­ტო­შე­ჯიბ­რი ვი­სო­ლის", რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტოდ­რო­მის ორ­გა­ნი­ზე­ბით და ჟურ­ნალ "აუტო ბილდ სა­ქარ­თვე­ლოს" მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა.

რუს­თა­ვის ავ­ტოდ­რომ­ზე ერ­თმა­ნეთს ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ფი­გუ­რულ სლა­ლომ­ში შე­ე­ჯიბრნენ. შე­ჯიბ­რი ორი ეტა­პის­გან შედ­გე­ბო­და, პირ­ველ ნა­წილ­ში მო­ნა­წი­ლე­ებს ფი­გუ­რულ სლა­ლომ­ში გზის მო­ნაკ­ვე­თი უმოკ­ლეს დრო­ში უნდა გა­ევ­ლოთ, ხოლო მე­ო­რე ნა­წი­ლი - ყვა­ვი­ლის ფორ­მის ფი­გუ­რის გავ­ლას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ებს პო­მა­დის წას­მა უნდა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ. შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე ქალ­ბა­ტო­ნებ­მა ორი­ვე ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეს.

"ვი­სოლ ჯგუ­ფის" სა­ხე­ლით გვინ­და ქალ­ბა­ტო­ნებს "ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე" მი­ვუ­ლო­ცოთ და დღე­სას­წა­უ­ლად ვუქ­ცი­ოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რე­ბის ქსელ "ვი­სოლ­თან", რად­გან დღეს მათ­თვის უამ­რა­ვი სა­ჩუ­ქა­რი და სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა გვაქვს. ავ­ტო­შე­ჯიბ­რით კი გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქალი მძღო­ლე­ბის ტურ­ნი­რი ვაჩ­ვე­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და "ვი­სულ ჯგუ­ფის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­მა რუ­სუ­დან კბი­ლაშ­ვილ­მა.

რუს­თვის ავ­ტოდ­რომ­ზე შეკ­რე­ბი­ლებს ჟურ­ნალ "აუტო ბილ­დის" უახ­ლე­სი ნომ­რე­ბი და­უ­რიგ­დათ.

"ჟურ­ნალ აუტო ბილდს, კომ­პა­ნია "ვი­სოლ­თან" და რუს­თა­ვის ავ­ტოდ­რომ­თან ძა­ლი­ან კარ­გი, პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. დღეს ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლი მხარს ჭერს შე­ჯიბრს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის იმარ­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნალ" აუტო ბლი­დის" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯერ­მა ლაშა წიკ­ლა­ურ­მა.

შე­ჯიბ­რის ბო­ლოს და­ჯილ­დო­ვე­ბა გა­ი­მარ­თა. ტურ­ნი­რის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს "ვი­სოლ ჯგუ­ფი­სა" და რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტოდ­რო­მის­გან სიმ­ბო­ლუ­რი პრი­ზე­ბი გა­და­ე­ცათ. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს კი სა­ჩუქ­რად" ვი­სო­ლის" უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვი ერ­გოთ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"აუტო ბილდის" მხარდაჭერით, რუსთავის ავტოდრომზე ქალების ავტოშეჯიბრი გაიმართა

"აუტო ბილდის" მხარდაჭერით, რუსთავის ავტოდრომზე ქალების ავტოშეჯიბრი გაიმართა

ქალთა საერთაშორისო დღე ცნობილი ქალბატონების ავტოშეჯიბრით აღინიშნა. ავტოშეჯიბრი ვისოლის", რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით და ჟურნალ "აუტო ბილდ საქართველოს" მხარდაჭერით გაიმართა.

რუსთავის ავტოდრომზე ერთმანეთს ცნობილი ქალბატონები ფიგურულ სლალომში შეეჯიბრნენ. შეჯიბრი ორი ეტაპისგან შედგებოდა, პირველ ნაწილში მონაწილეებს ფიგურულ სლალომში გზის მონაკვეთი უმოკლეს დროში უნდა გაევლოთ, ხოლო მეორე ნაწილი - ყვავილის ფორმის ფიგურის გავლას ითვალისწინებდა, სადაც მონაწილეებს პომადის წასმა უნდა მოეხერხებინათ. შეჯიბრში მონაწილე ქალბატონებმა ორივე ეტაპი წარმატებით გაიარეს.

"ვისოლ ჯგუფის" სახელით გვინდა ქალბატონებს "ქალთა საერთაშორისო დღე" მივულოცოთ და დღესასწაულად ვუქციოთ ურთიერთობა ავტოგასამართ სადგურების ქსელ "ვისოლთან", რადგან დღეს მათთვის უამრავი საჩუქარი და სპეციალური შეთავაზება გვაქვს. ავტოშეჯიბრით კი გვსურს საზოგადოებას პროფესიონალი ქალი მძღოლების ტურნირი ვაჩვენოთ", - განაცხადა "ვისულ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რუსუდან კბილაშვილმა.

რუსთვის ავტოდრომზე შეკრებილებს ჟურნალ "აუტო ბილდის" უახლესი ნომრები დაურიგდათ.

"ჟურნალ აუტო ბილდს, კომპანია "ვისოლთან" და რუსთავის ავტოდრომთან ძალიან კარგი, პარტნიორული ურთიერთობა აქვს. დღეს ჩვენი ჟურნალი მხარს ჭერს შეჯიბრს, რომელიც სპეციალურად ქალბატონებისთვის იმართება", - განაცხადა ჟურნალ" აუტო ბლიდის" მარკეტინგის მენეჯერმა ლაშა წიკლაურმა.

შეჯიბრის ბოლოს დაჯილდოვება გაიმართა. ტურნირის ყველა მონაწილეს "ვისოლ ჯგუფისა" და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომისგან სიმბოლური პრიზები გადაეცათ. გამარჯვებულებს კი საჩუქრად" ვისოლის" უმაღლესი ხარისხის საწვავი ერგოთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია