პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ" - ვერა პუტინას უკანასკნელი სურვილი
"ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ" - ვერა პუტინას უკანასკნელი სურვილი

5.10.2001, კვი­რის პა­ლიტ­რის არ­ქი­ვი­დან:

"... 6 ოქ­ტომ­ბერს კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რში ქარ­თულ-ჰო­ლან­დი­უ­რი ჯგუ­ფის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის, "პუ­ტი­ნის დე­დის" პრე­ზენ­ტა­ცი­ას და­ვეს­წა­რი. ფილ­მის რე­ჟი­სო­რე­ბი არი­ან ინე­კე სმი­ტი (აწ გარ­დაც­ვლი­ლი რე­ჟი­სო­რის, ტატო კო­ტე­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე) და გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი. ქალ­ბა­ტონ­მა ლუბა ოსე­ფაშ­ვილ­მა ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი - დე­და­მი­სი, ვერა პუ­ტი­ნა გა­მაც­ნო, რო­მე­ლიც დამ­პირ­და, რომ ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ ინ­ტერ­ვი­უს მომ­ცემ­და...

- დე­ი­და ვერა (ყვე­ლა ასე მი­მარ­თავ­და! - მ. ბ.), გვი­ამ­ბეთ თქვენ შე­სა­ხებ.

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე პერ­მის ოლ­ქის ქა­ლაქ ოჩო­რა­ში. სას­წავ­ლე­ბე­ლი რომ და­ვამ­თავ­რე, პრაქ­ტი­კა­ზე ტაშ­კენ­ტში გა­მაგ­ზავ­ნეს. იქ ერთი ბიჭი შე­მიყ­ვარ­და, პლა­ტო­ნი ერ­ქვა. მა­საც ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი და მპირ­დე­ბო­და, ცო­ლად მო­გიყ­ვა­ნო. ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, როცა თა­ვი­სი ქა­ლა­ქი­დან (ვერა დე­ი­დას არ უთ­ქვამს, სა­ი­დან იყო პლა­ტო­ნი) ამა­ნა­თი მი­ი­ღო. გავ­ხსე­ნი. შიგ წე­რი­ლი იდო. ამ წე­რი­ლით გა­ვი­გე, რომ იგი ცოლ­შვი­ლი­ა­ნი ყო­ფი­ლა. ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი, და­ნახ­ვა აღარ მინ­დო­და მისი, მაგ­რამ ბავ­შვს ხომ ვე­ღარ მო­ვი­ცი­ლებ­დი?.. პლა­ტონ­მა პა­ტი­ე­ბა მთხო­ვა, მაგ­რამ ხე­ლე­ბი გა­ვა­სავ­სა­ვე... მერე გაჩ­ნდა ვა­ლო­დია. სამი ძმა მყავ­და, მე მათ­ზე უფ­რო­სი გახ­ლდით. რა თქმა უნდა, არც ძმებ­მა და არც მშობ­ლებ­მა არ მო­მი­წო­ნეს საქ­ცი­ე­ლი, მაგ­რამ ამით არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბო­და. ვზრდი­დი ჩემს ვო­ვას და ვი­ყა­ვი ჩემ­თვის. არ გა­სუ­ლა დიდი დრო და "ტან­ცებ­ზე" გა­ვი­ცა­ნი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო, რო­მე­ლიც მალე უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სამ­შობ­ლო­ში. ეს გახ­ლდათ გი­ორ­გი ოსე­ფაშ­ვი­ლი, ჩემი და­ნარ­ჩე­ნი ხუთი შვი­ლის მამა. მას და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე შე­ვუყ­ვარ­დი და ცო­ლო­ბა მთხო­ვა. არ და­ვუ­მა­ლე, რომ შვი­ლი მყავ­და, მა­ინც არ და­ი­ხია უკან და დავ­თან­ხმდი მე სუ­ლე­ლი..

- რა­ტომ სუ­ლე­ლი? ნა­ნობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოხ­ვე­დით?

- მა­გა­ნაც მო­მა­ტყუა (იცი­ნის). რა აღარ მი­თხრა: თბი­ლის­ში დიდი სახ­ლი მაქვს, "კა­რო­ჟნა­სა­ვით" გა­ცხოვ­რე­ბო, შენს შვილ­საც ვუ­პატ­რო­ნე­ბო და რა ვიცი, ათას რა­მეს შემ­პირ­და. თბი­ლი­სის დიდი სახ­ლის მა­გივ­რად კი მე­ტეხ­ში წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი ქოხი დამ­ხვდა. აბა, ტყუ­ი­ლი არ იყო? მაგ­რამ ვე­ღარ წა­მო­ვე­დი იქი­დან, მის­გან ბავ­შვს ვე­ლო­დი. მა­მა­ჩემ­მა რომ გა­ი­გო, ქარ­თველს გავ­ყე­ვი ცო­ლად, კი­ნა­ღამ გა­გიჟ­და. ისე მოკ­ვდა, არც იგი და არც ჩემი ძმე­ბი ჩემს სა­ნა­ხა­ვად მე­ტეხ­ში არ ჩა­მო­სუ­ლან. ამა­სო­ბა­ში ვოვა ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა და დე­და­ჩემს შე­ვუთ­ვა­ლე (ქმა­რი იქით არ მიშ­ვებ­და), შვი­ლი შენ ჩა­მო­მიყ­ვა­ნე-მეთ­ქი.

- რამ­დე­ნი წლის იყო ვა­ლო­დია, როცა მე­ტეხ­ში ჩა­მო­გიყ­ვა­ნეს?

- მე­სა­მე წე­ლი­წად­ში იყო... სულ არ გას­ჭირ­ვე­ბია ქარ­თუ­ლად ალა­პა­რა­კე­ბა. აქე­დან 10 წლი­სა რომ წა­ვიყ­ვა­ნე ჩემს მშობ­ლებ­თან, რუ­სუ­ლი ორი სი­ტყვაც არ იცო­და.

- ამ­ბო­ბენ, მა­მი­ნაც­ვა­ლი ცუ­დად ექ­ცე­ო­და, ხში­რად სცემ­დაო, მარ­თა­ლია?

- არა, ცე­მით არა სცემ­და, მაგ­რამ არც გულ­ზე ეხა­ტე­ბო­და. აბა, გერი ვის უყ­ვარს? სა­ერ­თოდ, გი­ორ­გის ჩხუ­ბი უყ­ვარ­და, არც ქა­ლებ­ში სი­ა­რულს იკ­ლებ­და, ამის გამო, ხში­რად ვკინ­კლა­ობ­დით. ერთხელ გაბ­რა­ზე­ბულ გულ­ზე დავ­კა­რი ფეხი და ჩემს ბი­ჭთან ერ­თად მშობ­ლებ­თან წა­ვე­დი. მა­შინ უკვე მყავ­და სო­ფი­კო და ლუბა. მშობ­ლებ­მა მი­თხრეს, თუ არ გე­ცხოვ­რე­ბა მაგ ქარ­თველ ქმარ­თან, წა­მო­დი და შენი შვი­ლე­ბი­ა­ნად აქ იცხოვ­რე, თუ არა და ვოვა მა­ინც დაგ­ვი­ტო­ვე, შენ კი ოჯახს მი­ხე­დეო. წა­მო­ვე­დი იმ იმე­დით, რომ უპატ­რო­ნებ­დნენ ბიჭს.

- მა­ინც რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და თქვენს მე­უღ­ლეს გერ­თან?

- დღე ისე გა­ვი­დო­და, ხმას არ გას­ცემ­და. ვა­ტყობ­დი, ვო­ვა­საც ჰქონ­და მისი რიდი. როცა ვჩხუ­ბობ­დით, ეტყო­ბო­და, რომ გა­ნიც­დი­და, მაგ­რამ ხმის ამო­ღე­ბას ვერ ბე­დავ­და. მე ისე­თი ვარ, თუ უმი­ზე­ზოდ მა­წყე­ნი­ნებს ადა­მი­ა­ნი, გუ­ლი­დან ამო­ვი­რე­ცხავ, აბა, შვი­ლე­ბის მა­მას რო­გორ შე­ვი­ძუ­ლებ­დი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა თვე ისე გა­სუ­ლი­ყო, ხმა არ გა­მე­ცა მის­თვის, სა­მა­გი­ე­როდ, თვი­თონ ვერ ძლებ­და ჩემს გა­რე­შე და შე­მი­რიგ­დე­ბო­და. ყო­ველ­თვის ეში­ნო­და, რომ ოჯა­ხი არ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. ხმა რომ და­ყა­რეს, ვო­ვას სცემ­დაო, ტყუ­ი­ლია. გი­ორ­გიმ იცო­და, რომ ამას არ ვა­პა­ტი­ებ­დი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ" - ვერა პუტინას უკანასკნელი სურვილი

"ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ" - ვერა პუტინას უკანასკნელი სურვილი

5.10.2001, კვირის პალიტრის არქივიდან:

"... 6 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფის მიერ გადაღებული ფილმის, "პუტინის დედის" პრეზენტაციას დავესწარი. ფილმის რეჟისორები არიან ინეკე სმიტი (აწ გარდაცვლილი რეჟისორის, ტატო კოტეტიშვილის მეუღლე) და გიორგი ოვაშვილი. ქალბატონმა ლუბა ოსეფაშვილმა ფილმის მთავარი გმირი - დედამისი, ვერა პუტინა გამაცნო, რომელიც დამპირდა, რომ ფილმის ნახვის შემდეგ ინტერვიუს მომცემდა...

- დეიდა ვერა (ყველა ასე მიმართავდა! - მ. ბ.), გვიამბეთ თქვენ შესახებ.

- დავიბადე და გავიზარდე პერმის ოლქის ქალაქ ოჩორაში. სასწავლებელი რომ დავამთავრე, პრაქტიკაზე ტაშკენტში გამაგზავნეს. იქ ერთი ბიჭი შემიყვარდა, პლატონი ერქვა. მასაც ძალიან ვუყვარდი და მპირდებოდა, ცოლად მოგიყვანო. ორსულად ვიყავი, როცა თავისი ქალაქიდან (ვერა დეიდას არ უთქვამს, საიდან იყო პლატონი) ამანათი მიიღო. გავხსენი. შიგ წერილი იდო. ამ წერილით გავიგე, რომ იგი ცოლშვილიანი ყოფილა. ძალიან გავბრაზდი, დანახვა აღარ მინდოდა მისი, მაგრამ ბავშვს ხომ ვეღარ მოვიცილებდი?.. პლატონმა პატიება მთხოვა, მაგრამ ხელები გავასავსავე... მერე გაჩნდა ვალოდია. სამი ძმა მყავდა, მე მათზე უფროსი გახლდით. რა თქმა უნდა, არც ძმებმა და არც მშობლებმა არ მომიწონეს საქციელი, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლებოდა. ვზრდიდი ჩემს ვოვას და ვიყავი ჩემთვის. არ გასულა დიდი დრო და "ტანცებზე" გავიცანი ქართველი სამხედრო, რომელიც მალე უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. ეს გახლდათ გიორგი ოსეფაშვილი, ჩემი დანარჩენი ხუთი შვილის მამა. მას დანახვისთანავე შევუყვარდი და ცოლობა მთხოვა. არ დავუმალე, რომ შვილი მყავდა, მაინც არ დაიხია უკან და დავთანხმდი მე სულელი..

- რატომ სულელი? ნანობთ, რომ საქართველოში ჩამოხვედით?

- მაგანაც მომატყუა (იცინის). რა აღარ მითხრა: თბილისში დიდი სახლი მაქვს, "კაროჟნასავით" გაცხოვრებო, შენს შვილსაც ვუპატრონებო და რა ვიცი, ათას რამეს შემპირდა. თბილისის დიდი სახლის მაგივრად კი მეტეხში წამიყვანა, სადაც ნახევრად დანგრეული ქოხი დამხვდა. აბა, ტყუილი არ იყო? მაგრამ ვეღარ წამოვედი იქიდან, მისგან ბავშვს ველოდი. მამაჩემმა რომ გაიგო, ქართველს გავყევი ცოლად, კინაღამ გაგიჟდა. ისე მოკვდა, არც იგი და არც ჩემი ძმები ჩემს სანახავად მეტეხში არ ჩამოსულან. ამასობაში ვოვა ძალიან მომენატრა და დედაჩემს შევუთვალე (ქმარი იქით არ მიშვებდა), შვილი შენ ჩამომიყვანე-მეთქი.

- რამდენი წლის იყო ვალოდია, როცა მეტეხში ჩამოგიყვანეს?

- მესამე წელიწადში იყო... სულ არ გასჭირვებია ქართულად ალაპარაკება. აქედან 10 წლისა რომ წავიყვანე ჩემს მშობლებთან, რუსული ორი სიტყვაც არ იცოდა.

- ამბობენ, მამინაცვალი ცუდად ექცეოდა, ხშირად სცემდაო, მართალია?

- არა, ცემით არა სცემდა, მაგრამ არც გულზე ეხატებოდა. აბა, გერი ვის უყვარს? საერთოდ, გიორგის ჩხუბი უყვარდა, არც ქალებში სიარულს იკლებდა, ამის გამო, ხშირად ვკინკლაობდით. ერთხელ გაბრაზებულ გულზე დავკარი ფეხი და ჩემს ბიჭთან ერთად მშობლებთან წავედი. მაშინ უკვე მყავდა სოფიკო და ლუბა. მშობლებმა მითხრეს, თუ არ გეცხოვრება მაგ ქართველ ქმართან, წამოდი და შენი შვილებიანად აქ იცხოვრე, თუ არა და ვოვა მაინც დაგვიტოვე, შენ კი ოჯახს მიხედეო. წამოვედი იმ იმედით, რომ უპატრონებდნენ ბიჭს.

- მაინც როგორი დამოკიდებულება ჰქონდა თქვენს მეუღლეს გერთან?

- დღე ისე გავიდოდა, ხმას არ გასცემდა. ვატყობდი, ვოვასაც ჰქონდა მისი რიდი. როცა ვჩხუბობდით, ეტყობოდა, რომ განიცდიდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. მე ისეთი ვარ, თუ უმიზეზოდ მაწყენინებს ადამიანი, გულიდან ამოვირეცხავ, აბა, შვილების მამას როგორ შევიძულებდი, მაგრამ შეიძლება თვე ისე გასულიყო, ხმა არ გამეცა მისთვის, სამაგიეროდ, თვითონ ვერ ძლებდა ჩემს გარეშე და შემირიგდებოდა. ყოველთვის ეშინოდა, რომ ოჯახი არ დამეტოვებინა. ხმა რომ დაყარეს, ვოვას სცემდაო, ტყუილია. გიორგიმ იცოდა, რომ ამას არ ვაპატიებდი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია