პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი
რა ქონებას ფლობს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი

დღე­ვან­დე­ლი დეკ­ლა­რან­ტი ის ცი­ცოა, თუ ცუცა, წყა­რო­ზე რომ ჩა­გიყ­ვანს, და წყალს არ და­გა­ლე­ვი­ნებს, სა­მა­გი­ე­როდ, თვი­თონ წყლით სავ­სე კო­კე­ბი უდ­გას, მაგ­რამ მარ­ტო სა­კუ­თარ მა­მას, გივი ბე­რი­კაშ­ვილს ას­მევს.

ჩვე­ნი ჩი­ნოვ­ნი­კი გახ­ლავთ კულ­ტუ­რის დღე­ვან­დე­ლი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი.

"არა­სო­დეს და­მი­მა­ლავს ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კა­ში არა­სო­დეს ჩა­ვე­რე­ვი, რად­გა­ნაც ვფიქ­რობ, რომ ეს ჩემი საქ­მე არ არის, მაგ­რამ ტყუ­ი­ლით არ მი­ცხოვ­რია და არც მო­მა­ვალ­ში ვი­ცხოვ­რებ!"

ამ დროს ბე­რი­კაშ­ვი­ლი და მისი ოჯა­ხი ხელ­თათ­მა­ნი­ვით იც­ვლის "კუ­მი­რებს": ამ რიგ­ში პირ­ვე­ლე­ბი ჯერ ცე­კას მდივ­ნე­ბი იყ­ვნენ, მერე ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი, მერე სა­ა­კაშ­ვი­ლი და ახლა... თუმ­ცა, ახლა ვინც არის, თა­ვად გა­მო­ი­ცა­ნით. ისე, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში დღე­საც ვერ გა­უ­გი­ათ, ასე­თი რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის და­ნიშ­ნეს გი­ვის გოგო ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რად­გა­ნაც დღე­საც ნა­ცე­ბის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს და ზურგსუ­კან სა­მი­ნის­ტროს ბა­ჩი­კო­საც ეძა­ხი­ან. ამ კი­თხვა­ზე ჩვე­ნი პა­სუ­ხი გა­ინ­ტე­რე­სებთ? - მა­მის დახ­მა­რე­ბით და მისი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის! ახლა არ მკი­თხოთ, მა­გას კი რა დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს ერის წი­ნა­შეო, პა­სუ­ხი არ მაქვს, უფრო სწო­რად, მაქვს, მაგ­რამ არ გე­ტყვით.

მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, და­სა­მა­ლი არ არის, რომ დღე­საც ვერ იტანს ბასა ფო­ცხიშ­ვილს, რად­გა­ნაც ყვე­ლას გვახ­სოვს, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის "გრი­მი­ტო­ბის" დროს, სწო­რედ ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა­ზე ჰკი­თხა ბა­სამ, რას ფიქ­რობ­და გი­ვი­ევ­ნა 7 ნო­ემ­ბერ­ზე და ისიც გვახ­სოვს, რო­გო­რი პა­სუ­ხი გას­ცა ბე­რი­კაშ­ვილ­მა, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი შე­ა­ქო, რა­ზეც დარ­ბაზს ყბა ჩა­მო­უ­ვარ­და. ამის შე­დე­გია, რომ ფო­ცხიშ­ვილს არ სწყა­ლობს სა­მი­ნის­ტრო, რად­გა­ნაც ყვე­ლა დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბის რე­ჟი­სო­რი ბე­რი­კაშ­ვი­ლია და რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს ფო­ნოგ­რა­მა. რო­გორც გვახ­სოვს, გა­სულ 26 მა­ისს სწო­რედ ამ ფო­ნოგ­რა­მე­ბის არე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი და ერთი ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი სულ სხვა ასე­ვე ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის ფო­ნოგ­რა­მა­ზე ამ­ღე­რა. ისე, თუ უც­ნა­ურ კა­ლამ­ბურს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, თა­ვად მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეც შეც­ვლი­ლი ფო­ნოგ­რა­მით მო­სა­უბ­რე გე­გო­ნე­ბათ: ქალი აშ­კა­რად არა­ქა­ლუ­რი ხმით ლა­პა­რა­კობს.

პირი ქვის­კენ მიქ­ნია, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დამ­ცვე­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ, მაგ­რამ რაც რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და კა­ხე­თის სო­ფელ კო­ლაგ­ში, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს თა­ნა­ვუგ­რძნე: ასე­თი ამ­ბის ბრალ­დე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის მარ­ტი­ვი ამ­ბა­ვი... ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ახ­სოვს ის სტრე­სი, რაც ბე­რი­კაშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბის გამო გან­ვი­ცა­დეთ და, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეს ამ­ბა­ვი ჯე­როვ­ნად დღე­საც არ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლა. ამ­ბო­ბენ, ბე­რი­კაშ­ვილს ამ ამ­ბის გამო ყური აე­წია ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის­გა­ნო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ შემ­დეგ უკვე მის საქ­მე­ებ­ზე მის­თვის ყური არა­ვის აუ­წე­ვია, რად­გა­ნაც ვერ სწვდე­ბი­ან, ამი­ტომ კუ­თხე­ში მა­ინც და­ა­ყე­ნეთ, თუნ­დაც კი­ნო­ცენ­ტრის ამ­ბე­ბის­თვის, სა­დაც რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ან­ჯა­ფა­რი­ძე პირ­და­პირ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ადა­ნა­შა­უ­ლებს და ასე­ვე თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­საც ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას­თან აქვთ საქ­მე, რად­გა­ნაც მას­ში ხე­და­ვენ მთა­ვარ მი­ზეზს იმ ანარ­ქი­ი­სა, რის გა­მოც უამ­რა­ვი სა­კი­თხი კულ­ტუ­რის სფე­რო­ში დღე­საც გა­და­უ­წყვე­ტე­ლია.

მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში, 1958 წლის 27 აპ­რილს.

შვი­ლი, ანო მა­ი­სუ­რა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში, 1992 წლის 9 მა­ისს.

ჩვე­ნი ჩი­ნოვ­ნი­კის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, ანუ ბინა, მდე­ბა­რე­ობს ბახ­ტრი­ო­ნის ქუჩა ნო­მერ 37-ში, ფარ­თო­ბი 200.00 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი არ გა­აჩ­ნია და არც მან­ქა­ნას ფლობს.

რაც შე­ე­ხე­ბა გრა­ფას, "სა­ქარ­თვე­ლოს ან სხვა ქვეყ­ნის სა­ბან­კო, ან სხვა საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი ან­გა­რი­ში, ან შე­ნა­ტა­ნი, რომ­ლის გან­კარ­გვის უფ­ლე­ბაც აქვს დეკ­ლა­რანტს, ან მისი ოჯა­ხის წევ­რებს", ეს გრა­ფა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, "ბან­კი ქარ­თუ", სა­ხელ­ფა­სო 200.00 ლარი.

მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი "თი­ბი­სი ბან­კი", საკ­რე­დი­ტო 1000.00 ლარი.

ჩი­ნოვ­ნიკს ნაღ­დი ფული, რო­მე­ლიც აღე­მა­ტე­ბა 4000 ლარს, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს არ გა­აჩ­ნდა და არც სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბით არ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში დეკ­ლა­რან­ტი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შაო, სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და" (სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­შიც პირს უკა­ვია თა­ნამ­დე­ბო­ბა, ან ას­რუ­ლებს სა­მუ­შა­ოს, ასე­ვე რო­მელ­შიც წინა წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით ეკა­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა, ან ას­რუ­ლებ­და სა­მუ­შა­ოს).

მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რი, რე­ჟი­სო­რი, 095.00 ლარი.

მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, 8 884.00 ლარი.

მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, პე­და­გო­გი, 7 875.00 ლარი.

მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არხი", სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, 15 000.00 ლარი.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში თქვე­ნი, ან თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რის მიერ წინა წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან დღემ­დე და­დე­ბუ­ლი, ან მოქ­მე­დი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის საგ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა აღე­მა­ტე­ბა 3000 ლარს (მათ შო­რის, წი­ლის მინ­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად)".

მოკ­ლედ, ამ გრა­ფა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ წინა წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლთი მი­ღე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­დე­გი ჩი­ნოვ­ნი­კის­თვის შემ­დე­გია:

მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი 4600 ლარი "თი­ბი­სი ბან­კი­დან".

ოდი­შა­რი­ას მო­ად­გი­ლე სა­დეკ­ლა­რა­ციო დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით ძვირ­ფას სა­ჩუქ­რებს არ იღებს და რაც შე­ე­ხე­ბა გრა­ფას: "წინა წლის პირ­ვე­ლი იავნრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით ჩი­ნოვ­ნი­კის ნე­ბის­მი­ერ შე­მო­სა­ვალს, ან გა­სა­ვალს, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ში აღე­მა­ტე­ბა 1 500 ლარს," შე­მო­სავ­ლად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლის ჰო­ნო­რა­რი, 8 250.00 ლარი.

ბე­რი­კაშ­ვი­ლის სახ­ლი ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლას დგას, სახ­ლი ქუ­ჩის ბო­ლო­საა და მის ახ­ლოს იპოდ­რო­მის სუფ­თა ჰა­ე­რის ნა­კა­დი უხ­ვად მო­დის. მა­ნა­ნას უბან­ში არა­ვინ, თით­ქმის არა­ვინ იც­ნობს, უახ­ლო­ე­სი მე­ზობ­ლე­ბის გარ­და. მისი ძვე­ლი სახ­ლი თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზეა, სა­დაც გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე ცხოვ­რო­ბენ ამ­ჟა­მად. სა­ნამ ჩი­ნოვ­ნი­კის ახალ სახ­ლს ვი­პო­ვი­დე, კი­თხვა-კი­თხვით მივ­დი­ვარ. კარ­გად ჩაც­მულ კაცს ვა­ჩე­რებ. ბე­რი­კაშ­ვი­ლი არ ვი­ციო, - იცი­ნის, - ჩემი ძმა­კა­ცი კორ­ჟი­კა ცხოვ­რობს და იმას­თან მოვ­დი­ვა­რო.

- კი, მაგ­რამ კორ­ჟი­კა იცით და ბე­რი­კაშ­ვი­ლი სად ცხოვ­რობს, არა?

- კორ­ჟი­კა კლა­სე­ლია, ბავ­შვო­ბა­ში უყ­ვარ­და კორ­ჟი­კი და ეგრე შე­ვარ­ქვით და მაგ ქა­ლის კლა­სე­ლი არ ვარ.

- "ეგ ქალი" არის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და მე­ფის ტოლი ადა­მი­ა­ნი.

- ვიცი, ვიცი. მა­გას ხო ხვდე­ბით, ვისი მფარ­ვე­ლო­ბა აქვს. გივი ძმა­კა­ცი ტი­პია და ყვე­ლა­ფერს პა­ტი­ო­ბენ. მა­გა­თი ამ­ბე­ბი ცოტა ვიცი. მე­მა­ნიშ­ვი­ლის მოხ­სნა­ზე რომ იყო ლა­პა­რა­კი, მა­გა­ზე იძახ­და, რო­გორც ჩემი შვი­ლი, ისე მყავს და ამას არა­ვის და­ვა­ჩაგ­ვრი­ნე­ბო. ანუ, მე­მა­ნიშ­ვი­ლის დარ­ღვე­ვე­ბი მა­გი­და­ზე უდევთ და მი­ნისტრს ყვე­ლა­ფერ­ზე თვა­ლე­ბი და­ა­ხუჭ­ვი­ნა.

- ოდი­შა­რია "ვან­კას­ტან­კა" მგო­ნია და თვალ­ხუ­ჭუ­ლა­ცაა?

- როცა უნდა, ეშ­მა­კი კა­ცია. იმ მე­მა­ნიშ­ვილ­მა კი და­ა­რე­კი­ნა თო­რა­ძეს და პატ­რი­არ­ქსაც კი, რომ არ მო­ეხ­სნათ. მაგ­რამ, ხომ გე­უბ­ნე­ბით, კბი­ლე­ბით იცავ­და. მაგ სა­მი­ნის­ტრომ სამ-ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი წელს ვერ აით­ვი­სა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ აა­ხია. ამ დროს ან ხელ­ფა­სი მო­ე­მა­ტე­ბი­ნათ ვინ­მეს­თვის, ან რა­მე­ში გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

- თქვენ სა­ი­დან ეგ ამ­ბე­ბი?

- კორ­ჟი­კა მანდ მუ­შა­ობს (ხარ­ხა­რებს). სა­დაც გა­მო­დი­ო­და ეგ ქალი სულ ნა­ცი­ო­ნა­ლებს იცავ­და, მერე შე­იც­ვა­ლა სი­ტუ­ა­ცია და ეგაც შე­იც­ვა­ლა. რაც თვი­თონ აწყობს, იმას აწ­ვე­ბა. მოკ­ლედ, რა, გი­ვის შვი­ლია და გას­დის. სა­ნამ ეგ ქა­ლია, არა­ფე­რი არ იქ­ნე­ბა. ვაბ­შე, მე­მა­ნიშ­ვი­ლის მანდ და­ტო­ვე­ბა არის დიდი შეც­დო­მა, ჯრე იყო და ხალ­ხი გა­ყა­რა გა­რეთ, მერე ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი ჰქონ­და და ყვე­ლა­ფე­რი აპა­ტი­ეს. მა­შინ ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი აპა­ტი­ონ, ან არა­ვის არა­ფე­რი, ეგრე არაა? ლო­გი­კა სად არის? ამას წი­ნათ გა­ვი­გე, მა­გას­თან და­დი­ო­და კახა კა­ლა­ძეო, მე­ტყვე­ლე­ბა გა­ის­წო­რაო.

- რა სჭირ­და კა­ხას გა­სას­წო­რე­ბე­ლი?

- "ლ!" (გა­მოთ­ქმით ამ­ბობს). კაი მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გია. ეგ იცის.

- ფულს იღებს ამა­ში?

- არა მგო­ნია, კა­ლა­ძის­თვის ფული გა­მო­ერ­თმი­ოს. მე­ეჭ­ვე­ბა. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო კი დაქ­ცე­უ­ლი რომ არის, ჩემი ლა­პა­რა­კი რად უნდა?

სახ­ლის ეზო­ში კაცი ლურჯ მან­ქა­ნას აყე­ნებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცოლი ეძა­ხის ზე­მო­დან, პური იყი­დეო და ქვე­მო­დან ჩუ­მად აგი­ნებს, უჩე­მოდ მშივ­რე­ბი და­ი­ხო­ცე­ბი­ა­ნო.

- ეს სახ­ლი იყო სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი პა­ტა­რა და მერე და­ა­შე­ნეს ზე­მო­დან, ბე­რი­კაშ­ვი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ მაღ­ლა, მა­გათ დიდი მო­შე­ნე­ბა აქვთ და ძაან დიდი ფარ­თი აქვთ. ეგ სახ­ლი დიდი ხნის წინ იყი­დეს, მაგ­რამ "ტუდა-სუდა", "რე­მონ­ტი-შე­მონ­ტი" და შარ­შან გად­მო­ვიდ­ნენ. ეგ არა­ვის ელა­პა­რა­კე­ბა და მამა "აბ­ში­წელ­ნია", ის და ცოლი რომ მო­დი­ან, სუ გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, ანეკ­დო­ტე­ბი და რამე. მა­გას დი­ლით მან­ქა­ნა ელო­დე­ბა, ჩახ­ტე­ბა და მი­დის.

- დაც­ვა ჰყავს?

- არ და­მი­ნა­ხია. ახლა სახ­ლში არ არის. დი­ლით მოდი, თუ საქ­მე გაქვს ან და­მი­ტო­ვე წე­რი­ლი და მე მივ­ცემ.

ამას წი­ნათ, ერთი ამ­ბა­ვი ატყდა ფრან­კფურ­ტში წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე ოდი­შა­რი­ამ და მის­მა მო­ად­გი­ლე­ებ­მა სას­ტუმ­რო "ლა მე­რი­დი­ენ­ში" სამ ღა­მე­ში 16 500 ევრო და­ხარ­ჯე­სო. სა­მე­ფო აპარ­ტა­მენ­ტებ­ში იყ­ვნენ? გა­მო­ვიდ­ნენ ეგე­ნიც ბურ­ბო­ნის დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თუმ­ცა, რა ენაღ­ვლე­ბათ, გას­დით და...

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

რა ქონებას ფლობს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი

რა ქონებას ფლობს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი

დღევანდელი დეკლარანტი ის ციცოა, თუ ცუცა, წყაროზე რომ ჩაგიყვანს, და წყალს არ დაგალევინებს, სამაგიეროდ, თვითონ წყლით სავსე კოკები უდგას, მაგრამ მარტო საკუთარ მამას, გივი ბერიკაშვილს ასმევს.

ჩვენი ჩინოვნიკი გახლავთ კულტურის დღევანდელი მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.

"არასოდეს დამიმალავს ჩემი დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა პოლიტიკაში არასოდეს ჩავერევი, რადგანაც ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ტყუილით არ მიცხოვრია და არც მომავალში ვიცხოვრებ!"

ამ დროს ბერიკაშვილი და მისი ოჯახი ხელთათმანივით იცვლის "კუმირებს": ამ რიგში პირველები ჯერ ცეკას მდივნები იყვნენ, მერე ბადრი პატარკაციშვილი, მერე სააკაშვილი და ახლა... თუმცა, ახლა ვინც არის, თავად გამოიცანით. ისე, კულტურის სამინისტროში დღესაც ვერ გაუგიათ, ასეთი რა დამსახურებისთვის დანიშნეს გივის გოგო ამ თანამდებობაზე, რადგანაც დღესაც ნაცების პოლიტიკას ატარებს და ზურგსუკან სამინისტროს ბაჩიკოსაც ეძახიან. ამ კითხვაზე ჩვენი პასუხი გაინტერესებთ? - მამის დახმარებით და მისი დამსახურებისთვის! ახლა არ მკითხოთ, მაგას კი რა დამსახურება აქვს ერის წინაშეო, პასუხი არ მაქვს, უფრო სწორად, მაქვს, მაგრამ არ გეტყვით.

მანანა ბერიკაშვილი, დასამალი არ არის, რომ დღესაც ვერ იტანს ბასა ფოცხიშვილს, რადგანაც ყველას გვახსოვს, რომ ნაციონალების "გრიმიტობის" დროს, სწორედ ინგა გრიგოლიას გადაცემაზე ჰკითხა ბასამ, რას ფიქრობდა გივიევნა 7 ნოემბერზე და ისიც გვახსოვს, როგორი პასუხი გასცა ბერიკაშვილმა, ნაციონალები შეაქო, რაზეც დარბაზს ყბა ჩამოუვარდა. ამის შედეგია, რომ ფოცხიშვილს არ სწყალობს სამინისტრო, რადგანაც ყველა დიდი ღონისძიების რეჟისორი ბერიკაშვილია და რომელსაც ძალიან უყვარს ფონოგრამა. როგორც გვახსოვს, გასულ 26 მაისს სწორედ ამ ფონოგრამების არევას ჰქონდა ადგილი და ერთი ცნობილი მომღერალი სულ სხვა ასევე ცნობილი მომღერლის ფონოგრამაზე ამღერა. ისე, თუ უცნაურ კალამბურს გამოვიყენებთ, თავად მინისტრის მოადგილეც შეცვლილი ფონოგრამით მოსაუბრე გეგონებათ: ქალი აშკარად არაქალური ხმით ლაპარაკობს.

პირი ქვისკენ მიქნია, ნაციონალების დამცველი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ რაც რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით მოხდა კახეთის სოფელ კოლაგში, გიორგი ღვინიაშვილს თანავუგრძნე: ასეთი ამბის ბრალდება ნამდვილად არ არის მარტივი ამბავი... ყოველ შემთხვევაში მთელ საქართველოს ახსოვს ის სტრესი, რაც ბერიკაშვილის სიტყვების გამო განვიცადეთ და, საინტერესოა, რომ ეს ამბავი ჯეროვნად დღესაც არ გამოძიებულა. ამბობენ, ბერიკაშვილს ამ ამბის გამო ყური აეწია ყოფილი პრემიერისგანო, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ შემდეგ უკვე მის საქმეებზე მისთვის ყური არავის აუწევია, რადგანაც ვერ სწვდებიან, ამიტომ კუთხეში მაინც დააყენეთ, თუნდაც კინოცენტრის ამბებისთვის, სადაც რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე პირდაპირ მინისტრის მოადგილეს ადანაშაულებს და ასევე თეატრალური უნივერსიტეტის განთავისუფლებულ პროფესორ-მასწავლებლებსაც ქალბატონ მანანასთან აქვთ საქმე, რადგანაც მასში ხედავენ მთავარ მიზეზს იმ ანარქიისა, რის გამოც უამრავი საკითხი კულტურის სფეროში დღესაც გადაუწყვეტელია.

მანანა ბერიკაშვილი, დაბადებული საქართველოში, თბილისში, 1958 წლის 27 აპრილს.

შვილი, ანო მაისურაძე, დაბადებული საქართველოში, თბილისში, 1992 წლის 9 მაისს.

ჩვენი ჩინოვნიკის უძრავი ქონება, ანუ ბინა, მდებარეობს ბახტრიონის ქუჩა ნომერ 37-ში, ფართობი 200.00 კვადრატული მეტრი.

მინისტრის მოადგილეს ფასიანი ქაღალდები არ გააჩნია და არც მანქანას ფლობს.

რაც შეეხება გრაფას, "საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო, ან სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიში, ან შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს დეკლარანტს, ან მისი ოჯახის წევრებს", ეს გრაფა ასე გამოიყურება:

მანანა ბერიკაშვილი, "ბანკი ქართუ", სახელფასო 200.00 ლარი.

მანანა ბერიკაშვილი "თიბისი ბანკი", საკრედიტო 1000.00 ლარი.

ჩინოვნიკს ნაღდი ფული, რომელიც აღემატება 4000 ლარს, დეკლარაციის შევსების დროს არ გააჩნდა და არც სამეწარმეო საქმიანობით არ იყო დაკავებული.

"საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში დეკლარანტისა და მისი ოჯახის წევრების მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობის გარდა" (სამსახური, რომელშიც პირს უკავია თანამდებობა, ან ასრულებს სამუშაოს, ასევე რომელშიც წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ეკავა თანამდებობა, ან ასრულებდა სამუშაოს).

მანანა ბერიკაშვილი, მუსიკისა და დრამის თეატრი, რეჟისორი, 095.00 ლარი.

მანანა ბერიკაშვილი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 8 884.00 ლარი.

მანანა ბერიკაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტი, პედაგოგი, 7 875.00 ლარი.

მანანა ბერიკაშვილი, ტელეკომპანია "მე-9 არხი", სამხატვრო ხელმძღვანელი, 15 000.00 ლარი.

"საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში თქვენი, ან თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული, ან მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება ღირებულების მიუხედავად)".

მოკლედ, ამ გრაფაში ვკითხულობთ, რომ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლთი მიღებული მატერიალური შედეგი ჩინოვნიკისთვის შემდეგია:

მანანა ბერიკაშვილი, სამომხმარებლო სესხი 4600 ლარი "თიბისი ბანკიდან".

ოდიშარიას მოადგილე სადეკლარაციო დოკუმენტის მიხედვით ძვირფას საჩუქრებს არ იღებს და რაც შეეხება გრაფას: "წინა წლის პირველი იავნრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩინოვნიკის ნებისმიერ შემოსავალს, ან გასავალს, რომელიც თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1 500 ლარს," შემოსავლად დაფიქსირებულია მანანა ბერიკაშვილის ჰონორარი, 8 250.00 ლარი.

ბერიკაშვილის სახლი ბახტრიონის ქუჩაზე საუკეთესო ადგილას დგას, სახლი ქუჩის ბოლოსაა და მის ახლოს იპოდრომის სუფთა ჰაერის ნაკადი უხვად მოდის. მანანას უბანში არავინ, თითქმის არავინ იცნობს, უახლოესი მეზობლების გარდა. მისი ძველი სახლი თამარაშვილის ქუჩაზეა, სადაც გივი ბერიკაშვილი და მისი მეუღლე ცხოვრობენ ამჟამად. სანამ ჩინოვნიკის ახალ სახლს ვიპოვიდე, კითხვა-კითხვით მივდივარ. კარგად ჩაცმულ კაცს ვაჩერებ. ბერიკაშვილი არ ვიციო, - იცინის, - ჩემი ძმაკაცი კორჟიკა ცხოვრობს და იმასთან მოვდივარო.

- კი, მაგრამ კორჟიკა იცით და ბერიკაშვილი სად ცხოვრობს, არა?

- კორჟიკა კლასელია, ბავშვობაში უყვარდა კორჟიკი და ეგრე შევარქვით და მაგ ქალის კლასელი არ ვარ.

- "ეგ ქალი" არის მინისტრის მოადგილე და მეფის ტოლი ადამიანი.

- ვიცი, ვიცი. მაგას ხო ხვდებით, ვისი მფარველობა აქვს. გივი ძმაკაცი ტიპია და ყველაფერს პატიობენ. მაგათი ამბები ცოტა ვიცი. მემანიშვილის მოხსნაზე რომ იყო ლაპარაკი, მაგაზე იძახდა, როგორც ჩემი შვილი, ისე მყავს და ამას არავის დავაჩაგვრინებო. ანუ, მემანიშვილის დარღვევები მაგიდაზე უდევთ და მინისტრს ყველაფერზე თვალები დაახუჭვინა.

- ოდიშარია "ვანკასტანკა" მგონია და თვალხუჭულაცაა?

- როცა უნდა, ეშმაკი კაცია. იმ მემანიშვილმა კი დაარეკინა თორაძეს და პატრიარქსაც კი, რომ არ მოეხსნათ. მაგრამ, ხომ გეუბნებით, კბილებით იცავდა. მაგ სამინისტრომ სამ-ნახევარი მილიონი წელს ვერ აითვისა და ფინანსთა სამინისტრომ აახია. ამ დროს ან ხელფასი მოემატებინათ ვინმესთვის, ან რამეში გამოეყენებინათ.

- თქვენ საიდან ეგ ამბები?

- კორჟიკა მანდ მუშაობს (ხარხარებს). სადაც გამოდიოდა ეგ ქალი სულ ნაციონალებს იცავდა, მერე შეიცვალა სიტუაცია და ეგაც შეიცვალა. რაც თვითონ აწყობს, იმას აწვება. მოკლედ, რა, გივის შვილია და გასდის. სანამ ეგ ქალია, არაფერი არ იქნება. ვაბშე, მემანიშვილის მანდ დატოვება არის დიდი შეცდომა, ჯრე იყო და ხალხი გაყარა გარეთ, მერე ფინანსური დარღვევები ჰქონდა და ყველაფერი აპატიეს. მაშინ ყველას ყველაფერი აპატიონ, ან არავის არაფერი, ეგრე არაა? ლოგიკა სად არის? ამას წინათ გავიგე, მაგასთან დადიოდა კახა კალაძეო, მეტყველება გაისწორაო.

- რა სჭირდა კახას გასასწორებელი?

- "ლ!" (გამოთქმით ამბობს). კაი მეტყველების პედაგოგია. ეგ იცის.

- ფულს იღებს ამაში?

- არა მგონია, კალაძისთვის ფული გამოერთმიოს. მეეჭვება. კულტურის სამინისტრო კი დაქცეული რომ არის, ჩემი ლაპარაკი რად უნდა?

სახლის ეზოში კაცი ლურჯ მანქანას აყენებს, სავარაუდოდ, ცოლი ეძახის ზემოდან, პური იყიდეო და ქვემოდან ჩუმად აგინებს, უჩემოდ მშივრები დაიხოცებიანო.

- ეს სახლი იყო სამსართულიანი პატარა და მერე დააშენეს ზემოდან, ბერიკაშვილები ცხოვრობენ მაღლა, მაგათ დიდი მოშენება აქვთ და ძაან დიდი ფართი აქვთ. ეგ სახლი დიდი ხნის წინ იყიდეს, მაგრამ "ტუდა-სუდა", "რემონტი-შემონტი" და შარშან გადმოვიდნენ. ეგ არავის ელაპარაკება და მამა "აბშიწელნია", ის და ცოლი რომ მოდიან, სუ გველაპარაკება, ანეკდოტები და რამე. მაგას დილით მანქანა ელოდება, ჩახტება და მიდის.

- დაცვა ჰყავს?

- არ დამინახია. ახლა სახლში არ არის. დილით მოდი, თუ საქმე გაქვს ან დამიტოვე წერილი და მე მივცემ.

ამას წინათ, ერთი ამბავი ატყდა ფრანკფურტში წიგნის ბაზრობაზე ოდიშარიამ და მისმა მოადგილეებმა სასტუმრო "ლა მერიდიენში" სამ ღამეში 16 500 ევრო დახარჯესო. სამეფო აპარტამენტებში იყვნენ? გამოვიდნენ ეგენიც ბურბონის დინასტიის წარმომადგენლები, თუმცა, რა ენაღვლებათ, გასდით და...

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"