მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მაგალითი მისცეს მეუღლის მშობლებმა ლაშა ნოზაძეს
რა მაგალითი მისცეს მეუღლის მშობლებმა ლაშა ნოზაძეს

ჯგუ­ფის - "რე­გი­ო­ნი" მე­სა­მე ალ­ბო­მი მარ­ტში გა­მო­ვა. მას­ში 3 ძვე­ლი და 9 სრუ­ლი­ად ახა­ლი სიმ­ღე­რა იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი. ალ­ბომს "თა­ვი­სუ­ფა­ლი" ერ­ქმე­ვა. ჯგუ­ფის სო­ლის­ტის, ლაშა ნო­ზა­ძის თქმით: "ეს სი­ტყვა რომ გაყო, მიხ­ვდე­ბი - შენ­ში უფა­ლია. ჰოდა, მას თუ იპო­ვი და იგ­რძნობ, მიხ­ვდე­ბი, რო­გო­რი ად­ვი­ლია სი­ცი­ვე­ში გათ­ბე, სი­ცხე­ში გაგ­რილ­დე..."

- "რე­გი­ონს" ორი ალ­ბო­მი აქვს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი: პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში "გა­მო­ი­ცა", მე­ო­რე კი იყო I'm Georgian... 2013 წელს მსოფ­ლიო რეგი-ფეს­ტი­ვალ­ზე პო­ლო­ნეთ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ, სა­დაც იყ­ვნენ ბობ მარ­ლის შვი­ლე­ბი, შაგი. თავი სრულ­ყო­ფილ "ვარ­სკვლა­ვე­ბად" ვიგ­რძე­ნით. მივ­ხვდით, რომ თურ­მე, ისეთ მუ­სი­კას ვუკ­რავთ, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი, აღ­ქმა­დი და საგ­რძნო­ბია. ეს იმ­პულ­სუ­რი, სა­ხალ­ხო მუ­სი­კაა, გუ­ლის კარ­დი­ოგ­რა­მა­სა­ვით მი­დის. არ არ­სე­ბობს, ქუ­ჩა­ში იმ­ღე­რო და გამ­ვლე­ლი არ გა­ჩერ­დეს. ფეს­ტი­ვალ­ზე მივ­ხვდი - რეგი დე­და­მი­წის მუ­სი­კაა და მას შე­უძ­ლია, სათ­ქმე­ლი ტექ­სტის გა­რე­შე გა­გა­გე­ბი­ნოს.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ მა­ინ­ცდა­მა­ინც რეგი?

- ოზურ­გეთ­ში და­ვი­ბა­დე. ბობ მარ­ლის­თან მეშ­ვი­დე კლა­სი­დან "ვძმა­კა­ცობ". 2008 წლამ­დე სიმ­ღე­რებს ვწერ­დით, მაგ­რამ ისი­ნი მხო­ლოდ რა­დიო-ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ჟღერ­და, სცე­ნა­ზე არ ვუკ­რავ­დით. გახ­სოვთ ალ­ბათ, მა­შინ "ფო­ნოგ­რამ­ჩი­კე­ბის" პე­რი­ო­დი იყო. 19 წლის ვი­ყა­ვი, როცა ფო­ნოგ­რა­მა­ზე ვიმ­ღე­რე და სა­ში­ნე­ლი გან­ცდა და­მე­უფ­ლა, რად­გან მივ­ხვდი, ადა­მი­ა­ნებს ვა­ტყუ­ებ­და. ჰოდა, და­ვი­ფი­ცე, - ამას აღა­რა­სო­დეს გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი და ასეც მო­ვი­ქე­ცი. ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ჯგუ­ფი "33ა". ნი­აზს რომ მო­ვუს­მი­ნე, ხიბლში ჩავ­ვარ­დი. ვი­ფიქ­რე, რომ ცო­ცხლად სიმ­ღე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. მერე მე­გობ­რებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, ჯგუ­ფი შეგ­ვექ­მნა. თა­ვი­დან 11 ვი­ყა­ვით. შემ­დეგ მივ­ხვდით, რომ ამ­დე­ნი ინ­სტრუ­მენ­ტი ზედ­მე­ტი იყო და ჯობ­და, სი­მარ­ტი­ვე სიღ­რმე­ებ­ში გვე­პო­ვა... დღეს უკვე "რე­გი­ონს" ისე­თი შე­მად­გენ­ლო­ბა ჰყავს, რომ დე­და­მი­წის ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში, ნე­ბის­მი­ერ ენა­ზე მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს ჩვე­ნი სათ­ქმე­ლის გა­გე­ბას. კონ­ცერ­ტზე ერთ ინ­გლი­სურ და ერთ რუ­სულ სიმ­ღე­რას თუ შე­ვას­რუ­ლებთ, და­ნარ­ჩე­ნი აუ­ცი­ლებ­ლად, ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი უნდა იყოს. სა­ერ­თოდ, როკ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ პრო­ტეს­ტის გა­მომ­ხატ­ვე­ლია, რე­გის კი ღი­მი­ლი­სა და პო­ზი­ტი­ვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. ვფიქ­რობ, სწო­რედ რეგი გა­მო­ხა­ტავს პრო­ტესტს ყვე­ლა­ზე უკი­დუ­რე­სი და სწო­რი ფორ­მით - ძა­ლი­ან მშვი­დად, ყვი­რი­ლის, ცე­მის, სრო­ლის გა­რე­შე.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას ხე­დავთ?

- სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე ვე­რა­ფერს ვქმნი, არა­და, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მის რე­ა­ლი­ზე­ბა აქ თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. რა­ტომ­ღაც, ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ "რე­გი­ო­ნის" წევ­რე­ბი მი­ლი­ო­ნე­რე­ბი არი­ან (იცი­ნის). წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ სა­ზღვარ­გა­რეთ თუ არ წახ­ვე­დი, ფი­ზი­კუ­რად ვე­ღა­რა­ფერს შექ­მნი. მსგავ­სი გას­ვლე­ბით ადა­მი­ა­ნად გრძნობ თავს.

- გა­სა­გე­ბია, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გი­წევთ სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ ის ფაქ­ტი, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ქარ­თველ მსმე­ნელს არ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა შე­ა­ფა­სოს, მო­ტი­ვა­ცი­ას არ ამ­ცი­რებს?

- პირ­ვე­ლად აუ­ცი­ლებ­ლად, აქ ვუკ­რავთ და მერე გავ­დი­ვართ. ქარ­თვე­ლის­თვის დის­კის ჩუ­ქე­ბა დიდი პა­ტი­ვია, მაგ­რამ დის­კი რომ შექ­მნა, ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ზღვრებს მიღ­მა გახ­ვი­დე. ჩემი ოც­ნე­ბაა, კონ­ცერ­ტი რო­მე­ლი­მე პარკში გავ­მარ­თო, სა­დაც ხალ­ხი მშვი­დად ისე­ირ­ნებს და მუ­სი­კა­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­უს­მენს... ვფიქ­რობ, ხე­ლოვ­ნე­ბის პო­ლი­ტი­ზე­ბა არ უნდა ხდე­ბო­დეს. მუ­სი­კა ხომ თა­ვა­დაა პო­ლი­ტი­კა - მას შე­უძ­ლია და­ამ­შვი­დოს ან სა­ომ­რად გა­ნა­წყოს ადა­მი­ა­ნე­ბი.

- მუ­სი­კა­ლუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­დან არა­სო­დეს გა­და­გიხ­ვე­ვი­ათ?

- ჯგუ­ფის კომ­პო­ზი­ტო­რის - სოსო კა­პა­ნა­ძის წყა­ლო­ბით გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩარ­ჩო­ში არ ვი­ყოთ. ჩვენს მუ­სი­კა­ში გარ­კვე­უ­ლი დო­ზით არის: როკი, ჯაზი, ფოლ­კი; ზოგ­ჯერ თა­ნა­მედ­რო­ვე ჰიპ-ჰო­პის რით­მე­ბი ცო­ცხალ შეს­რუ­ლე­ბა­ში გად­მოგ­ვაქვს ანუ რა­საც დი­ჯე­ე­ბი აპა­რა­ტუ­რით აკე­თე­ბენ, ჩვენ ცო­ცხლად ვას­რუ­ლებთ.

- კი­ნო­რე­ჟი­სუ­რის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რეთ. ბოლო დროს ქარ­თუ­ლი კინო "ამოძ­რავ­და", ფილ­მებს იღე­ბენ... თქვენც ხომ არ გეგ­მავთ ამ სფე­რო­ში ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვას?

- როცა 2004 წელს უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მხო­ლოდ ქორ­წი­ლებს იღებ­დნენ. სხვა­დას­ხვა დროს, 2013 წლამ­დე, ბოლ­ნი­სი­სა და რუს­თა­ვის თე­ატ­რე­ბის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი. პა­რა­ლე­ლუ­რად, თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში ჩემი სპექ­ტაკ­ლი იდ­გმე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუს­თავ­ში თე­ატ­რი გავ­ხსე­ნით. მივ­ხვდი, რომ აზ­როვ­ნე­ბით კი­ნო­ში ვი­ყა­ვი - თე­ატ­რში კი­ნოს ვდგამ­დი და რაც მთა­ვა­რია, ეს ძა­ლი­ან მოს­წონ­და მა­ყუ­რე­ბელს. როცა ირ­გვლივ უამ­რა­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა იყო, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სპექ­ტაკ­ლე­ბი ანშლა­გით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კლა­სი­კურ თე­ატ­რებს ერთი რამ ახა­სი­ა­თებს: რე­პერ­ტუ­ა­რი თით­ქოს, ჩარ­ჩო­შია მოქ­ცე­უ­ლი; მა­ყუ­რე­ბელს სხვა რამ სურს, ისი­ნი კი სულ სხვა რა­მეს სთა­ვა­ზო­ბენ. "ღვაწლ­მო­სი­ლი" არ­ტის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ წე­სია ასე­თი და ამის გამო ჩა­მოვ­შორ­დი თე­ატრს... რაც შე­ე­ხე­ბა კი­ნოს: ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ეს საქ­მე წინ მი­დის. თუმ­ცა, მა­ინც მგო­ნია, რომ "ჩემი კი­ნოს" დრო ჯერ არ დამ­დგა­რა. მინ­და, ფილ­მი ბერი არ­სე­ნის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­ვი­ღო. მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით მხო­ლოდ მუ­სი­კას ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ეს არის ჩემი თე­ატ­რიც და კი­ნოც; მას­ში დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი ხა­ზიც არის და სი­უ­ჟე­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბაც. სიმ­ღე­რი­სას თვალს რომ ვხუ­ჭავ, ნამ­ღერს კად­რე­ბიც თან სდევს. მუ­სი­კა ჩემი შვი­ლია, კინო და თე­ატ­რი ჯერ შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან...

- თქვე­ნი მუ­სი­კა ბევრ ადა­მი­ანს მოს­წონს. უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც გიგ­რძნი­ათ?

- მუ­სი­კა­ში - არა­სო­დეს, თე­ატ­რში კი ძა­ლი­ან მძაფ­რად. ჯერ სპექ­ტაკ­ლი არ მქონ­და დად­გმუ­ლი, როცა ამ­ბობ­დნენ, - არ ვარ­გაო. ეს ღა­ლა­ტია! როცა ვმღე­რი, ვიცი, უფა­ლი ჩემ გვერ­დი­თაა და ჩემი პი­რა­დი წმინ­და­ნე­ბიც იქვე არი­ან. გნე­ბავთ, შა­მა­ნი და­მარ­ქვით, მაგ­რამ ვგრძნობ, რომ ასეა! ეს მხო­ლოდ საქ­მე არ არის ჩემ­თვის, სიმ­ღე­რა ჩემ­თვის ლოც­ვა­სა­ვი­თაა... ჩვენს ახალ ალ­ბომს "თა­ვი­სუ­ფა­ლი" ჰქვია. ეს სი­ტყვა რომ გაყო, მიხ­ვდე­ბი - შენ­ში უფა­ლი. ჰოდა, მერე იგ­რძნობ, რო­გო­რი ად­ვი­ლია სი­ცი­ვე­ში გათ­ბე, სი­ცხე­ში გაგ­რილ­დე...

- თე­ატრზე გულ­და­წყვე­ტი­ლი სა­­უბ­რობთ. რო­გორ ფიქ­რობთ, სპექ­ტაკ­ლებს აღა­რა­სო­დეს დად­გამთ?

- გა­დავ­წყვი­ტე, ისევ სა­კუ­თა­რი თე­ატ­რი გა­ვა­კე­თო. რო­ბი­კო სტუ­რუა რომ გიჟ­დე­ბა შენს დად­გმულ სპექ­ტაკლზე, მგო­ნი, უფ­ლე­ბა გაქვს, თე­ატ­რის სცე­ნას­თან შე­ხე­ბა გქონ­დეს...

- რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი მამა ხარ...

- მა­გა­რი ძიძა ვარ (იცი­ნის). უფ­რო­სი შვი­ლი - ნი­ნი­კო 12 წლის არის და ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­თან ცეკ­ვავს; პა­ტა­რა, ხა­ტია ჯერ მხო­ლოდ 2 წლი­საა. არ ლა­პა­რა­კობს, იცის მხო­ლოდ სი­ტყვა - "ზა­უ­რა" და ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს ასე ეძა­ხის. არა­და, ზა­უ­რა არა­ვინ გვყავს.

- უკვე 15 წე­ლია, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბით. თქვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა რთულ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. რო­გორ შე­ძე­ლით სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა?

- ჩემი მე­უღ­ლე მერ­ვე კლა­სი­დან მიყ­ვარს. რუს­თავ­ში ახალ­გაზ­რდუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი "ეარი" ტარ­დე­ბო­და. მე წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი, ის კი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე გა­მო­დი­ო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, - ამა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის მე­უღ­ლის ოჯახს. მარ­თლაც, რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, მაგ­რამ გვერ­დი­დან არ მოგ­ვშო­რე­ბი­ან. სა­ყო­ველ­თაო გა­ჭირ­ვე­ბის დროს დავ­ქორ­წინ­დით და ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. თა­მუ­ნას ოჯახ­მა მომ­ცა მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ უნდა ამო­უდ­გე შვილს მხარ­ში, როცა ის ოჯახს შექ­მნის.

- ცოტა არ იყოს რთუ­ლია ხე­ლო­ვა­ნი მე­უღ­ლის "ატა­ნა". რო­გორც ჩანს, თა­მუ­ნას ბო­ლომ­დე აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი...

- ნამ­დვი­ლად ასეა! თუ ნერ­ვი­უ­ლობს, მხო­ლოდ მა­შინ, როცა ჯგუ­ფი შე­მოქ­მე­დე­ბით უმოძ­რა­ო­ბა­შია. ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს: "ფულს ხომ და­უთ­ვლელს ვი­შო­ვით, სი­კე­თეს უნდა გრო­ვე­ბა!" გა­მო­გი­ტყდე­ბით, ზოგ­ჯერ დეპ­რე­სი­უ­ლიც ვარ. ეს მა­შინ ხდე­ბა, როცა ღა­ლატს, მი­ტო­ვე­ბას, ქვეყ­ნის უკუღ­მა ტრი­ალს ვგრძნობ. იცით, დღეს­ვე შეგ­ვიძ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა, მაგ­რამ ჩემ­მა მე­უღ­ლემ იცის - მხო­ლოდ ამ მი­წა­ზე შე­მიძ­ლია საქ­მის გა­კე­თე­ბა.

- სა­მა­გი­ე­როდ, იდეა­ლური მამა ხართ და თა­მუ­ნას დე­დო­ბის ტვირთს უმ­სუ­ბუ­ქებთ...

- მირ­ჩევ­ნია, ის უფრო ხში­რად გა­ვი­დეს გა­რეთ, არ მო­აკ­ლდეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნა. მე და ჩემი პა­ტა­რა კი არ მო­ვი­წყენთ, ერ­თად ვი­ბო­დი­ა­ლებთ... ეს ჩემ­თვის ცალ­კე სი­ა­მოვ­ნე­ბაა. დღეს მას­თან ვა­ტა­რებ, სა­ღა­მოს კი სტუ­დი­ა­ში მოვ­დი­ვარ და მუ­სი­კას ვემ­სა­ხუ­რე­ბი.

- რო­მან­ტი­კუ­ლი ხარ?

- ალ­ბათ ვარ. ჩვენ­თვის სიყ­ვა­რუ­ლის დღე 15 აპ­რი­ლია, მაგ­რამ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ამ დღეს ვუ­თხა­რი, - მიყ­ვარ­ხარ-მეთ­ქი. მე­ო­რე წლის 15 აპ­რილს კი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე. ყო­ველ წელს ვცდი­ლობ, ორი­გი­ნა­ლო­ბა გა­მო­ვი­ჩი­ნო... 15 წლის თავ­ზე მე­უღ­ლის ფან­ჯრებ­თან რომ და­უკ­რავ ან უნდა გაკ­ლდეს, ან მარ­თლა უნდა გიჟ­დე­ბო­დე მას­ზე. მგო­ნი, მე მე­ო­რე უფრო მჭირს (იცი­ნის).

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

რა მაგალითი მისცეს მეუღლის მშობლებმა ლაშა ნოზაძეს

რა მაგალითი მისცეს მეუღლის მშობლებმა ლაშა ნოზაძეს

ჯგუფის - "რეგიონი" მესამე ალბომი მარტში გამოვა. მასში 3 ძველი და 9 სრულიად ახალი სიმღერა იქნება თავმოყრილი. ალბომს "თავისუფალი" ერქმევა. ჯგუფის სოლისტის, ლაშა ნოზაძის თქმით: "ეს სიტყვა რომ გაყო, მიხვდები - შენში უფალია. ჰოდა, მას თუ იპოვი და იგრძნობ, მიხვდები, როგორი ადვილია სიცივეში გათბე, სიცხეში გაგრილდე..."

- "რეგიონს" ორი ალბომი აქვს გამოშვებული: პირველი ინტერნეტში "გამოიცა", მეორე კი იყო I'm Georgian... 2013 წელს მსოფლიო რეგი-ფესტივალზე პოლონეთში გავემგზავრეთ, სადაც იყვნენ ბობ მარლის შვილები, შაგი. თავი სრულყოფილ "ვარსკვლავებად" ვიგრძენით. მივხვდით, რომ თურმე, ისეთ მუსიკას ვუკრავთ, რომელიც ყველასთვის გასაგები, აღქმადი და საგრძნობია. ეს იმპულსური, სახალხო მუსიკაა, გულის კარდიოგრამასავით მიდის. არ არსებობს, ქუჩაში იმღერო და გამვლელი არ გაჩერდეს. ფესტივალზე მივხვდი - რეგი დედამიწის მუსიკაა და მას შეუძლია, სათქმელი ტექსტის გარეშე გაგაგებინოს.

- რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც რეგი?

- ოზურგეთში დავიბადე. ბობ მარლისთან მეშვიდე კლასიდან "ვძმა­კაცობ". 2008 წლამდე სიმღერებს ვწერდით, მაგრამ ისინი მხოლოდ რადიო-ტელევიზიიდან ჟღერდა, სცენაზე არ ვუკრავდით. გახსოვთ ალბათ, მაშინ "ფონოგრამჩიკების" პერიოდი იყო. 19 წლის ვიყავი, როცა ფონოგრამაზე ვიმღერე და საშინელი განცდა დამეუფლა, რადგან მივხვდი, ადამიანებს ვატყუებდა. ჰოდა, დავიფიცე, - ამას აღარასოდეს გავაკეთებ-მეთქი და ასეც მოვიქეცი. ჩემი სტუდენტობის დროს ძალიან პოპულარული იყო ჯგუფი "33ა". ნიაზს რომ მოვუსმინე, ხიბლში ჩავვარდი. ვიფიქრე, რომ ცოცხლად სიმღერა შესაძლებელი იყო. მერე მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჯგუფი შეგვექმნა. თავიდან 11 ვიყავით. შემდეგ მივხვდით, რომ ამდენი ინსტრუმენტი ზედმეტი იყო და ჯობდა, სიმარტივე სიღრმეებში გვეპოვა... დღეს უკვე "რეგიონს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი შეძლებს ჩვენი სათქმელის გაგებას. კონცერტზე ერთ ინგლისურ და ერთ რუსულ სიმღერას თუ შევასრულებთ, დანარჩენი აუცილებლად, ქართულენოვანი უნდა იყოს. საერთოდ, როკზე ამბობენ, რომ პროტესტის გამომხატველია, რეგის კი ღიმილისა და პოზიტივის მიმდინარეობად მიიჩნევენ. ვფიქრობ, სწორედ რეგი გამოხატავს პროტესტს ყველაზე უკიდურესი და სწორი ფორმით - ძალიან მშვიდად, ყვირილის, ცემის, სროლის გარეშე.

- საქართველოში განვითარების პერსპექტივას ხედავთ?

- საქართველოს გარეშე ვერაფერს ვქმნი, არადა, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის რეალიზება აქ თითქმის შეუძლებელია. რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ "რეგიონის" წევრები მილიონერები არიან (იცინის). წელიწადში ორჯერ საზღვარგარეთ თუ არ წახვედი, ფიზიკურად ვეღარაფერს შექმნი. მსგავსი გასვლებით ადამიანად გრძნობ თავს.

- გასაგებია, რომ საზღვარგარეთ გიწევთ სიარული, მაგრამ ის ფაქტი, რომ კონკრეტულად ქართველ მსმენელს არ აქვს შესაძლებლობა თქვენი შემოქმედება შეაფასოს, მოტივაციას არ ამცირებს?

- პირველად აუცილებლად, აქ ვუკრავთ და მერე გავდივართ. ქართველისთვის დისკის ჩუქება დიდი პატივია, მაგრამ დისკი რომ შექმნა, ამისთვის აუცილებელია, საზღვრებს მიღმა გახვიდე. ჩემი ოცნებაა, კონცერტი რომელიმე პარკში გავმართო, სადაც ხალხი მშვიდად ისეირნებს და მუსიკასაც სიამოვნებით მოუსმენს... ვფიქრობ, ხელოვნების პოლიტიზება არ უნდა ხდებოდეს. მუსიკა ხომ თავადაა პოლიტიკა - მას შეუძლია დაამშვიდოს ან საომრად განაწყოს ადამიანები.

- მუსიკალური მიმდინარეობიდან არასოდეს გადაგიხვევიათ?

- ჯგუფის კომპოზიტორის - სოსო კაპანაძის წყალობით გვაქვს საშუალება, ჩარჩოში არ ვიყოთ. ჩვენს მუსიკაში გარკვეული დოზით არის: როკი, ჯაზი, ფოლკი; ზოგჯერ თანამედროვე ჰიპ-ჰოპის რითმები ცოცხალ შესრულებაში გადმოგვაქვს ანუ რასაც დიჯეები აპარატურით აკეთებენ, ჩვენ ცოცხლად ვასრულებთ.

- კინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრეთ. ბოლო დროს ქართული კინო "ამოძრავდა", ფილმებს იღებენ... თქვენც ხომ არ გეგმავთ ამ სფეროში ძალების მოსინჯვას?

- როცა 2004 წელს უნივერსიტეტი დავამთავრე, მხოლოდ ქორწილებს იღებდნენ. სხვადასხვა დროს, 2013 წლამდე, ბოლნისისა და რუსთავის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი. პარალელურად, თეატრალურ სარდაფში ჩემი სპექტაკლი იდგმებოდა. მოგვიანებით, რუსთავში თეატრი გავხსენით. მივხვდი, რომ აზროვნებით კინოში ვიყავი - თეატრში კინოს ვდგამდი და რაც მთავარია, ეს ძალიან მოსწონდა მაყურებელს. როცა ირგვლივ უამრავი სოციალური პრობლემა იყო, წარმოიდგინეთ, სპექტაკლები ანშლაგით მიმდინარეობდა. კლასიკურ თეატრებს ერთი რამ ახასიათებს: რეპერტუარი თითქოს, ჩარჩოშია მოქცეული; მაყურებელს სხვა რამ სურს, ისინი კი სულ სხვა რამეს სთავაზობენ. "ღვაწლმოსილი" არტისტები მიიჩნევენ, რომ წესია ასეთი და ამის გამო ჩამოვშორდი თეატრს... რაც შეეხება კინოს: ძალიან მიხარია, რომ ეს საქმე წინ მიდის. თუმცა, მაინც მგონია, რომ "ჩემი კინოს" დრო ჯერ არ დამდგარა. მინდა, ფილმი ბერი არსენის ცხოვრების შესახებ გადავიღო. მაგრამ დღესდღეობით მხოლოდ მუსიკას ვემსახურები, ეს არის ჩემი თეატრიც და კინოც; მასში დრამატურგიული ხაზიც არის და სიუჟეტური განვითარებაც. სიმღერისას თვალს რომ ვხუჭავ, ნამღერს კადრებიც თან სდევს. მუსიკა ჩემი შვილია, კინო და თეატრი ჯერ შორეული ნათესავები არიან...

- თქვენი მუსიკა ბევრ ადამიანს მოსწონს. უარყოფითი დამოკიდებულებაც გიგრძნიათ?

- მუსიკაში - არასოდეს, თეატრში კი ძალიან მძაფრად. ჯერ სპექტაკლი არ მქონდა დადგმული, როცა ამბობდნენ, - არ ვარგაო. ეს ღალატია! როცა ვმღერი, ვიცი, უფალი ჩემ გვერდითაა და ჩემი პირადი წმინდანებიც იქვე არიან. გნებავთ, შამანი დამარქვით, მაგრამ ვგრძნობ, რომ ასეა! ეს მხოლოდ საქმე არ არის ჩემთვის, სიმღერა ჩემთვის ლოცვასავითაა... ჩვენს ახალ ალბომს "თავისუფალი" ჰქვია. ეს სიტყვა რომ გაყო, მიხვდები - შენში უფალი. ჰოდა, მერე იგრძნობ, როგორი ადვილია სიცივეში გათბე, სიცხეში გაგრილდე...

- თეატრზე გულდაწყვეტილი სა­­უბრობთ. როგორ ფიქრობთ, სპექტაკლებს აღარასოდეს დადგამთ?

- გადავწყვიტე, ისევ საკუთარი თეატრი გავაკეთო. რობიკო სტურუა რომ გიჟდება შენს დადგმულ სპექტაკლზე, მგონი, უფლება გაქვს, თეატრის სცენასთან შეხება გქონდეს...

- როგორც ვიცი, ძალიან მზრუნველი მამა ხარ...

- მაგარი ძიძა ვარ (იცინის). უფროსი შვილი - ნინიკო 12 წლის არის და ილიკო სუხიშვილთან ცეკვავს; პატარა, ხატია ჯერ მხოლოდ 2 წლისაა. არ ლაპარაკობს, იცის მხოლოდ სიტყვა - "ზაურა" და ყველას და ყველაფერს ასე ეძახის. არადა, ზაურა არავინ გვყავს.

- უკვე 15 წელია, დაქორწინებული ბრძანდებით. თქვენი ქორწინება რთულ პერიოდს დაემთხვა. როგორ შეძელით სირთულეებთან გამკლავება?

- ჩემი მეუღლე მერვე კლასიდან მიყვარს. რუსთავში ახალგაზრდული ფესტივალი "ეარი" ტარდებოდა. მე წამყვანი ვიყავი, ის კი სილამაზის კონკურსზე გამოდიოდა. რაც შეეხება ურთიერთობის შენარჩუნებას, - ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მეუღლის ოჯახს. მართლაც, რთული პერიოდი იყო, მაგრამ გვერდიდან არ მოგვშორებიან. საყოველთაო გაჭირვების დროს დავქორწინდით და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. თამუნას ოჯახმა მომცა მაგალითი, თუ როგორ უნდა ამოუდგე შვილს მხარში, როცა ის ოჯახს შექმნის.

- ცოტა არ იყოს რთულია ხელოვანი მეუღლის "ატანა". როგორც ჩანს, თამუნას ბოლომდე აქვს გაცნობიერებული საკუთარი მეუღლის ფასეულობები...

- ნამდვილად ასეა! თუ ნერვიულობს, მხოლოდ მაშინ, როცა ჯგუფი შემოქმედებით უმოძრაობაშია. ჩემი ოჯახის ყველა წევრს გაცნობიერებული აქვს: "ფულს ხომ დაუთვლელს ვიშოვით, სიკეთეს უნდა გროვება!" გამოგიტყდებით, ზოგჯერ დეპრესიულიც ვარ. ეს მაშინ ხდება, როცა ღალატს, მიტოვებას, ქვეყნის უკუღმა ტრიალს ვგრძნობ. იცით, დღესვე შეგვიძლია საზღვარგარეთ წასვლა, მაგრამ ჩემმა მეუღლემ იცის - მხოლოდ ამ მიწაზე შემიძლია საქმის გაკეთება.

- სამაგიეროდ, იდეა­ლური მამა ხართ და თამუნას დედობის ტვირთს უმსუბუქებთ...

- მირჩევნია, ის უფრო ხშირად გავიდეს გარეთ, არ მოაკლდეს თავისუფლება, მეგობრებთან ერთად ყოფნა. მე და ჩემი პატარა კი არ მოვიწყენთ, ერთად ვიბოდიალებთ... ეს ჩემთვის ცალკე სიამოვნებაა. დღეს მასთან ვატარებ, საღამოს კი სტუდიაში მოვდივარ და მუსიკას ვემსახურები.

- რომანტიკული ხარ?

- ალბათ ვარ. ჩვენთვის სიყვარულის დღე 15 აპრილია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დღეს ვუთხარი, - მიყვარხარ-მეთქი. მეორე წლის 15 აპრილს კი პასუხი მივიღე. ყოველ წელს ვცდილობ, ორიგინალობა გამოვიჩინო... 15 წლის თავზე მეუღლის ფანჯრებთან რომ დაუკრავ ან უნდა გაკლდეს, ან მართლა უნდა გიჟდებოდე მასზე. მგონი, მე მეორე უფრო მჭირს (იცინის).

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება