სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოქალაქე სააკაშვილზე დაწერილი უცენზურო ლექსების გამო 1 წლიანი უშუქობით დასაჯეს?
მოქალაქე სააკაშვილზე დაწერილი უცენზურო ლექსების გამო 1 წლიანი უშუქობით დასაჯეს?

სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ლე­ვან ხი­თა­რიშ­ვი­ლი, ექ­ვსი წე­ლია სტუ­დენტ ძმიშ­ვილ­თან ერ­თად, ახალ­ცი­ხე­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუჩა N115-ში მდე­ბა­რე, ყო­ფი­ლი სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტის შე­ნო­ბა­ში, ერთ ოთახ­ში ცხოვ­რობს. ხი­თა­რიშ­ვილს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მრი­ცხვე­ლი არ აქვს, ამი­ტომ, დენს მე­ზობ­ლად მცხოვ­რე­ბი ერთ-ერთი დევ­ნი­ლის სახ­ლი­დან მო­იხ­მარ­და და გა­და­სა­ხადს მას­თან ერ­თად ინა­წი­ლებ­და. "ამ შე­ნო­ბა­ში ცხოვ­რე­ბის ნე­ბარ­თვა ყო­ფი­ლი გამ­გე­ბე­ლის და­ვით ათუ­ნაშ­ვი­ლის­გან ავი­ღე. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დენს მე­ზობ­ლის­გან მო­ვიხ­მარ­დი, მან ეს იცო­და. გარ­კვე­ულ თან­ხა­საც ყო­ველ თვე ვუხ­დი­დი" ,- ამ­ბობს ხი­თა­რიშ­ვი­ლი.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ ხი­თა­რიშ­ვილს ელექტრო­ე­ნერ­გია ჩა­უჭ­რეს. ის დე­ნის გა­თიშ­ვას "ენერ­გო პრო-ჯორ­ჯი­ას" ახალ­ცი­ხის სერ­ვის­ცენ­ტრის მე­ნე­ჯერ­თან ზუ­რაბ მა­მუ­კაშ­ვილ­თან პი­რად უთან­ხმო­ე­ბას უკავ­ში­რებს.

"და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის წინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე ცუდი ლექ­სი დავ­წე­რე, არა­სო­დეს მომ­წონ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". მა­მუ­კაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლია". მერე ერთი უცენ­ზუ­რო ლექ­სი მას­ზეც დავ­წე­რე. ეს ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან და ამი­ტომ აღარ მაძ­ლე­ვენ დენს", - ამ­ბობს ხი­თა­რიშ­ვი­ლი.

"ენერ­გო პრო-ჯორ­ჯი­ას" სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის გი­ორ­გი ბა­ლა­ხაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით კი, კომ­პა­ნი­ას ხი­თა­რიშ­ვი­ლის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გია ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­სო­დეს მი­უ­ცია. მი­სი­ვე თქმით, ხი­ტა­რიშ­ვილს დენს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ურ­თა­ვენ, თუ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას მო­ა­წეს­რი­გებს და წა­რად­გენს.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მოქალაქე სააკაშვილზე დაწერილი უცენზურო ლექსების გამო 1 წლიანი უშუქობით დასაჯეს?

მოქალაქე სააკაშვილზე დაწერილი უცენზურო ლექსების გამო 1 წლიანი უშუქობით დასაჯეს?

სოციალურად დაუცველი ლევან ხითარიშვილი, ექვსი წელია სტუდენტ ძმიშვილთან ერთად, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა N115-ში მდებარე, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში, ერთ ოთახში ცხოვრობს. ხითარიშვილს ინდივიდუალური მრიცხველი არ აქვს, ამიტომ, დენს მეზობლად მცხოვრები ერთ-ერთი დევნილის სახლიდან მოიხმარდა და გადასახადს მასთან ერთად ინაწილებდა. "ამ შენობაში ცხოვრების ნებართვა ყოფილი გამგებელის დავით ათუნაშვილისგან ავიღე. ამ ხნის განმავლობაში დენს მეზობლისგან მოვიხმარდი, მან ეს იცოდა. გარკვეულ თანხასაც ყოველ თვე ვუხდიდი" ,- ამბობს ხითარიშვილი.

დაახლოებით ერთი წლის წინ ხითარიშვილს ელექტროენერგია ჩაუჭრეს. ის დენის გათიშვას "ენერგო პრო-ჯორჯიას" ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერთან ზურაბ მამუკაშვილთან პირად უთანხმოებას უკავშირებს.

"დაახლოებით 6 წლის წინ მიხეილ სააკაშვილზე ცუდი ლექსი დავწერე, არასოდეს მომწონდა "ნაციონალური მოძრაობა". მამუკაშვილი "ნაციონალია". მერე ერთი უცენზურო ლექსი მასზეც დავწერე. ეს ყველაფერი იციან და ამიტომ აღარ მაძლევენ დენს", - ამბობს ხითარიშვილი.

"ენერგო პრო-ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის გიორგი ბალახაშვილის განმარტებით კი, კომპანიას ხითარიშვილისთვის ელექტროენერგია ოფიციალურად არასოდეს მიუცია. მისივე თქმით, ხიტარიშვილს დენს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაურთავენ, თუ დოკუმენტაციას მოაწესრიგებს და წარადგენს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა