პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შანსი - სტუდენტებისთვის! - "პალიტრამედიის" ინოვაციური პროექტი!
შანსი - სტუდენტებისთვის! - "პალიტრამედიის" ინოვაციური პროექტი!

"პა­ლიტ­რა­მე­დია" და მისი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია "ედ­ვორ­დი" (ტექ­სტუ­რი რეკ­ლა­მის სხვა­დას­ხვა სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბის სამ­სა­ხუ­რი) აცხა­დებს კონ­კურსს: უნდა შე­ირ­ჩეს ორ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, რომ­ლიც სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გე­ბა გა­ყიდ­ვე­ბის საქ­მეს და მისი წევ­რე­ბი ამ დარ­გის მე­ნე­ჯე­რე­ბი გახ­დე­ბი­ან.

ამ სა­კი­თხზე გვე­სა­უბ­რა "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სი­სა და "ედ­ვორ­დის" პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი და რა­დიო "პა­ლიტ­რი­ის" "ბიზ­ნეს ფა­ი­ლის" წამ­ყვა­ნი გუ­რამ შე­რო­ზია.

- ეს არის ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­მო­მავ­ლოდ არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და პერ­სპექ­ტი­უ­ლი საქ­მე. ამი­ტომ ვა­ცხა­დებთ სტუ­დენ­ტურ კონ­კურსს, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბულ ახალ­გაზ­რდებს გა­მო­ავ­ლენს. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, შე­სა­ბა­მი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­მო­ავ­ლი­ნონ, რომ და­ი­კა­ვონ შე­სა­ფე­რი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი.

- კონ­კურ­სან­ტებს რა ეტა­პე­ბის გავ­ლა მო­უ­წევთ?

- სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პე­ბის გავ­ლა მო­უ­წევთ. იქ­ნე­ბა ოთხკა­ცი­ა­ნი კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი. კონ­კურ­სან­ტებს მი­ე­წო­დე­ბათ გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ტი და მისი გა­ყიდ­ვა ისე უნდა მო­ა­ხერ­ხონ, რომ ჟი­უ­რის თავი მო­ა­წო­ნონ - ჟი­უ­რიც კად­რებს ამის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩევს.

- რა თვი­სე­ბე­ბია მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა, ალღო, - ეს ის თვი­სე­ბე­ბია, რაც მას სჭირ­დე­ბა. ამ კონ­კურ­სის­თვის ოცამ­დე ადა­მი­ანს შე­ვარ­ჩევთ. შემ­დეგ უნდა მო­ემ­ზა­დონ, - ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბათ, რო­გორ უნდა გა­ყი­დონ ესა თუ ის პრო­დუქ­ტი. მოკ­ლედ, რე­ა­ლი­თი შოუს პრინ­ცი­პია - შე­და­რე­ბით სუს­ტი გუნ­დე­ბი პრო­ექტს გა­მო­ე­თი­შე­ბი­ან. დარ­ჩე­ბა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით დიდ კომ­პა­ნი­ას ჩა­უ­ტა­რე­ბენ გა­ყიდ­ვე­ბის კამ­პა­ნი­ას, გა­ნა­თავ­სე­ბენ რეკ­ლა­მას სხვა­დას­ხვა სა­იტ­ზე, რო­მელ­ზეც ბო­ლოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი და­სა­ჩუქრდე­ბა. თუმ­ცა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, მე­ო­რე ეტაპ­ზე გა­და­სუ­ლი 20 ადა­მი­ა­ნი­დან 20-ვე და­საქმდეს, რად­გა­ნაც ვა­კან­სია გვაქვს სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე. მთა­ვა­რია, რომ მთე­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე, თვი­თონ მიხ­ვდე­ბი­ან, სად იქ­ნე­ბი­ან გა­მო­სა­დე­გე­ბი. თან, კომ­პა­ნი­ას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სწო­რად შე­არ­ჩი­ოს კად­რი.

დღე­ვან­დელ შრო­მით ბა­ზარ­ზე სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ. აქ კი არის შან­სი, რომ და­საქმდნენ, მი­ი­ღონ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა და თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა, გა­ი­ა­რონ ტრე­ნინ­გე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერს თან, აზარ­ტუ­ლი და სა­ხა­ლი­სო სახე მი­ე­ცე­მა.

- შენც ასე­თი კონ­კურ­სის შე­დე­გად გაქვს კა­რი­ე­რა და­წყე­ბუ­ლი, არა?

- ჩემ­თვის ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლო და სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ 8 წლის წინ თვი­თო­ნაც ასეთ პრო­ექ­ტით და­ვი­წყე კა­რი­ე­რა. კარ­გი შან­სი მო­მე­ცა და ის იყო "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ორ­თვი­ა­ნი სტუ­დენ­ტუ­რი კონ­კურ­სი, რის შე­დე­გა­დაც იმ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. 100 ადა­მი­ა­ნი­დან 20-30-მდე ჩვენ­თვის სა­სურ­ველ სამ­სა­ხუ­რებ­ში გა­დაგ­ვა­ნა­წი­ლეს და სწო­რედ მა­შინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ გა­ყიდ­ვე­ბი იყო ჩემი სფე­რო და იმ დღი­დან გა­ყიდ­ვე­ბის სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ, ხოლო ბოლო 4 წე­ლია, მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ა­ზე ვარ, ანუ ის კონ­კურ­სი ჩემ­თვის ტრამ­პლი­ნი აღ­მოჩ­ნდა. რო­დე­საც სტუ­დენ­ტებს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევთ, ეს არის კარ­გი შან­სი, რომ გმო­ავ­ლი­ნოს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სა­მარ­თლი­ან პი­რო­ბებ­ში შრო­მით მო­ი­პო­ვოს თა­ნამ­დე­ბო­ბა.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- დიდი "მე­დი­აჰოლ­დინ­გი" ვართ და აქ სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბა პერ­სპექ­ტი­უ­ლია და ჩვენც დიდი შრო­მის გა­წე­ვა მოგ­ვი­წევს, რომ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი შე­ვარ­ჩი­ოთ. მოკ­ლედ, მთავ­რია მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, ენერ­გი­უ­ლი და კარ­გი უნარ-ჩვე­ვე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ვიდ­ნენ. ვეც­დე­ბით, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ვეხ­მა­როთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰოლ­დინ­გის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­შუქ­დე­ბა, რომ სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც და­ვა­ნა­ხოთ, რომ ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორ შე­უძ­ლი­ათ სტუ­დენ­ტებს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?

- ამის­თვის მათ უნდა გა­მოგ­ზავ­ნონ რე­ზი­უ­მე მი­სა­მარ­თზე student@palitra.ge. და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი შე­უძ­ლი­ათ იხი­ლონ ჩვენს ვებ-გვერ­დზე Palitra.ge.

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

შანსი - სტუდენტებისთვის! - "პალიტრამედიის" ინოვაციური პროექტი!

შანსი - სტუდენტებისთვის! - "პალიტრამედიის" ინოვაციური პროექტი!

"პალიტრამედია" და მისი შვილობილი კომპანია "ედვორდი" (ტექსტური რეკლამის სხვადასხვა საიტზე განთავსების სამსახური) აცხადებს კონკურსს: უნდა შეირჩეს ორკაციანი ჯგუფი, რომლიც სათავეში ჩაუდგება გაყიდვების საქმეს და მისი წევრები ამ დარგის მენეჯერები გახდებიან.

ამ საკითხზე გვესაუბრა "პალიტრამედიის" მცირე და საშუალო ბიზნესისა და "ედვორდის" პროექტის მენეჯერი და რადიო "პალიტრიის" "ბიზნეს ფაილის" წამყვანი გურამ შეროზია.

- ეს არის ინოვაციური პროექტი, რომელიც სამომავლოდ არის ძალიან საინტერესო და პერსპექტიული საქმე. ამიტომ ვაცხადებთ სტუდენტურ კონკურსს, რომელიც წარმატებულ ახალგაზრდებს გამოავლენს. მათ საშუალება ეძლევათ, შესაბამისი პოტენციალი გამოავლინონ, რომ დაიკავონ შესაფერისი პოზიციები.

- კონკურსანტებს რა ეტაპების გავლა მოუწევთ?

- საინტერესო ეტაპების გავლა მოუწევთ. იქნება ოთხკაციანი კომპეტენტური ჟიური. კონკურსანტებს მიეწოდებათ გარკვეული პროდუქტი და მისი გაყიდვა ისე უნდა მოახერხონ, რომ ჟიურის თავი მოაწონონ - ჟიურიც კადრებს ამის მიხედვით შეარჩევს.

- რა თვისებებია მათთვის მნიშვნელოვანი?

- მოხერხებულობა, კრეატიულობა, ალღო, - ეს ის თვისებებია, რაც მას სჭირდება. ამ კონკურსისთვის ოცამდე ადამიანს შევარჩევთ. შემდეგ უნდა მოემზადონ, - ტრენინგები ჩაუტარდებათ, როგორ უნდა გაყიდონ ესა თუ ის პროდუქტი. მოკლედ, რეალითი შოუს პრინციპია - შედარებით სუსტი გუნდები პროექტს გამოეთიშებიან. დარჩება ჯგუფი, რომელიც შედარებით დიდ კომპანიას ჩაუტარებენ გაყიდვების კამპანიას, განათავსებენ რეკლამას სხვადასხვა საიტზე, რომელზეც ბოლოს გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება. თუმცა, გამორიცხული არ არის, მეორე ეტაპზე გადასული 20 ადამიანიდან 20-ვე დასაქმდეს, რადგანაც ვაკანსია გვაქვს სხვადასხვა პოზიციაზე. მთავარია, რომ მთელი პერიოდის მანძილზე, თვითონ მიხვდებიან, სად იქნებიან გამოსადეგები. თან, კომპანიას აქვს შესაძლებლობა, სწორად შეარჩიოს კადრი.

დღევანდელ შრომით ბაზარზე სტუდენტების დასაქმებისგან თავს იკავებენ. აქ კი არის შანსი, რომ დასაქმდნენ, მიიღონ სამუშაო გამოცდილება და თეორიული ცოდნა, გაიარონ ტრენინგები. ამ ყველაფერს თან, აზარტული და სახალისო სახე მიეცემა.

- შენც ასეთი კონკურსის შედეგად გაქვს კარიერა დაწყებული, არა?

- ჩემთვის ორმაგად სასიხარულო და სასიამოვნოა, რომ 8 წლის წინ თვითონაც ასეთ პროექტით დავიწყე კარიერა. კარგი შანსი მომეცა და ის იყო "საქართველოს ბანკის" ორთვიანი სტუდენტური კონკურსი, რის შედეგადაც იმ პერიოდის განმავლობაში გვაკვირდებოდნენ. 100 ადამიანიდან 20-30-მდე ჩვენთვის სასურველ სამსახურებში გადაგვანაწილეს და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ გაყიდვები იყო ჩემი სფერო და იმ დღიდან გაყიდვების სფეროში ვმუშაობ, ხოლო ბოლო 4 წელია, მენეჯერულ პოზიციაზე ვარ, ანუ ის კონკურსი ჩემთვის ტრამპლინი აღმოჩნდა. როდესაც სტუდენტებს ამის საშუალებას ვაძლევთ, ეს არის კარგი შანსი, რომ გმოავლინოს შესაძლებლობა და სამართლიან პირობებში შრომით მოიპოვოს თანამდებობა.

- რა მოლოდინი გაქვთ?

- დიდი "მედიაჰოლდინგი" ვართ და აქ სამუშაოს დაწყება პერსპექტიულია და ჩვენც დიდი შრომის გაწევა მოგვიწევს, რომ საუკეთესოები შევარჩიოთ. მოკლედ, მთავრია მოტივირებული, ენერგიული და კარგი უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდები მოვიდნენ. ვეცდებით, წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. ეს ყველაფერი ჰოლდინგის მედიასაშუალებებით გაშუქდება, რომ სხვა ადამიანებსაც დავანახოთ, რომ ჩვენთან თანამშრომლობა შესაძლებელია.

- სურვილის შემთხვევაში, როგორ შეუძლიათ სტუდენტებს პროექტში მონაწილეობის მიღება?

- ამისთვის მათ უნდა გამოგზავნონ რეზიუმე მისამართზე student@palitra.ge. დამატებითი დეტალები შეუძლიათ იხილონ ჩვენს ვებ-გვერდზე Palitra.ge.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია