პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმხილველები მურმან დუმბაძესთან დაკავშირებული ინცინდენტის შესახებ ყვებიან
თვითმხილველები მურმან დუმბაძესთან დაკავშირებული ინცინდენტის შესახებ ყვებიან

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ვიცე-სპი­კერ მურ­მან დუმ­ბა­ძე­სა და "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევრ მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძეს შო­რის მომ­ხდა­რი ინ­ცინ­დენ­ტის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტმა ემ­ზარ დი­ა­სა­მი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძეს ქუ­ჩა­ში ესა­უბ­რე­ბო­და, რა დრო­საც მურ­მან დუმ­ბა­ძემ ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ა­ჩე­რა და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ფი­ზი­კურ შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­ში გა­და­ი­ზარ­და.

"მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძეს­თან ერ­თად ვი­დე­ქი და ვსა­უბ­რობ­დით. მურ­მან დუმ­ბა­ძემ მან­ქა­ნით ჩა­მო­ი­ა­რა. ჯერ იყო სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, შემ­დეგ, მურ­მან დუმ­ბა­ძის ძმა, ნუგ­ზარ დუმ­ბა­ძე გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან და მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძე და ის ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მურ­მან დუმ­ბა­ძე ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ ჩარ­თუ­ლა", - აღ­ნიშ­ნა ემ­ზარ დი­ა­სა­მი­ძემ.

აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის იუ­რის­ტი მალ­ხაზ ბოლ­ქვა­ძე, რო­მე­ლიც ინ­ცი­დენტს შე­ეს­წრო, აცხა­დებს, რომ ღო­ღო­ბე­რი­ძე­სა და დუმ­ბა­ძე­ებს შო­რის სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. რო­გორც მან გან­მარ­ტა, და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის ჩად­გა და ისი­ნი გა­აშ­ვე­ლა.

"შუ­ა­ში ჩავ­დე­ქი და და­ვა­შო­რე ერ­თმა­ნეთს. ინ­ცინ­დენ­ტი მა­ლე­ვე ამო­ი­წუ­რა და დუმ­ბა­ძე­ე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­ვიდ­ნენ", - აღ­ნიშ­ნა მალ­ხაზ ბოლ­ქვა­ძემ.

ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად წა­იყ­ვა­ნეს, ხოლო მურ­მან დუმ­ბა­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია, ის ტე­ლე­ფონს არ პა­სუ­ხობს.

ხელ­ვა­ჩა­ურ­ში, ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძე პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ მურ­მან დუმ­ბა­ძეს შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც ღო­ღო­ბე­რი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ბა­თუმ­ში, მე­მედ აბა­ში­ძი­სა და ასა­თი­ა­ნე­ბის ქუ­ჩე­ბის კვე­თას­თან მე­გობ­რებს ესა­უბ­რე­ბო­და, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნით "DUM 777" გა­ჩერ­და, გად­მო­ვი­და მურ­მან დუმ­ბა­ძე და მისი ძმა და მას "გა­უს­წორ­დნენ".

"ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ჩერ­და, სა­ი­და­ნაც გად­მო­ვიდ­ნენ მურ­მან დუმ­ბა­ძე და მისი ძმა ნუგ­ზარ დუმ­ბა­ძე. მურ­მან დუმ­ბა­ძემ დედა შე­მა­გი­ნა, ხოლო მისი ძმა მო­მი­ახ­ლოვ­და და ფი­ზი­კუ­რად შე­მე­ხო. მოხ­და ჩვენს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა. ად­გილ­ზე გა­მო­ვი­ძა­ხე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია, რო­მე­ლიც კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლებს არ­კვევს", - აღ­ნიშ­ნა მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძემ. რო­გორც ღო­ღო­ბე­რი­ძე აცხა­დებს, შემ­თხვე­ვა და­ა­ფიქ­სი­რეს აღ­ნიშ­ნულ ქუ­ჩებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ობიქ­ტე­ბის ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ კვი­რა­ში მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძემ მურ­მან დუმ­ბა­ძის შვილ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც მუხ­რან დუმ­ბა­ძე "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნელს შეხ­ვედ­რას სთხოვს და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თვითმხილველები მურმან დუმბაძესთან დაკავშირებული ინცინდენტის შესახებ ყვებიან

თვითმხილველები მურმან დუმბაძესთან დაკავშირებული ინცინდენტის შესახებ ყვებიან

თვითმხილველები ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძესა და "თავისუფალი საქართველოს" წევრ მერაბ ღოღობერიძეს შორის მომხდარი ინცინდენტის შესახებ საუბრობენ. როგორც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა ემზარ დიასამიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მერაბ ღოღობერიძეს ქუჩაში ესაუბრებოდა, რა დროსაც მურმან დუმბაძემ ავტომობილი გააჩერა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

"მერაბ ღოღობერიძესთან ერთად ვიდექი და ვსაუბრობდით. მურმან დუმბაძემ მანქანით ჩამოიარა. ჯერ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ, მურმან დუმბაძის ძმა, ნუგზარ დუმბაძე გადმოვიდა მანქანიდან და მერაბ ღოღობერიძე და ის ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მურმან დუმბაძე ფიზიკურ დაპირისპირებაში არ ჩართულა", - აღნიშნა ემზარ დიასამიძემ.

აჭარის ტელევიზიის იურისტი მალხაზ ბოლქვაძე, რომელიც ინციდენტს შეესწრო, აცხადებს, რომ ღოღობერიძესა და დუმბაძეებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. როგორც მან განმარტა, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგა და ისინი გააშველა.

"შუაში ჩავდექი და დავაშორე ერთმანეთს. ინცინდენტი მალევე ამოიწურა და დუმბაძეები შემთხვევის ადგილიდან წავიდნენ", - აღნიშნა მალხაზ ბოლქვაძემ.

ინციდენტის მონაწილე მერაბ ღოღობერიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად წაიყვანეს, ხოლო მურმან დუმბაძის ადგილსამყოფელი უცნობია, ის ტელეფონს არ პასუხობს.

ხელვაჩაურში, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის "თავისუფალი საქართველოს" სიის პირველი ნომერი მერაბ ღოღობერიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

როგორც ღოღობერიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ასათიანების ქუჩების კვეთასთან მეგობრებს ესაუბრებოდა, რა დროსაც ავტომობილი სანომრე ნიშნით "DUM 777" გაჩერდა, გადმოვიდა მურმან დუმბაძე და მისი ძმა და მას "გაუსწორდნენ".

"ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც გადმოვიდნენ მურმან დუმბაძე და მისი ძმა ნუგზარ დუმბაძე. მურმან დუმბაძემ დედა შემაგინა, ხოლო მისი ძმა მომიახლოვდა და ფიზიკურად შემეხო. მოხდა ჩვენს შორის დაპირისპირება. ადგილზე გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, რომელიც კონფლიქტის დეტალებს არკვევს", - აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ. როგორც ღოღობერიძე აცხადებს, შემთხვევა დააფიქსირეს აღნიშნულ ქუჩებზე განთავსებული ობიქტების ვიდეოკამერებმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში მერაბ ღოღობერიძემ მურმან დუმბაძის შვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც მუხრან დუმბაძე "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელს შეხვედრას სთხოვს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ