კონფლიქტები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ არ შეახვევთ ამ ქაღალდებს და მათ უკანალში შეტენით?" - სააკაშვილი პუტინთან საუბარს იხსენებს
"რატომ არ შეახვევთ ამ ქაღალდებს და მათ უკანალში შეტენით?" - სააკაშვილი პუტინთან საუბარს იხსენებს

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი ჟურ­ნალ TIME-თან სა­უ­ბარ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან ბოლო სა­უ­ბარს იხ­სე­ნებს. ინ­ტერ­ვიუ ოთხშა­ბათს, კი­ევ­ში ჩა­ი­წე­რა.

ბო­ლოს, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვლა­დი­მერ პუ­ტინს ესა­უბ­რა, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა მას რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა მის­ცა. ეს იყო 2008 წელს. სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­აფრ­თხი­ლა პუ­ტი­ნი, რომ და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლია.

"ომამ­დე მას და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი: ხე­დავ, რომ ყვე­ლა ეს გან­ცხა­დე­ბა შენ გგმობს?", მან მი­პა­სუ­ხა, - დიახ. უამ­რა­ვი ქა­ღალ­დია, რო­მე­ლიც მკი­ცხავს. რა­ტომ არ შე­ახ­ვევთ ამ ქა­ღალ­დებს და მათ უკა­ნალ­ში შე­ტე­ნით?", - ცი­ტი­რებს პუ­ტი­ნის სი­ტყვებს სა­ა­კაშ­ვი­ლი TIME-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ იცოდ­ნენ, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი გა­იქ­ცე­ო­და და პუ­ტი­ნი ყი­რიმ­ში აგ­რე­სი­ის­თვის მო­ემ­ზა­დე­ბო­და. "იან­ვრის შუა რი­ცხვებ­ში სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ტოპ-ადა­მი­ა­ნებ­მა იცოდ­ნენ, რომ ია­ნუ­კო­ვი­ჩი და­ე­ცე­მო­და", - ამ­ბობს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი. მისი თქმით, პუ­ტი­ნი არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. "ის ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლია, ძა­ლი­ან შე­ბო­ჭი­ლი", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ექს-პრე­ზი­დენ­ტი ეჭ­ვობს, რომ რუ­სე­თის ლი­დე­რი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რას. თუმ­ცა, ფიქ­რობს, რომ პუ­ტინ­მა შე­საძ­ლოა, იე­რი­ში დნესტრის­პი­რეთ­ზე მი­ი­ტა­ნოს, მოლ­დო­ვას პრო-რუ­სულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის და­სავ­ლეთ სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს. 

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, უკ­რა­ი­ნელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, რომ­ლე­ბიც ჯონ კე­რის კი­ევ­ში შეხ­ვდნენ, მას უთხრეს, რომ ისი­ნი თავს გამ­ხნე­ვე­ბუ­ლად გრძნობ­დნენ, იმ სა­უბ­რის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­თან გა­ი­მარ­თა. ამ თე­მა­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­დევ ერთხელ იხ­სე­ნებს მის უკა­ნას­კნელ სა­უ­ბარს პუ­ტინ­თან. "შენი და­სავ­ლე­ლი მე­გობ­რე­ბი კარგ რა­ღა­ცებს დაგ­პირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ არ აას­რუ­ლე­ბენ, მე კარგ რა­ღა­ცე­ებს არ დაგ­პირ­დე­ბი, მაგ­რამ აგის­რუ­ლებ", - უთხრა პუ­ტინ­მა სა­ა­კაშ­ვილს, წერს Time.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Time-ს მი­ხედ­ვით.

ნიაკო
0

პუტინი რუსეთს დააჩოქებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"რატომ არ შეახვევთ ამ ქაღალდებს და მათ უკანალში შეტენით?" - სააკაშვილი პუტინთან საუბარს იხსენებს

"რატომ არ შეახვევთ ამ ქაღალდებს და მათ უკანალში შეტენით?" - სააკაშვილი პუტინთან საუბარს იხსენებს

საქართველოს ექს-პრეზიდენტი ჟურნალ TIME-თან საუბარში რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ბოლო საუბარს იხსენებს. ინტერვიუ ოთხშაბათს, კიევში ჩაიწერა.

ბოლოს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, რუსეთის პრეზიდენტმა მას რამდენიმე რჩევა მისცა. ეს იყო 2008 წელს. სააკაშვილმა გააფრთხილა პუტინი, რომ დასავლური სამყარო მისი გადაწყვეტილებით აღშფოთებულია.

"ომამდე მას დავურეკე და ვუთხარი: ხედავ, რომ ყველა ეს განცხადება შენ გგმობს?", მან მიპასუხა, - დიახ. უამრავი ქაღალდია, რომელიც მკიცხავს. რატომ არ შეახვევთ ამ ქაღალდებს და მათ უკანალში შეტენით?", - ციტირებს პუტინის სიტყვებს სააკაშვილი TIME-თან ინტერვიუში.  

როგორც სააკაშვილი ამბობს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რამდენიმე კვირის წინ იცოდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გაიქცეოდა და პუტინი ყირიმში აგრესიისთვის მოემზადებოდა. "იანვრის შუა რიცხვებში სახელმწიფო დეპარტამენტის ტოპ-ადამიანებმა იცოდნენ, რომ იანუკოვიჩი დაეცემოდა", - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი. მისი თქმით, პუტინი არსებულ ვითარებაში თავს არაკომფორტულად გრძნობს. "ის ძალიან დაძაბულია, ძალიან შებოჭილი", - განაცხადა სააკაშვილმა.

ექს-პრეზიდენტი ეჭვობს, რომ რუსეთის ლიდერი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრას. თუმცა, ფიქრობს, რომ პუტინმა შესაძლოა, იერიში დნესტრისპირეთზე მიიტანოს, მოლდოვას პრო-რუსულ ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინის დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს. 

როგორც სააკაშვილი აცხადებს, უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ჯონ კერის კიევში შეხვდნენ, მას უთხრეს, რომ ისინი თავს გამხნევებულად გრძნობდნენ, იმ საუბრის წყალობით, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან გაიმართა. ამ თემაზე სააკაშვილი კიდევ ერთხელ იხსენებს მის უკანასკნელ საუბარს პუტინთან. "შენი დასავლელი მეგობრები კარგ რაღაცებს დაგპირდებიან, მაგრამ არ აასრულებენ, მე კარგ რაღაცეებს არ დაგპირდები, მაგრამ აგისრულებ", - უთხრა პუტინმა სააკაშვილს, წერს Time.

მომზადებულია Time-ს მიხედვით.