საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ინტერნეტის ფასი ასჯერ უფრო მაღალია, ვიდრე... - ინტერნეტის სიჩქარე და ფასები საქართველოსა და მსოფლიოში
საქართველოში ინტერნეტის ფასი ასჯერ უფრო მაღალია, ვიდრე... - ინტერნეტის სიჩქარე და ფასები საქართველოსა და მსოფლიოში

სპე­ცი­ა­ლის­ტთა გათ­ვლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­ნე­ტის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით ას­ჯერ უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, ია­პო­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ლი­დე­რია ინ­ტერ­ნე­ტის სი­ი­ა­ფი­თა და სიჩ­ქა­რით.

ია­პო­ნი­ა­ში ერთი მე­გა­ბა­ი­ტი/წამ­ში ინ­ტერ­ნე­ტის ფასი 27 ცენ­ტია, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში - 45 ცენ­ტი, ხოლო შვე­დეთ­ში 63 ცენ­ტი. ეს მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი მე­გა­ბა­ი­ტი DSL ინ­ტერ­ნე­ტის ფასი 16 ლა­რი­დან იწყე­ბა და მომ­ხმა­რე­ბე­ლი თით­ქმის ვე­რა­სო­დეს იღებს სიჩ­ქა­რეს, რო­მე­ლიც პრო­ვა­ი­დერ­თან გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას უფრო მეტ მე­გა­ბა­ი­ტი­ან ინ­ტერ­ნეტ პა­კე­ტებ­ზეც.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძე ადას­ტუ­რებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ინ­ტერ­ნე­ტის ფასი მარ­თლაც მა­ღა­ლია, ვიდ­რე სხვა ქვეყ­ნებ­ში.

"ალ­ბათ ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ჩვე­ნი ინ­ტერ­ნე­ტი ვერც ხა­რის­ხით და­იკ­ვეხ­ნის და ვერც - ფა­სით. ყვე­ლა უკ­მა­ყო­ფი­ლოა, რად­გან სხვა­დას­ხვა დროს პრო­ვა­ი­დე­რე­ბი სულ სხვა­დას­ხვა სიჩ­ქა­რის ინ­ტერ­ნეტს გვაწ­ვდი­ან. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი არ ემ­თხვე­ვა იმ თან­ხას, რა­საც ვიხ­დით. ავი­ღოთ თუნ­დაც მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ­პა­კე­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლი­თაც მეც ვსარ­გებ­ლობ: ერთ ად­გი­ლას ინ­ტერ­ნე­ტი ნორ­მა­ლუ­რად მო­მე­წო­დე­ბა, მე­ო­რე­გან - სულ არა, კავ­ში­რი ხში­რად ითი­შე­ბა, სიჩ­ქა­რე სა­ში­ნე­ლია," - ამ­ბობს მა­ი­სუ­რა­ძე.

მისი თქმით, ამ­გვა­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა ოდ­ნა­ვაც ვერ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს, რად­გან მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­ში ინ­ტერ­ნე­ტის სიჩ­ქა­რე მა­ღა­ლია, ხოლო ფასი - შე­უ­და­რებ­ლად და­ბა­ლი.

"იქ ოპე­რა­ტო­რი ამ­დენს ვერ ბე­დავს, რად­გან ტა­რი­ფი ინ­ტერ­ნე­ტის ხა­რისხსა და სიჩ­ქა­რე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, ხში­რად ერთი აბო­ნენ­ტის ნაც­ვლად რამ­დე­ნი­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან - ინ­ტერ­ნე­ტის სიჩ­ქა­რეც, შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე აბო­ნენტზე ნა­წილ­დე­ბა. აბო­ნენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბიც უხე­შად ირ­ღვე­ვა," - აცხა­დებს დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე.

თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძე გა­მო­სა­ვალს ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი ოპე­რა­ტო­რის შე­მოს­ვლა­ში ხე­დავს, რო­მე­ლიც შეც­ვლის და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ინ­ტერ­ნე­ტის ხა­რისხსაც და ფას­საც, და­ამ­კვირდრებს ახალ სტან­დარ­ტებს.

"ყვე­ლას აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი და მათ შო­რის მეც, რომ აქ ოპე­რა­ტო­რე­ბი ერთი თა­მა­შის წე­სებს იცა­ვენ, თო­რემ ნორ­მა­ლურ, კონ­კუ­რენ­ტულ პი­რო­ბებ­ში ინ­ტერ­ნე­ტი უფრო იაფი უნდა იყოს. ამა­ვე დროს, ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი გა­დამ­ცე­მი სის­ტე­მე­ბი არა აქვს. ყვე­ლა­ზე კარ­გი იქ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ნამ­გზავ­რი შე­ვი­ძი­ნოთ და ჩვენ­ვე ვმარ­თოთ სა­კუ­თა­რი სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი. მე ვფიქ­რობ, რომ ასეთ ხარ­ჯზე წას­ვლა ღირს," - ამ­ბობს მა­ი­სუ­რა­ძე.

ინ­ტერ­ნე­ტის სიძ­ვი­რეს კონ­კუ­რენ­ცი­ის და­ბა­ლი დო­ნით ხსნის "ჯორ­ჯი­ან ბიზ­ნეს ინ­სა­ი­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძეც. რო­გორც ლექ­ვი­ნა­ძე ამ­ბობს, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტის ფასი და­ბა­ლია, სა­მა­გი­ე­როდ, კონ­კუ­რენ­ცი­ის ხა­რის­ხია ძა­ლი­ან მა­ღა­ლი.

"ქარ­თულ ბა­ზარ­ზე კი ძი­რი­თა­დად ორი მო­თა­მა­შეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი - "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი" და "სილ­ქნე­ტი". მათ შო­რის კონ­კუ­რენ­ცია არის, მაგ­რამ ამა­ვე დროს ძა­ლი­ან დიდი შან­სია, რომ გა­რი­გე­ბაც არ­სე­ბობ­დეს. ფაქ­ტია, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით ამ კომ­პა­ნი­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ნუ­ლის ტო­ლია. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში არ არ­სე­ბობს მუხ­ლი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნე­ტის სტა­ბი­ლუ­რი სიჩ­ქა­რით მი­წო­დე­ბას გა­რან­ტი­ას წარ­მო­ად­გენს, ინ­ტერ­ნე­ტის ხა­რისხსაც არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს. ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად არის შედ­გე­ნი­ლი და არა მომ­ხმა­რებ­ლი­სა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ბა­ზა­რი ოლი­გო­პო­ლი­უ­რია და შე­დე­გიც შე­სა­ბა­მი­სი გვაქვს: რო­დე­საც ორი კომ­პა­ნია აკონ­ტრო­ლებს ბა­ზარს, იქ უფრო მე­ტია შან­სი, რომ ფა­სე­ბი მო­ნო­პო­ლი­უ­რი იყოს," - მი­აჩ­ნია ლექ­ვი­ნა­ძეს.

მისი აზ­რით, არა­ფე­რი მოწ­მობს იმა­ზე, რომ ოპე­რა­ტო­რე­ბი აქ­ტი­ურ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში იყონ ერ­თმა­ნე­თან. მისი თქმით, ასე რომ იყოს, მათი სერ­ვი­სიც უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და და სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კაც.

"კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა" სულ ცოტა ხნის წინ მომ­სა­ხუ­რე­ბა 5 ლა­რით გა­აძ­ვი­რა და ეს საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი მო­ტი­ვით შე­ფუ­თა - ვი­თომ ეს ნა­ბი­ჯი ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით გა­დად­გა. ფაქ­ტია, რომ ეს იყო მარ­კე­ტინ­გუ­ლი ფარი და ამ კომ­პა­ნი­ებს მუ­შა­ო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი აქვთ. ამას ნე­ბის­მი­ე­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გე­ტყვით, სულ პა­ტა­რა გა­მო­კი­თხვაც რომ ჩა­ა­ტა­როთ," - ამ­ბობს ლექ­ვი­ნა­ძე.

პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე იაფი ინ­ტერ­ნე­ტი უკ­რა­ი­ნა­შია - თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 7,1 დო­ლა­რი, ხოლო ყვე­ლა­ზე ძვი­რი - თურ­ქმე­ნეთ­ში: სა­შუ­ა­ლოდ, 35 დო­ლა­რი, რაც ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე შე­მო­სავ­ლის 10,2 პრო­ცენ­ტია. სომ­ხეთ­ში ინ­ტერ­ნე­ტი თვე­ში 12,1 დო­ლა­რი ღირს, ხოლო აზერ­ბა­ი­ჯან­ში - 12,7 დო­ლა­რი. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს, აქ ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 10,2 დო­ლა­რია, რაც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის შე­მო­სავ­ლის 1,2 პრო­ცენ­ტია. სა­ქარ­თვე­ლო­ში, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა თვე­ში 11,9 დო­ლა­რია, რაც ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე შე­მო­სავ­ლის 5 პრო­ცენტს შე­ად­გენს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

წყა­რო:

sponsored by ContentRoom

საქართველოში ინტერნეტის ფასი ასჯერ უფრო მაღალია, ვიდრე... - ინტერნეტის სიჩქარე და ფასები საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველოში ინტერნეტის ფასი ასჯერ უფრო მაღალია, ვიდრე... - ინტერნეტის სიჩქარე და ფასები საქართველოსა და მსოფლიოში

სპეციალისტთა გათვლებით, საქართველოში ინტერნეტის ფასი დაახლოებით ასჯერ უფრო მაღალია, ვიდრე, მაგალითად, იაპონიაში, რომელიც მსოფლიო ლიდერია ინტერნეტის სიიაფითა და სიჩქარით.

იაპონიაში ერთი მეგაბაიტი/წამში ინტერნეტის ფასი 27 ცენტია, სამხრეთ კორეაში - 45 ცენტი, ხოლო შვედეთში 63 ცენტი. ეს მაშინ, როცა საქართველოში ერთი მეგაბაიტი DSL ინტერნეტის ფასი 16 ლარიდან იწყება და მომხმარებელი თითქმის ვერასოდეს იღებს სიჩქარეს, რომელიც პროვაიდერთან გაფორმებულ ხელშეკრულებაშია მითითებული. იგივე შეიძლება ითქვას უფრო მეტ მეგაბაიტიან ინტერნეტ პაკეტებზეც.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში ინტერნეტის ფასი მართლაც მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

"ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენი ინტერნეტი ვერც ხარისხით დაიკვეხნის და ვერც - ფასით. ყველა უკმაყოფილოა, რადგან სხვადასხვა დროს პროვაიდერები სულ სხვადასხვა სიჩქარის ინტერნეტს გვაწვდიან. საბოლოო ჯამში კი, მომსახურების ხარისხი არ ემთხვევა იმ თანხას, რასაც ვიხდით. ავიღოთ თუნდაც მობილური ინტერნეტპაკეტის მომსახურება, რომლითაც მეც ვსარგებლობ: ერთ ადგილას ინტერნეტი ნორმალურად მომეწოდება, მეორეგან - სულ არა, კავშირი ხშირად ითიშება, სიჩქარე საშინელია," - ამბობს მაისურაძე.

მისი თქმით, ამგვარი მომსახურება ოდნავაც ვერ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რადგან მოწინავე ქვეყნებში ინტერნეტის სიჩქარე მაღალია, ხოლო ფასი - შეუდარებლად დაბალი.

"იქ ოპერატორი ამდენს ვერ ბედავს, რადგან ტარიფი ინტერნეტის ხარისხსა და სიჩქარეზეა დამოკიდებული. საქართველოში კი, ხშირად ერთი აბონენტის ნაცვლად რამდენიმეს ემსახურებიან - ინტერნეტის სიჩქარეც, შესაბამისად, რამდენიმე აბონენტზე ნაწილდება. აბონენტების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე მათი შესაძლებლობა და მომხმარებლის უფლებებიც უხეშად ირღვევა," - აცხადებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე.

თემურ მაისურაძე გამოსავალს ქვეყანაში ისეთი ოპერატორის შემოსვლაში ხედავს, რომელიც შეცვლის და გააუმჯობესებს ინტერნეტის ხარისხსაც და ფასსაც, დაამკვირდრებს ახალ სტანდარტებს.

"ყველას აქვს სერიოზული ეჭვი და მათ შორის მეც, რომ აქ ოპერატორები ერთი თამაშის წესებს იცავენ, თორემ ნორმალურ, კონკურენტულ პირობებში ინტერნეტი უფრო იაფი უნდა იყოს. ამავე დროს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს თავისი გადამცემი სისტემები არა აქვს. ყველაზე კარგი იქნება საკუთარი თანამგზავრი შევიძინოთ და ჩვენვე ვმართოთ საკუთარი სატელეკომუნიკაციო სისტემები. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ხარჯზე წასვლა ღირს," - ამბობს მაისურაძე.

ინტერნეტის სიძვირეს კონკურენციის დაბალი დონით ხსნის "ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" გენერალური დირექტორი ირაკლი ლექვინაძეც. როგორც ლექვინაძე ამბობს, იმ ქვეყნებში, სადაც ინტერნეტის ფასი დაბალია, სამაგიეროდ, კონკურენციის ხარისხია ძალიან მაღალი.

"ქართულ ბაზარზე კი ძირითადად ორი მოთამაშეა წარმოდგენილი - "კავკასუს ონლაინი" და "სილქნეტი". მათ შორის კონკურენცია არის, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი შანსია, რომ გარიგებაც არსებობდეს. ფაქტია, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ამ კომპანიების პასუხისმგებლობა ნულის ტოლია. ხელშეკრულებაში არ არსებობს მუხლი, რომელიც ინტერნეტის სტაბილური სიჩქარით მიწოდებას გარანტიას წარმოადგენს, ინტერნეტის ხარისხსაც არავინ აკონტროლებს. ეს ხელშეკრულებები კომპანიების ინტერესების შესაბამისად არის შედგენილი და არა მომხმარებლისა. ფაქტობრივად, ეს ბაზარი ოლიგოპოლიურია და შედეგიც შესაბამისი გვაქვს: როდესაც ორი კომპანია აკონტროლებს ბაზარს, იქ უფრო მეტია შანსი, რომ ფასები მონოპოლიური იყოს," - მიაჩნია ლექვინაძეს.

მისი აზრით, არაფერი მოწმობს იმაზე, რომ ოპერატორები აქტიურ კონკურენციაში იყონ ერთმანეთან. მისი თქმით, ასე რომ იყოს, მათი სერვისიც უკეთესი იქნებოდა და სატარიფო პოლიტიკაც.

"კავკასუს ონლაინმა" სულ ცოტა ხნის წინ მომსახურება 5 ლარით გააძვირა და ეს საკმაოდ უცნაური მოტივით შეფუთა - ვითომ ეს ნაბიჯი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გადადგა. ფაქტია, რომ ეს იყო მარკეტინგული ფარი და ამ კომპანიებს მუშაობაში სერიოზული ხარვეზები აქვთ. ამას ნებისმიერი მომხმარებელი გეტყვით, სულ პატარა გამოკითხვაც რომ ჩაატაროთ," - ამბობს ლექვინაძე.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე იაფი ინტერნეტი უკრაინაშია - თვეში საშუალოდ 7,1 დოლარი, ხოლო ყველაზე ძვირი - თურქმენეთში: საშუალოდ, 35 დოლარი, რაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის 10,2 პროცენტია. სომხეთში ინტერნეტი თვეში 12,1 დოლარი ღირს, ხოლო აზერბაიჯანში - 12,7 დოლარი. რაც შეეხება რუსეთს, აქ ინტერნეტის საშუალო ღირებულება 10,2 დოლარია, რაც ამ ქვეყნის მოქალაქის შემოსავლის 1,2 პროცენტია. საქართველოში, ინტერნეტის საშუალო ღირებულება თვეში 11,9 დოლარია, რაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის 5 პროცენტს შეადგენს.

ხათუნა ჩიგოგიძე

წყარო:

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ