საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალის კოშმარული 10 თვე ათენში
ქართველი ქალის კოშმარული 10 თვე ათენში

"მე ემიგ­რან­ტის ცოლი ვარ. ქმრის გა­უ­გო­ნარ­მა უდი­ე­რო­ბამ დიდ პრობ­ლე­მებს გა­დამ­კი­და. მინ­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე გი­ამ­ბოთ. იქ­ნებ შევ­ძლო და და­ვა­ფიქ­რო ემიგ­რან­ტე­ბი, მათი ცო­ლე­ბი თუ ქმრე­ბი, რათა ისე­თი­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ აღ­მოჩ­ნდნენ, რო­გო­რი კოშ­მა­რიც მე გა­მო­ვი­ა­რე", - ეს წე­რი­ლი უკვე ზრდას­რულ ქალ­ბა­ტონს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც ემიგ­რან­ტის ცო­ლად გა­მეც­ნო, ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლის გამ­ჟღავ­ნე­ბა კი მხო­ლოდ შვი­ლე­ბის გამო არ მო­ი­სურ­ვა. ქალ­ბა­ტონ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ამ წე­რილს მისი უმა­დუ­რი მე­უღ­ლეც წა­ი­კი­თხავს და და­ფიქ­რდე­ბა სა­კუ­თარ საქ­ცი­ელ­ზე, რომ­ლი­თაც არა მარ­ტო მე­უღ­ლეს, არა­მედ შვი­ლებ­საც დიდი ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნა.

- ბევ­რჯერ გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, თქვენ­თვის მო­მე­წე­რა, მაგ­რამ თავს ვი­კა­ვებ­დი. რა­ტომ? - ვფიქ­რობ­დი, რას იტყვის ხალ­ხი? არა­და, ეს სამი სი­ტყვა ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს, რად­გან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მი­წევ­და და ამი­ტო­მაც მექ­ცა ცხოვ­რე­ბა ტკი­ვი­ლად... გა­ვი­ზარ­დე ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ ოჯახ­ში, სა­დაც მა­მას სი­ტყვა იყო გა­დამ­წყვე­ტი. ის სა­ოც­რად მკაც­რი კაცი გახ­ლდათ, მე კი ჯი­უ­ტი ვი­ყა­ვი. სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ აზ­რე­ბით დროს ვუს­წრებ­დი და ამი­ტო­მაც ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი მა­მას "აზი­ა­ტო­ბას", მის მო­საზ­რე­ბებს ჩაც­მუ­ლო­ბას­თან, სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვამ­ბობ­დი, რომ მშობ­ლე­ბი შვი­ლებს უნდა ენ­დო­ბოდ­ნენ, ბავ­შვებს უნდა ჰქონ­დეთ სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბა-მეთ­ქი და ა.შ. სა­მა­გი­ე­როდ, დედა იყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემს გა­გე­ბას ცდი­ლობ­და. ყველ­გან მიშ­ვებ­და, ოღონდ - მა­მის­გან მა­ლუ­ლად.

- ალ­ბათ ეში­ნო­და, შეც­დო­მა არ და­გეშ­ვათ. ამის მი­ზე­ზი ხომ არ ჰქონ­და?

- მის­თვის სა­ა­მი­სოდ სა­ბა­ბი არას­დროს მი­მი­ცია. თა­ნაც, ვფიქ­რობ: თუ შვილს კარ­გად იც­ნობ, არ უნდა გქონ­დეს იმის შიში, რომ ის რა­ღა­ცას და­ა­შა­ვებს. მე მყავს 17-18 წლის შვი­ლე­ბი. მათ ვენ­დო­ბი, მაგ­რამ ვა­მოწ­მებ კი­დეც, ოღონდ ისე, რომ ამით თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა არ შე­ე­ლა­ხოთ... თქვე­ნის ნე­ბარ­თვით, ისევ ჩემს ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბი: მყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბა მა­მის ახი­რე­ბის გამო მო­მიხ­და.

მა­მას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იცით, რა­ტომ ვერ გა­ვუ­წიე? მან მი­თხრა: იცო­დე, თუ ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მო­გი­ვათ, მერე ჩემ­თან ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბიო! ეს ჩემ­თვის მძი­მე მო­სას­მე­ნი იყო...

- ეტყო­ბა, რჩე­უ­ლის სიყ­ვა­რულ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ იყა­ვით...

- მარ­თა­ლი ხარ. მა­მას გამო, ყვე­ლა კაცი ერ­თნა­ი­რი მე­გო­ნა, ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს უკვე ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი და მო­მავ­ლის შე­მე­შინ­და... ამა­სო­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე. ის მე­ზობ­ლის სახ­ლში, სუფ­რას­თან გა­ვი­ცა­ნი. მე­გობ­რებ­მა შე­ა­გუ­ლი­ა­ნეს, - ნახე, რა კარ­გი გო­გო­აო და მას მერე ვე­ღარ მო­ვი­შო­რე. არ ვიცი, მა­მას მას­ში რა მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ მირ­ჩია, ამ კა­ცის ცო­ლო­ბა­ზე უარი არ მეთ­ქვა. ისე მქონ­და მო­ბეზ­რე­ბუ­ლი ეს აკ­რძალ­ვე­ბი, ოჯა­ხუ­რი კა­მა­თი, რომ გა­დავ­წყვი­ტე, მა­მის ნე­ბას დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი და გავ­თხოვ­დი კი­დეც ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­საც არ ვიც­ნობ­დი. ჯერ ნიშ­ნო­ბა გვქონ­და, მე­ო­რე დი­ლას კი სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც სუფ­რა იყო გაშ­ლი­ლი. მა­ნამ­დე ვი­ცო­დი, რომ ის 29 წლის გახ­ლდათ (ნამ­დვი­ლად არ ეტყო­ბო­და ასა­კი), მაგ­რამ სუფ­რის თა­მა­დამ რა­ტომ­ღაც, მისი რე­ა­ლუ­რი ასა­კი თქვა და ამას ყური რომ მოვ­კა­რი, ჯერ და­ვი­ბე­ნი, მერე გა­პარ­ვა გა­დავ­წყვი­ტე.

- რე­ა­ლუ­რად რამ­დე­ნი წლის იყო?

- 37-ის, ანუ ჩემ­ზე 15 წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ... სუფ­რა დავ­ტო­ვე, ჩან­თა ავი­ღე და სახ­ლი­დან გა­ვე­დი... ჩემი ძმა და­მე­წია და მი­თხრა: "მერე, რას იტყვის ხალ­ხი?" ჰოდა, ეზო­ში შევ­ბრუნ­დი, კი­ბე­ზე დავ­ჯე­ქი და დავ­ფიქ­რდი: ოჯახ­მა ამ უცხო ადა­მი­ა­ნის­თვის გა­მი­მე­ტა და მარ­თლაც, რა აზრი აქვს უკან დაბ­რუ­ნე­ბას? იქ­ნებ სუ­ლაც არ არის ცუდი ადა­მი­ა­ნი და მის გვერ­დით ბედ­ნი­ე­რე­ბა მე­ღირ­სოს-მეთ­ქი?.. ჰოდა, დავ­რჩი.

- მე­უღ­ლემ შეძ­ლო, თქვენ­თვის თავი შე­ეყ­ვა­რე­ბი­ნა?

- მარ­თლა არ იყო ცუდი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მა­შინ კარ­გად "თა­მა­შობ­და". დე­დამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ახალ ოჯახ­ში თავი კარ­გად მეგ­რძნო... პირ­ვე­ლი შვი­ლი და­მე­ღუ­პა, ავად­მყო­ფი და­ი­ბა­და... მერე გაგ­ვიჩ­ნდა სხვა შვი­ლე­ბიც და ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ დიდი ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნა... შემ­დეგ მე­უღ­ლემ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა და "გა­ვი­ჭე­დეთ"!

- მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე ხა­სი­ა­თი ხომ არ და­უმ­ძიმ­და? სა­ერ­თო­დაც, რო­გო­რი მე­უღ­ლე იყო?

- იცით, რა, არ­სე­ბო­ბენ კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მუდ­მე­ბით ყვი­რი­ან, გთრგუ­ნა­ვენ და არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი სიმ­შვი­დით გკლა­ვენ. ის არ ჩხუ­ბობ­და, არ სვამ­და, არ ყვი­რო­და. ჰოდა, სხვე­ბის თვალ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე იყო, მაგ­რამ რო­გორც კი მარ­ტო ვრჩე­ბო­დით, იც­ვლე­ბო­და. მას მერე, რაც ჩემ გვერ­დით აღარ არის, მივ­ხვდი, თურ­მე რო­გო­რი მხი­ა­რუ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი ვყო­ფილ­ვარ.

- თუ არ ყვი­რო­და, არ ჩხუ­ბობ­და, ხა­სი­ა­თი რამ გა­გი­ფუ­ჭათ?

- ვინ­მე კომ­პლი­მენტს თუ მე­ტყო­და, ვთქვათ, - რა გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლი მო­გიმ­ზა­დე­ბი­აო, ცდი­ლობ­და, ჩემი შრო­მა წყალ­ში ჩა­ე­ყა­რა. ამ­ბობ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ქა­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა იყო... ცხა­დია, ეს ჩემ­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებ­და. აღი­ზი­ა­ნებ­და, როცა მა­ქებ­დნენ. მოკ­ლედ, ის ჩემ­თვის არც წყა­ლი იყო და არც - ღვი­ნო.

- რო­დის გა­და­წყდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან უნდა წა­სუ­ლი­ყო?

- სეს­ხი ავი­ღეთ, რომ მა­ღა­ზია გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ "ნი­სი­ებ­მა" და არა­ნორ­მა­ლურ­მა სტუმ­რი­ა­ნო­ბამ ბოლო მოგ­ვი­ღო, ვა­ლებს ვე­ღარ ვის­ტუმ­რებ­დით. გა­და­წყდა, რომ ათენ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო. უკვე 13 წე­ლია, იქ არის. ათენ­ში მისი ძმა ცხოვ­რობ­და და წას­ვლა თუ და­საქ­მე­ბა ამი­ტო­მაც არ გას­ჭირ­ვე­ბია.

- გა­საკ­ვი­რია, სხვა კა­ცე­ბის მსგავ­სად, სა­მუ­შა­ოდ თქვენ რომ არ გა­გიშ­ვათ.

- მერე, ჩემს პა­ტა­რებს ვინ და­ი­ტო­ვებ­და? ცოტა დი­დე­ბი რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, შე­იძ­ლე­ბო­და, მეც წავ­სუ­ლი­ყა­ვი... თუმ­ცა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ოჯა­ხი­დან სა­ზღვარ­გა­რეთ ქალი მი­დის თუ კაცი. ტყუ­ი­ლი ილუ­ზი­აა, რომ წლე­ბის შემ­დეგ ცოლ-ქმა­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

- თქვენს შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მე­ბი მისი წას­ვლი­დან რამ­დენ ხან­ში გაჩ­ნდა?

- 3 წლის მერე მივ­ხვდი, რომ ქმარს ვკარ­გავ­დი... მა­ნამ­დე ვა­ლე­ბი გა­და­ვი­ხა­დეთ, ბინა გა­ვა­ლა­მა­ზეთ. მერე ვუ­თხა­რი: ვი­ნა­ი­დან ვალი აღარ გვაქვს, დაბ­რუნ­დი, საჭ­მლის ფულს აქაც იშო­ვი-მეთ­ქი. მე­გო­ნა, ჩემი სი­ტყვე­ბი გა­ა­ხა­რებ­და, მან კი მი­პა­სუ­ხა: აუ, მანდ რა გა­ვა­კე­თოო? მა­ნამ­დე ტე­ლე­ფონს თუ "გვი­ფეთ­ქებ­და" და ჩვენს ამ­ბავს ხშირ-ხში­რად იგებ­და, მერე თით­ქოს დაგ­ვი­ვი­წყა... მისი შინ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უა­რის მი­ზე­ზი რომ არ და­ი­ლია, შვი­ლე­ბი მა­მი­დაშ­ვილს და მის ცოლს და­ვუ­ტო­ვე, თა­ვად კი ათენ­ში წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. როცა გა­ი­გო, მას­თან ჩას­ვლა მინ­დო­და, მი­თხრა: რა პრობ­ლე­მაა, ჩა­მო­დიო. ეგო­ნა, ბავ­შვებს ვერ მი­ვა­ტო­ვებ­დი, მაგ­რამ შეც­და. ათენ­ში კოშ­მა­რუ­ლი 10 თვე გა­ვა­ტა­რე.

- ვიდ­რე ამ კოშ­მარ­ზე მო­მიყ­ვე­ბით, მინ­და გკი­თხოთ: ამ­ბობ­დით, როცა გვერ­დით მყავ­და, მას­თან ყოფ­ნა მი­ჭირ­და, სი­ცი­ლიც და­მა­ვი­წყდა, სა­კუ­თა­რი მე დავ­კარ­გეო, მაგ­რამ როცა თქვენ­გან შორს იყო, უკვე მისი და­კარ­გვის შე­გე­შინ­დათ. ასეა?

- კი, ასეა. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მას­თან და­შო­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ მინ­დო­და.

- აღი­ა­რეთ, რომ შე­გიყ­ვარ­დათ...

- სიყ­ვა­რულ­ზე მე­ტად, ეს შეჩ­ვე­ვა იყო. თან, ცხოვ­რე­ბის შეც­ვლა მა­ში­ნებ­და... ვიდ­რე ათენ­ში წა­ვი­დო­დი, მისი სუ­რა­თი ვნა­ხე, სა­დაც ვი­ღაც ქალ­თან ერ­თად იყო აღ­ბეჭ­დი­ლი. ჩემი მული ბერ­ძენ­ზე გა­თხოვ­და და მისი ნიშ­ნო­ბის სუ­რა­თებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, როცა ეს კად­რი ვნა­ხე. და­ვი­წყე გა­მო­კი­თხვა: ვინ არის-მეთ­ქი? მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, იმ ბი­ნის "ხა­ზე­ი­კაა", სა­დაც შენი ქმა­რი ცხოვ­რობს, შენ კი რა­ღაც მო­გე­ლან­დაო. მაგ­რამ ცოლი ყო­ველ­თვის გრძნობს, კაცი რო­დის ატყუ­ებს. თა­ნაც, რო­დის იყო, "ხა­ზე­ი­კე­ბი" ნიშ­ნო­ბებ­ზე დაჰ­ყავ­დათ?!

- რა მოხ­და მას მერე, რაც ათენ­ში ჩახ­ვე­დით?

- შვი­ლე­ბი ისეთ ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­ტო­ვე, რომ­ლე­ბიც მათ არა­ფერს მო­აკ­ლებ­დნენ... იქ ჩას­ვლის პირ­ველ­სა­ვე დღეს მივ­ხვდი, რომ ტყუ­ი­ლად ვიწ­ვა­ლე - ამ წე­რილს ემიგ­რან­ტე­ბი თუ Uწა­ი­კი­თხა­ვენ, მიხ­ვდე­ბი­ან, რა­საც ვგუ­ლის­ხმობ.

- იმე­დია, მე­უღ­ლე სად­გურ­ზე დაგ­ხვდათ...

- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არ დამ­ხვდა! მერე ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლის ტე­ლე­ფო­ნით ვუ­რე­კავ­დი, მაგ­რამ მო­ბი­ლუ­რი გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და. სხვა გზა რომ არ მქონ­და, რძალს და­ვუ­კავ­შირ­დი. არ ვიცი, რო­გორ, მაგ­რამ ის ჩემს მე­უღ­ლეს და­უ­კავ­შირ­და და შე­ახ­სე­ნა, რომ ვე­ლო­დე­ბო­დი. მო­ვი­და და წა­მიყ­ვა­ნა ნა­ქი­რა­ვებ, ვიწ­რო "პად­ვალ­ში". არა­და, ხომ ვი­ცო­დი, რომ თვი­თონ ნორ­მა­ლურ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და? რომ ვკი­თხე, აქ რა­ტომ მო­მიყ­ვა­ნე-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა: იქ ბევ­რნი ვცხოვ­რობთ და ვერ წა­გიყ­ვან­დიო. მერე, - და­ი­ძი­ნე, დაღ­ლი­ლი იქ­ნე­ბიო, - და წა­ვი­და... გვი­ან მო­ვი­და. მე­ო­რე დი­ლით, ქალს, რო­მელ­მაც არც ენა ვი­ცო­დი და არც - გზე­ბი, შე­მომ­თა­ვა­ზა: სა­ა­გენ­ტო­ში წა­გიყ­ვან, იქ­ნებ სამ­სა­ხუ­რი იშო­ვო. იქ რომ მი­გიყ­ვან, სამ­სა­ხურ­ში მერე წა­ვალ. შენ კი სა­ა­გენ­ტოს ხალ­ხი მოგ­ხე­დავ­სო. ეს იყო კოშ­მა­რის და­სა­წყი­სი! მე­უღ­ლემ ტე­ლე­ფო­ნი მომ­ცა, რომ­ლი­თაც შე­მეძ­ლო, მე­სარ­გებ­ლა. სას­წრა­ფოდ დავ­რე­კე მაზლთან, - მოდი-მეთ­ქი. პირ­ვე­ლი სი­ტყვა, რაც მი­თხრა, იყო: "რა­ტომ ჩა­მოხ­ვე­დი?" მერე დას­ძი­ნა: მე ვერ ჩა­ვე­რე­ვი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. თქვე­ნი საქ­მი­სა თა­ვად იცი­თო... მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მუ­ლის­შვილს, რო­მელ­მაც არ მი­მა­ტო­ვა და ბო­ლომ­დე მი­პატ­რო­ნა.

- ქმარს სა­ა­გენ­ტო­ში წაჰ­ყე­ვით თუ არა?

- არა, არ გავ­ყე­ვი. ათენ­ში ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი მყავს და ყვე­ლას და­ვუ­რე­კე, მიშ­ვე­ლეთ-მეთ­ქი. ჩემი ქმა­რი იშ­ვი­ა­თად მო­დი­ო­და, არც თა­ვი­სი ტან­საც­მე­ლი მო­ი­ტა­ნა. როცა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოვ­თხო­ვე, ჩემ გვერ­დით იყა­ვი-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა: მე ვმუ­შა­ობ, შენ კი რას აკე­თებ? იცო­დე, შენ­თვის არ მცა­ლი­აო... სა­ღა­მო­თი შინ დაბ­რუ­ნე­ბულს, ვი­ღაც ურე­კავ­და ხოლ­მე და ამის გამო ის­ტე­რი­კა მე­მარ­თე­ბო­და, სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი. ვხე­დავ­დი, ქმარს ვკარ­გავ­დი, ფუ­ლიც არ მქონ­და უცხო ქვე­ყა­ნა­ში მყოფს და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ ლა­მის გა­მა­გი­ჟა. როცა ერთი თვე გა­ვი­და, გა­მო­მი­ცხა­და: ეს ოთა­ხი უნდა დავ­ცა­ლო­თო. - მერე, მე სად წა­ვი­დე-მეთ­ქი? - არ­სე­ბობს სას­ტუმ­რო­ე­ბი, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ქალი ერ­თად იქ­ნე­ბით, თან იმუ­შა­ვებ და ფულს იშო­ვი. მე კი კუნ­ძულ­ზე მი­წევს წას­ვლა და შენ გვერ­დით ვერ ვიქ­ნე­ბიო... მუ­ლის­შვილს და­ვუ­რე­კე და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე. მან თა­ვის ბი­ნა­ში წა­მიყ­ვა­ნა. მერე სა­მუ­შა­ოს ძებ­ნა და­ვი­წყე, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად ფული შე­მეგ­რო­ვე­ბი­ნა. ამ საქ­მე­ში მაზ­ლის ცოლი და­მეხ­მა­რა: მო­ძებ­ნა ბებო, რო­მელ­საც მოვ­ლა სჭირ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ქალი იყო, სა­ოც­რად მი­ვეჩ­ვიე, მაგ­რამ მე ხომ ათენ­ში ქმარ­თან ჩა­ვე­დი და არა - ბე­ბოს მო­სავ­ლე­ლად?!

- მე­უღ­ლე ყუ­რა­დღე­ბას სა­ერ­თოდ არ გაქ­ცევ­დათ? როცა ბი­ნა­ში იყა­ვით, თქვენ­თვის საჭ­მე­ლი მა­ინც თუ მოჰ­ქონ­და?

- არა, რას მივ­ლი­და? რამ­დე­ნი­მე დღე ცდი­ლობ­და, ხში­რად მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ მერე 2 კვი­რა­ში ერთხელ თუ მო­ვი­დო­და... იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად, მისი ბე­ბე­რი საყ­ვარ­ლის ხმა მა­გი­ჟებ­და. არ ვიცი, რო­გორ, მაგ­რამ ჩემი ნო­მე­რი გა­ი­გო და მი­რე­კავ­და: ჩვენ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს და შენ­თვის­ვე აჯო­ბებს, სა­ნამ ახალ­გაზ­რდა ხარ, შენი შე­სა­ფე­რი­სი კაცი იპო­ვოო... რომ არ გავ­გი­ჟე­ბუ­ლი­ყა­ვი, ტე­ლე­ფო­ნი სა­ერ­თოდ გავ­თი­შე... ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს ანუ 10 თვის შემ­დეგ ავი­ღე ჩემი ნივ­თე­ბი და ვიდ­რე ავ­ტო­ბუს­ში ჩავ­ჯდე­ბო­დი, მე­უღ­ლეს და­ვუ­რე­კე: მივ­დი­ვარ-მეთ­ქი. - კარ­გი, წა­დიო...

- რო­გორ ფიქ­რობთ, თქვენს ქმარს ის ქალი მარ­თლა უყ­ვარ­და თუ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში აცხოვ­რებ­და და ამის დათ­მო­ბა არ სურ­და?

- არ ვიცი. ალ­ბათ უკვე და­ბე­რე­ბულს წყნა­რად ცხოვ­რე­ბა მო­უნ­და. მას და იმ ქალს ხომ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე უწევთ ზრუნ­ვა, არც შვი­ლე­ბი აწუ­ხებთ და არც სხვა ვინ­მე... სა­ქარ­თვე­ლო­ში 8 აგ­ვის­ტოს, დი­ლას შე­მო­ვე­დი. ჩემ თვალ­წინ და­ი­ბომ­ბა გორი. მა­მამ ჩემი ამ­ბა­ვი რომ შე­ი­ტყო, ღრი­ა­ლით მო­ვი­და და ბო­დიშს მიხ­დი­და. სამ­წუ­ხა­როდ, გვი­ა­ნი იყო. მის­მა ბო­დი­შებ­მა ჩემი ცხოვ­რე­ბა ვერ შეც­ვა­ლა!

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი მა­მა­ზე, მის საქ­ცი­ელ­ზე რას ამ­ბო­ბენ?

- ბავ­შვე­ბი მი­ეჩ­ვივ­ნენ იმ ფაქტს, რომ არ ჰყავთ მამა... სხვა­თა შო­რის, ერთხელ რა­ღაც სთხო­ვეს, მან კი სა­კუ­თარ სის­ხლსა და ხორცს უთხრა: თქვენ გამო ვერ ვი­ყა­ჩა­ღებ. ფული არ მაქვს. რო­გორც გინ­დათ, ისე იცხოვ­რეთ და გა­ი­ტა­ნეთ თა­ვიო. არა­და, მარ­თლა აღარ ვიცი, რო­გორ და­ვაღ­წიო თავი ჩი­ხი­დან, რო­მელ­შიც უნე­ბუ­რად აღ­მოვ­ჩნდი. ბავ­შვე­ბი იზ­რდე­ბი­ან, ვალს ვალი ემა­ტე­ბა, მე კი მათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ვერ ვა­ხერ­ხებ.

- არ მუ­შა­ობთ? თა­ვა­დაც სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა­ზე ხომ არ ფიქ­რობთ, რათა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მო­აგ­ვა­როთ?

- ჯერ ჩემს შვი­ლებს ვჭირ­დე­ბი. ისეთ ასაკ­ში არი­ან, მათი მარ­ტო და­ტო­ვე­ბა არ ივარ­გებს. ცო­ტა­საც უნდა გა­ვუძ­ლო და მერე იქ­ნებ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც გა­მოჩ­ნდეს ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი.

- ხში­რად ასა­კით უფ­როს ქმრებს ქა­ლე­ბი ტო­ვე­ბენ, თქვენს შემ­თხვე­ვა­ში კი პი­რი­ქით მოხ­და. რო­გორ ფიქ­რობთ, შეც­დო­მა რო­დის ან სად და­უშ­ვით?

- ვფიქ­რობ, შეც­დო­მაა მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა. მაგ­რამ ძა­ლას მმა­ტე­ბენ შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მერ­წმუ­ნეთ, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან.

- რო­გორც მი­თხა­რით, ამ ყვე­ლაფ­რის ჩემ­თვის მო­ყო­ლა ემიგ­რან­ტე­ბის ცო­ლე­ბი­სა თუ ქმრე­ბის გა­საფრ­თხი­ლებ­ლად გა­და­წყვი­ტეთ. რას ეტყვით ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკი­თხველს?

- მინ­და, ყვე­ლა ემიგ­რანტს ვუ­თხრა: და­უბ­რუნ­დით სა­კუ­თარ ოჯ­ახებს მა­ნამ, ვიდ­რე არ და­გი­კარ­გავთ ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლამ­დე გქონ­დათ; მი­ხე­დეთ უთ­ქვე­ნოდ გაზ­რდილ შვი­ლებს, უთ­ქვე­ნოდ და­მარ­ხუ­ლი მშობ­ლე­ბის საფ­ლა­ვებს. იცო­დეთ, ფუ­ლით ყვე­ლა­ფე­რი არ იყი­დე­ბა. ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ნუ გა­და­იქ­ცე­ვით ფუ­ლის მან­ქა­ნე­ბად; თუ უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა ნა­ხეთ და მე­უღ­ლის მი­ტო­ვე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, ის ღირ­სე­უ­ლად მა­ინც მი­ა­ტო­ვეთ, რომ მო­გო­ნე­ბებ­ში მა­ინც არ გრძნობ­დეს თქვენ მი­მართ სი­ძულ­ვილს.

P.S. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ, ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უ­ტყდეთ, ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვწე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე:

lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ქართველი ქალის კოშმარული 10 თვე ათენში

ქართველი ქალის კოშმარული 10 თვე ათენში

"მე ემიგრანტის ცოლი ვარ. ქმრის გაუგონარმა უდიერობამ დიდ პრობლემებს გადამკიდა. მინდა, ჩემს ცხოვრებაზე გიამბოთ. იქნებ შევძლო და დავაფიქრო ემიგრანტები, მათი ცოლები თუ ქმრები, რათა ისეთივე სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ, როგორი კოშმარიც მე გამოვიარე", - ეს წერილი უკვე ზრდასრულ ქალბატონს ეკუთვნის, რომელიც ემიგრანტის ცოლად გამეცნო, ნამდვილი სახელის გამჟღავნება კი მხოლოდ შვილების გამო არ მოისურვა. ქალბატონმა იმედი გამოთქვა, რომ ამ წერილს მისი უმადური მეუღლეც წაიკითხავს და დაფიქრდება საკუთარ საქციელზე, რომლითაც არა მარტო მეუღლეს, არამედ შვილებსაც დიდი ტკივილი მიაყენა.

- ბევრჯერ გამიჩნდა სურვილი, თქვენთვის მომეწერა, მაგრამ თავს ვიკავებდი. რატომ? - ვფიქრობდი, რას იტყვის ხალხი? არადა, ეს სამი სიტყვა ძალიან არ მიყვარს, რადგან მთელი ცხოვრება ამის გათვალისწინება მიწევდა და ამიტომაც მექცა ცხოვრება ტკივილად... გავიზარდე ტრადიციულ ქართულ ოჯახში, სადაც მამას სიტყვა იყო გადამწყვეტი. ის საოცრად მკაცრი კაცი გახლდათ, მე კი ჯიუტი ვიყავი. სულ მეუბნებოდნენ, რომ აზრებით დროს ვუსწრებდი და ამიტომაც ვერ ვეგუებოდი მამას "აზიატობას", მის მოსაზრებებს ჩაცმულობასთან, სწავლასთან დაკავშირებით. ვამბობდი, რომ მშობლები შვილებს უნდა ენდობოდნენ, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება-მეთქი და ა.შ. სამაგიეროდ, დედა იყო ის ადამიანი, რომელიც ჩემს გაგებას ცდილობდა. ყველგან მიშვებდა, ოღონდ - მამისგან მალულად.

- ალბათ ეშინოდა, შეცდომა არ დაგეშვათ. ამის მიზეზი ხომ არ ჰქონდა?

- მისთვის საამისოდ საბაბი არასდროს მიმიცია. თანაც, ვფიქრობ: თუ შვილს კარგად იცნობ, არ უნდა გქონდეს იმის შიში, რომ ის რაღაცას დააშავებს. მე მყავს 17-18 წლის შვილები. მათ ვენდობი, მაგრამ ვამოწმებ კიდეც, ოღონდ ისე, რომ ამით თავმოყვარეობა არ შეელახოთ... თქვენის ნებართვით, ისევ ჩემს ცხოვრებას დავუბრუნდები: მყავდა შეყვარებული, რომელთან ურთიერთობის დასრულება მამის ახირების გამო მომიხდა.

მამას წინააღმდეგობა იცით, რატომ ვერ გავუწიე? მან მითხრა: იცოდე, თუ ურთიერთობა არ გამოგივათ, მერე ჩემთან ვეღარ დაბრუნდებიო! ეს ჩემთვის მძიმე მოსასმენი იყო...

- ეტყობა, რჩეულის სიყვარულში დარწმუნებული არ იყავით...

- მართალი ხარ. მამას გამო, ყველა კაცი ერთნაირი მეგონა, ყველას და ყველაფერს უკვე ეჭვის თვალით ვუყურებდი და მომავლის შემეშინდა... ამასობაში გამოჩნდა ჩემი მომავალი მეუღლე. ის მეზობლის სახლში, სუფრასთან გავიცანი. მეგობრებმა შეაგულიანეს, - ნახე, რა კარგი გოგოაო და მას მერე ვეღარ მოვიშორე. არ ვიცი, მამას მასში რა მოეწონა, მაგრამ მირჩია, ამ კაცის ცოლობაზე უარი არ მეთქვა. ისე მქონდა მობეზრებული ეს აკრძალვები, ოჯახური კამათი, რომ გადავწყვიტე, მამის ნებას დავმორჩილებოდი და გავთხოვდი კიდეც ადამიანზე, რომელსაც არ ვიცნობდი. ჯერ ნიშნობა გვქონდა, მეორე დილას კი სახლში წამიყვანა, სადაც სუფრა იყო გაშლილი. მანამდე ვიცოდი, რომ ის 29 წლის გახლდათ (ნამდვილად არ ეტყობოდა ასაკი), მაგრამ სუფრის თამადამ რატომღაც, მისი რეალური ასაკი თქვა და ამას ყური რომ მოვკარი, ჯერ დავიბენი, მერე გაპარვა გადავწყვიტე.

- რეალურად რამდენი წლის იყო?

- 37-ის, ანუ ჩემზე 15 წლით უფროსი გახლდათ... სუფრა დავტოვე, ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი... ჩემი ძმა დამეწია და მითხრა: "მერე, რას იტყვის ხალხი?" ჰოდა, ეზოში შევბრუნდი, კიბეზე დავჯექი და დავფიქრდი: ოჯახმა ამ უცხო ადამიანისთვის გამიმეტა და მართლაც, რა აზრი აქვს უკან დაბრუნებას? იქნებ სულაც არ არის ცუდი ადამიანი და მის გვერდით ბედნიერება მეღირსოს-მეთქი?.. ჰოდა, დავრჩი.

- მეუღლემ შეძლო, თქვენთვის თავი შეეყვარებინა?

- მართლა არ იყო ცუდი ხასიათის ადამიანი, ყოველ შემთხვევაში, მაშინ კარგად "თამაშობდა". დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახალ ოჯახში თავი კარგად მეგრძნო... პირველი შვილი დამეღუპა, ავადმყოფი დაიბადა... მერე გაგვიჩნდა სხვა შვილებიც და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ დედის გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მომაყენა... შემდეგ მეუღლემ სამსახური დაკარგა და "გავიჭედეთ"!

- მატერიალური პრობლემების ფონზე ხასიათი ხომ არ დაუმძიმდა? საერთოდაც, როგორი მეუღლე იყო?

- იცით, რა, არსებობენ კაცები, რომლებიც გამუდმებით ყვირიან, გთრგუნავენ და არსებობენ ისეთებიც, რომლებიც საკუთარი სიმშვიდით გკლავენ. ის არ ჩხუბობდა, არ სვამდა, არ ყვიროდა. ჰოდა, სხვების თვალში არაჩვეულებრივი მეუღლე იყო, მაგრამ როგორც კი მარტო ვრჩებოდით, იცვლებოდა. მას მერე, რაც ჩემ გვერდით აღარ არის, მივხვდი, თურმე როგორი მხიარული და ხალისიანი ვყოფილვარ.

- თუ არ ყვიროდა, არ ჩხუბობდა, ხასიათი რამ გაგიფუჭათ?

- ვინმე კომპლიმენტს თუ მეტყოდა, ვთქვათ, - რა გემრიელი სადილი მოგიმზადებიაო, ცდილობდა, ჩემი შრომა წყალში ჩაეყარა. ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ქალის მოვალეობა იყო... ცხადია, ეს ჩემზე ცუდად მოქმედებდა. აღიზიანებდა, როცა მაქებდნენ. მოკლედ, ის ჩემთვის არც წყალი იყო და არც - ღვინო.

- როდის გადაწყდა, რომ საქართველოდან უნდა წასულიყო?

- სესხი ავიღეთ, რომ მაღაზია გაგვეკეთებინა, მაგრამ "ნისიებმა" და არანორმალურმა სტუმრიანობამ ბოლო მოგვიღო, ვალებს ვეღარ ვისტუმრებდით. გადაწყდა, რომ ათენში უნდა წასულიყო. უკვე 13 წელია, იქ არის. ათენში მისი ძმა ცხოვრობდა და წასვლა თუ დასაქმება ამიტომაც არ გასჭირვებია.

- გასაკვირია, სხვა კაცების მსგავსად, სამუშაოდ თქვენ რომ არ გაგიშვათ.

- მერე, ჩემს პატარებს ვინ დაიტოვებდა? ცოტა დიდები რომ ყოფილიყვნენ, შეიძლებოდა, მეც წავსულიყავი... თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახიდან საზღვარგარეთ ქალი მიდის თუ კაცი. ტყუილი ილუზიაა, რომ წლების შემდეგ ცოლ-ქმარი თანაცხოვრებას გააგრძელებს.

- თქვენს შემთხვევაში პრობლემები მისი წასვლიდან რამდენ ხანში გაჩნდა?

- 3 წლის მერე მივხვდი, რომ ქმარს ვკარგავდი... მანამდე ვალები გადავიხადეთ, ბინა გავალამაზეთ. მერე ვუთხარი: ვინაიდან ვალი აღარ გვაქვს, დაბრუნდი, საჭმლის ფულს აქაც იშოვი-მეთქი. მეგონა, ჩემი სიტყვები გაახარებდა, მან კი მიპასუხა: აუ, მანდ რა გავაკეთოო? მანამდე ტელეფონს თუ "გვიფეთქებდა" და ჩვენს ამბავს ხშირ-ხშირად იგებდა, მერე თითქოს დაგვივიწყა... მისი შინ დაბრუნებაზე უარის მიზეზი რომ არ დაილია, შვილები მამიდაშვილს და მის ცოლს დავუტოვე, თავად კი ათენში წასვლა გადავწყვიტე. როცა გაიგო, მასთან ჩასვლა მინდოდა, მითხრა: რა პრობლემაა, ჩამოდიო. ეგონა, ბავშვებს ვერ მივატოვებდი, მაგრამ შეცდა. ათენში კოშმარული 10 თვე გავატარე.

- ვიდრე ამ კოშმარზე მომიყვებით, მინდა გკითხოთ: ამბობდით, როცა გვერდით მყავდა, მასთან ყოფნა მიჭირდა, სიცილიც დამავიწყდა, საკუთარი მე დავკარგეო, მაგრამ როცა თქვენგან შორს იყო, უკვე მისი დაკარგვის შეგეშინდათ. ასეა?

- კი, ასეა. მიუხედავად ყველაფრისა, მასთან დაშორება ნამდვილად არ მინდოდა.

- აღიარეთ, რომ შეგიყვარდათ...

- სიყვარულზე მეტად, ეს შეჩვევა იყო. თან, ცხოვრების შეცვლა მაშინებდა... ვიდრე ათენში წავიდოდი, მისი სურათი ვნახე, სადაც ვიღაც ქალთან ერთად იყო აღბეჭდილი. ჩემი მული ბერძენზე გათხოვდა და მისი ნიშნობის სურათებს ვათვალიერებდი, როცა ეს კადრი ვნახე. დავიწყე გამოკითხვა: ვინ არის-მეთქი? მეუბნებოდნენ, იმ ბინის "ხაზეიკაა", სადაც შენი ქმარი ცხოვრობს, შენ კი რაღაც მოგელანდაო. მაგრამ ცოლი ყოველთვის გრძნობს, კაცი როდის ატყუებს. თანაც, როდის იყო, "ხაზეიკები" ნიშნობებზე დაჰყავდათ?!

- რა მოხდა მას მერე, რაც ათენში ჩახვედით?

- შვილები ისეთ ადამიანებს დავუტოვე, რომლებიც მათ არაფერს მოაკლებდნენ... იქ ჩასვლის პირველსავე დღეს მივხვდი, რომ ტყუილად ვიწვალე - ამ წერილს ემიგრანტები თუ Uწაიკითხავენ, მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ.

- იმედია, მეუღლე სადგურზე დაგხვდათ...

- თქვენ წარმოიდგინეთ, არ დამხვდა! მერე ავტობუსის მძღოლის ტელეფონით ვურეკავდი, მაგრამ მობილური გათიშული ჰქონდა. სხვა გზა რომ არ მქონდა, რძალს დავუკავშირდი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ის ჩემს მეუღლეს დაუკავშირდა და შეახსენა, რომ ველოდებოდი. მოვიდა და წამიყვანა ნაქირავებ, ვიწრო "პადვალში". არადა, ხომ ვიცოდი, რომ თვითონ ნორმალურ ბინაში ცხოვრობდა? რომ ვკითხე, აქ რატომ მომიყვანე-მეთქი? მიპასუხა: იქ ბევრნი ვცხოვრობთ და ვერ წაგიყვანდიო. მერე, - დაიძინე, დაღლილი იქნებიო, - და წავიდა... გვიან მოვიდა. მეორე დილით, ქალს, რომელმაც არც ენა ვიცოდი და არც - გზები, შემომთავაზა: სააგენტოში წაგიყვან, იქნებ სამსახური იშოვო. იქ რომ მიგიყვან, სამსახურში მერე წავალ. შენ კი სააგენტოს ხალხი მოგხედავსო. ეს იყო კოშმარის დასაწყისი! მეუღლემ ტელეფონი მომცა, რომლითაც შემეძლო, მესარგებლა. სასწრაფოდ დავრეკე მაზლთან, - მოდი-მეთქი. პირველი სიტყვა, რაც მითხრა, იყო: "რატომ ჩამოხვედი?" მერე დასძინა: მე ვერ ჩავერევი თქვენს ცხოვრებაში. თქვენი საქმისა თავად იცითო... მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მულისშვილს, რომელმაც არ მიმატოვა და ბოლომდე მიპატრონა.

- ქმარს სააგენტოში წაჰყევით თუ არა?

- არა, არ გავყევი. ათენში ბევრი ახლობელი მყავს და ყველას დავურეკე, მიშველეთ-მეთქი. ჩემი ქმარი იშვიათად მოდიოდა, არც თავისი ტანსაცმელი მოიტანა. როცა კატეგორიულად მოვთხოვე, ჩემ გვერდით იყავი-მეთქი, მიპასუხა: მე ვმუშაობ, შენ კი რას აკეთებ? იცოდე, შენთვის არ მცალიაო... საღამოთი შინ დაბრუნებულს, ვიღაც ურეკავდა ხოლმე და ამის გამო ისტერიკა მემართებოდა, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. ვხედავდი, ქმარს ვკარგავდი, ფულიც არ მქონდა უცხო ქვეყანაში მყოფს და სასოწარკვეთილებამ ლამის გამაგიჟა. როცა ერთი თვე გავიდა, გამომიცხადა: ეს ოთახი უნდა დავცალოთო. - მერე, მე სად წავიდე-მეთქი? - არსებობს სასტუმროები, სადაც რამდენიმე ქალი ერთად იქნებით, თან იმუშავებ და ფულს იშოვი. მე კი კუნძულზე მიწევს წასვლა და შენ გვერდით ვერ ვიქნებიო... მულისშვილს დავურეკე და დახმარება ვთხოვე. მან თავის ბინაში წამიყვანა. მერე სამუშაოს ძებნა დავიწყე, რათა საქართველოში დასაბრუნებლად ფული შემეგროვებინა. ამ საქმეში მაზლის ცოლი დამეხმარა: მოძებნა ბებო, რომელსაც მოვლა სჭირდებოდა. ძალიან საყვარელი ქალი იყო, საოცრად მივეჩვიე, მაგრამ მე ხომ ათენში ქმართან ჩავედი და არა - ბებოს მოსავლელად?!

- მეუღლე ყურადღებას საერთოდ არ გაქცევდათ? როცა ბინაში იყავით, თქვენთვის საჭმელი მაინც თუ მოჰქონდა?

- არა, რას მივლიდა? რამდენიმე დღე ცდილობდა, ხშირად მოსულიყო, მაგრამ მერე 2 კვირაში ერთხელ თუ მოვიდოდა... იქ ყოფნის პერიოდში ყველაზე მეტად, მისი ბებერი საყვარლის ხმა მაგიჟებდა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ჩემი ნომერი გაიგო და მირეკავდა: ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და შენთვისვე აჯობებს, სანამ ახალგაზრდა ხარ, შენი შესაფერისი კაცი იპოვოო... რომ არ გავგიჟებულიყავი, ტელეფონი საერთოდ გავთიშე... ზაფხულის ბოლოს ანუ 10 თვის შემდეგ ავიღე ჩემი ნივთები და ვიდრე ავტობუსში ჩავჯდებოდი, მეუღლეს დავურეკე: მივდივარ-მეთქი. - კარგი, წადიო...

- როგორ ფიქრობთ, თქვენს ქმარს ის ქალი მართლა უყვარდა თუ ფუფუნებაში აცხოვრებდა და ამის დათმობა არ სურდა?

- არ ვიცი. ალბათ უკვე დაბერებულს წყნარად ცხოვრება მოუნდა. მას და იმ ქალს ხომ მხოლოდ საკუთარ თავზე უწევთ ზრუნვა, არც შვილები აწუხებთ და არც სხვა ვინმე... საქართველოში 8 აგვისტოს, დილას შემოვედი. ჩემ თვალწინ დაიბომბა გორი. მამამ ჩემი ამბავი რომ შეიტყო, ღრიალით მოვიდა და ბოდიშს მიხდიდა. სამწუხაროდ, გვიანი იყო. მისმა ბოდიშებმა ჩემი ცხოვრება ვერ შეცვალა!

- თქვენი შვილები მამაზე, მის საქციელზე რას ამბობენ?

- ბავშვები მიეჩვივნენ იმ ფაქტს, რომ არ ჰყავთ მამა... სხვათა შორის, ერთხელ რაღაც სთხოვეს, მან კი საკუთარ სისხლსა და ხორცს უთხრა: თქვენ გამო ვერ ვიყაჩაღებ. ფული არ მაქვს. როგორც გინდათ, ისე იცხოვრეთ და გაიტანეთ თავიო. არადა, მართლა აღარ ვიცი, როგორ დავაღწიო თავი ჩიხიდან, რომელშიც უნებურად აღმოვჩნდი. ბავშვები იზრდებიან, ვალს ვალი ემატება, მე კი მათ მატერიალურად უზრუნველყოფას ვერ ვახერხებ.

- არ მუშაობთ? თავადაც საზღვარგარეთ წასვლაზე ხომ არ ფიქრობთ, რათა მატერიალური პრობლემები მოაგვაროთ?

- ჯერ ჩემს შვილებს ვჭირდები. ისეთ ასაკში არიან, მათი მარტო დატოვება არ ივარგებს. ცოტასაც უნდა გავუძლო და მერე იქნებ, ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდეს ნათელი წერტილი.

- ხშირად ასაკით უფროს ქმრებს ქალები ტოვებენ, თქვენს შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. როგორ ფიქრობთ, შეცდომა როდის ან სად დაუშვით?

- ვფიქრობ, შეცდომაა მთელი ჩემი ცხოვრება. მაგრამ ძალას მმატებენ შვილები, რომლებიც მერწმუნეთ, ძალიან ჭკვიანები არიან.

- როგორც მითხარით, ამ ყველაფრის ჩემთვის მოყოლა ემიგრანტების ცოლებისა თუ ქმრების გასაფრთხილებლად გადაწყვიტეთ. რას ეტყვით ჩვენი ჟურნალის მკითხველს?

- მინდა, ყველა ემიგრანტს ვუ­თხრა: დაუბრუნდით საკუთარ ოჯ­ახებს მანამ, ვიდრე არ დაგიკარგავთ ყველაფერი ის, რაც საქართველოდან წასვლამდე გქონდათ; მიხედეთ უთქვენოდ გაზრდილ შვილებს, უთქვენოდ დამარხული მშობლების საფლავებს. იცოდეთ, ფულით ყველაფერი არ იყიდება. ახლობლებისთვის ნუ გადაიქცევით ფულის მანქანებად; თუ უკეთესი ცხოვრება ნახეთ და მეუღლის მიტოვების სურვილი გაგიჩნდებათ, ის ღირსეულად მაინც მიატოვეთ, რომ მოგონებებში მაინც არ გრძნობდეს თქვენ მიმართ სიძულვილს.

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტები! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ, ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ, ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე:

lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია