მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხულოს მოსახლეობა სასწავლო პროცესის შეჩერებით იმუქრება
ხულოს მოსახლეობა სასწავლო პროცესის შეჩერებით იმუქრება

ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის ხუთი სოფ­ლის - ღურ­ტას, დი­და­ჭა­რის, გე­ლა­ძე­ე­ბის, დი­ა­კო­ნი­ძე­ე­ბის და პაქ­სა­ძე­ე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებს, არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რონ.

რო­გორც დი­და­ჭა­რის მცხოვ­რებ­მა რე­ვაზ გო­ბა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, გუ­შინ და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ჰე­სის­თვის გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. მი­სი­ვე თქმით, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ილია ელოშ­ვი­ლი მათ ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით ესა­უბ­რე­ბო­და და ამ­ბობ­და, რომ პირ­ველ რიგ­ში სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს.

რო­გორც რე­ვაზ გო­ბა­ძემ გან­მარ­ტა, თუკი გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხზე სა­ხელ­მწი­ფო მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, 5 სოფ­ლის სკო­ლა მუ­შა­ო­ბას შე­ა­ჩე­რებს და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა.

რო­გორც დი­ა­კო­ნი­ძე­ე­ბის მკვიდრმა, ამი­რან სო­ლო­მო­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, გუ­შინ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ველ­გვარ ზღვარს გა­და­ვიდ­ნენ და მო­სახ­ლე­ო­ბის, მათ შო­რის ქა­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნეს ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბი. მი­სი­ვე თქმით, ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე იყ­ვნენ მი­სუ­ლე­ბი, სარ­ვა­მარ­ტო სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თეს და და­არ­ბი­ეს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე ქალს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს ხე­ლე­ბის და მუხ­ლის არე­ში.

გუ­შინ ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ღურ­ტას მო­სახ­ლე­ო­ბა მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­უ­პი­რის­პირ­და. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ ხა­ბა­ძეს, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ილია ელოშ­ვილს და გა­რე­მოს დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს იმ ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ, სა­დაც ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა უნდა და­ი­წყოს. სა­პარ­ტუ­ლო პო­ლი­ცი­ის ჩა­რე­ვის შე­დე­გად გზა გახ­სნეს და მთავ­რო­ბის წევ­რებს ჰე­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ.

სო­ფელ ღურ­ტა­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ხულოს მოსახლეობა სასწავლო პროცესის შეჩერებით იმუქრება

ხულოს მოსახლეობა სასწავლო პროცესის შეჩერებით იმუქრება

ხულოს რაიონის ხუთი სოფლის - ღურტას, დიდაჭარის, გელაძეების, დიაკონიძეების და პაქსაძეების მოსახლეობა, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, არ გამორიცხავს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი შეაჩერონ.

როგორც დიდაჭარის მცხოვრებმა რევაზ გობაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გუშინ დაძაბული ვითარება იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც ჰესისთვის გვირაბის მშენებლობა უნდა განხორციელდეს. მისივე თქმით, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი მათ ძალისმიერი მეთოდებით ესაუბრებოდა და ამბობდა, რომ პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული და შემდეგ მოსახლეობა უნდა დაკმაყოფილდეს.

როგორც რევაზ გობაძემ განმარტა, თუკი გვირაბის მშენებლობის საკითხზე სახელმწიფო მოსახლეობის ინტერესებს არ გაითვალისწინებს, 5 სოფლის სკოლა მუშაობას შეაჩერებს და აქციის მონაწილეთა რიცხვი გაიზრდება.

როგორც დიაკონიძეების მკვიდრმა, ამირან სოლომონიძემ განაცხადა, გუშინ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ და მოსახლეობის, მათ შორის ქალების მიმართ გამოიყენეს ძალისმიერი მეთოდები. მისივე თქმით, ქალები, რომლებიც საპროტესტო აქციაზე იყვნენ მისულები, სარვამარტო საჩუქარი გაუკეთეს და დაარბიეს. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ქალს დაზიანებები აქვს ხელების და მუხლის არეში.

გუშინ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას მოსახლეობა მთავრობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. სოფლის მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალებას არ აძლევდნენ, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს. საპარტულო პოლიციის ჩარევის შედეგად გზა გახსნეს და მთავრობის წევრებს ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ.

სოფელ ღურტაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია