პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წიხლი ჩამარტყა მუცელში, მერე სანთლით ხელი დამიწვა" - ქალი, რომელიც ახალაიას ადვოკატს წამებაში ადანაშაულებს
"წიხლი ჩამარტყა მუცელში, მერე სანთლით ხელი დამიწვა" - ქალი, რომელიც ახალაიას ადვოკატს წამებაში ადანაშაულებს

თა­მარ ბა­შა­რა­ძეს 18 წელი აქვს მის­ჯი­ლი - ბრა­ლად მკვლე­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ედე­ბა. იყო "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­უ­რი წევ­რი და სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­არ­სამ­სა­ხურ­შიც მუ­შა­ობ­და. დღეს ცი­ხი­დან ყო­ფილ ჩი­ნოს­ნებს, მათ შო­რის გოგა ონი­ანს უპი­რის­პირ­დე­ბა.

თა­მარ ბა­შა­რა­ძე: - ჯიპა და­ვამ­თავ­რე, სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მაქვს და­ცუ­ლი. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რიც გახ­ლდით, სამი უცხო ენა ვიცი. სა­ა­კაშ­ვი­ლი 2003 წლის ბო­ლოს ახ­ლან­დელ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა და პარ­ლა­მენ­ტარ­მა გა­მაც­ნო (თავს შე­ვი­კა­ვებ მისი და­სა­ხე­ლე­ბის­გან). ჯერ მცხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლედ დამ­ნიშ­ნეს, მერე სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­არ­ზე ვმუ­შა­ობ­დი... 2007 წელს და­ი­წყეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მა­სობ­რი­ვად და­კა­ვე­ბა. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ვარ და ვეს­წრე­ბო­დი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს. ვხვდე­ბო­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი აბ­სურ­დამ­დე მი­დი­ო­და. აქა­უ­რო­ბას გა­ვე­ცა­ლე და სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვე­დი, 8 თვის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დავ­ბრუნ­დი - ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი და გა­დავ­წყვი­ტე, შვი­ლი აქ გა­მე­ჩი­ნა, მერე კი ისევ წავ­სუ­ლი­ყა­ვი ქვეყ­ნი­დან. 6 თვის ბავ­შვი მყავ­და, რომ ამით­ვალ­წუ­ნეს და და­მა­კა­ვეს.

- რას გე­და­ვე­ბოდ­ნენ?

- ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ვიხ­დი სას­ჯელს. მოკ­ლუ­ლი მზია ბორ­ტიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი საბ­რალ­დე­ბო დას­კვნი­დან გა­ვი­გე. თა­ვი­დან ბრა­ლი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ში დამ­დეს, მერე და­მიმ­ძი­მეს. თით­ქოს ჯგუფ­მა 20 ათა­სი დო­ლა­რის გუ­ლის­თვის მოვ­კა­ლით ქალი, მე კი იმ თან­ხი­დან 7.500 დო­ლა­რი ავი­ღე. არა­და, ამ დროს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ჯიპი, 2.000-დო­ლა­რი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნი და ან­გა­რიშ­ზე ფული მქონ­და, ამას და­უ­მა­ტეთ ორი სახ­ლი მცხე­თა­ში, ერთი - თბი­ლის­ში. ვკი­თხუ­ლობ­დი ლექ­ცი­ებს, მქონ­და ჩემი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი "ერუ­დი­ტი"... ცი­ხე­ში რომ გა­მომ­კე­ტეს, მერე და­მი­წყეს ვაჭ­რო­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე.

- რას გთხოვ­დნენ?

- ორი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი უნდა მემ­ხი­ლე­ბი­ნა. გვა­რებს ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ, რად­გან მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. მალე ყვე­ლა­ფერს მო­გიყ­ვე­ბით, თუნ­დაც გოგა ონი­ან­ზე. მას წინ კი­დევ 4 საქ­მე აქვს! ონი­ან­მა მა­წა­მა, წიხ­ლი ჩა­მარ­ტყა მუ­ცელ­ში, ხელ­ზე ნა­ი­ა­რე­ვი ახ­ლაც მე­ტყო­ბა - ჩემს ჩან­თა­ში სა­ეკ­ლე­სიო სან­თე­ლი იპო­ვა, აან­თო და მარ­ჯვე­ნა ხელი და­მიწ­ვა... მა­შინ მხო­ლოდ "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ცენ­ტრი" და­მიდ­გა გვერ­დში. ად­ვო­კატ ეკა ქო­ბე­ზაშ­ვი­ლის ბრძო­ლის შე­დე­გია, რომ დღეს ჩემს საქ­მე­ზე ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე ვარ ის ქალი, რო­მელ­საც 6 თვის ჩვი­ლი ძუ­ძუ­დან მოჰ­გლი­ჯეს და ცი­ხე­ში უკ­რეს თავი. არა­და, ონი­ა­ნი ძა­ლი­ან კარ­გად მიც­ნობ­და. მა­შინ ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში მკვლე­ლო­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი იყო. გა­მომ­ძი­ებ­ლის ოთახ­ში რომ შე­მო­ვი­და, ჯერ ჩემი შვი­ლი მო­ი­კი­თხა, მერე მი­თხრა, - გახ­სოვს, ტრე­ნინ­გებ­ზე რა გვას­წავ­ლე­სო და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მე­სი­ჯი გა­მახ­სე­ნა: კაცს და­ნა­შა­უ­ლი უნდა და­აბ­რა­ლო და როცა თა­ვის მარ­თლე­ბას და­ი­წყებს, მა­შინ არის მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლიო...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"წიხლი ჩამარტყა მუცელში, მერე სანთლით ხელი დამიწვა" - ქალი, რომელიც ახალაიას ადვოკატს წამებაში ადანაშაულებს

"წიხლი ჩამარტყა მუცელში, მერე სანთლით ხელი დამიწვა" - ქალი, რომელიც ახალაიას ადვოკატს წამებაში ადანაშაულებს

თამარ ბაშარაძეს 18 წელი აქვს მისჯილი - ბრალად მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება. იყო "ნაცმოძრაობის" აქტიური წევრი და სააკაშვილის პიარსამსახურშიც მუშაობდა. დღეს ციხიდან ყოფილ ჩინოსნებს, მათ შორის გოგა ონიანს უპირისპირდება.

თამარ ბაშარაძე: - ჯიპა დავამთავრე, სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი მაქვს დაცული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიც გახლდით, სამი უცხო ენა ვიცი. სააკაშვილი 2003 წლის ბოლოს ახლანდელმა მაღალჩინოსანმა და პარლამენტარმა გამაცნო (თავს შევიკავებ მისი დასახელებისგან). ჯერ მცხეთის გუბერნატორის მოადგილედ დამნიშნეს, მერე სახელმწიფო კანცელარიაში გადამიყვანეს და სააკაშვილის პიარზე ვმუშაობდი... 2007 წელს დაიწყეს თანამშრომლების მასობრივად დაკავება. პროფესიით იურისტი ვარ და ვესწრებოდი სასამართლო პროცესებს. ვხვდებოდი, რომ ყველაფერი აბსურდამდე მიდიოდა. აქაურობას გავეცალე და საზღვარგარეთ წავედი, 8 თვის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი - ფეხმძიმედ ვიყავი და გადავწყვიტე, შვილი აქ გამეჩინა, მერე კი ისევ წავსულიყავი ქვეყნიდან. 6 თვის ბავშვი მყავდა, რომ ამითვალწუნეს და დამაკავეს.

- რას გედავებოდნენ?

- ჯგუფური მკვლელობის თანამონაწილეობისთვის ვიხდი სასჯელს. მოკლული მზია ბორტიშვილის სახელი და გვარი საბრალდებო დასკვნიდან გავიგე. თავიდან ბრალი დანაშაულის დაფარვაში დამდეს, მერე დამიმძიმეს. თითქოს ჯგუფმა 20 ათასი დოლარის გულისთვის მოვკალით ქალი, მე კი იმ თანხიდან 7.500 დოლარი ავიღე. არადა, ამ დროს ძვირადღირებული ჯიპი, 2.000-დოლარიანი ტელეფონი და ანგარიშზე ფული მქონდა, ამას დაუმატეთ ორი სახლი მცხეთაში, ერთი - თბილისში. ვკითხულობდი ლექციებს, მქონდა ჩემი საგანმანათლებლო ცენტრი "ერუდიტი"... ციხეში რომ გამომკეტეს, მერე დამიწყეს ვაჭრობა თანამშრომლობაზე.

- რას გთხოვდნენ?

- ორი ოპოზიციონერი უნდა მემხილებინა. გვარებს ვერ დაგისახელებთ, რადგან მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მალე ყველაფერს მოგიყვებით, თუნდაც გოგა ონიანზე. მას წინ კიდევ 4 საქმე აქვს! ონიანმა მაწამა, წიხლი ჩამარტყა მუცელში, ხელზე ნაიარევი ახლაც მეტყობა - ჩემს ჩანთაში საეკლესიო სანთელი იპოვა, აანთო და მარჯვენა ხელი დამიწვა... მაშინ მხოლოდ "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი" დამიდგა გვერდში. ადვოკატ ეკა ქობეზაშვილის ბრძოლის შედეგია, რომ დღეს ჩემს საქმეზე ძიება მიმდინარეობს. მე ვარ ის ქალი, რომელსაც 6 თვის ჩვილი ძუძუდან მოჰგლიჯეს და ციხეში უკრეს თავი. არადა, ონიანი ძალიან კარგად მიცნობდა. მაშინ ის მთავარ სამმართველოში მკვლელობების განყოფილების უფროსი იყო. გამომძიებლის ოთახში რომ შემოვიდა, ჯერ ჩემი შვილი მოიკითხა, მერე მითხრა, - გახსოვს, ტრენინგებზე რა გვასწავლესო და "ნაციონალების" მესიჯი გამახსენა: კაცს დანაშაული უნდა დააბრალო და როცა თავის მართლებას დაიწყებს, მაშინ არის მიზანი მიღწეულიო...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ