საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი მძაფრსიუჟეტიან ფილმს იღებს
რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი მძაფრსიუჟეტიან ფილმს იღებს

28 თე­ბერ­ვალს რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძის და­ბა­დე­ბის დღე იყო. იმა­ვე სა­ღა­მოს "იმე­დის" ეთერ­ში რე­ჟი­სორ საშა რეხ­ვი­აშ­ვი­ლის ფილ­მის "რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე" ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. ამ ფაქტს და­ემ­თხვა მსა­ხი­ო­ბის შვი­ლიშ­ვილ­თან ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა. ბა­ბუ­ას სეხ­ნია, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, თა­ვი­სი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით ფილ­მს იღებს. ფილმზე მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­ი­წყო. დღემ­დე რამ­დე­ნი­მე სცე­ნა­რი აქვს შექ­მნი­ლი, მაგ­რამ აქამ­დე არ მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ისი­ნი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა...

- რა­მაზ, ვიცი, მსა­ხი­ო­ბო­ბა გქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი. არ­ჩე­ვა­ნი ხომ არ შეც­ვა­ლე?

- ახლა 17 წლის ვარ, XI კლას­ში ვსწავ­ლობ. ალ­ბათ, პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ მი­ვი­ღებ. მსა­ხი­ო­ბო­ბა ძა­ლი­ან მინ­და, მომ­წონს ეს პრო­ფე­სია და ნა­წი­ლობ­რივ ამ პრო­ფე­სი­ა­ში გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გმუ­ლი მაქვს, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად ვფიქ­რობ რე­ჟი­სუ­რა­ზეც. ახლა პა­ტა­რა გა­მოც­დას ვუ­წყობ თავს და ვი­ღებ სა­შუ­ა­ლო­მეტ­რა­ჟი­ან, მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი ჟან­რის ფილ­მს. თუ გა­მო­მი­ვა და ფილ­მი მო­მე­წო­ნე­ბა, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა, რე­ჟი­სუ­რა­ზე ვი­ფიქ­რო. ასე­ვე არ­ჩე­ვა­ნი მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი თბი­ლის­ში თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და უცხო­ეთ­ში კი­ნო­უ­ნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბას შო­რის.

- ფი­ნან­სე­ბი რო­გორ მო­ი­ძიე? ვის ეკუთ­ვნის სცე­ნა­რი? ვინ არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი?

- სა­სა­ცი­ლო ვიქ­ნე­ბი, როცა გე­ტყვით, რომ რე­ა­ლუ­რად ამ ფილ­მს დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი არ ჰყავს. იმის გარ­და, რომ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ, იმავდრო­უ­ლად ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ვარ. ჯერ­ჯე­რო­ბით მშობ­ლე­ბი მა­ფი­ნან­სე­ბენ და ამი­ტომ ჩემი ხელ­ფა­სი მო­ვაგ­რო­ვე და ფილ­მის გა­და­ღე­ბის დროს გა­მო­ვი­ყე­ნე. ჩემს სა­ახ­ლობ­ლო­ში ბევ­რი მსა­ხი­ო­ბია და მათი დახ­მა­რე­ბით მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. ფილ­მი, ასე ვთქვათ, ავ­ტო­ბა­ნის ერთ-ერთ ეკი­პაჟ­ზეა. დიდი მად­ლო­ბა ბა­ტონ შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძეს, რო­მელ­მაც ხელი შეგ­ვი­წყო და რა­ღაც სცე­ნე­ბი ავ­ტოდ­რომ­ზე გა­და­ვი­ღეთ. ახლა ერთ-ერთ სცე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა დაგ­ვრჩა. სა­ა­მი­სოდ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია მჭირ­დე­ბა და ვე­ლო­დე­ბი მათ პა­სუხს. რაც შე­ე­ხე­ბა რეკ­ვი­ზი­ტებს, მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფილმშია, ჩემს ახ­ლობ­ლებს ეკუთ­ვნით. აირ­სოფ­ტის ია­რა­ღე­ბი საკ­მა­ოდ ჰგავს ნამ­დვილს და რე­ა­ლურ ეფექტს ქმნის. პარ­კებ­ში ნარ­კო­ტი­კის მა­გივ­რად ფქვი­ლია ჩაყ­რი­ლი, ას­დო­ლა­რი­ა­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ ქა­ღალ­დზე დავ­ბეჭ­დეთ. ასე შე­იქ­მნა ყვე­ლა რეკ­ვი­ზი­ტი (იღი­მის). რაც შე­ე­ხე­ბა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ებს, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი შე­იძ­ლე­ბა, ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი იყოს და ეს არის "ჯე­ოს­ტა­რე­ლი" ანუ­ნა მდივ­ნიშ­ვი­ლი. მის გარ­და ფილმზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი მყავს და­კა­ვე­ბუ­ლი.

სცე­ნა­რი ჩე­მია, მაგ­რამ მისი ფა­ბუ­ლა აღე­ბუ­ლია ჩემ­თვის საყ­ვა­რე­ლი და ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლი­დან "კობ­რა 11". ეს ყვე­ლა­ზე მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი სე­რი­ა­ლი უკვე 18 სე-ზო­ნია არ­სე­ბობს. გა­და­სა­ღე­ბად ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე დიდი, ორ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­იქ­მნა. გერ­მა­ნი­ა­ში რომ ჩა­ვე­დი, ამ სე­რი­ა­ლის შე­სა­ხებ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიე და ახლა ვცდი­ლობ, ჩემი მცი­რე ბი­უ­ჯე­ტით, მსგავ­სი რამ გა­ვა­კე­თო (იღი­მის). ჩემს ფილ­მს ინ­ტერ­ნეტ­ში "იუ­თუბ­ზე" გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ. თუ რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზია და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, მისი გაშ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა. მე ამას იმის გამო არ ვა­კე­თებ, რომ ფილ­მით რა­ღაც ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ვი­ღო. მეც და ჩემი მე­გობ­რე­ბიც ფილ­მს ჩვენ­თვის ვი­ღებთ. თუ სა­რე­ჟი­სო­რო­ზე ჩა­ბა­რე­ბას გა­დავ­წყვეტ, უმაღ­ლეს­ში ამ ფილ­მს გავ­გზავ­ნი და ამ­გვა­რად სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა, ნა­ხონ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

- რა­მაზ, შენ და შენი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დით საზღ-ვარ­გა­რეთ...

- დიახ, პრა­ღა­ში. მე იქ და­ვი­ბა­დე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი მძაფრსიუჟეტიან ფილმს იღებს

რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი მძაფრსიუჟეტიან ფილმს იღებს

28 თებერვალს რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღე იყო. იმავე საღამოს "იმედის" ეთერში რეჟისორ საშა რეხვიაშვილის ფილმის "რამაზ ჩხიკვაძე" ჩვენება გაიმართა. ამ ფაქტს დაემთხვა მსახიობის შვილიშვილთან ჩვენი შეხვედრა. ბაბუას სეხნია, რამაზ ჩხიკვაძე, თავისი სცენარის მიხედვით ფილმს იღებს. ფილმზე მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. დღემდე რამდენიმე სცენარი აქვს შექმნილი, მაგრამ აქამდე არ მიეცა შესაძლებლობა, რომ ისინი განეხორციელებინა...

- რამაზ, ვიცი, მსახიობობა გქონდა გადაწყვეტილი. არჩევანი ხომ არ შეცვალე?

- ახლა 17 წლის ვარ, XI კლასში ვსწავლობ. ალბათ, პროფესიული არჩევანის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე თვის შემდეგ მივიღებ. მსახიობობა ძალიან მინდა, მომწონს ეს პროფესია და ნაწილობრივ ამ პროფესიაში გარკვეული ნაბიჯები გადადგმული მაქვს, მაგრამ იმავდროულად ვფიქრობ რეჟისურაზეც. ახლა პატარა გამოცდას ვუწყობ თავს და ვიღებ საშუალომეტრაჟიან, მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ფილმს. თუ გამომივა და ფილმი მომეწონება, მაშინ შეიძლება, რეჟისურაზე ვიფიქრო. ასევე არჩევანი მაქვს გასაკეთებელი თბილისში თეატრალურ უნივერსიტეტსა და უცხოეთში კინოუნივერსიტეტში ჩაბარებას შორის.

- ფინანსები როგორ მოიძიე? ვის ეკუთვნის სცენარი? ვინ არიან მსახიობები?

- სასაცილო ვიქნები, როცა გეტყვით, რომ რეალურად ამ ფილმს დამფინანსებელი არ ჰყავს. იმის გარდა, რომ სკოლაში ვსწავლობ, იმავდროულად ტელეკომპანია "იმედში" გასართობი გადაცემების კოორდინატორი ვარ. ჯერჯერობით მშობლები მაფინანსებენ და ამიტომ ჩემი ხელფასი მოვაგროვე და ფილმის გადაღების დროს გამოვიყენე. ჩემს საახლობლოში ბევრი მსახიობია და მათი დახმარებით მუშაობა დავიწყე. ფილმი, ასე ვთქვათ, ავტობანის ერთ-ერთ ეკიპაჟზეა. დიდი მადლობა ბატონ შალვა ოგბაიძეს, რომელმაც ხელი შეგვიწყო და რაღაც სცენები ავტოდრომზე გადავიღეთ. ახლა ერთ-ერთ სცენაზე მუშაობა დაგვრჩა. საამისოდ საპატრულო პოლიცია მჭირდება და ველოდები მათ პასუხს. რაც შეეხება რეკვიზიტებს, მანქანები, რომლებიც ფილმშია, ჩემს ახლობლებს ეკუთვნით. აირსოფტის იარაღები საკმაოდ ჰგავს ნამდვილს და რეალურ ეფექტს ქმნის. პარკებში ნარკოტიკის მაგივრად ფქვილია ჩაყრილი, ასდოლარიანები ჩვეულებრივ ქაღალდზე დავბეჭდეთ. ასე შეიქმნა ყველა რეკვიზიტი (იღიმის). რაც შეეხება ფილმში მონაწილეებს, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი შეიძლება, ერთადერთი ადამიანი იყოს და ეს არის "ჯეოსტარელი" ანუნა მდივნიშვილი. მის გარდა ფილმზე საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები მყავს დაკავებული.

სცენარი ჩემია, მაგრამ მისი ფაბულა აღებულია ჩემთვის საყვარელი და ცნობილი სერიალიდან "კობრა 11". ეს ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სერიალი უკვე 18 სე-ზონია არსებობს. გადასაღებად ევროპაში ყველაზე დიდი, ორკილომეტრიანი ავტობანი სპეციალურად შეიქმნა. გერმანიაში რომ ჩავედი, ამ სერიალის შესახებ ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და ახლა ვცდილობ, ჩემი მცირე ბიუჯეტით, მსგავსი რამ გავაკეთო (იღიმის). ჩემს ფილმს ინტერნეტში "იუთუბზე" გამოვაქვეყნებ. თუ რომელიმე ტელევიზია დაინტერესდება, მისი გაშვების საშუალება ექნება. მე ამას იმის გამო არ ვაკეთებ, რომ ფილმით რაღაც ფინანსური შემოსავალი მივიღო. მეც და ჩემი მეგობრებიც ფილმს ჩვენთვის ვიღებთ. თუ სარეჟისოროზე ჩაბარებას გადავწყვეტ, უმაღლესში ამ ფილმს გავგზავნი და ამგვარად საშუალება მექნება, ნახონ ჩემი შესაძლებლობები.

- რამაზ, შენ და შენი და წლების განმავლობაში ცხოვრობდით საზღ-ვარგარეთ...

- დიახ, პრაღაში. მე იქ დავიბადე.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება