მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას სწერენ ობლად დარჩენილი გოგონები დედის მკვლელს
რას სწერენ ობლად დარჩენილი გოგონები დედის მკვლელს

16 წლის იყო, როცა მისი ოჯა­ხი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა... იმ დღეს ნა­ნუ­კამ, 17 წლის ანამ და მათ­მა პა­ტა­რა ძმამ - 8 წლის გი­ორ­გიმ დედა, ბე­ბია და ბიძა და­კარ­გეს, თა­ვად კი სა­ა­ვად­მყო­ფოს ცივ კედ­ლებ­ში ამოყ­ვეს თავი, სა­დაც ნა­ნუ­კა­სა და გი­ორ­გის დიდ­ხანს მო­უხ­დათ ყოფ­ნა, რად­გან კო­მა­ში იყ­ვნენ. ანა კი თით­ქოს, შე­და­რე­ბით იო­ლად გა­და­ურ­ჩა ტრავ­მებს. თუმ­ცა, იმ დღის შე­დეგს ბავ­შვე­ბი დღემ­დე იმ­კი­ან - სა­მი­ვეს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს, მათი ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კი არ იძ­ლე­ვა სრულ­ყო­ფი­ლად მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას...

ანა ქა­ჯა­ია:

- 2009 წლის 29 ივ­ნი­სი იყო. ფო­თი­დან ხონ­ში, და­სას­ვე­ნებ­ლად მივ­დი­ო­დით და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით. გზად ნა­თე­სავ­თან უნდა გაგ­ვევ­ლო, მაგ­რამ მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბან­ძა­ში შე­სუ­ლე­ბი, ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვით. მა­შინ 5 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის - ჩემი დედა, ბე­ბია და ბიძა და­ი­ღუპ­ნენ. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ამ­ბა­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ით არ გა­შუქ­და იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ იმას, ვინც დაგ­ვე­ჯა­ხა, "პატ­რო­ნი" ჰყავ­და და ჟურ­ნა­ლისტს არ მის­ცეს რე­პორ­ტა­ჟის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა. ზუს­ტად არ ვიცი, მას ვინ მფარ­ვე­ლობ­და, მაგ­რამ ცდი­ლობ­დნენ, ეს საქ­მე მი­ეჩ­ქმა­ლათ. სა­ბო­ლო­ოდ, დამ­ნა­შა­ვეს 6 წელი მი­უ­სა­ჯეს. და კი­დევ, მისი ოჯა­ხი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თვე­ში 1.000 ლარს გვიხ­დი­და, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ეს თან­ხა სამ ბავ­შვს წამ­ლებ­შიც არ გვყოფ­ნი­და... სხვა­თა შო­რის, მის მან­ქა­ნა­ში 2 ბიჭი და­ი­ღუ­პა, მძღო­ლი და კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა კი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ სიკ­ვდილს. დად­გინ­და, რომ მთვრა­ლე­ბი იყ­ვნენ და ამი­ტო­მაც არ აქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც მან­ქა­ნას მი­აქ­რო­ლებ­და... ავა­რი­ის შე­დე­გად მე და ჩემი და-ძმა ძა­ლი­ან დავ­შავ­დით. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და, მაგ­რამ დღემ­დე ვმკურ­ნა­ლობთ.

- იმ ავ­ტო­მო­ბილს, რო­მელ­შიც თქვენ ის­ხე­დით, ვინ მარ­თავ­და?

- ჩვენს მან­ქა­ნას ბი­ძია მარ­თავ­და. როცა და­ი­ნა­ხა, რომ სა­პი­რის­პი­რო მხრი­დან "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ძა­ლი­ან სწრა­ფად მოქ­რო­და, მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, მაგ­რამ ტრა­გე­დი­ას მა­ინც ვერ აგ­ვა­რი­და: ოჯა­ხის სამი წევ­რი დავ­კარ­გეთ; ჩემი და ძა­ლი­ან დიდ­ხანს კო­მა­ში იყო. მისი ამ ქვეყ­ნის­კენ მობ­რუ­ნე­ბის იმედს არ გვაძ­ლევ­დნენ, მაგ­რამ უფ­ლის წყა­ლო­ბით, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან რო­გორ­ღაც გა­მოძ­ვრა. თუმ­ცა მას შემ­დეგ მეხ­სი­ე­რე­ბას უჩი­ვის. ვმკურ­ნა­ლობთ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი ვერ შვე­ლი­ან; ჩემს პა­ტა­რა ძმას ფეხს აჭ­რიდ­ნენ, მაგ­რამ 6 ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ რო­გორ­ღაც, გა­და­ურ­ჩი­ნეს. ისიც კო­მა­ში იყო... მეც ფეხ­ზე გა­მი­კეთ­და 2 ოპე­რა­ცია; ხერ­ხე­მა­ლიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მქონ­და და ამის გამო კი­დევ ორი ოპე­რა­ცი­ის გა­და­ტა­ნა მო­მიხ­და. ახლა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა მჭირ­დე­ბა, ეს კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

- ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა რის­თვის არის სა­ჭი­რო? ისევ ხერ­ხე­მალ­ზე გაქვს პრობ­ლე­მა თუ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა მაქვს და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კი მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა... და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მქონ­და გა­ვის მალა და მას­ში, რო­გორც ექიმ­მა ამიხ­სნა, ნერ­ვე­ბი იყო მო­ყო­ლი­ლი. აქამ­დე მა­ი­მე­დე­ბენ, - მალე სა­ქარ­თვე­ლო­შიც შევ­ძლებთ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა­სო, მაგ­რამ უკვე 4 წე­ლია, ამას უშე­დე­გოდ ვე­ლო­დე­ბი. არა­და, ტკი­ვი­ლე­ბი მაქვს. დიდ­ხანს ვერც ვდგე­ბი, ვერც - ვჯდე­ბი. სამ­სა­ხურ­ში მთე­ლი 9 სა­ა­თი მი­წევს ჯდო­მა, რაც ძა­ლი­ან მი­ჭირს. ამ დროს მთე­ლი სხე­უ­ლი მი­ბუჟ­დე­ბა... მაგ­რამ ჩემს თავ­ზე მე­ტად, ჩემი დის პრობ­ლე­მას ვჩი­ვი და ამი­ტო­მაც გავ­ბე­დე თქვენ­თვის და­მე­რე­კა. ნა­ნუ­კა არ არის კარ­გად. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, წელს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა და "ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში" მოხ­ვდა კი­დეც, სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბაც მი­ი­ღო, მაგ­რამ მერე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი თქვა, - რა­ღა­ცებს ვე­ღარ იმახ­სოვ­რებ­და და ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. ჩემს თავს არ ვჩი­ვი, მთა­ვა­რია, ის იყოს კარ­გად, გა­ნი­კურ­ნოს. სამ­წუ­ხა­როდ, მის პრობ­ლე­მას ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი ვერ შვე­ლი­ან. მე­უბ­ნე­ბი­ან, - თურ­ქეთ­ში თუ წა­იყ­ვანთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნი­კურ­ნო­სო.

- თუ მეხ­სი­ე­რე­ბა დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვს, გა­მოც­დე­ბი რო­გორ ჩა­ა­ბა­რა?

- თა­ვის ტვი­ნის ღია ტრავ­მა ჰქონ­და, ხელ-ფეხს ვერ ამოძ­რა­ვებ­და და მთე­ლი წელი ფეხ­ზე ვერ დგე­ბო­და. მერე თით­ქოს მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და გა­მოც­დე­ბის დროს თავს უკეთ გრძნობ­და, მაგ­რამ ახლა მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ გა­უ­უ­ა­რეს­და. ახ­ლაც მკურ­ნა­ლობს, მაგ­რამ ზოგ­ჯერ და­ნიშ­ნულ წამ­ლებს ბო­ლომ­დე ვერ სვამს, უსახ­სრო­ბის გამო. აქამ­დე, ვიდ­რე სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გვეძ­ლე­ო­და, 100%-იანი და­ზღვე­ვა გვქონ­და, მაგ­რამ მას მერე, რაც ეს სტა­ტუ­სი მოგ­ვიხ­სნეს, მთელ თან­ხას აღარ გვი­ნა­ზღა­უ­რე­ბენ... იცით, ავა­რი­ამ­დე ნა­ნუ­კა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი იყო. კარ­გად სწავ­ლობ­და და ყვე­ლა პრო­ექ­ტში, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სცა­და, გა­ი­მარ­ჯვა. დედა ყო­ველ­თვის ჩვენს სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ზე ფიქ­რობ­და. ნა­ნუ­კა მას ძა­ლი­ან ჰგავს არა მარ­ტო გა­რეგ­ნუ­ლად, არა­მედ ხა­სი­ა­თი­თაც. ავა­რი­ის შემ­დეგ და­ი­წყო ლექ­სე­ბის წერა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბაც აუკ­რძა­ლა ექიმ­მა, რად­გა­ნაც ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დროს თა­ვის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი ტან­ჯავს.

- სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა რა­ტომ შე­გი­წყვი­ტეს?

- იმის გამო, რომ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე და ხელ­ფა­სი მაქვს. არა­და, 300 ლარი მგო­ნი, არც ისე დიდი ფუ­ლია, რომ ამ თან­ხით 4-სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხის გა­მოკ­ვე­ბა იოლი იყოს. თა­ნაც, ჩემ გარ­და ოჯახ­ში სხვა არა­ვინ არის და­საქ­მე­ბუ­ლი...

- მა­მაც უმუ­შე­ვა­რია?

- ადრე მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ მას მერე, რაც ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვით, ჩა­მო­ვარ­და და ფეხი მო­ი­ტე­ხა. როცა გა­მო­ჯან­მრთელ­და, სა­მუ­შაო ვე­ღარ იშო­ვა... ძა­ლიან გა­ნი­ცა­და მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ამ ავა­რი­ამ დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა: სახ­ლში სამი კუ­ბო ეს­ვე­ნა, მაგ­რამ შვი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვა­დაც უწევ­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოს­ვლა. თა­ნაც, მე ზუგ­დიდ­ში ვი­წე­ქი, ჩემი და-ძმა თბი­ლის­ში გადა­იყ­ვა­ნეს და დარ­ბო­და აქ­ეთ-იქით. მგლო­ვი­ა­რე, ჩვენ­თან მოს­ვლი­სას არა­ფერს იმ­ჩნევ­და; არ ვი­ცო­დით, რომ დედა აღარ გვყავ­და...

- ვიდ­რე ავა­რია მოხ­დე­ბო­და, რო­გორ ცხოვ­რობ­დით?

- მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მა­ნამ­დეც არ გვილ­ხინ­და, მაგ­რამ დედა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რათა ჩვენ­თვის არა­ფე­რი მო­ეკ­ლო. ის სტი­ლის­ტი გახ­ლდათ და ხან სად მუ­შა­ობ­და, ხან - სად. მერ­წმუ­ნეთ, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, დაგ­ვე­ტყო უმი­სო­ბა... დედა 17 წლის ასაკ­ში გა­მო­მე­ცა­ლა ხე­ლი­დან და მას მერე ჩემს და-ძმა­ზე ზრუნ­ვაც მე მი­წევს.

- შენი ძმა სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ჯან­მრთელ­და, თუ მა­საც აქვს პრობ­ლე­მე­ბი? იმე­დია, სკო­ლა­ში და­დის...

- სკო­ლა­ში და­დის, მაგ­რამ შიდა ქა­ლის წნე­ვა აქვს და თავი ხში­რად სტკი­ვა. თან, ავა­რი­ის შემ­დეგ კოჭ­ლობს. მო­ტე­ხი­ლი ფეხი რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რით გა­ე­ზარ­და... სხვა­თა შო­რის, გი­ორ­გიც კარ­გად სწავ­ლობს. ძა­ლი­ან უყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა და ამ სა­გან­ში მე­ზო­ბე­ლი უფა­სოდ ამ­ზა­დებს. ჩვენც ვცდი­ლობთ, ვა­მე­ცა­დი­ნოთ. უნდა, სა­ბან­კო საქ­მე­ზე ჩა­ა­ბა­როს. ამ­ბობს, როცა ბან­კში ვი­მუ­შა­ვებ, თქვენც გეშ­ვე­ლე­ბა­თო (იღი­მის).

- შენ სად მუ­შა­ობ?

- ტერ­მი­ნალ­ზე, ოპე­რა­ტო­რად ვმუ­შა­ობ. იქ მე­ზო­ბელ­მა და­მა­საქ­მა. ჯერ­ჯე­რო­ბით, სტა­ჟი­ო­რი ვარ... სხვა­თა შო­რის, ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ვარ. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და გერ­მა­ნუ­ლი ენა, კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვლა მქონ­და გეგ­მა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ოც­ნე­ბა არ ამის­რულ­და...

- ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ გაქვს. ვინ იცის, შე­საძ­ლოა, გეგ­მა რე­ა­ლო­ბად გექ­ცეს...

- არა მგო­ნია, ასე­თი რამ მოხ­დეს. თა­ნაც, უკვე ზუს­ტად ვიცი, ძმას ვერ დავ­ტო­ვებ. ის ისეთ ასაკ­შია, როცა დიდი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა... ზოგ­ჯერ დედა ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა. მგო­ნია, რომ ამ­დენ ტკი­ვილ­სა და სა­დარ­დე­ბელს ვერ გა­ვუმკლავ­დე­ბი, მაგ­რამ ძა­ლას ისევ და-ძმა მაძ­ლევს. ვცდი­ლობ, მათ თავი უდარ­დელ ადა­მი­ა­ნად მო­ვაჩ­ვე­ნო... ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ: როცა ეტ­ლში ჩაჯ­დო­მა სა­მი­ვემ შევ­ძე­ლით, ჩვენ­მა ერ­თმა ნა­თე­სავ­მა პატ­რი­არ­ქს წე­რი­ლი მის­წე­რა. უწ­მინ­დეს­მა რომ წა­ი­კი­თხა, მას­თან, სა­პატ­რი­არ­ქო­ში დაგ­ვი­ბა­რა და როცა სამი და-ძმა ეტ­ლე­ბით მი­ვა­დე­ქით, სა­პატ­რი­არ­ქო­ში დაგვტო­ვა, მთე­ლი წელი გვმფარ­ვე­ლობ­და. ვცხოვ­რობ­დით ხა­რე­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს ეზო­შია. ჩვენ­თან ხან მა­მი­და ჩა­მო­დი­ო­და, ხან - ბე­ბია (დე­დის დედა) და მო­ნაც­ვლე­ო­ბით გვივ­ლიდ­ნენ. მა­მა­საც სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­მო­უყ­ვეს ოთა­ხი.

- უწ­მინ­დეს­თან შეხ­ვედ­რას რო­გორ გა­იხ­სე­ნებ? ამ­ბო­ბენ, ასეთ დროს ადა­მი­ანს ენით გა­მო­უთ­ქმე­ლი გრძნო­ბა ეუფ­ლე­ბაო. ამ ყვე­ლა­ფერ­მა სუ­ლი­ე­რად გა­გაძ­ლი­ე­რათ?

- ენით ვერ აღ­გი­წერთ, ისე­თი გრძნო­ბა იყო პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რა. მას ერთი წლის მან­ძილ­ზე, ყო­ველ სა­ღა­მოს ვხვდე­ბო­დით ღა­მის ლოც­ვა­ზე. გვე­ხუ­ტე­ბო­და, გვე­ფე­რე­ბო­და. მარ­თლა სას­წა­უ­ლი იყო მას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი წამი. უწ­მინ­დეს­თან სი­ახ­ლო­ვემ შე­და­რე­ბით იო­ლად გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ტკი­ვი­ლი. ის დე­დას სუ­ლის­თვის ლო­ცუ­ლობ­და და ჩვენ­და­მი სა­ო­ცარ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და. დე­და­ო­ებს ექი­მებ­თან დავ­ყავ­დით, მერე პატ­რი­არ­ქმა თა­ვი­სი ექი­მე­ბიც მოგ­ვიყ­ვა­ნა.

- სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი წლის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა რო­გორ გაგ­რძელ­და?

- ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი ყო­ველ­თვის ღვთის­მო­ში­ში იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით - დედა და ჩემი და. თუმ­ცა, უწ­მინ­დეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ თით­ქოს უფრო მე­ტად ვი­წა­მეთ უფ­ლის ძა­ლის... ახლა, როცა თბი­ლის­ში გვი­წევს ჩას­ვლა, აუ­ცი­ლებ­ლად მივ­დი­ვართ სა­პატ­რი­არ­ქო­შიც.

- ანა, თქვე­ნი ოჯა­ხი მხო­ლოდ შენი ხელ­ფა­სით ცდი­ლობს თვი­დან თვემ­დე თა­ვის გა­ტა­ნას?

- არა, ჩემს ძმას ეძ­ლე­ვა ობ­ლო­ბის პენ­სია - 104 ლარი. ვიდ­რე სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას გაგ­ვი­უქ­მებ­დნენ, სა­ხელ­მწი­ფო და­მა­ტე­ბით 200 ლარს გვაძ­ლევ­და. ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და, ამი­ტო­მაც გავ­რის­კე და მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, მაგ­რამ რა გა­მო­ვი­და? - იმის ნაც­ვლად, რომ ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი გაზ­რდი­ლი­ყო, ერთ ად­გი­ლას გა­ვი­ყი­ნეთ. გა­მო­დის, 100 ლა­რის გამო ვი­ტან ტკი­ვილს.

- სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა არ გიც­დია?

- იმ წელს, როცა ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვით, აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვი­ყა­ვი. როცა ცოტა უკეთ გავ­ხდი, ვცა­დე, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე მეზ­რუ­ნა და ჩა­ვა­ბა­რე კი­დეც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, უცხო ენებ­ზე, მაგ­რამ და­ფი­ნან­სე­ბა ვერ მო­ვი­პო­ვე და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ამ ოც­ნე­ბა­ზეც უარი მეთ­ქვა.

- ის ბიჭი, ვინც და­გე­ჯა­ხათ, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკვე გა­მო­სუ­ლი იქ­ნე­ბა ცი­ხი­დან. მის­თვის რა­ი­მეს თქმა ხომ არ გსურს? შემ­თხვე­ვით ქუ­ჩა­ში რომ შეგ­ხვდეს, რას ეტყვი?

- ჩემ­მა დამ მას­ზე ლექ­სი და­წე­რა, რო­მელ­საც "მკვლე­ლი" ჰქვია. გთხოვთ, ეს ლექ­სი წა­ი­კი­თხეთ და პა­სუხს მას­ში იპო­ვით...

"ვიცი, ეს ცოდ­ვა არ მო­გას­ვე­ნებს./ ძნე­ლია, როცა გახ­დე­ბი მკვლე­ლი,/ 29 ივ­ნისს ვერ და­ი­ვი­წყებ,/ თუნ­დაც გა­ვი­დეს ათა­სი წელი./ შენი ცხოვ­რე­ბა ისევ გრძელ­დე­ბა,/ ჩემი კი 2 წე­ლია, შე­წყდა.../ შენი სა­ხე­ლი ახ­ლაც არ ვიცი,/ რა სა­ჭი­როა, ეს რომ ვი­ცო­დე?/ და თუ გგო­ნია შენს სიკ­ვდილს ვნატ­რობ,/ შენ­ზე ვლო­ცუ­ლობ, მინ­და იცო­დე.../ მე ღმერ­თი არ ვარ, არც ან­გე­ლო­ზი,/ მხო­ლოდ სული ვარ ცაში აჭ­რი­ლი,/ წარ­სუ­ლი­დან კი მიმ­ზე­რის ისევ,/ ჩემი ცხოვ­რე­ბა ორად გაჭ­რი­ლი.../ ღმერ­თი გა­და­წყვეტს, რა უნდა მოხ­დეს,/ შეგ­რჩეს თუ არა, რაც ადრე გქონ­და,/ სა­ნამ ღვთის ნება შე­ნამ­დე მოვა,/ მა­ნამ იკ­მა­რე ჩემი შენ­დო­ბა", - ნა­წყვე­ტი ნა­ნუ­კას ლექ­სი­დან "მკვლე­ლი".

- და­ბო­ლოს, რას ეტყვი ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკი­თხველს?

- მინ­და, თი­თო­ე­ულს ვუ­თხრა, რომ არ არ­სე­ბობს და­უძ­ლე­ვე­ლი გა­ჭირ­ვე­ბა. ღმერ­თი არას­დროს და­უშ­ვებს ჩვენ­ზე იმ­დენ გან­საც­დელს, რამ­დე­ნის ატა­ნაც არ ძალ­გვიძს, - ამა­ში უკვე დავ­რწმუნ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს ცო­ტას ულ­ხინს, იმე­დი მაქვს კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის და იმის, რომ ისი­ნი ნა­ნუ­კას დახ­მა­რე­ბას შეძ­ლე­ბენ. უფა­ლი შეგ­ვე­წი­ოს ყვე­ლას!

P.S. თუ ანის, ნა­ნუ­კა­სა და გი­ორ­გის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ თან­ხა ჩა­რი­ცხოთ ანა ქა­ჯა­ი­ას სა­ხელ­ზე, "ლი­ბერ­თი ბან­კში" გახ­სნილ ან­გა­რი­შის ნო­მერ­ზე: GE17LB0211198881423000 ან შე­გიძ­ლი­ათ, და­უ­კავ­შირ­დეთ ოჯახს ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(74) 97.02.20. ჩვენ კი წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას ამ ოჯა­ხის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი­სათ­ვის.

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რას სწერენ ობლად დარჩენილი გოგონები დედის მკვლელს

რას სწერენ ობლად დარჩენილი გოგონები დედის მკვლელს

16 წლის იყო, როცა მისი ოჯახი ავარიაში მოყვა... იმ დღეს ნანუკამ, 17 წლის ანამ და მათმა პატარა ძმამ - 8 წლის გიორგიმ დედა, ბებია და ბიძა დაკარგეს, თავად კი საავადმყოფოს ცივ კედლებში ამოყვეს თავი, სადაც ნანუკასა და გიორგის დიდხანს მოუხდათ ყოფნა, რადგან კომაში იყვნენ. ანა კი თითქოს, შედარებით იოლად გადაურჩა ტრავმებს. თუმცა, იმ დღის შედეგს ბავშვები დღემდე იმკიან - სამივეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მათი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა კი არ იძლევა სრულყოფილად მკურნალობის საშუალებას...

ანა ქაჯაია:

-  2009 წლის 29 ივნისი იყო. ფოთიდან ხონში, დასასვენებლად მივდიოდით და ძალიან ბედნიერები ვიყავით. გზად ნათესავთან უნდა გაგვევლო, მაგრამ მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში შესულები, ავარიაში მოვყევით. მაშინ 5 ადამიანი, მათ შორის - ჩემი დედა, ბებია და ბიძა დაიღუპნენ. სამწუხაროდ, ეს ამბავი ტელევიზიით არ გაშუქდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იმას, ვინც დაგვეჯახა, "პატრონი" ჰყავდა და ჟურნალისტს არ მისცეს რეპორტაჟის გაკეთების უფლება. ზუსტად არ ვიცი, მას ვინ მფარველობდა, მაგრამ ცდილობდნენ, ეს საქმე მიეჩქმალათ. საბოლოოდ, დამნაშავეს 6 წელი მიუსაჯეს. და კიდევ, მისი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში, თვეში 1.000 ლარს გვიხდიდა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს თანხა სამ ბავშვს წამლებშიც არ გვყოფნიდა... სხვათა შორის, მის მანქანაში 2 ბიჭი დაიღუპა, მძღოლი და კიდევ ერთი ახალგაზრდა კი სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. დადგინდა, რომ მთვრალები იყვნენ და ამიტომაც არ აქცევდნენ ყურადღებას მეგობარს, რომელიც მანქანას მიაქროლებდა... ავარიის შედეგად მე და ჩემი და-ძმა ძალიან დავშავდით. მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ დღემდე ვმკურნალობთ.

-  იმ ავტომობილს, რომელშიც თქვენ ისხედით, ვინ მართავდა?

-  ჩვენს მანქანას ბიძია მართავდა. როცა დაინახა, რომ საპირისპირო მხრიდან "ოპელის" მარკის ავტომობილი ძალიან სწრაფად მოქროდა, მანქანა გააჩერა, მაგრამ ტრაგედიას მაინც ვერ აგვარიდა: ოჯახის სამი წევრი დავკარგეთ; ჩემი და ძალიან დიდხანს კომაში იყო. მისი ამ ქვეყნისკენ მობრუნების იმედს არ გვაძლევდნენ, მაგრამ უფლის წყალობით, მდგომარეობიდან როგორღაც გამოძვრა. თუმცა მას შემდეგ მეხსიერებას უჩივის. ვმკურნალობთ, მაგრამ ქართველი ექიმები ვერ შველიან; ჩემს პატარა ძმას ფეხს აჭრიდნენ, მაგრამ 6 ოპერაციის შემდეგ როგორღაც, გადაურჩინეს. ისიც კომაში იყო... მეც ფეხზე გამიკეთდა 2 ოპერაცია; ხერხემალიც დაზიანებული მქონდა და ამის გამო კიდევ ორი ოპერაციის გადატანა მომიხდა. ახლა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა მჭირდება, ეს კი მოგეხსენებათ, ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

-  ღეროვანი უჯრედების გადანერგვა რისთვის არის საჭირო? ისევ ხერხემალზე გაქვს პრობლემა თუ...

-  (მაწყვეტინებს) ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მაქვს და ამ ყველაფერზე ლაპარაკი მეუხერხულება... დაზიანებული მქონდა გავის მალა და მასში, როგორც ექიმმა ამიხსნა, ნერვები იყო მოყოლილი. აქამდე მაიმედებენ, - მალე საქართველოშიც შევძლებთ ღეროვანი უჯრედების გადანერგვასო, მაგრამ უკვე 4 წელია, ამას უშედეგოდ ველოდები. არადა, ტკივილები მაქვს. დიდხანს ვერც ვდგები, ვერც - ვჯდები. სამსახურში მთელი 9 საათი მიწევს ჯდომა, რაც ძალიან მიჭირს. ამ დროს მთელი სხეული მიბუჟდება... მაგრამ ჩემს თავზე მეტად, ჩემი დის პრობლემას ვჩივი და ამიტომაც გავბედე თქვენთვის დამერეკა. ნანუკა არ არის კარგად. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, წელს ეროვნული გამოცდების ჩაბარება გადაწყვიტა და "ჯავახიშვილში" მოხვდა კიდეც, სახელმწიფო დაფინანსებაც მიიღო, მაგრამ მერე სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვა, - რაღაცებს ვეღარ იმახსოვრებდა და ამას ძალიან განიცდიდა. ჩემს თავს არ ვჩივი, მთავარია, ის იყოს კარგად, განიკურნოს. სამწუხაროდ, მის პრობლემას ქართველი ექიმები ვერ შველიან. მეუბნებიან, - თურქეთში თუ წაიყვანთ, შესაძლებელია განიკურნოსო.

-  თუ მეხსიერება დაქვეითებული აქვს, გამოცდები როგორ ჩააბარა?

-  თავის ტვინის ღია ტრავმა ჰქონდა, ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებდა და მთელი წელი ფეხზე ვერ დგებოდა. მერე თითქოს მკურნალობამ შედეგი გამოიღო და გამოცდების დროს თავს უკეთ გრძნობდა, მაგრამ ახლა მდგომარეობა ისევ გაუუარესდა. ახლაც მკურნალობს, მაგრამ ზოგჯერ დანიშნულ წამლებს ბოლომდე ვერ სვამს, უსახსრობის გამო. აქამდე, ვიდრე სოციალური დახმარება გვეძლეოდა, 100%-იანი დაზღვევა გვქონდა, მაგრამ მას მერე, რაც ეს სტატუსი მოგვიხსნეს, მთელ თანხას აღარ გვინაზღაურებენ... იცით, ავარიამდე ნანუკა ძალიან აქტიური ბავშვი იყო. კარგად სწავლობდა და ყველა პროექტში, რომელშიც მონაწილეობა სცადა, გაიმარჯვა. დედა ყოველთვის ჩვენს სწავლა-განათლებაზე ფიქრობდა. ნანუკა მას ძალიან ჰგავს არა მარტო გარეგნულად, არამედ ხასიათითაც. ავარიის შემდეგ დაიწყო ლექსების წერა. სამწუხაროდ, საოჯახო საქმეების კეთებაც აუკრძალა ექიმმა, რადგანაც ფიზიკური დატვირთვის დროს თავის საშინელი ტკივილი ტანჯავს.

-  სოციალური დახმარება რატომ შეგიწყვიტეს?

-  იმის გამო, რომ მუშაობა დავიწყე და ხელფასი მაქვს. არადა, 300 ლარი მგონი, არც ისე დიდი ფულია, რომ ამ თანხით 4-სულიანი ოჯახის გამოკვება იოლი იყოს. თანაც, ჩემ გარდა ოჯახში სხვა არავინ არის დასაქმებული...

-  მამაც უმუშევარია?

-  ადრე მშენებლობაზე მუშაობდა, მაგრამ მას მერე, რაც ავარიაში მოვყევით, ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. როცა გამოჯანმრთელდა, სა­მუშაო ვეღარ იშოვა... ძა­ლიან განიცადა მეუღლის გარდაცვალება. ამ ავარიამ დიდი დარტყმა მიაყენა: სახლში სამი კუ­ბო ესვენა, მაგრამ შვი­ლების სანახავადაც უწევდა საავადმყოფოში მოსვლა. თანაც, მე ზუგდიდში ვიწექი, ჩემი და-ძმა თბილისში გადა­იყვანეს და დარბოდა აქ­ეთ-იქით. მგლოვიარე, ჩვენთან მოსვლისას არაფერს იმჩნევდა; არ ვიცოდით, რომ დედა აღარ გვყავდა...

-  ვიდრე ავარია მოხდებოდა, როგორ ცხოვრობდით?

-  მატერიალურად მანამდეც არ გვილხინდა, მაგრამ დედა ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩვენთვის არაფერი მოეკლო. ის სტილისტი გახლდათ და ხან სად მუშაობდა, ხან - სად. მერწმუნეთ, ძალიან კარგი ადამიანი იყო, დაგვეტყო უმისობა... დედა 17 წლის ასაკში გამომეცალა ხელიდან და მას მერე ჩემს და-ძმაზე ზრუნვაც მე მიწევს.

-  შენი ძმა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, თუ მასაც აქვს პრობლემები? იმედია, სკოლაში დადის...

-  სკოლაში დადის, მაგრამ შიდა ქალის წნევა აქვს და თავი ხშირად სტკი­ვა. თან, ავარიის შემდეგ კოჭლობს. მოტეხილი ფეხი რამდენიმე სანტიმეტრით გაეზარდა... სხვათა შორის, გიორგიც კარგად სწავლობს. ძალიან უყვარს მათემატიკა და ამ საგანში მეზობელი უფასოდ ამზადებს. ჩვენც ვცდილობთ, ვამეცადინოთ. უნდა, საბანკო საქმეზე ჩააბაროს. ამბობს, როცა ბანკში ვიმუშავებ, თქვენც გეშველებათო (იღიმის).

-  შენ სად მუშაობ?

-  ტერმინალზე, ოპერატორად ვმუშაობ. იქ მეზობელმა დამასაქმა. ჯერჯერობით, სტაჟიორი ვარ... სხვა­თა შორის, ყოფილი მოცეკვავე ვარ. ძალიან მიყვარდა გერმანული ენა, კარგად ვსწავლობდი და გერმანიაში წასვლა მქონდა გეგმაში. სამწუხაროდ, ოცნება არ ამისრულდა...

-  ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. ვინ იცის, შესაძლოა, გეგმა რეალობად გექცეს...

-  არა მგონია, ასეთი რამ მოხდეს. თანაც, უკვე ზუსტად ვიცი, ძმას ვერ დავტოვებ. ის ისეთ ასაკშია, როცა დიდი ყურადღება სჭირდება... ზოგჯერ დედა ძალიან მენატრება. მგონია, რომ ამდენ ტკივილსა და სადარდებელს ვერ გავუმკლავდები, მაგრამ ძალას ისევ და-ძმა მაძლევს. ვცდილობ, მათ თავი უდარდელ ადამიანად მოვაჩვენო... ერთ ამბავს გავიხსენებ: როცა ეტლში ჩაჯდომა სამივემ შევძელით, ჩვენმა ერთმა ნათესავმა პატრიარქს წერილი მისწერა. უწმინდესმა რომ წაიკითხა, მასთან, საპატრიარქოში დაგვიბარა და როცა სამი და-ძმა ეტლებით მივადექით, საპატრიარქოში დაგვტოვა, მთელი წელი გვმფარველობდა. ვცხოვრობდით ხარების დედათა მონასტერში, რომელიც საპატრიარქოს ეზოშია. ჩვენთან ხან მამიდა ჩამოდიოდა, ხან - ბებია (დედის დედა) და მონაცვლეობით გვივლიდნენ. მამასაც საპატრიარქოში გამოუყვეს ოთახი.

-  უწმინდესთან შეხვედრას როგორ გაიხსენებ? ამბობენ, ასეთ დროს ადამიანს ენით გამოუთქმელი გრძნობა ეუფლებაო. ამ ყველაფერმა სულიერად გაგაძლიერათ?

-  ენით ვერ აღგიწერთ, ისეთი გრძნობა იყო პატრიარქთან შეხვედრა. მას ერთი წლის მანძილზე, ყოველ საღამოს ვხვდებოდით ღამის ლოცვაზე. გვეხუტებოდა, გვეფერებოდა. მართლა სასწაული იყო მასთან გატარებული თითოეული წამი. უწმინდესთან სიახლოვემ შედარებით იოლად გადაგვატანინა ტკივილი. ის დედას სულისთვის ლოცულობდა და ჩვენდამი საოცარ ყურადღებას იჩენდა. დედაოებს ექიმებთან დავყავდით, მერე პატრიარქმა თავისი ექიმებიც მოგვიყვანა.

-  საპატრიარქოში გატარებული ერთი წლის შემდეგ ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

-  ჩემი ოჯახის ყველა წევრი ყოველთვის ღვთისმოშიში იყო, განსაკუთრებით - დედა და ჩემი და. თუმცა, უწმინდესთან ურთიერთობის შემდეგ თითქოს უფრო მეტად ვიწამეთ უფლის ძალის... ახლა, როცა თბილისში გვიწევს ჩასვლა, აუცილებლად მივდივართ საპატრიარქოშიც.

-  ანა, თქვენი ოჯახი მხოლოდ შენი ხელფასით ცდილობს თვიდან თვემდე თავის გატანას?

-  არა, ჩემს ძმას ეძლევა ობლობის პენსია - 104 ლარი. ვიდრე სოციალურ დახმარებას გაგვიუქმებდნენ, სახელმწიფო დამატებით 200 ლარს გვაძლევდა. ვინაიდან ძალიან გვიჭირდა, ამიტომაც გავრისკე და მუშაობა დავიწყე, მაგრამ რა გამოვიდა? - იმის ნაცვლად, რომ ოჯახის შემოსავალი გაზრდილიყო, ერთ ადგილას გავიყინეთ. გამოდის, 100 ლარის გამო ვიტან ტკივილს.

-  სწავლის გაგრძელება არ გიცდია?

-  იმ წელს, როცა ავარიაში მოვ­ყევით, აბიტურიენტი ვიყავი. როცა ცოტა უკეთ გავხდი, ვცადე, სწავლის გაგრძელებაზე მეზრუნა და ჩავაბარე კიდეც უნივერსიტეტში, უცხო ენებზე, მაგრამ დაფინანსება ვერ მოვიპოვე და იძულებული გავხდი, ამ ოცნებაზეც უარი მეთქვა.

-  ის ბიჭი, ვინც დაგეჯახათ, სავარაუდოდ, უკვე გამოსული იქნება ციხიდან. მისთვის რაიმეს თქმა ხომ არ გსურს? შემთხვევით ქუჩაში რომ შეგხვდეს, რას ეტყვი?

-  ჩემმა დამ მასზე ლექსი დაწერა, რომელსაც "მკვლელი" ჰქვია. გთხოვთ, ეს ლექსი წაიკითხეთ და პასუხს მასში იპოვით...

"ვიცი, ეს ცოდვა არ მოგასვენებს./ ძნელია, როცა გახდები მკვლელი,/ 29 ივნისს ვერ დაივიწყებ,/ თუნდაც გავიდეს ათასი წელი./ შენი ცხოვრება ისევ გრძელდება,/ ჩემი კი 2 წელია, შეწყდა.../ შენი სახელი ახლაც არ ვიცი,/ რა საჭიროა, ეს რომ ვიცოდე?/ და თუ გგონია შენს სიკვდილს ვნატრობ,/ შენზე ვლოცულობ, მინდა იცოდე.../ მე ღმერთი არ ვარ, არც ანგელოზი,/ მხოლოდ სული ვარ ცაში აჭრილი,/ წარსულიდან კი მიმზერის ისევ,/ ჩემი ცხოვრება ორად გაჭრილი.../ ღმერთი გადაწყვეტს, რა უნდა მოხდეს,/ შეგრჩეს თუ არა, რაც ადრე გქონდა,/ სანამ ღვთის ნება შენამდე მოვა,/ მანამ იკმარე ჩემი შენდობა", - ნაწყვეტი ნანუკას ლექსიდან "მკვლელი".

-  დაბოლოს, რას ეტყვი ჩვენი ჟურნალის მკითხველს?

-  მინდა, თითოეულს ვუთხრა, რომ არ არსებობს დაუძლეველი გაჭირვება. ღმერთი არასდროს დაუშვებს ჩვენზე იმდენ განსაცდელს, რამდენის ატანაც არ ძალგვიძს, - ამაში უკვე დავრწმუნდი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცოტას ულხინს, იმედი მაქვს კეთილი ადამიანების არსებობის და იმის, რომ ისინი ნანუკას დახმარებას შეძლებენ. უფალი შეგვეწიოს ყველას!

P.S. თუ ანის, ნანუკასა და გიორგის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ანა ქაჯაიას სახელზე, "ლიბერთი ბანკში" გახსნილ ანგარიშის ნომერზე: GE17LB0211198881423000 ან შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 5(74) 97.02.20. ჩვენ კი წინასწარ გიხდით მადლობას ამ ოჯახის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია