ხელვაჩაურში ადგილობირივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის "თავისუფალი საქართველოს" სიის პირველი ნომერი მერაბ ღოღობერიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
როგორც ღოღობერიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ასათიანების ქუჩების კვეთასთან მეგობრებს ესაუბრებოდა, რა დროსაც ავტომობილი სანომრე ნიშნით "DUM 777" გაჩერდა, გადმოვიდა მურმან დუმბაძე და მისი ძმა და მას "გაუსწორდნენ".
"ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც გადმოვიდნენ მურმან დუმბაძე და მისი ძმა ნუგზარ დუმბაძე. მურმან დუმბაძემ დედა შემაგინა, ხოლო მისი ძმა მომიახლოვდა და ფიზიკურად შემეხო. მოხდა ჩვენს შორის დაპირისპირება. ადგილზე გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, რომელიც კონფლიქტის დეტალებს არკვევს", - აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ.
როგორც ღოღობერიძე აცხადებს, შემთხვევა დააფიქსირეს აღნიშნულ ქუჩებზე განთავსებული ობიქტების ვიდეოკამერებმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას მერაბ ღოღობერიძემ მურმან დუმბაძის შვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც მუხრან დუმბაძე "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელს შეხვედრას სთხოვს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.
ასევე დაგაინტერესებთ: