27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ და "პალიტრა L" ერთობლივ პროექტს ახორციელებენ
თსუ და "პალიტრა L" ერთობლივ პროექტს ახორციელებენ

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ექტ "თა­ო­ბა L"-ის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

დღეს­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ კორ­პუს­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა სა­ჯა­რო ლექ­ცია "წიგ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში" ჩა­ა­ტა­რა.

"მე სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მოვ­დი­ვარ იმ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რომ­ლის აღ­ზრდი­ლიც ვარ. ლექ­ცი­ის აზრი იმის ახ­სნა იყო, თუ რა არის წიგ­ნი­ე­რე­ბა დღეს, რა­ტომ უნდა ვი­კი­თხოთ ის, თუკი არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. რა­ტომ რჩე­ბა წიგ­ნი კვლავ პრი­ო­რი­ტე­ტად, რას ვკარ­გავთ, როცა ამა­ზე უარს ვამ­ბობთ და რას ვი­ძენთ, როცა ამას ხე­ლახ­ლა ვიბ­რუ­ნებთ, რა­ტომ იზ­რდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში მკი­თხველ­თა რი­ცხვი და რა­ტომ მცირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ა.შ", - აღ­ნიშ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

პრო­ექტ "თა­ო­ბა L"-ის იდეა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს ეკუთ­ვნით და მას უნი­ვერ­სი­ტე­ტი და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" ერ­თობ­ლი­ვად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, ახალ­გაზ­რდე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და კონ­კურ­სის ფორ­მით სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მეტი მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­თა­ვა­ზე­ბა. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მი­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ.

პრო­ექ­ტი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის სე­რი­უ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი­დან (50 და 49 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ) შერ­ჩე­უ­ლი 10 წიგ­ნის წა­კი­თხვას და ყო­ველ ტურ­ში შე­სა­ბა­მი­სი ტეს­ტის წე­რას გუ­ლის­ხმობს. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბის მქო­ნე 10 ფი­ნა­ლის­ტი 23 აპ­რილს ერ­თმა­ნეთს ფი­ნალ­ში შეხ­ვდე­ბა.

კონ­კურ­სის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­დე­ბა ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ და­წე­სე­ბულ მთა­ვარ პრიზს აირ­ჩევს - 1000 ლარს ან წიგ­ნის თა­როს 100 წიგ­ნით, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ.

რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე "პა­ლიტ­რა L"-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­რი­კა დარ­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს პირ­ველ რიგ­ში სტუ­დენ­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვაა და "პა­ლიტ­რა L" ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო.

"ყვე­ლა­ფე­რი რაც წიგნ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მი­თუ­მე­ტეს დღეს, რო­დე­საც ელექტრო­ნუ­ლი სივ­რცე ასე გვი­ტევს, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. "პა­ლიტ­რა L"-ის ჯილ­დო საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რია, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 100 წინგს, ან 1000 ლარს ირ­ჩევს. მე ვი­სურ­ვებ­დი, რომ წიგ­ნე­ბი აირ­ჩი­ონ, რად­გან ამ წიგ­ნებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ავ­ტო­რია", - აღ­ნიშ­ნა დარ­ჩი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

თსუ და "პალიტრა L" ერთობლივ პროექტს ახორციელებენ

თსუ და "პალიტრა L" ერთობლივ პროექტს ახორციელებენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ "თაობა L"-ის პრეზენტაცია გაიმართა.

დღესვე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გამართულ ღონისძიებაზე ლევან ბერძენიშვილმა საჯარო ლექცია "წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში" ჩაატარა.

"მე სიამოვნებით გამოვდივარ იმ უნივერსიტეტში, რომლის აღზრდილიც ვარ. ლექციის აზრი იმის ახსნა იყო, თუ რა არის წიგნიერება დღეს, რატომ უნდა ვიკითხოთ ის, თუკი არსებობს ინფორმაციის მოპოვების სხვა საშუალებები. რატომ რჩება წიგნი კვლავ პრიორიტეტად, რას ვკარგავთ, როცა ამაზე უარს ვამბობთ და რას ვიძენთ, როცა ამას ხელახლა ვიბრუნებთ, რატომ იზრდება მსოფლიოში მკითხველთა რიცხვი და რატომ მცირდება საქართველოში და ა.შ", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

პროექტ "თაობა L"-ის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა "პალიტრა L" ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. კონკურსში მონაწილეობის მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

პროექტი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სერიული გამოცემებიდან (50 და 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ) შერჩეული 10 წიგნის წაკითხვას და ყოველ ტურში შესაბამისი ტესტის წერას გულისხმობს. ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 ფინალისტი 23 აპრილს ერთმანეთს ფინალში შეხვდება.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს აირჩევს - 1000 ლარს ან წიგნის თაროს 100 წიგნით, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ.

როგორც ღონისძიებაზე "პალიტრა L"-ის წარმომადგენელმა, "პალიტრა მედიის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ეს პირველ რიგში სტუდენტების ინიციატივაა და "პალიტრა L" ამ ინიციატივის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო.

"ყველაფერი რაც წიგნთან არის დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს დღეს, როდესაც ელექტრონული სივრცე ასე გვიტევს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. "პალიტრა L"-ის ჯილდო საკმაოდ სოლიდურია, გამარჯვებული 100 წინგს, ან 1000 ლარს ირჩევს. მე ვისურვებდი, რომ წიგნები აირჩიონ, რადგან ამ წიგნებში ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ავტორია", - აღნიშნა დარჩიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"