Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მურმან დუმბაძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
მურმან დუმბაძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ მურ­მან დუმ­ბა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ცი­დენტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 125-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

ხელ­ვა­ჩა­ურ­ში ად­გი­ლო­ბი­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძე პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ მურ­მან დუმ­ბა­ძეს შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ღო­ღო­ბე­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ბა­თუმ­ში, მე­მედ აბა­ში­ძი­სა და ასა­თი­ა­ნე­ბის ქუ­ჩე­ბის კვე­თას­თან მე­გობ­რებს ესა­უბ­რე­ბო­და, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნით "DUM 777" გა­ჩერ­და, გად­მო­ვი­და მურ­მან დუმ­ბა­ძე და მისი ძმა და მას "გა­უს­წორ­დნენ".

"ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ჩერ­და, სა­ი­და­ნაც გად­მო­ვიდ­ნენ მურ­მან დუმ­ბა­ძე და მისი ძმა ნუგ­ზარ დუმ­ბა­ძე. მურ­მან დუმ­ბა­ძემ დედა შე­მა­გი­ნა, ხოლო მისი ძმა მო­მი­ახ­ლოვ­და და ფი­ზი­კუ­რად შე­მე­ხო. მოხ­და ჩვენს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა. ად­გილ­ზე გა­მო­ვი­ძა­ხე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია, რო­მე­ლიც კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლებს არ­კვევს", - აღ­ნიშ­ნა მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძემ.

რო­გორც ღო­ღო­ბე­რი­ძე აცხა­დებს, შემ­თხვე­ვა და­ა­ფიქ­სი­რეს აღ­ნიშ­ნულ ქუ­ჩებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ობიქ­ტე­ბის ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ კვი­რას მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძემ მურ­მან დუმ­ბა­ძის შვილ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც მუხ­რან დუმ­ბა­ძე "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნელს შეხ­ვედ­რას სთხოვს და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მურმან დუმბაძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

მურმან დუმბაძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შეტყობინების საფუძველზე, 125-ე მუხლით არის დაწყებული. აღნიშნული მუხლი ცემას გულისხმობს.

ხელვაჩაურში ადგილობირივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის "თავისუფალი საქართველოს" სიის პირველი ნომერი მერაბ ღოღობერიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ღოღობერიძემ განუცხადა, ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ასათიანების ქუჩების კვეთასთან მეგობრებს ესაუბრებოდა, რა დროსაც ავტომობილი სანომრე ნიშნით "DUM 777" გაჩერდა, გადმოვიდა მურმან დუმბაძე და მისი ძმა და მას "გაუსწორდნენ".

"ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც გადმოვიდნენ მურმან დუმბაძე და მისი ძმა ნუგზარ დუმბაძე. მურმან დუმბაძემ დედა შემაგინა, ხოლო მისი ძმა მომიახლოვდა და ფიზიკურად შემეხო. მოხდა ჩვენს შორის დაპირისპირება. ადგილზე გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, რომელიც კონფლიქტის დეტალებს არკვევს", - აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ.

როგორც ღოღობერიძე აცხადებს, შემთხვევა დააფიქსირეს აღნიშნულ ქუჩებზე განთავსებული ობიქტების ვიდეოკამერებმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას მერაბ ღოღობერიძემ მურმან დუმბაძის შვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც მუხრან დუმბაძე "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელს შეხვედრას სთხოვს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ