სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხულოს მოსახლეობასა და აჭარის მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგა
ხულოს მოსახლეობასა და აჭარის მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგა

ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის ხუთი სოფ­ლის - ღურ­ტას, დი­და­ჭა­რის, დი­ა­კო­ნი­ძე­ე­ბის, პაქ­სა­ძე­ე­ბი­სა და გე­ლა­ძე­ე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ ხა­ა­ბძეს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა შედ­გა.

წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით, 03:00 სა­ათ­ზე მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შეკ­რე­ბი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ი­ნა­ხუ­ლა.

რო­გორც ღურ­ტას მცხოვ­რებ­მა ოთარ ია­კო­ბა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, აჭა­რის მთავ­რო­ბა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის გა­ფორმ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ზა­რალ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის წა­მო­წყე­ბას გეგ­მავს.

"შევ­ხვდით არ­ჩილ ხა­ბა­ძეს და სხვა ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც ამო­ვიდ­ნენ ხუ­ლო­ში. ვიმ­სჯე­ლეთ და შევ­თან­ხმდით, რომ არა მარ­ტო კომ­პა­ნია ღე­ბუ­ლობს ზი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, არა­მედ, ნე­ბის­მი­ე­რი ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რან­ტო­რი ხდე­ბა აჭა­რის მთავ­რო­ბა. ამ პი­რო­ბით, ერთი კვი­რის ვა­და­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­ი­დე­ბა. ხვა­ლი­დან ვი­წყებთ სა­მარ­თლებ­რივ და­ვას. შე­ვეც­დე­ბით, ის არა­სან­დო დას­კვნე­ბი გა­ვა­ბა­თი­ლოთ და სა­სა­მარ­თლოს წე­სით შე­ვა­ჩე­რე­ბი­ნოთ სა­მუ­შა­ო­ე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ოთარ ია­კო­ბა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გვი­ან ღა­მით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­შალ­ნენ. ოთარ ია­კო­ბა­ძე გან­მარ­ტავს, რომ გვი­ან სპეც­რაზ­მიც მი­ვი­და, თუმ­ცა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ და­ურ­ბე­ვია. მო­სახ­ლე­ო­ბა ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ილია ელოშ­ვილს ბო­დი­შის მოხ­დას სთხოვს.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლო ვართ, მათ გაგ­ვი­მე­ტეს ჩვენც და ჩვე­ნი მან­დი­ლოს­ნე­ბიც. პო­ლი­ცია მოგ­ვი­სი­ეს და დაგ­ვარ­ბი­ეს. წუ­ხელ ღამე სპეც­რაზ­მიც ამო­იყ­ვა­ნეს, გამ­ზა­დე­ბუ­ლი ჰყავ­დათ და­სარ­ბე­ვად. პრო­ვო­კა­ცია რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ და­ვი­შა­ლეთ. სპე­ცტექ­ნი­კამ მუ­შა­ო­ბა დი­ლით და­ი­წყო. ილია ელოშ­ვი­ლის­გან ბო­დი­შის მოხ­დას ვი­თხოვთ იმ სი­ტყვე­ბის­თვის, რომ­ლი­თაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მოგ­ვმარ­თა. თქვა, ფე­ხებ­ზე მკი­დია, მე ჩემ­სას მა­ინც გა­ვა­კე­თე­ბო, უტაქ­ტო ადა­მი­ა­ნია", - აღ­ნიშ­ნა ოთარ ია­კო­ბა­ძემ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მი­ვიდ­ნენ. მთავ­რო­ბა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს "დე­მოკ­რა­ტი­ის ინ­სტი­ტუ­ტის" და "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ასე­ვე, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აჭა­რა­ში.

ხუთი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ნორ­ვე­გი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის, "ქლინ ენერ­ჯი ჯგუ­ფის" მიერ და­გეგ­მი­ლი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გვი­რა­ბის აშე­ნე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­და. ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა მე­წყე­რულ პრო­ცე­სებს გა­მო­იწ­ვევს და მო­სახ­ლე­ო­ბას ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბა.

მო­სახ­ლე­ო­ბა მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­უ­პი­რის­პირ­და. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ ხა­ბა­ძეს, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ილია ელოშ­ვილს და გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს იმ ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, სა­დაც ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა უნდა და­ი­წყოს. სა­პარ­ტუ­ლო პო­ლი­ცი­ის ჩა­რე­ვის შე­დე­გად, მო­სახ­ლე­ო­ბამ გზა გახ­სნა და მთავ­რო­ბის წევ­რებს ჰე­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ.

სო­ფელ ღურ­ტა­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ხულოს მოსახლეობასა და აჭარის მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგა

ხულოს მოსახლეობასა და აჭარის მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგა

ხულოს რაიონის ხუთი სოფლის - ღურტას, დიდაჭარის, დიაკონიძეების, პაქსაძეებისა და გელაძეების მოსახლეობასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხააბძეს შორის მოლაპარაკება შედგა.

წუხელ, გვიან ღამით, 03:00 საათზე მთავრობის თავმჯდომარემ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ შეკრებილი მოსახლეობა მოინახულა.

როგორც ღურტას მცხოვრებმა ოთარ იაკობაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აჭარის მთავრობასა და მოსახლეობას შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ზარალზე პასუხისმგებელი მთავრობა იქნება. მისივე განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მოსახლეობა სამართლებრივი დავის წამოწყებას გეგმავს.

"შევხვდით არჩილ ხაბაძეს და სხვა ოფიციალურ პირებს. არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამოვიდნენ ხულოში. ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ არა მარტო კომპანია ღებულობს ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობას, არამედ, ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების გარანტორი ხდება აჭარის მთავრობა. ამ პირობით, ერთი კვირის ვადაში ხელშეკრულება დაიდება. ხვალიდან ვიწყებთ სამართლებრივ დავას. შევეცდებით, ის არასანდო დასკვნები გავაბათილოთ და სასამართლოს წესით შევაჩერებინოთ სამუშაოები", - აღნიშნა ოთარ იაკობაძემ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები გვიან ღამით მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დაიშალნენ. ოთარ იაკობაძე განმარტავს, რომ გვიან სპეცრაზმიც მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეები არ დაურბევია. მოსახლეობა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს ბოდიშის მოხდას სთხოვს.

"ხელისუფლების უკმაყოფილო ვართ, მათ გაგვიმეტეს ჩვენც და ჩვენი მანდილოსნებიც. პოლიცია მოგვისიეს და დაგვარბიეს. წუხელ ღამე სპეცრაზმიც ამოიყვანეს, გამზადებული ჰყავდათ დასარბევად. პროვოკაცია რომ არ ყოფილიყო, მოლაპარაკებების შემდეგ დავიშალეთ. სპეცტექნიკამ მუშაობა დილით დაიწყო. ილია ელოშვილისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვთ იმ სიტყვებისთვის, რომლითაც აქციის მონაწილეებს მოგვმართა. თქვა, ფეხებზე მკიდია, მე ჩემსას მაინც გავაკეთებო, უტაქტო ადამიანია", - აღნიშნა ოთარ იაკობაძემ.

აქციის მონაწილეებთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მივიდნენ. მთავრობასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებების დროს "დემოკრატიის ინსტიტუტის" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრები იმყოფებოდნენ. ასევე, ადგილზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში.

ხუთი სოფლის მოსახლეობა ნორვეგიული კომპანიის, "ქლინ ენერჯი ჯგუფის" მიერ დაგეგმილი ჰესის მშენებლობის ფარგლებში გვირაბის აშენებას აპროტესტებდა. ისინი აცხადებდნენ, რომ გვირაბის მშენებლობა მეწყერულ პროცესებს გამოიწვევს და მოსახლეობას ზიანი მიადგება.

მოსახლეობა მთავრობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. სოფლის მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალებას არ აძლევდა, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს. საპარტულო პოლიციის ჩარევის შედეგად, მოსახლეობამ გზა გახსნა და მთავრობის წევრებს ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ.

სოფელ ღურტაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაპირისპირების შედეგად დაკავებულები არ არიან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია