სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ ჩაყოთ მკერდი სხვის კერძში და არ მიაშტერდეთ შიშველ მეზობელს - ნუდისტებისთვის სუფრასთან ქცევის წესები შემოიღეს
არ ჩაყოთ მკერდი სხვის კერძში და არ მიაშტერდეთ შიშველ მეზობელს - ნუდისტებისთვის სუფრასთან ქცევის წესები შემოიღეს

ნუ­დის­ტუ­რი კუ­რორ­ტე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა შიშ­ვლად სა­დი­ლო­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეტი­კე­ტის ნორ­მე­ბის დად­გე­ნა მო­ი­თხო­ვეს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ნუ­დიზ­მის მთა­ვა­რი ხიბ­ლი - გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ადა­მი­ა­ნი სტრე­სის­გან - ზოგ­ჯერ უხერ­ხუ­ლი მო­მენ­ტე­ბით იჩ­რდი­ლე­ბა. ამ უხერ­ხუ­ლო­ბებს კი თურ­მე სა­ერ­თო ქცე­ვის წე­სე­ბის, იგი­ვე ეტი­კე­ტის არარ­სე­ბო­ბა იწ­ვევს. ამის გამო სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­ი­მუ­შა­ვეს, რათა სუფ­რას­თან მსხდარ­მა დე­დი­შო­ბი­ლა სტუმ­რებ­მა თავი უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნონ. სტუმ­რე­ბის ქცე­ვის წე­სე­ბი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია:

1. გირ­ჩევთ, სუფ­რას­თან სა­კუ­თარ პირ­სა­ხოც­ზე იჯ­დეთ. ჰი­გი­ე­ნი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ეს უფრო გა­მარ­თლე­ბუ­ლია.

2. მარ­თა­ლია სა­ყო­ველ­თაო სი­შიშ­ვლე ერ­თმა­ნეთ­თან გა­ახ­ლო­ვებთ, მაგ­რამ მი­პა­ტი­ჟე­ბის გა­რე­შე მა­ინც ნუ მი­უს­ხდე­ბით ნუ­დის­ტურ სუფ­რას. იქ მყოფ­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უარს არ იტყვი­ან ახა­ლი წევ­რის შე­მა­ტე­ბა­ზე, მაგ­რამ თა­ვა­ზი­ა­ნო­ბის წე­სე­ბი მა­ინც უნდა და­იც­ვათ.

3. სა­დი­ლის წინ აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ფი­ნეთ მუხ­ლებ­ზე ხელ­სა­ხო­ცი და სხე­უ­ლის მიმ­დე­ბა­რე ნა­წი­ლე­ბიც მის ქვეშ მო­ა­თავ­სეთ. ყვე­ლას­თვის ასე ჯო­ბია.

4. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ ცხე­ლი კერ­ძე­ბის მი­მართ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მძი­მე დამ­წვრო­ბა გარ­და­უ­ვა­ლია.

5. იჯე­ქით გა­მარ­თუ­ლი. მო­კუ­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჩაც­მუ­ლიც კი ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, გახ­დი­ლი კი ბევ­რად უა­რე­სად.

6. ნუ ეც­დე­ბით შორს მდე­ბა­რე კერძს სხვის და­უხ­მა­რებ­ლად მიწ­ვდეთ. ერ­თია, როცა სხვის წვნი­ან­ში ჰალ­სტუხს ჩა­ყობთ და სულ სხვაა როცა მკერ­დით მო­გი­წევთ ამის გა­კე­თე­ბა.

7. ნუ მი­აშ­ტერ­დე­ბით მე­ზო­ბელს, თუნ­დაც მის­თვის თვა­ლის მო­შო­რე­ბა გა­გი­ჭირ­დეთ.

8. სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­სას კარ­გად შე­ა­მოწ­მეთ, რომ კადრში მსურ­ვე­ლე­ბის გარ­და სხვი­სი შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლიც არ მოხ­ვდეს.

ნუ­დის­ტურ კუ­რორტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, სიუ ნე­რუ­დის გან­ცხა­დე­ბით, ნუ­დიზ­მის კულ­ტუ­რა დღი­თი­დღე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ის გან­სა­კუთ­რე­ბით 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს იზი­დავს. სამ­წუ­ხა­როდ, არ არ­სე­ბობს მათი ზუს­ტი სტა­ტი­ტი­კა, რად­გან ნუ­დის­ტურ კუ­რორ­ტებ­ზე დამ­სვე­ნებ­ლებს ხში­რად ანო­ნი­მად დარ­ჩე­ნა სურთ.

ნუ­დიზ­მის, იგი­ვე ნა­ტუ­რიზ­მის მი­ზა­ნია ადა­მი­ა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­უ­ახ­ლო­ვოს ბუ­ნე­ბას, რის­თვი­საც მისი მიმ­დევ­რე­ბი ყო­ველ­გვარ სა­მოს­ზე უარს ამ­ბო­ბენ. ნუ­დის­ტუ­რი პლა­ჟე­ბი სა­კუ­რორ­ტო ბიზ­ნეს­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია და ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით კლი­ენტს ის­ტუმ­რებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

არ ჩაყოთ მკერდი სხვის კერძში და არ მიაშტერდეთ შიშველ მეზობელს - ნუდისტებისთვის სუფრასთან ქცევის წესები შემოიღეს

არ ჩაყოთ მკერდი სხვის კერძში და არ მიაშტერდეთ შიშველ მეზობელს - ნუდისტებისთვის სუფრასთან ქცევის წესები შემოიღეს

ნუდისტური კურორტების მოყვარულებმა შიშვლად სადილობისთვის სპეციალური ეტიკეტის ნორმების დადგენა მოითხოვეს.

როგორც აღმოჩნდა, ნუდიზმის მთავარი ხიბლი - გაათავისუფლოს ადამიანი სტრესისგან - ზოგჯერ უხერხული მომენტებით იჩრდილება. ამ უხერხულობებს კი თურმე საერთო ქცევის წესების, იგივე ეტიკეტის არარსებობა იწვევს. ამის გამო სპეციალისტებმა გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავეს, რათა სუფრასთან მსხდარმა დედიშობილა სტუმრებმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ. სტუმრების ქცევის წესები საკმაოდ მარტივია:

1. გირჩევთ, სუფრასთან საკუთარ პირსახოცზე იჯდეთ. ჰიგიენისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ეს უფრო გამართლებულია.

2. მართალია საყოველთაო სიშიშვლე ერთმანეთთან გაახლოვებთ, მაგრამ მიპატიჟების გარეშე მაინც ნუ მიუსხდებით ნუდისტურ სუფრას. იქ მყოფნი, სავარაუდოდ, უარს არ იტყვიან ახალი წევრის შემატებაზე, მაგრამ თავაზიანობის წესები მაინც უნდა დაიცვათ.

3. სადილის წინ აუცილებლად დაიფინეთ მუხლებზე ხელსახოცი და სხეულის მიმდებარე ნაწილებიც მის ქვეშ მოათავსეთ. ყველასთვის ასე ჯობია.

4. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ცხელი კერძების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე დამწვრობა გარდაუვალია.

5. იჯექით გამართული. მოკუზული ადამიანი ჩაცმულიც კი ცუდად გამოიყურება, გახდილი კი ბევრად უარესად.

6. ნუ ეცდებით შორს მდებარე კერძს სხვის დაუხმარებლად მიწვდეთ. ერთია, როცა სხვის წვნიანში ჰალსტუხს ჩაყობთ და სულ სხვაა როცა მკერდით მოგიწევთ ამის გაკეთება.

7. ნუ მიაშტერდებით მეზობელს, თუნდაც მისთვის თვალის მოშორება გაგიჭირდეთ.

8. სამახსოვრო ფოტოების გადაღებისას კარგად შეამოწმეთ, რომ კადრში მსურველების გარდა სხვისი შიშველი სხეულიც არ მოხვდეს.

ნუდისტურ კურორტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, სიუ ნერუდის განცხადებით, ნუდიზმის კულტურა დღითიდღე პოპულარული ხდება. ის განსაკუთრებით 30 წელს გადაცილებულ ადამიანებს იზიდავს. სამწუხაროდ, არ არსებობს მათი ზუსტი სტატიტიკა, რადგან ნუდისტურ კურორტებზე დამსვენებლებს ხშირად ანონიმად დარჩენა სურთ.

ნუდიზმის, იგივე ნატურიზმის მიზანია ადამიანი მაქსიმალურად დაუახლოვოს ბუნებას, რისთვისაც მისი მიმდევრები ყოველგვარ სამოსზე უარს ამბობენ. ნუდისტური პლაჟები საკურორტო ბიზნესში საკმაოდ პოპულარულია და ყოველწლიურად ათასობით კლიენტს ისტუმრებს.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს