მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ განვასხვაოთ ვირის ხორცი საქონლის ხორცისგან? - რატომ არ ყიდულობს ფარშს ვირის ხორცის დისტრიბუტორი
როგორ განვასხვაოთ ვირის ხორცი საქონლის ხორცისგან? - რატომ არ ყიდულობს ფარშს ვირის ხორცის დისტრიბუტორი

მო­სახ­ლე­ო­ბას აშ­ფო­თებს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ზო­გი­ერთ ობი­ექ­ტში ღო­რის ან ძრო­ხის ხორ­ცის მა­გივ­რად, შე­საძ­ლოა, ვი­რის ან ცხე­ნის ხორ­ცი შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ. ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ინდმე­წარ­მე არ­ჩილ და­ლა­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ზო­ო­პარკს ცხე­ნის, ვი­რი­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცით ამა­რა­გებს.

- თეთ­რწყა­როს რა­ი­ონ­ში ფერ­მა გვაქვს. მო­ვი­გე ტენ­დე­რი და უკვე სამი წე­ლია, ზო­ო­პარკს ვა­მა­რა­გებ ცხე­ნის, ვი­რის და სა­ქონ­ლის ხორ­ცით. საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სია. ზო­ო­პარკს ყო­ველ­დღი­უ­რად 170 კილო ხორ­ცი სჭირ­დე­ბა, ყო­ველ სამ დღე­ში ვა­მა­რა­გებ. თუ ვერ მი­ვა­წო­დებთ ხორცს, 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მაა. ჩვენ­თან, თეთ­რწყა­რო­ში ცო­ცხა­ლი სა­ქო­ნე­ლი მოჰ­ყავთ, შემ­დეგ ვკლავთ და ხორ­ცი მიგ­ვაქვს ჩა­სა­ბა­რებ­ლად. შე­მოდ­გო­მა­ზე ბევრ ვირს და ცხენს ვყი­დუ­ლობთ, რომ ზამ­თარ­ში არ გაგ­ვი­ჭირ­დეს და არ და­ვარ­ღვი­ოთ ტენ­დე­რის პი­რო­ბე­ბი. შარ­შან სხვა რეს­ტორ­ნებ­საც ვა­მა­რა­გებ­დით - თუმ­ცა რეს­ტო­რან­ში, რა თქმა უნდა, ცხე­ნი და ვირი არ შე­დის, მხო­ლოდ სა­ქონ­ლი­სა და ღო­რის ხორცს ვაწ­ვდი­დით.

- რო­გორ უნდა გან­ვას­ხვა­ვოთ ვი­რის და ცხე­ნის ხორ­ცი სა­ქონ­ლის ხორ­ცის­გან?

- ვი­რის ხორ­ცი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა სა­ქონ­ლის ხორ­ცის­გან - სა­ში­ნე­ლი სუნი აქვს და თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბი­სას შავ­დე­ბა. არ მჯე­რა, რომ ვი­რის ხორცს სად­მე იყე­ნებ­დნენ. შე­იძ­ლე­ბა მე­ძაღ­ლე­ებს მი­აქვთ ცხო­ვე­ლე­ბის გა­მო­საკ­ვე­ბად. ცხე­ნი უფრო მიმსგავ­სე­ბუ­ლია სა­ქონ­ლის ხორცს, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ თევ­ზის სუნი აქვს.

- თუმ­ცა არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზო­გი­ერთ სა­შა­ურ­მე­ში ვი­რის ხორცსაც იყე­ნე­ბენ.

- მე­ცი­ნე­ბა, რომ ამ­ბო­ბენ - სა­შა­ურ­მე­ებ­ში ვი­რის ხორ­ცი შე­დი­სო. მო­ვუჭ­რი ვი­რის ხორ­ცის ერთ ნა­ჭერს, შეწ­ვან ნე­ბის­მი­ერ სა­შა­ურ­მე­ში თუ იქ ვინ­მე შეძ­ლებს გა­ჩე­რე­ბას, ნა­ხა­ვენ. ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია - ვი­რის ხორცს სა­ში­ნე­ლი სუნი აქვს და შა­ვია.

- თბი­ლის­თან ახ­ლოს რომ სა­საკ­ლაო იპო­ვეს, იქ ვი­რებს კლავ­დნენ თუ ცხე­ნებს?

- ცოტა ხნის წინ, ჩემს სო­ფელ­თან იპო­ვეს სა­საკ­ლაო, თუმ­ცა იქ ვირი არ იყო - ცხე­ნის ძვლე­ბი იყო. ცხე­ნებს კლა­ვენ და ალ­ბათ, ვი­ღაც იყე­ნებს. თუმ­ცა ზო­ო­პარ­კის გარ­და, არ გა­მი­გია, რომ ვინ­მეს ცხე­ნის ან ვი­რის ხორ­ცი სჭირ­დე­ბო­დეს, თუმ­ცა ჩუმ-ჩუ­მად შე­იძ­ლე­ბა იყე­ნე­ბენ. მეც გა­მი­გია ბაზ­რებ­ში ურე­ვენ ხოლ­მე ფარშს - ცხე­ნის ხორ­ცზე მაქვს სა­უ­ბა­რი. ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში იყო სა­უ­ბა­რი, რომ ვაგ­ზლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხე­ნის ხორ­ცი გა­ყი­დეს. ზო­ო­პარკში ტენ­დე­რი ჩვენ გვაქვს მო­გე­ბუ­ლი, სხვა­გან სად შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეს ცხე­ნის ხორ­ცი, არ ვიცი. ალ­ბათ, სა­ხინ­კლე­ებ­ში და სხვა­გან - იმი­ტომ, რომ ცხე­ნი­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცის არე­ვა ად­ვი­ლია. შე­იძ­ლე­ბა კერ­ძო "ცეხი" ჰქონ­დეს ვი­ღა­ცას და იქაც ურევ­დნენ. მე პი­რა­დად გა­ტა­რე­ბულ ხორცს არ ვყი­დუ­ლობ – შე­საძ­ლოა, ცხე­ნის ხორ­ცი იყოს შე­რე­უ­ლი და ვერ შე­ა­ტყო. ვერ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ვი­რის ხორ­ციც სად­მე ბარ­დე­ბო­დეს… ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ხდე­ბო­დეს. ალ­ბათ, უფრო იქ, ვი­საც ხირ­ცის ან ძეხ­ვის "ცეხი" აქვს. სა­ქო­ნე­ლის ხორ­ცი 10 ლარი ღირს ვი­რის და ცხე­ნის ხორ­ცი კი იაფი და შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ბათ მო­გე­ბაც დი­დია. ზო­ო­პარკში კი ერთი და იგი­ვე ფასი აქვს ვი­რის, ცხე­ნის და სა­ქონ­ლის ხორცს. ერთ კი­ლოს 3.40 ლა­რად ვა­ბა­რებთ. ცხე­ნი და ვი­რის ხორ­ცი არ­სად არ არის დაშ­ვე­ბუ­ლი და ამი­ტომ არის და­ბა­ლი ფასი. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქო­ნელს – ძი­რი­თა­დად, და­ბე­რე­ბუ­ლი, და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ან ისე­თი სა­ქონ­ლის ხორცს ვა­ბა­რებ, რო­მელ­საც მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა.

- რამ­დე­ნი ვირი, ცხე­ნი და სა­ქო­ნე­ლი იკ­ვლე­ბა თქვენს ფერ­მა­ში ყო­ველ კვი­რას?

- კვი­რა­ში ზო­ო­პარ­კის­თვის 1,2 ტონა ხორ­ცი გვჭირ­დე­ბა. ერთი ვირი სა­შუ­ა­ლოდ 50 კილო გა­მო­დის. ანუ ზო­ო­პარ­კის შემ­თხვე­ვა­ში, დღე­ში სამი ვირი უნდა და­იკ­ლას. თუ ცხენს დავკლავთ, ზო­ო­პარკს ხორ­ცი ერთი დღე ეყო­ფა, იმი­ტომ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 200 კილო ხორ­ცი გა­მო­დის. ცხე­ნი ძვი­რია, იმი­ტომ რომ 300, 400, 500 ლარი ჯდე­ბა, ოღონდ და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი. ვირი კი 100, 120, მაქ­სი­მუმ 150 ლარი ღირს. გვინ­და ვი­რე­ბი ბა­ქო­დან შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ, იმი­ტომ რომ იქ იაფი ჯდე­ბა.

ელე­ნე ცინ­ცა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

როგორ განვასხვაოთ ვირის ხორცი საქონლის ხორცისგან? - რატომ არ ყიდულობს ფარშს ვირის ხორცის დისტრიბუტორი

როგორ განვასხვაოთ ვირის ხორცი საქონლის ხორცისგან? - რატომ არ ყიდულობს ფარშს ვირის ხორცის დისტრიბუტორი

მოსახლეობას აშფოთებს გავრცელებული ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი კვების ზოგიერთ ობიექტში ღორის ან ძროხის ხორცის მაგივრად, შესაძლოა, ვირის ან ცხენის ხორცი შემოგვთავაზონ. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ინდმეწარმე არჩილ დალაქიშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ზოოპარკს ცხენის, ვირისა და საქონლის ხორცით ამარაგებს.

- თეთრწყაროს რაიონში ფერმა გვაქვს. მოვიგე ტენდერი და უკვე სამი წელია, ზოოპარკს ვამარაგებ ცხენის, ვირის და საქონლის ხორცით. საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია. ზოოპარკს ყოველდღიურად 170 კილო ხორცი სჭირდება, ყოველ სამ დღეში ვამარაგებ. თუ ვერ მივაწოდებთ ხორცს, 500-ლარიანი ჯარიმაა. ჩვენთან, თეთრწყაროში ცოცხალი საქონელი მოჰყავთ, შემდეგ ვკლავთ და ხორცი მიგვაქვს ჩასაბარებლად. შემოდგომაზე ბევრ ვირს და ცხენს ვყიდულობთ, რომ ზამთარში არ გაგვიჭირდეს და არ დავარღვიოთ ტენდერის პირობები. შარშან სხვა რესტორნებსაც ვამარაგებდით - თუმცა რესტორანში, რა თქმა უნდა, ცხენი და ვირი არ შედის, მხოლოდ საქონლისა და ღორის ხორცს ვაწვდიდით.

- როგორ უნდა განვასხვავოთ ვირის და ცხენის ხორცი საქონლის ხორცისგან?

- ვირის ხორცი ძალიან განსხვავდება საქონლის ხორცისგან - საშინელი სუნი აქვს და თერმული დამუშავებისას შავდება. არ მჯერა, რომ ვირის ხორცს სადმე იყენებდნენ. შეიძლება მეძაღლეებს მიაქვთ ცხოველების გამოსაკვებად. ცხენი უფრო მიმსგავსებულია საქონლის ხორცს, მაგრამ ამბობენ, რომ თევზის სუნი აქვს.

- თუმცა არაერთხელ დაწერილა, რომ, სავარაუდოდ, ზოგიერთ საშაურმეში ვირის ხორცსაც იყენებენ.

- მეცინება, რომ ამბობენ - საშაურმეებში ვირის ხორცი შედისო. მოვუჭრი ვირის ხორცის ერთ ნაჭერს, შეწვან ნებისმიერ საშაურმეში თუ იქ ვინმე შეძლებს გაჩერებას, ნახავენ. ეს გამორიცხულია - ვირის ხორცს საშინელი სუნი აქვს და შავია.

- თბილისთან ახლოს რომ სასაკლაო იპოვეს, იქ ვირებს კლავდნენ თუ ცხენებს?

- ცოტა ხნის წინ, ჩემს სოფელთან იპოვეს სასაკლაო, თუმცა იქ ვირი არ იყო - ცხენის ძვლები იყო. ცხენებს კლავენ და ალბათ, ვიღაც იყენებს. თუმცა ზოოპარკის გარდა, არ გამიგია, რომ ვინმეს ცხენის ან ვირის ხორცი სჭირდებოდეს, თუმცა ჩუმ-ჩუმად შეიძლება იყენებენ. მეც გამიგია ბაზრებში ურევენ ხოლმე ფარშს - ცხენის ხორცზე მაქვს საუბარი. ახალი წლის პერიოდში იყო საუბარი, რომ ვაგზლის ტერიტორიაზე ცხენის ხორცი გაყიდეს. ზოოპარკში ტენდერი ჩვენ გვაქვს მოგებული, სხვაგან სად შეიძლება წავიდეს ცხენის ხორცი, არ ვიცი. ალბათ, სახინკლეებში და სხვაგან - იმიტომ, რომ ცხენისა და საქონლის ხორცის არევა ადვილია. შეიძლება კერძო "ცეხი" ჰქონდეს ვიღაცას და იქაც ურევდნენ. მე პირადად გატარებულ ხორცს არ ვყიდულობ – შესაძლოა, ცხენის ხორცი იყოს შერეული და ვერ შეატყო. ვერ გამოვრიცხავ, რომ ვირის ხორციც სადმე ბარდებოდეს… ყველაფერი შეიძლება ხდებოდეს. ალბათ, უფრო იქ, ვისაც ხირცის ან ძეხვის "ცეხი" აქვს. საქონელის ხორცი 10 ლარი ღირს ვირის და ცხენის ხორცი კი იაფი და შესაბამისად, ალბათ მოგებაც დიდია. ზოოპარკში კი ერთი და იგივე ფასი აქვს ვირის, ცხენის და საქონლის ხორცს. ერთ კილოს 3.40 ლარად ვაბარებთ. ცხენი და ვირის ხორცი არსად არ არის დაშვებული და ამიტომ არის დაბალი ფასი. ხოლო რაც შეეხება საქონელს – ძირითადად, დაბერებული, დაუძლურებული ან ისეთი საქონლის ხორცს ვაბარებ, რომელსაც მანქანა დაეჯახა.

- რამდენი ვირი, ცხენი და საქონელი იკვლება თქვენს ფერმაში ყოველ კვირას?

- კვირაში ზოოპარკისთვის 1,2 ტონა ხორცი გვჭირდება. ერთი ვირი საშუალოდ 50 კილო გამოდის. ანუ ზოოპარკის შემთხვევაში, დღეში სამი ვირი უნდა დაიკლას. თუ ცხენს დავკლავთ, ზოოპარკს ხორცი ერთი დღე ეყოფა, იმიტომ, რომ დაახლოებით 200 კილო ხორცი გამოდის. ცხენი ძვირია, იმიტომ რომ 300, 400, 500 ლარი ჯდება, ოღონდ დაუძლურებული. ვირი კი 100, 120, მაქსიმუმ 150 ლარი ღირს. გვინდა ვირები ბაქოდან შემოვიყვანოთ, იმიტომ რომ იქ იაფი ჯდება.

ელენე ცინცაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია