მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფოტოგრაფიამდე მთების სიყვარულმა მიმიყვანა"
"ფოტოგრაფიამდე მთების სიყვარულმა მიმიყვანა"

ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი ვახო ქურ­დი­ა­ნი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებს. სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნა. მის ფო­ტო­არ­ქივ­ში შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოთ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, პე­ი­ზა­ჟე­ბი, ბავ­შვე­ბი და შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი. თა­ვად ყვე­ლა­ზე კარ­გად თავს მთა­ში გრძნობს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ზე დიდ პრო­ექ­ტზე - "სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნებ­ზე"მუ­შა­ობს.

- მეს­ტი­ა­ში და­ვი­ბა­დე და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იქ ვიზ­რდე­ბო­დი. დედა რუსი მყავს და სვა­ნე­თი­დან რუ­სეთ­ში წა­ვე­დი. მე­ხუ­თე კლა­სამ­დე იქ ვცხოვ­რობ­დი, შემ­დეგ მა­მამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი გა­ვი­ა­რე. ექ­ვსი წელი ვმსა­ხუ­რობ­დი. ახლა ჩემი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო მაქვს და მსურ­ვე­ლებს სამ­თო ტუ­რე­ბით ვემ­სა­ხუ­რე­ბი. მთე­ბის სიყ­ვა­რულ­მა ფო­ტოგ­რა­ფი­ამ­დე მი­მიყ­ვა­ნა. მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს უამ­რავ სუ­რათს ვი­ღებ­დი, მა-გრამ თა­ვი­დან უბ­რა­ლო აპა­რა­ტით. ხალ­ხს იმ­დე­ნად მოს­წონ­და ჩემი გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რომ შემ­დეგ უკე­თე­სი აპა­რა­ტი შე­ვი­ძი­ნე. ჩე­მით შე­ვის­წავ­ლე ფოტო-გრა­ფია ინ­ტერ­ნე­ტი­დან, გა­ზე­თე­ბი­დან, წიგ­ნე­ბი­დან.

- თა­ვი­დან ძი­რი­თა­დად პორ­ტრე­ტებს იღებ­დით?

- დიახ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი წა­მო­ვი­წყე - "სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნე­ბი". სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით დავ­დი­ვარ და ას წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ვი­ღებ. მაქ­სი­მუ­მი 107 წლის მყავს გა­და­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ვიცი, რომ ერთ-ერთ რე-გი­ონ­ში 127 წლის ქალ­ბა­ტო­ნი ცხოვ­რობს და სურ­ვი­ლი მაქვს, ჩა­ვი­დე და გა­და­ვი­ღო. მინ­და, ეს პრო­ექ­ტი ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო, მაგ­რამ ამას გარ­კვე­უ­ლი თან­ხა სჭირ­დე­ბა. თან, რო­დე­საც ამ ასა­კის ადა­მი­ან­თან მი­დი­ხარ, იმე­დის თვა­ლით შეგ­ცქე­რი­ან, რომ რა­ღა­ცით და­ეხ­მა­რე­ბი. რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას მივ­მარ­თე თხოვ­ნით, მათ შო­რის ტკბი­ლე­უ­ლის ქარ­ხა­ნას. ამ ასა­კის ადა­მი­ა­ნებს ხომ ბავ­შვი­ვით უყ­ვართ ტკბი­ლე­უ­ლი (იღი­მის).

- მი­ტინ­გებ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც ვნა­ხე თქვენს არ­ქივ­ში...

- დიახ, დრო თუ მქონ­და, ვეს­წრე­ბო­დი ხოლ­მე. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სა­ხე­ე­ბი ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. გა­აჩ­ნია, იმ დროს ვინ არის ოპო­ზი­ცი­ა­ში და რომე-ლი მხა­რე ატა­რებს მი­ტინგს. ძი­რი­თა­დად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი აქვთ. მო­მი­ტინ-გე­ებს ბევ­რჯერ და­უბ­რა­ლე­ბი­ათ, რომ რო­მე­ლი­ღაც მხა­რის მიგ­ზავ­ნი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ­დი. გა­და­ღე­ბუ­ლი მაქვს ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხიც, ერთ-ერთი მსა­ხი­ო­ბის სამ­ძი­მარ­ზე მი­დი­ოდ­ნენ. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი მყავს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რუს­თავ­ში რა­ლის გზის გახ­სნი­სას.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ფოტოგრაფიამდე მთების სიყვარულმა მიმიყვანა"

"ფოტოგრაფიამდე მთების სიყვარულმა მიმიყვანა"

ფოტოხელოვანი ვახო ქურდიანი უკვე რამდენიმე წელია, საყვარელ საქმეს აკეთებს. სურათების გადაღების სიყვარული მოგზაურობის დროს აღმოაჩინა. მის ფოტოარქივში შეიძლება ნახოთ სასულიერო პირები, პოლიტიკოსები, პეიზაჟები, ბავშვები და შიშველი ფოტოები. თავად ყველაზე კარგად თავს მთაში გრძნობს, მაგრამ ამჯერად ყველაზე დიდ პროექტზე - "საუკუნის ადამიანებზე"მუშაობს.

- მესტიაში დავიბადე და გარკვეული პერიოდი იქ ვიზრდებოდი. დედა რუსი მყავს და სვანეთიდან რუსეთში წავედი. მეხუთე კლასამდე იქ ვცხოვრობდი, შემდეგ მამამ საქართველოში ჩამომიყვანა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახური გავიარე. ექვსი წელი ვმსახურობდი. ახლა ჩემი ტურისტული სააგენტო მაქვს და მსურველებს სამთო ტურებით ვემსახურები. მთების სიყვარულმა ფოტოგრაფიამდე მიმიყვანა. მოგზაურობის დროს უამრავ სურათს ვიღებდი, მა-გრამ თავიდან უბრალო აპარატით. ხალხს იმდენად მოსწონდა ჩემი გადაღებული ფოტოები, რომ შემდეგ უკეთესი აპარატი შევიძინე. ჩემით შევისწავლე ფოტო-გრაფია ინტერნეტიდან, გაზეთებიდან, წიგნებიდან.

- თავიდან ძირითადად პორტრეტებს იღებდით?

- დიახ, ძალიან საინტერესო პროექტი წამოვიწყე - "საუკუნის ადამიანები“. საქართველოს მასშტაბით დავდივარ და ას წელს გადაცილებულ ადამიანებს ვიღებ. მაქსიმუმი 107 წლის მყავს გადაღებული, მაგრამ ვიცი, რომ ერთ-ერთ რე-გიონში 127 წლის ქალბატონი ცხოვრობს და სურვილი მაქვს, ჩავიდე და გადავიღო. მინდა, ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანო, მაგრამ ამას გარკვეული თანხა სჭირდება. თან, როდესაც ამ ასაკის ადამიანთან მიდიხარ, იმედის თვალით შეგცქერიან, რომ რაღაცით დაეხმარები. რამდენიმე კომპანიას მივმართე თხოვნით, მათ შორის ტკბილეულის ქარხანას. ამ ასაკის ადამიანებს ხომ ბავშვივით უყვართ ტკბილეული (იღიმის).

- მიტინგებზე გადაღებული ფოტოებიც ვნახე თქვენს არქივში...

- დიახ, დრო თუ მქონდა, ვესწრებოდი ხოლმე. პოლიტიკოსების სახეები ყოველთვის განსხვავებულია. გააჩნია, იმ დროს ვინ არის ოპოზიციაში და რომე-ლი მხარე ატარებს მიტინგს. ძირითადად გაღიზიანებული სახეები აქვთ. მომიტინ-გეებს ბევრჯერ დაუბრალებიათ, რომ რომელიღაც მხარის მიგზავნილი ვიყავი, მაგრამ მე ყოველთვის ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. გადაღებული მაქვს ივანიშვილის ოჯახიც, ერთ-ერთი მსახიობის სამძიმარზე მიდიოდნენ. პოლიტიკოსებიდან გადაღებული მყავს მიხეილ სააკაშვილი, რუსთავში რალის გზის გახსნისას.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება