პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი ხანგრძლივი ნადავლისთვის თამაშობს" - კონდოლიზა რაისი უკრაინის მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს
"პუტინი ხანგრძლივი ნადავლისთვის თამაშობს" - კონდოლიზა რაისი უკრაინის მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს

"გა­ი­გო­ნებს თუ არა ამე­რი­კა გა­მო­სა­ფხიზ­ლე­ბელ ზარს?" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა The Washington Post-ი აშშ-ის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სის სტა­ტი­ას უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ. კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სი, თა­ვის წე­რილ­ში 2004 წელს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი გა­აც­ნო.

"გა­ი­ცა­ნით, ეს ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩია, უკ­რა­ი­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში იყ­რის კენ­ჭს", - 2004 წელს, მე და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი მის საპ­რე­ზი­დენ­ტო აგა­რაკ­ზე, პუ­ტი­ნის კა­ბი­ნეტ­ში ვი­ყა­ვით, რო­დე­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად მე­ო­რე ოთა­ხი­დან ია­ნუ­კო­ვი­ჩი გა­მოჩ­ნდა. "ჩემი კა­ცია, უკ­რა­ი­ნა ჩვე­ნია და არ უნდა და­გა­ვი­წყდეთ", - მი­თხრა პუ­ტინ­მა", - იხ­სე­ნებს კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სი.

რო­გორც აშშ-ის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი წერს, უკ­რა­ი­ნის პრობ­ლე­მა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მწიფ­დე­ბო­და და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის. მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნის ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, აშშ და ევ­რო­პა ცდი­ლობ­დნენ, და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ რუ­სე­თი, რომ ეს უზარ­მა­ზა­რი ქვე­ყა­ნა უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც თა­ვად გა­და­წყვეტ­და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის კურსს და არა - ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის ერთი პა­ი­კი.

"მაგ­რამ პუ­ტი­ნი ამას ამ კუ­თხით არა­სო­დეს გა­ნი­ხი­ლავ­და. მის­თვის კი­ე­ვის და­სავ­ლე­თის­კენ სვლა იმ­პე­რი­ის ყო­ფი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ერ­თგუ­ლე­ბის­თვის "ნუ­ლო­ვა­ნი ჯა­მის" თა­მაშ­ში რუ­სე­თის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. ყი­რიმ­ში შეჭ­რა და მისი შე­საძ­ლო ანექ­სია, გა­მო­გო­ნი­ლი შფოთ­ვა მის რუ­სუ­ლე­ნო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, პუ­ტი­ნის პა­სუ­ხია ჩვენ­თვის", - წერს კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სი.

ამას­თან, სტა­ტი­ის ავ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, და­უ­ყოვ­ნე­ბელ­მა შეშ­ფო­თე­ბამ რუ­სეთს უნდა აჩ­ვე­ნოს, რომ მისი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და რომ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია. მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იზო­ლა­ცია, აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვა და ვი­ზე­ბის გა­უქ­მე­ბა - შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

რო­გორც კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სი წერს, გრძელ­ვა­დი­ა­ნი ამო­ცა­ნა პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა­ზე ევ­რო­პის პოსტ-ცივი ომის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მაა.

"პუ­ტი­ნის თქმით, უკ­რა­ი­ნა არა­სო­დეს იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში. ეს იყო გზავ­ნი­ლი, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. პუ­ტი­ნის თქმით, რუ­სეთს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ერ ფა­სად მი­აღ­წევს. პუ­ტი­ნის­თვის ცივი ომი "ტრა­გი­კუ­ლად" დას­რულ­და. ის დროს უკან და­აბ­რუ­ნებს სამ­ხედ­რო და­ში­ნე­ბის გზით, ეკო­ნო­მი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბით, რამ­დე­ნა­დაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბას და­სავ­ლე­თის უმოქ­მე­დო­ბა მის­ცემს", - წერს კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სი.

ამას­თან, რო­გორც აშშ-ის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი წერს, 2008 წელს, რუ­სე­თის სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რის შემ­დეგ, აშშ-მა სა­კუ­თა­რი ხო­მალ­დე­ბი გა­აგ­ზავ­ნა შავ ზღვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ერა­ყი­დან თა­ვი­ანთ ბა­ზებ­ზე და­აბ­რუ­ნა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა გა­აგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"რუ­სე­თი უარ­ყოფ­და მის სა­ბო­ლოო მი­ზანს - და­ემ­ხო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბა, რაც რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ჩემ­თან აღი­ა­რა", - წერს კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სი.

ამას­თან, რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მი­უ­ხე­და­ვად რუ­სე­თის მიერ კვლა­ვაც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი­სა, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იზო­ლა­ცია შემ­ცირ­და, ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის "გა­დატ­ვირ­თვამ" ჩე­ხეთ­სა და პო­ლო­ნეთ­ში რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მე­ბის გან­თავ­სე­ბის გეგ­მე­ბის გა­და­ხედ­ვა გა­მო­იწ­ვია.

"მაგ­რამ ამ­ჯე­რად სხვაგ­ვა­რად უნდა მოხ­დეს. პუ­ტი­ნი ხან­გრძლი­ვი ნა­დავ­ლის­თვის თა­მა­შობს და მო­ხერ­ხე­ბუ­ლად იყე­ნებს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას. უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ თუ არა ჩვენ სტრა­ტე­გი­უ­ლი მოთ­მი­ნე­ბა მის შე­სა­ჩე­რებ­ლად? მოს­კო­ვი არ არის და­ცუ­ლი ზე­წო­ლის­გან. ახლა არც 1968 წე­ლია და არც რუ­სე­თის საბ­ჭო­თა კავ­ში­რი. რუ­სებს უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი სჭირ­დე­ბათ, ოლი­გაქ­რებს კი მოს­წონთ პა­რიზ­სა და ლონ­დონ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, სა­ზღვარ­გა­რეთ მათ ან­გა­რი­შებ­ზე უამ­რა­ვი არა­ლე­გა­ლუ­რი გზით ნა­შოვ­ნი ფული ინა­ხე­ბა, ვერც სინ­დი­კა­ტი, რო­მე­ლიც რუ­სეთს მარ­თავს, ვერ და­უშ­ვებს ნავ­თობ­ზე ფა­სე­ბის და­წე­ვას და ვერც კრემ­ლის ბი­უ­ჯე­ტი. მალე ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის სუბ­სი­დი­ე­ბი რუ­სე­თის ნავ­თო­ბის მო­ცუ­ლო­ბას გა­და­ფა­რავს. Keystone XL-ის მილ­სა­დე­ნი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ექ­სპორ­ტის­თვის უფ­ლე­ბე­ბის მი­ცე­მა იმის სიგ­ნა­ლი იქ­ნე­ბა, რომ ჩვენ სწო­რედ ამას ვა­პი­რებთ. ევ­რო­პამ კი სა­ბო­ლო­ოდ უნდა მო­ახ­დი­ნოს მისი ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია და გა­მო­ი­ყე­ნოს გაზ­სა­დე­ნე­ბი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ზე არ გა­ივ­ლის", - წერს კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სი.

ამას­თან, სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აშშ-მა სა­კუ­თა­რი რე­პუ­ტა­ცია აღად­გი­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში, რო­მე­ლიც აშშ-ის ოპო­ნენ­ტე­ბის­თვის ზედ­მე­ტად გაწ­ვდი­ლი მე­გობ­რო­ბის ხე­ლით იყო შერ­ყე­უ­ლი, ზოგ­ჯერ მე­გობ­რე­ბის­ვე ხარ­ჯზე.

"ჩვენ არ უნდა დავ­მარ­ცხდეთ, რო­გორც ეს ერაყ­ში მოხ­და და უკან არ უნდა მო­ვი­ტო­ვოთ ნარ­ჩე­ნე­ბი. 10 ათას შე­ი­ა­რა­ღე­ბულ სამ­ხედ­რო­ზე ნაკ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა, მი­უ­თი­თებს, რომ ჩვენ არ ვართ სე­რი­ო­ზუ­ლად გან­წყო­ბი­ლი, და­ვეხ­მა­როთ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის დას­ტა­ბი­ლი­ზე­ბას", - წერს კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სი.

მი­სი­ვე თქმით, გლო­ბა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი არ უნდა აი­სა­ხოს აშშ-ის ძლი­ერ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში. ამას­თან, კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სი აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გა­მო­სა­ფხიზ­ლე­ბე­ლი ზარი უნდა იყოს.

"უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გა­მო­სა­ფხიზ­ლე­ბე­ლი ზარი უნდა იყოს იმათ­თვის, ვი­საც სჯე­რა, რომ აშშ-ი უნდა გა­ექ­ცეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. თუ ამას ყუ­რა­დღე­ბა არ მიქ­ცე­ვა, მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო დიქ­ტა­ტო­რებ­სა და ექ­სტრე­მის­ტებს კი­დევ უფრო მეტი გამ­ბე­და­ო­ბა მი­ე­ცე­მათ. ჩვენ კი ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა ეს, რად­გან ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი მათ კვალ­ზე გა­ი­თე­ლე­ბა", - წერს კონ­დო­ლი­ზა რა­ი­სი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"პუტინი ხანგრძლივი ნადავლისთვის თამაშობს" - კონდოლიზა რაისი უკრაინის მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს

"პუტინი ხანგრძლივი ნადავლისთვის თამაშობს" - კონდოლიზა რაისი უკრაინის მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს

"გაიგონებს თუ არა ამერიკა გამოსაფხიზლებელ ზარს?" - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Washington Post-ი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის სტატიას უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ. კონდოლიზა რაისი, თავის წერილში 2004 წელს იხსენებს, როდესაც ვლადიმერ პუტინმა ვიქტორ იანუკოვიჩი გააცნო.

"გაიცანით, ეს ვიქტორ იანუკოვიჩია, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს", - 2004 წელს, მე და ვლადიმერ პუტინი მის საპრეზიდენტო აგარაკზე, პუტინის კაბინეტში ვიყავით, როდესაც მოულოდნელად მეორე ოთახიდან იანუკოვიჩი გამოჩნდა. "ჩემი კაცია, უკრაინა ჩვენია და არ უნდა დაგავიწყდეთ", - მითხრა პუტინმა", - იხსენებს კონდოლიზა რაისი.

როგორც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი წერს, უკრაინის პრობლემა გარკვეული დროის განმავლობაში მწიფდებოდა დასავლეთსა და რუსეთს შორის. მისივე თქმით, უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციიდან მოყოლებული, აშშ და ევროპა ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ რუსეთი, რომ ეს უზარმაზარი ქვეყანა უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც თავად გადაწყვეტდა საკუთარი ქვეყნის კურსს და არა - ზესახელმწიფოებს შორის ერთი პაიკი.

"მაგრამ პუტინი ამას ამ კუთხით არასოდეს განიხილავდა. მისთვის კიევის დასავლეთისკენ სვლა იმპერიის ყოფილი ტერიტორიების ერთგულებისთვის "ნულოვანი ჯამის" თამაშში რუსეთის შეურაცხყოფაა. ყირიმში შეჭრა და მისი შესაძლო ანექსია, გამოგონილი შფოთვა მის რუსულენოვან მოსახლეობაზე, პუტინის პასუხია ჩვენთვის", - წერს კონდოლიზა რაისი.

ამასთან, სტატიის ავტორის განცხადებით, დაუყოვნებელმა შეშფოთებამ რუსეთს უნდა აჩვენოს, რომ მისი შემდგომი ნაბიჯები დაუშვებელი იქნება და რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია. მისივე თქმით, რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია, აქტივების გაყინვა და ვიზების გაუქმება - შესაბამისი გადაწყვეტილებაა.

როგორც კონდოლიზა რაისი წერს, გრძელვადიანი ამოცანა პუტინის განცხადებაზე ევროპის პოსტ-ცივი ომის მომავლის შესახებ განცხადებაზე პასუხის გაცემაა.

"პუტინის თქმით, უკრაინა არასოდეს იქნება თავისუფალი საკუთარი არჩევანის გაკეთებაში. ეს იყო გზავნილი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებისკენ იყო მიმართული. პუტინის თქმით, რუსეთს განსაკუთრებული ინტერესები აქვს, რომელსაც ნებისმიერ ფასად მიაღწევს. პუტინისთვის ცივი ომი "ტრაგიკულად" დასრულდა. ის დროს უკან დააბრუნებს სამხედრო დაშინების გზით, ეკონომიკური ბერკეტებით, რამდენადაც ამის საშუალებას დასავლეთის უმოქმედობა მისცემს", - წერს კონდოლიზა რაისი.

ამასთან, როგორც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი წერს, 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, აშშ-მა საკუთარი ხომალდები გააგზავნა შავ ზღვაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები ერაყიდან თავიანთ ბაზებზე დააბრუნა და ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა საქართველოში.

"რუსეთი უარყოფდა მის საბოლოო მიზანს - დაემხო დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩემთან აღიარა", - წერს კონდოლიზა რაისი.

ამასთან, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიუხედავად რუსეთის მიერ კვლავაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისა, რუსეთის წინააღმდეგ დიპლომატიური იზოლაცია შემცირდა, ობამას ადმინისტრაციის მიერ ურთიერთობების "გადატვირთვამ" ჩეხეთსა და პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განთავსების გეგმების გადახედვა გამოიწვია.

"მაგრამ ამჯერად სხვაგვარად უნდა მოხდეს. პუტინი ხანგრძლივი ნადავლისთვის თამაშობს და მოხერხებულად იყენებს ყველა შესაძლებლობას. უნდა გამოვიყენოთ თუ არა ჩვენ სტრატეგიული მოთმინება მის შესაჩერებლად? მოსკოვი არ არის დაცული ზეწოლისგან. ახლა არც 1968 წელია და არც რუსეთის საბჭოთა კავშირი. რუსებს უცხოური ინვესტიციები სჭირდებათ, ოლიგაქრებს კი მოსწონთ პარიზსა და ლონდონში მოგზაურობა, საზღვარგარეთ მათ ანგარიშებზე უამრავი არალეგალური გზით ნაშოვნი ფული ინახება, ვერც სინდიკატი, რომელიც რუსეთს მართავს, ვერ დაუშვებს ნავთობზე ფასების დაწევას და ვერც კრემლის ბიუჯეტი. მალე ჩრდილოეთ ამერიკის ნავთობისა და გაზის სუბსიდიები რუსეთის ნავთობის მოცულობას გადაფარავს. Keystone XL-ის მილსადენისა და ბუნებრივი გაზის ექსპორტისთვის უფლებების მიცემა იმის სიგნალი იქნება, რომ ჩვენ სწორედ ამას ვაპირებთ. ევროპამ კი საბოლოოდ უნდა მოახდინოს მისი ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია და გამოიყენოს გაზსადენები, რომელიც რუსეთზე არ გაივლის", - წერს კონდოლიზა რაისი.

ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-მა საკუთარი რეპუტაცია აღადგინოს საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომელიც აშშ-ის ოპონენტებისთვის ზედმეტად გაწვდილი მეგობრობის ხელით იყო შერყეული, ზოგჯერ მეგობრებისვე ხარჯზე.

"ჩვენ არ უნდა დავმარცხდეთ, როგორც ეს ერაყში მოხდა და უკან არ უნდა მოვიტოვოთ ნარჩენები. 10 ათას შეიარაღებულ სამხედროზე ნაკლების დატოვება, მიუთითებს, რომ ჩვენ არ ვართ სერიოზულად განწყობილი, დავეხმაროთ ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილიზებას", - წერს კონდოლიზა რაისი.

მისივე თქმით, გლობალური მოვლენები არ უნდა აისახოს აშშ-ის ძლიერ საგარეო პოლიტიკაში. ამასთან, კონდოლიზა რაისი აღნიშნავს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები გამოსაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს.

"უკრაინაში განვითარებული მოვლენები გამოსაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს იმათთვის, ვისაც სჯერა, რომ აშშ-ი უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას. თუ ამას ყურადღება არ მიქცევა, მსოფლიოს გარშემო დიქტატორებსა და ექსტრემისტებს კიდევ უფრო მეტი გამბედაობა მიეცემათ. ჩვენ კი ძვირად დაგვიჯდება ეს, რადგან ჩვენი ინტერესები და ფასეულობები მათ კვალზე გაითელება", - წერს კონდოლიზა რაისი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა