მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრანსგენდერ "ზიზისა" და "გაბრიელას" ჩხუბი და შიდსით დაავადებული ტრანსგენდერის ბრალდება პოლიციას
ტრანსგენდერ "ზიზისა" და "გაბრიელას" ჩხუბი და შიდსით დაავადებული ტრანსგენდერის ბრალდება პოლიციას

ვახ­ტანგ ოქ­რო­პი­რი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას "ბე­დუ­კა­ძის საქ­მი­დან" და­ა­მახ­სოვ­რდა. ის არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის არის და აივ ინ­ფექ­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია. ამის გამო, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სცე­მეს და სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა არც ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­აქ­ცი­ეს.

"7 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 3 სა­ათ­ზე, ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ე. წ "თურ­ქუ­ლებ­ში", სა­დაც ტრანსგენ­დერ "ზი­ზი­სა" და "გაბ­რი­ე­ლას" მო­უ­ვი­დათ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. ვცდი­ლობ­დი არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას, ამ დროს დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა და­მი­წყო გი­ნე­ბა, რა­ზეც მეც შე­ვა­გი­ნე. ამის შემ­დგომ დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა და­სარ­ტყმე­ლად გა­მო­ი­წია და გა­ვი­ქე­ცი, მაგ­რამ ის თა­ვის 7-მდე კო­ლე­გას­თან ერ­თად გა­მო­მე­კი­და და კუ­თხე­ში მი­მიმ­წყვდი­ეს. უმო­წყა­ლოდ გა­მის­წორ­დნენ: მირ­ტყამ­დნენ ხელ­კე­ტებს, და­მაგ­დეს ია­ტაკ­ზე და წიხ­ლე­ბით ცემა და­მი­წყეს მუც­ლის არე­ში. რო­გორც იქნა, მო­ვა­ხერ­ხე გაქ­ცე­ვა და მივ­მარ­თე იქვე შე­სას­ვლელ­ში მდგომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟს, რო­მე­ლიც ჩხუ­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ი­ძა­ხეს. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ბრი­გა­დამ, მი­უ­ხე­და­ვად კლუ­ბის შე­სას­ვლელ­ში მიმ­დი­ნა­რე უმ­ძი­მე­სი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა, ნელი სვლით გა­ნაგ­რძო სი­ა­რუ­ლი და არ ჩა­ე­რია სი­ტუ­ა­ცი­ის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა­ში", - ყვე­ბა ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ოქ­რო­პი­რი­ძე.

რო­გორც ოქ­რო­პი­რი­ძე ამ­ბობს, შემ­დეგ ის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­იყ­ვა­ნა და ად­გილ­ზე მყოფ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას და­უ­ძა­ხა, თუმ­ცა ისი­ნი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის და­მუშ­ვე­ბის ნაც­ვლად, სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მებს იწერ­დნენ. მი­სი­ვე თქმით, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ გა­ა­პა­რა.

"ამის შემ­დეგ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის რე­ა­ნო­მო­ბილ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, უკვე გუ­ლის რევა და თავ­ბრუს ხვე­ვა მქონ­და, თუმ­ცა რე­ა­ნო­მო­ბილ­ში ჩემი ტრანსგენ­დერო­ბი­სა და აივ და­დე­ბი­თი სტა­ტუ­სის გამო სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბა არ აღ­მო­მი­ჩი­ნეს. უმ­ძი­მე­სად ნა­ცე­მი და პრაქ­ტი­კუ­ლად გა­თიშ­ვის პი­რას მყო­ფი და­ახ­ლო­ე­ბით ორ­მო­ცი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ა­ნო­მო­ბილ­ში მამ­ყო­ფებ­დნენ, ამის შემ­დგომ ჩემი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­დე­საც უკვე მე და­ვი­წყე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას­თან სა­უ­ბა­რი, გა­და­მიყ­ვა­ნეს მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში. კლი­ნი­ის მედ­დას ვთხო­ვე კვლავ ეტ­ლის მოყ­ვა­ნა და ასე­ვე გა­ნუ­მარ­ტე, რომ ვარ აივ და­დე­ბი­თი სტა­ტუ­სის მქო­ნე პირი. რა­ზეც კლი­ნი­კის მედ­დამ მი­პა­სუ­ხა, ვი­ნა­ი­დან მე ვი­ყა­ვი აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, კლი­ნი­კა უარს აცხა­დებ­და ჩემ­თვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ზე, რაც ასე­ვე ჩემი უფ­ლე­ბე­ბის ხელ­ყო­ფა და დის­კრი­მი­ნა­ცი­აა მხო­ლოდ ჩემი აივ და­დე­ბი­თი სტა­ტუ­სის გამო", - ამ­ბობს აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტრანსგენ­დე­რი.

იხი­ლეთ ვრცლად

"P.S." (პოსტსკრიპ­ტუ­მი - ქუ­თა­ი­სი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ტრანსგენდერ "ზიზისა" და "გაბრიელას" ჩხუბი და შიდსით დაავადებული ტრანსგენდერის ბრალდება პოლიციას

ტრანსგენდერ "ზიზისა" და "გაბრიელას" ჩხუბი და შიდსით დაავადებული ტრანსგენდერის ბრალდება პოლიციას

ვახტანგ ოქროპირიძე საზოგადოებას "ბედუკაძის საქმიდან" დაამახსოვრდა. ის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის არის და აივ ინფექციის მატარებელია. ამის გამო, როგორც თავად ამბობს, სცემეს და სათანადო ყურადღება არც ჯანდაცვის დაწესებულებებში მიაქციეს.

"7 მარტს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ვიმყოფებოდი ე. წ "თურქულებში", სადაც ტრანსგენდერ "ზიზისა" და "გაბრიელას" მოუვიდათ ფიზიკური დაპირისპირება. ვცდილობდი არსებული მდგომარეობის განეიტრალებას, ამ დროს დაცვის თანამშრომელმა დამიწყო გინება, რაზეც მეც შევაგინე. ამის შემდგომ დაცვის თანამშრომელმა დასარტყმელად გამოიწია და გავიქეცი, მაგრამ ის თავის 7-მდე კოლეგასთან ერთად გამომეკიდა და კუთხეში მიმიმწყვდიეს. უმოწყალოდ გამისწორდნენ: მირტყამდნენ ხელკეტებს, დამაგდეს იატაკზე და წიხლებით ცემა დამიწყეს მუცლის არეში. როგორც იქნა, მოვახერხე გაქცევა და მივმართე იქვე შესასვლელში მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, რომელიც ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოიძახეს. საპატრულო პოლიციის ბრიგადამ, მიუხედავად კლუბის შესასვლელში მიმდინარე უმძიმესი დაპირისპირებისა, ნელი სვლით განაგრძო სიარული და არ ჩაერია სიტუაციის განეიტრალებაში", - ყვება ინციდენტის შესახებ ოქროპირიძე.

როგორც ოქროპირიძე ამბობს, შემდეგ ის საპატრულო პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა და ადგილზე მყოფ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაუძახა, თუმცა ისინი დაზიანებული ადგილების დამუშვების ნაცვლად, საიდენტიფიკაციო მონაცემებს იწერდნენ. მისივე თქმით, დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან საპატრულო პოლიციამ გააპარა.

"ამის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის რეანომობილში გადამიყვანეს, უკვე გულის რევა და თავბრუს ხვევა მქონდა, თუმცა რეანომობილში ჩემი ტრანსგენდერობისა და აივ დადებითი სტატუსის გამო სათანადო დახმარება არ აღმომიჩინეს. უმძიმესად ნაცემი და პრაქტიკულად გათიშვის პირას მყოფი დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში რეანომობილში მამყოფებდნენ, ამის შემდგომ ჩემი დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, როდესაც უკვე მე დავიწყე ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან საუბარი, გადამიყვანეს მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში. კლინიის მედდას ვთხოვე კვლავ ეტლის მოყვანა და ასევე განუმარტე, რომ ვარ აივ დადებითი სტატუსის მქონე პირი. რაზეც კლინიკის მედდამ მიპასუხა, ვინაიდან მე ვიყავი აივ ინფიცირებული, კლინიკა უარს აცხადებდა ჩემთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენაზე, რაც ასევე ჩემი უფლებების ხელყოფა და დისკრიმინაციაა მხოლოდ ჩემი აივ დადებითი სტატუსის გამო", - ამბობს აივ ინფიცირებული ტრანსგენდერი.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია