სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე­უბ­ნე­ბი­ან, ერ­თი "სრო­კი" მოხ­დი­ლი გაქ­ვ­სო" - "ინტერპრესნიუსის" ექსტრემალი ჟურნალისტის ამ­ბე­ბი
"მე­უბ­ნე­ბი­ან, ერ­თი "სრო­კი" მოხ­დი­ლი გაქ­ვ­სო" - "ინტერპრესნიუსის" ექსტრემალი ჟურნალისტის ამ­ბე­ბი

"ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში 2007 წლი­დან ვარ. სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ში ვმუ­შა­ობ­დი, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი გა­ზე­თებ­თან", - მითხ­რა "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ნი­უს­რუ­მის ჟურ­ნა­ლის­ტ­მა ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძემ, რო­მე­ლმაც ამ სამ­სა­ხურ­ში ორი წე­ლი გა­ა­ტა­რა, მაგ­რამ საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვად რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, ამ სფე­რო­შია...

- ხა­თუ­ნა, ცო­ტა­ნი ხართ სა­მარ­თ­ლის სა­კი­თხებ­სა და კრი­მი­ნა­ლურ თე­მებ­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. რა­ტომ აირ­ჩიე ეს სფე­რო?

- "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უს­ში" ვა­კან­სია იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და მო­ვე­დი. ჩე­მი კან­დი­და­ტუ­რით ჩვე­ნი მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სი, ბაია ცა­ნა­ვა და­ინ­ტე­რეს­და: მითხ­რა, სა­მარ­თ­ლის სფე­რო­ში ჟურ­ნა­ლის­ტი გვჭირ­დე­ბაო. - პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ზე ვმუ­შა­ობ და ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბას ვერ შევ­ძ­ლებ-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე. - თვა­ლებ­ში გა­ტყობ, რომ შეძ­ლე­ბო, - მითხ­რა. მოკ­ლედ, ჩე­მი წი­ნა­მორ­ბე­დი, ჟურ­ნა­ლის­ტი ბე­ლა ზა­ქა­ი­ძე (ჩემ­თ­ვის სა­მა­გა­ლი­თო) უნ­და შე­მეც­ვა­ლა, რაც რთუ­ლი იყო. მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნი ბა­ი­ას სიტყ­ვებ­მა გამ­ბე­და­ო­ბა შემ­მა­ტა და დავ­თან­ხ­მ­დი. ძა­ლი­ან მა­ლე რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, რად­გან სწო­რედ ამ დროს ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბი გავ­რ­ცელ­და.

- და და­იწყო შე­ნი "სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი" პრაქ­ტი­კაც, არა?

- კი. ამ სკან­და­ლურ ამ­ბავს და­ემ­თხ­ვა ჩე­მი ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბა. სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტ­რ­მა, გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა რამ­დე­ნი­მე­კა­ცი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი შექ­მ­ნა, რო­მე­ლშიც მეც მოვ­ხ­ვ­დი. პირ­ვე­ლად გლდა­ნის ცი­ხე­ში მი­ნის­ტ­რ­თან ერ­თად შე­ვე­დით. თან, იქ შექ­მ­ნილ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ას ვა­შუ­ქებ­დი. პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი ის­ტე­რი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვ­ნენ. ყვე­ლას თა­ვი­სი პა­ტიმ­რის ბე­დი აწუ­ხებ­და და არა მარ­ტო მათ, - მთელ ქა­ლაქ­ში რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო, გა­მომ­ზე­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბით ყვე­ლა­ნი შოკ­ში იყ­ვ­ნენ და აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

რო­გორც კი მი­ნის­ტ­რ­თან ერ­თად, ცი­ხის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის ზღურ­ბლს გა­და­ვა­ბი­ჯეთ, ფან­ჯ­რე­ბი­დან პა­ტიმ­რე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი მოგ­ვეს­მა, ხმა­უ­რი ატყ­და. ისი­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შეს­ვ­ლას დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვ­დ­ნენ, მაგ­რამ ამ მო­თხოვ­ნას არა­ვინ უკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ყვე­ლას გვინ­დო­და, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, თი­თო­ე­ულ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვით და გავ­სა­უბ­რე­ბო­დით, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ამ, რო­მე­ლიც იქ დამ­ხ­ვ­და, რო­გორც ჩანს, ცო­ტა და­მაბ­ნია და ისე მოხ­და, რომ ჯგუფს ჩა­მოვ­რ­ჩი (მი­ნისტრს გან­ცხა­დე­ბა უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თურ­მე მას გაჰ­ყო­ლი­ან; მე ვერ გა­ვი­გე, ეს რო­დის მოხ­და). ვი­დე­ქი ცი­ხის 3 კორ­პუსს შუა, ხელ­ში კა­მე­რა მე­ჭი­რა და ვი­ღებ­დი. უეც­რად კორ­პუ­სე­ბი­დან პა­ტიმ­რე­ბის ლოც­ვის ხმა გა­ის­მა: "მა­მაო ჩვე­ნოს" კი­თხუ­ლობ­დ­ნენ... იმ წუ­თებ­ში ემო­ცი­ის­გან ვკან­კა­ლებ­დი, ცრემ­ლე­ბი მომ­დი­ო­და. ცუ­დად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იმა­საც მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს იყო ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უს­ში" თავს და­მამ­კ­ვიდ­რე­ბი­ნებ­და. ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­და­მე­ღო და არ და­ვი­ბე­ნი... შემ­დეგ ვე­ცა­დე, პა­ტიმ­რებ­საც გავ­სა­უბ­რე­ბო­დი. რა თქმა უნ­და, მათ­თან ემო­ცი­უ­რი სა­უბა­რი გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ის რე­პორ­ტა­ჟი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და... იმის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი წევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­დან მე ვი­ყა­ვი...

- რას გუ­ლის­ხ­მობ?

- "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა" - სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სი", რა­დიო "პა­ლიტ­რა," "პა­ლიტ­რა ტვ" ჩემ­გან ინ­ფორ­მა­ცი­ებს ელო­დე­ბო­და. ამ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლი უნ­და იყო ყველ­გან, ამას­თან - ობი­ექ­ტუ­რი. ეს თა­ვი­დან­ვე გა­ვი­აზ­რე, რო­ცა აქ სა­მუ­შა­ოდ მო­ვე­დი და შე­სა­ბა­მი­სად, ვაქ­ტი­უ­რობ­დი. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში ღა­მე ნორ­მა­ლუ­რად არც მძი­ნე­ბია, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე, ბევ­რი სა­ში­ნე­ლი კად­რი ვნა­ხე (მათ შო­რის - პი­რა­კე­რი­ლი პა­ტიმ­რე­ბი), არა­ერ­თხელ მოვ­ხ­ვ­დი სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი პა­ტი­მა­რი ცი­ხის უფ­რო­სის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით, სა­ხუ­რავ­ზე ავი­და. გვითხ­რეს, იქ­ნებ მოხ­ვი­დეთ, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გად­მოხ­ტო­მით იმუქ­რე­ბაო. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი წა­ვე­დით. ავე­დი სა­ხუ­რავ­ზე, მე­რე და­ჩი ცა­გუ­რი­აც მო­ვი­და. რო­გორ­ღაც პატი­მ­რის ჩა­წე­რა მო­ვა­ხერ­ხე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხი­ფათს გა­დავ­რ­ჩით - არ გად­მომ­ხ­ტა­რა. მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის ქვეშ იყო. რო­გორც გა­ვი­გეთ, ცი­ხის ყო­ფი­ლი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ატე­რო­რებ­დ­ნენ, რა­ღა­ცებს აიძუ­ლებ­დ­ნენ და ამ ნა­ბი­ჯამ­დე მი­ვი­და...

- "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ნი­უს­რუმ­ში მუ­დამ და­ძა­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბაა და ამ რიტმს რო­გორ უძ­ლებ?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ვცხოვ­რობ "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სით", "პა­ლიტ­რა ტვ"-თი და რა­დიო "პა­ლიტ­რით". სა­დაც უნ­და ვი­ყო, სახ­ლ­შიც, სულ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ, რომ რაც უნ­და მოხ­დეს, პირ­ვე­ლებს ჩვენ გვქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხ­და­რის შე­სა­ხებ. ეს არის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა არა მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რი­სა და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის წი­ნა­შე, არა­მედ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შეც. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სი" ქარ­თუ­ლი მე­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლია, - ყვე­ლამ იცის, რომ ჩვენ მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ზუს­ტე­ბულ-გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი და სან­დოა. თან, რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მუ­დამ ოპე­რა­ტი­უ­ლე­ბი ვართ.

- სა­მარ­თ­ლის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რა მო­გე­თხო­ვე­ბათ?

- ექ­ს­ტ­რი­მი უნ­და გი­ზი­დავ­დეს... რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხში­რად მოვ­ხ­ვედ­რილ­ვარ. ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, ვინც შემ­თხ­ვე­ვის ად­გილ­ზე გაჩ­ნ­და, რო­ცა მტკვარ­ზე 25 წლის ან­გე­ლო­ზი­ვით ბი­ჭი და­მ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი იპო­ვეს... ვყო­ფილ­ვარ ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ზე, სპე­ცო­პე­რა­ცი­ებ­ზე, გა­მი­შუ­ქე­ბია თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი, მკვლე­ლო­ბის, ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ძარ­ც­ვის შემ­თხ­ვე­ვე­ბი...

- ასეთ დროს ადა­მი­ა­ნუ­რად რას გა­ნიც­დი?

- იმ წუ­თებ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მსგავ­სი გან­ც­დე­ბი მაქვს... საქ­მეს რომ მოვ­რ­ჩე­ბი, მე­რე ვფიქ­რობ იმ სა­ში­ნელ ფაქ­ტებ­ზე და ხში­რად გაშ­ტე­რე­ბუ­ლი დავ­ბ­რუ­ნე­ბულ­ვარ სამ­სა­ხურ­ში. ერთ-ერ­თი ბო­ლო შემ­თხ­ვე­ვა ე.წ. "კრწა­ნი­სის ყა­ჩა­ღო­ბა" იყო ანუ კრწა­ნის­ში დე­და-შვი­ლი რომ აწა­მეს. ად­გილ­ზე მი­სულ­მა ვნა­ხე იმ ქა­ლის გამ­წა­რე­ბუ­ლი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც კორ­პუს­თან მო­ვი­და და აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­რა­ცხა­დი გახ­ლ­დათ. ოპე­რა­ტო­რებს და­ე­რია, კა­მე­რე­ბის და­ლეწ­ვას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ მას­ზე სა­ერ­თოდ არ გავ­ბ­რა­ზე­ბულ­ვარ, ვი­ნა­ი­დან ადა­მი­ა­ნუ­რად გა­ვუ­გე.

- და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის­გან რის­ხ­ვა პი­რა­დად თუ დაგ­ტყ­დო­მია თავს?

- ერთ-ერთ სო­ფელ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. რწმუ­ნე­ბუ­ლი მოკ­ლა ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბარ­მა. ჩახ­ლარ­თუ­ლი ამ­ბა­ვი იყო... მოკ­ლუ­ლის ოჯახ­ში იმ დროს მოგ­ვი­წია მის­ვ­ლამ, რო­დე­საც ექ­ს­პერ­ტი­ზის შემ­დეგ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მო­ას­ვე­ნეს. მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბარ­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა ვცა­დე, მაგ­რამ იქ ერ­თი ამ­ბა­ვი ატყ­და, შე­უ­რაცხ­ყო­ფაც კი მოგ­ვა­ყე­ნეს. იყო კა­მე­რის და­ლეწ­ვის მცდე­ლო­ბაც. ყვე­ლაფ­რის ახ­ს­ნა მო­მიხ­და... მე­რე მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლის სახ­ლ­ში მი­ვე­დით და იმ ად­გი­ლას, სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და. იქაც ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩ­ნ­დით. მოკ­ლედ, იქი­დან ძლივს გა­მო­ვას­წა­რით...

- ვი­ცი, რომ ცი­ხე­ში ერთ-ერ­თ­მა პირ­ველ­მა ჩა­წე­რე ინ­ტერ­ვიუ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­სი დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ...

- ძებ­ნი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვ­ლის შემ­დეგ გა­რის­კა და საზღ­ვა­რი გად­მოკ­ვე­თა. რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი შე­ვიტყ­ვეთ, მა­შინ­ვე ფა­ლი­აშ­ვილ­ზე, მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლ­თან მი­ვე­დით და იქ გა­ვარ­კ­ვი­ეთ, რომ რად­გა­ნაც ის ბრალ­დე­ბუ­ლად ით­ვ­ლე­ბო­და, საზღ­ვ­რის გად­მოკ­ვე­თის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვეს. არა­ვინ იცო­და, სად გა­და­იყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლებ­მა "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სის" გუნ­დ­მა და­ვად­გი­ნეთ, რომ ის გლდა­ნის ცი­ხე­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. მი­ვე­დით. გუ­ლი სა­შინ­ლად მი­ცემ­და: ერ­თა­დერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და. სა­კან­ში უნ­და შევ­სუ­ლი­ყა­ვი. მო­ვიკ­რი­ბე ენერ­გია, თავ­და­ჯე­რე­ბა შევ­მა­ტე თავს... შე­მიყ­ვა­ნეს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­კან­ში, ე.წ. კა­რან­ტი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და სა­კან­ში მყო­ფი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ ჩა­ვი­წე­რე. დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ვიგ­რ­ძე­ნი, რად­გა­ნაც ვი­ცო­დი, რომ ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც გა­რეთ მე­ლო­დე­ბო­და, მა­სა­ლა უნ­და გა­და­მე­ცა... ასე­ვე ძა­ლი­ან მა­გა­რი ფაქ­ტი იყო ინ­ტერ­ვიუ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას­თან ცი­ხის კა­რან­ტი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სხვა­თა შო­რის - მი­სი და­კა­ვე­ბი­დან ძა­ლი­ან ცოტა ხან­ში. მა­ნამ­დე ახ­ლო­საც არ მე­ნა­ხა. მე­დი­ას­თან არ ურ­თი­ერ­თობ­და. აღ­მოჩ­ნ­და, რომ კარ­გი რეს­პონ­დენ­ტია. ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყ­ვა.

- მოკ­ლედ, მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცი­ხე­ე­ბი მო­ი­ა­რე, არა?

- ასეა. ვი­ყა­ვი თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ქსან­ში, თით­ქ­მის ყვე­ლა ცი­ხე­ში შე­ვე­დი. ბევ­რი პა­ტიმ­რის ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე და ბევ­რს აღ­მო­ვუ­ჩი­ნე მცი­რე­დი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც მათ­თ­ვის ძა­ლი­ან დიდ რა­მეს ნიშ­ნავ­და. იქ ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვით იყო მოხ­ვედ­რი­ლი და არა­ერ­თი ისე­თი ამ­ბა­ვი მაქვს მოს­მე­ნი­ლი, რომ ამის გა­მო შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი... ქსან­ში ერ­თი ბი­ჭი იჯ­და, რომ­ლის­თ­ვი­საც ეთ­ქ­ვათ, რომ დე­და ცუ­დად ჰყავ­და, რაც ამ ქალ­ბა­ტო­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ით ჩვე­ნე­ბი­სას შე­უტყ­ვი­ათ. ამის გამ­გო­ნე ბიჭ­მა ბევ­რი რამ და­ი­შა­ვა: გა­და­იჭ­რა ვე­ნე­ბი, სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლე­ბი. ერ­თი სიტყ­ვით, შე­უ­რა­ცხა­დი­ვით იყო და კარ­ცერ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ქსან­ში მის სა­ნა­ხა­ვად რომ შე­ვე­დი, ვთქვი, დე­დამ შვი­ლი აუცი­ლებ­ლად უნ­და ნა­ხოს, თო­რემ მოკ­ვ­დე­ბა, ისე ცუ­დად არის-მეთ­ქი. მე­რე პა­ტიმ­რებ­მა გა­მიკ­ვ­ლი­ეს გზა, სა­დაც ის ახალ­გაზ­რ­და იჯ­და. სწო­რედ მა­შინ ვნა­ხე 48 პი­რა­მო­კე­რი­ლი ადა­მი­ა­ნი... ბი­ჭი მარ­თ­ლაც შე­უ­რა­ცხა­დი­ვით იყო. მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თ­ვის იყო მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნუ­რი მო­მენ­ტი და დე­დის მი­მართ მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუ­ლის შემ­ძ­ვ­რე­ლი იყო... რო­გორც კი გა­მო­ვე­დი იქი­დან, ცი­ხის დი­რექ­ტორს ლა­მის და­ვუ­ჩო­ქე, - იქ­ნებ ეს ბი­ჭი დე­დას შე­ახ­ვედ­როთ-მეთ­ქი. მარ­თ­ლაც, მა­თი პა­ე­მა­ნი შედ­გა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გაგ­რ­ძე­ლე­ბა ჰქონ­და ამ ყვე­ლა­ფერს: რო­დე­საც ნა­ხე­ვა­რი ცი­ხე ბო­ლო პე­რი­ოდ­ში პა­ტიმ­რე­ბის­გან და­ცა­რი­ელ­და (სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­წყა­ლე­ბის აქ­ტი რომ გა­მოს­ცა), ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი გა­და­ღე­ბა­ზე და ჩემ­თან ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და და მითხ­რა, - შენ ხარ ჩე­მი ღმერ­თი, შენ დე­და გა­და­მირ­ჩი­ნეო!.. რა თქმა უნ­და, ვერ ვი­ცა­ნი, რად­გან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მყავ­და იმ პე­რი­ოდ­ში ნა­ნა­ხი, თუმ­ცა ყვე­ლა ამ­ბა­ვი ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად მახ­სოვს. მოკ­ლედ, იმ ბიჭს ვუც­ნი­ვარ... და კი­დევ ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. იმ პე­რი­ოდ­ში იმ­დე­ნად სრუ­ლად ვი­ყა­ვი მო­ცუ­ლი ცი­ხი­სა და პა­ტიმ­რე­ბის ცხოვ­რე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დი გვერ­დ­ზე მქონ­და გა­და­დე­ბუ­ლი. ერთ-ერთ ცი­ხე­ში გა­და­ვაწყ­დი ბიჭს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ მომ­წონ­და. სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით პა­ტა­რა დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ვუ­ჩი­ნე. მა­ლე მან ცი­ხე და­ტო­ვა, გა­თა­ვი­სუფ­ლ­და. რა­ღაც პე­რი­ო­დი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ის ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია...

მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუფ­ში ყოფ­ნი­სას ბევ­რი მე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და და ბევრ ადა­მი­ანს, რო­გორც შე­მიძ­ლია, ახ­ლაც ვეხ­მა­რე­ბი. ბევ­რ­თან (ვინც იქ დარ­ჩა) წე­რი­ლო­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. მა­შინ კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ცი­ხის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი. მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ერ­თი "სრო­კი" მოხ­დი­ლი გაქ­ვ­სო (ი­ღი­მე­ბა).

ლა­ლი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მე­უბ­ნე­ბი­ან, ერ­თი "სრო­კი" მოხ­დი­ლი გაქ­ვ­სო" - "ინტერპრესნიუსის" ექსტრემალი ჟურნალისტის ამ­ბე­ბი

"მე­უბ­ნე­ბი­ან, ერ­თი "სრო­კი" მოხ­დი­ლი გაქ­ვ­სო" - "ინტერპრესნიუსის" ექსტრემალი ჟურნალისტის ამ­ბე­ბი

"ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში 2007 წლი­დან ვარ. სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ში ვმუ­შა­ობ­დი, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი გა­ზე­თებ­თან", - მითხ­რა "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ნი­უს­რუ­მის ჟურ­ნა­ლის­ტ­მა ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძემ, რო­მე­ლმაც ამ სამ­სა­ხურ­ში ორი წე­ლი გა­ა­ტა­რა, მაგ­რამ საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვად რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, ამ სფე­რო­შია...

- ხა­თუ­ნა, ცო­ტა­ნი ხართ სა­მარ­თ­ლის სა­კითხებ­სა და კრი­მი­ნა­ლურ თე­მებ­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. რა­ტომ აირ­ჩიე ეს სფე­რო?

- "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უს­ში" ვა­კან­სია იყო გა­მოცხა­დე­ბუ­ლი და მო­ვე­დი. ჩე­მი კან­დი­და­ტუ­რით ჩვე­ნი მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სი, ბაია ცა­ნა­ვა და­ინ­ტე­რეს­და: მითხ­რა, სა­მარ­თ­ლის სფე­რო­ში ჟურ­ნა­ლის­ტი გვჭირ­დე­ბაო. - პო­ლი­ტი­კის სა­კითხებ­ზე ვმუ­შა­ობ და ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბას ვერ შევ­ძ­ლებ-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე. - თვა­ლებ­ში გატყობ, რომ შეძ­ლე­ბო, - მითხ­რა. მოკ­ლედ, ჩე­მი წი­ნა­მორ­ბე­დი, ჟურ­ნა­ლის­ტი ბე­ლა ზა­ქა­ი­ძე (ჩემ­თ­ვის სა­მა­გა­ლი­თო) უნ­და შე­მეც­ვა­ლა, რაც რთუ­ლი იყო. მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნი ბა­ი­ას სიტყ­ვებ­მა გამ­ბე­და­ო­ბა შემ­მა­ტა და დავ­თან­ხ­მ­დი. ძა­ლი­ან მა­ლე რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, რად­გან სწო­რედ ამ დროს ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბი გავ­რ­ცელ­და.

- და და­იწყო შე­ნი "სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი" პრაქ­ტი­კაც, არა?

- კი. ამ სკან­და­ლურ ამ­ბავს და­ემ­თხ­ვა ჩე­მი ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბა. სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტ­რ­მა, გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა რამ­დე­ნი­მე­კა­ცი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი შექ­მ­ნა, რო­მე­ლშიც მეც მოვ­ხ­ვ­დი. პირ­ვე­ლად გლდა­ნის ცი­ხე­ში მი­ნის­ტ­რ­თან ერ­თად შე­ვე­დით. თან, იქ შექ­მ­ნილ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ას ვა­შუ­ქებ­დი. პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი ის­ტე­რი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვ­ნენ. ყვე­ლას თა­ვი­სი პა­ტიმ­რის ბე­დი აწუ­ხებ­და და არა მარ­ტო მათ, - მთელ ქა­ლაქ­ში რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო, გა­მომ­ზე­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბით ყვე­ლა­ნი შოკ­ში იყ­ვ­ნენ და აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

რო­გორც კი მი­ნის­ტ­რ­თან ერ­თად, ცი­ხის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის ზღურბლს გა­და­ვა­ბი­ჯეთ, ფან­ჯ­რე­ბი­დან პა­ტიმ­რე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი მოგ­ვეს­მა, ხმა­უ­რი ატყ­და. ისი­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შეს­ვ­ლას დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვ­დ­ნენ, მაგ­რამ ამ მოთხოვ­ნას არა­ვინ უკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ყვე­ლას გვინ­დო­და, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, თი­თო­ე­ულ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვით და გავ­სა­უბ­რე­ბო­დით, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ამ, რო­მე­ლიც იქ დამ­ხ­ვ­და, რო­გორც ჩანს, ცო­ტა და­მაბ­ნია და ისე მოხ­და, რომ ჯგუფს ჩა­მოვ­რ­ჩი (მი­ნისტრს გან­ცხა­დე­ბა უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თურ­მე მას გაჰ­ყო­ლი­ან; მე ვერ გა­ვი­გე, ეს რო­დის მოხ­და). ვი­დე­ქი ცი­ხის 3 კორ­პუსს შუა, ხელ­ში კა­მე­რა მე­ჭი­რა და ვი­ღებ­დი. უეც­რად კორ­პუ­სე­ბი­დან პა­ტიმ­რე­ბის ლოც­ვის ხმა გა­ის­მა: "მა­მაო ჩვე­ნოს" კითხუ­ლობ­დ­ნენ... იმ წუ­თებ­ში ემო­ცი­ის­გან ვკან­კა­ლებ­დი, ცრემ­ლე­ბი მომ­დი­ო­და. ცუ­დად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იმა­საც მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს იყო ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უს­ში" თავს და­მამ­კ­ვიდ­რე­ბი­ნებ­და. ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­და­მე­ღო და არ და­ვი­ბე­ნი... შემ­დეგ ვე­ცა­დე, პა­ტიმ­რებ­საც გავ­სა­უბ­რე­ბო­დი. რა თქმა უნ­და, მათ­თან ემო­ცი­უ­რი სა­უბა­რი გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ის რე­პორ­ტა­ჟი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და... იმის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი წევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­დან მე ვი­ყა­ვი...

- რას გუ­ლის­ხ­მობ?

- "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა" - სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სი", რა­დიო "პა­ლიტ­რა," "პა­ლიტ­რა ტვ" ჩემ­გან ინ­ფორ­მა­ცი­ებს ელო­დე­ბო­და. ამ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლი უნ­და იყო ყველ­გან, ამას­თან - ობი­ექ­ტუ­რი. ეს თა­ვი­დან­ვე გა­ვი­აზ­რე, რო­ცა აქ სა­მუ­შა­ოდ მო­ვე­დი და შე­სა­ბა­მი­სად, ვაქ­ტი­უ­რობ­დი. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში ღა­მე ნორ­მა­ლუ­რად არც მძი­ნე­ბია, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე, ბევ­რი სა­ში­ნე­ლი კად­რი ვნა­ხე (მათ შო­რის - პი­რა­კე­რი­ლი პა­ტიმ­რე­ბი), არა­ერ­თხელ მოვ­ხ­ვ­დი სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი პა­ტი­მა­რი ცი­ხის უფ­რო­სის გა­დად­გო­მის მოთხოვ­ნით, სა­ხუ­რავ­ზე ავი­და. გვითხ­რეს, იქ­ნებ მოხ­ვი­დეთ, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გად­მოხ­ტო­მით იმუქ­რე­ბაო. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი წა­ვე­დით. ავე­დი სა­ხუ­რავ­ზე, მე­რე და­ჩი ცა­გუ­რი­აც მო­ვი­და. რო­გორ­ღაც პატი­მ­რის ჩა­წე­რა მო­ვა­ხერ­ხე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხი­ფათს გა­დავ­რ­ჩით - არ გად­მომ­ხ­ტა­რა. მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის ქვეშ იყო. რო­გორც გა­ვი­გეთ, ცი­ხის ყო­ფი­ლი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ატე­რო­რებ­დ­ნენ, რა­ღა­ცებს აიძუ­ლებ­დ­ნენ და ამ ნა­ბი­ჯამ­დე მი­ვი­და...

- "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ნი­უს­რუმ­ში მუ­დამ და­ძა­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბაა და ამ რიტმს რო­გორ უძ­ლებ?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ვცხოვ­რობ "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სით", "პა­ლიტ­რა ტვ"-თი და რა­დიო "პა­ლიტ­რით". სა­დაც უნ­და ვი­ყო, სახ­ლ­შიც, სულ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ, რომ რაც უნ­და მოხ­დეს, პირ­ვე­ლებს ჩვენ გვქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხ­და­რის შე­სა­ხებ. ეს არის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა არა მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რი­სა და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის წი­ნა­შე, არა­მედ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შეც. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სი" ქარ­თუ­ლი მე­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლია, - ყვე­ლამ იცის, რომ ჩვენ მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ზუს­ტე­ბულ-გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი და სან­დოა. თან, რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მუ­დამ ოპე­რა­ტი­უ­ლე­ბი ვართ.

- სა­მარ­თ­ლის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რა მო­გეთხო­ვე­ბათ?

- ექ­ს­ტ­რი­მი უნ­და გი­ზი­დავ­დეს... რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხში­რად მოვ­ხ­ვედ­რილ­ვარ. ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, ვინც შემ­თხ­ვე­ვის ად­გილ­ზე გაჩ­ნ­და, რო­ცა მტკვარ­ზე 25 წლის ან­გე­ლო­ზი­ვით ბი­ჭი და­მ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი იპო­ვეს... ვყო­ფილ­ვარ ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ზე, სპე­ცო­პე­რა­ცი­ებ­ზე, გა­მი­შუ­ქე­ბია თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი, მკვლე­ლო­ბის, ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ძარ­ც­ვის შემ­თხ­ვე­ვე­ბი...

- ასეთ დროს ადა­მი­ა­ნუ­რად რას გა­ნიც­დი?

- იმ წუ­თებ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მსგავ­სი გან­ც­დე­ბი მაქვს... საქ­მეს რომ მოვ­რ­ჩე­ბი, მე­რე ვფიქ­რობ იმ სა­ში­ნელ ფაქ­ტებ­ზე და ხში­რად გაშ­ტე­რე­ბუ­ლი დავ­ბ­რუ­ნე­ბულ­ვარ სამ­სა­ხურ­ში. ერთ-ერ­თი ბო­ლო შემ­თხ­ვე­ვა ე.წ. "კრწა­ნი­სის ყა­ჩა­ღო­ბა" იყო ანუ კრწა­ნის­ში დე­და-შვი­ლი რომ აწა­მეს. ად­გილ­ზე მი­სულ­მა ვნა­ხე იმ ქა­ლის გამ­წა­რე­ბუ­ლი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც კორ­პუს­თან მო­ვი­და და აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­რაცხა­დი გახ­ლ­დათ. ოპე­რა­ტო­რებს და­ე­რია, კა­მე­რე­ბის და­ლეწ­ვას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ მას­ზე სა­ერ­თოდ არ გავ­ბ­რა­ზე­ბულ­ვარ, ვი­ნა­ი­დან ადა­მი­ა­ნუ­რად გა­ვუ­გე.

- და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის­გან რის­ხ­ვა პი­რა­დად თუ დაგ­ტყ­დო­მია თავს?

- ერთ-ერთ სო­ფელ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. რწმუ­ნე­ბუ­ლი მოკ­ლა ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბარ­მა. ჩახ­ლარ­თუ­ლი ამ­ბა­ვი იყო... მოკ­ლუ­ლის ოჯახ­ში იმ დროს მოგ­ვი­წია მის­ვ­ლამ, რო­დე­საც ექ­ს­პერ­ტი­ზის შემ­დეგ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მო­ას­ვე­ნეს. მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბარ­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა ვცა­დე, მაგ­რამ იქ ერ­თი ამ­ბა­ვი ატყ­და, შე­უ­რაცხ­ყო­ფაც კი მოგ­ვა­ყე­ნეს. იყო კა­მე­რის და­ლეწ­ვის მცდე­ლო­ბაც. ყვე­ლაფ­რის ახ­ს­ნა მო­მიხ­და... მე­რე მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლის სახ­ლ­ში მი­ვე­დით და იმ ად­გი­ლას, სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და. იქაც ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩ­ნ­დით. მოკ­ლედ, იქი­დან ძლივს გა­მო­ვას­წა­რით...

- ვი­ცი, რომ ცი­ხე­ში ერთ-ერ­თ­მა პირ­ველ­მა ჩა­წე­რე ინ­ტერ­ვიუ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­სი დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ...

- ძებ­ნი­ლად გა­მოცხა­დე­ბულ­მა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვ­ლის შემ­დეგ გა­რის­კა და საზღ­ვა­რი გად­მოკ­ვე­თა. რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი შე­ვიტყ­ვეთ, მა­შინ­ვე ფა­ლი­აშ­ვილ­ზე, მის საცხოვ­რე­ბელ სახ­ლ­თან მი­ვე­დით და იქ გა­ვარ­კ­ვი­ეთ, რომ რად­გა­ნაც ის ბრალ­დე­ბუ­ლად ით­ვ­ლე­ბო­და, საზღ­ვ­რის გად­მოკ­ვე­თის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვეს. არა­ვინ იცო­და, სად გა­და­იყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლებ­მა "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სის" გუნ­დ­მა და­ვად­გი­ნეთ, რომ ის გლდა­ნის ცი­ხე­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. მი­ვე­დით. გუ­ლი სა­შინ­ლად მი­ცემ­და: ერ­თა­დერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და. სა­კან­ში უნ­და შევ­სუ­ლი­ყა­ვი. მო­ვიკ­რი­ბე ენერ­გია, თავ­და­ჯე­რე­ბა შევ­მა­ტე თავს... შე­მიყ­ვა­ნეს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­კან­ში, ე.წ. კა­რან­ტი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და სა­კან­ში მყო­ფი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ ჩა­ვი­წე­რე. დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ვიგ­რ­ძე­ნი, რად­გა­ნაც ვი­ცო­დი, რომ ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც გა­რეთ მე­ლო­დე­ბო­და, მა­სა­ლა უნ­და გა­და­მე­ცა... ასე­ვე ძა­ლი­ან მა­გა­რი ფაქ­ტი იყო ინ­ტერ­ვიუ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას­თან ცი­ხის კა­რან­ტი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სხვა­თა შო­რის - მი­სი და­კა­ვე­ბი­დან ძა­ლი­ან ცოტა ხან­ში. მა­ნამ­დე ახ­ლო­საც არ მე­ნა­ხა. მე­დი­ას­თან არ ურ­თი­ერ­თობ­და. აღ­მოჩ­ნ­და, რომ კარ­გი რეს­პონ­დენ­ტია. ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყ­ვა.

- მოკ­ლედ, მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცი­ხე­ე­ბი მო­ი­ა­რე, არა?

- ასეა. ვი­ყა­ვი თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ქსან­ში, თით­ქ­მის ყვე­ლა ცი­ხე­ში შე­ვე­დი. ბევ­რი პა­ტიმ­რის ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე და ბევრს აღ­მო­ვუ­ჩი­ნე მცი­რე­დი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც მათ­თ­ვის ძა­ლი­ან დიდ რა­მეს ნიშ­ნავ­და. იქ ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვით იყო მოხ­ვედ­რი­ლი და არა­ერ­თი ისე­თი ამ­ბა­ვი მაქვს მოს­მე­ნი­ლი, რომ ამის გა­მო შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი... ქსან­ში ერ­თი ბი­ჭი იჯ­და, რომ­ლის­თ­ვი­საც ეთ­ქ­ვათ, რომ დე­და ცუ­დად ჰყავ­და, რაც ამ ქალ­ბა­ტო­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ით ჩვე­ნე­ბი­სას შე­უტყ­ვი­ათ. ამის გამ­გო­ნე ბიჭ­მა ბევ­რი რამ და­ი­შა­ვა: გა­და­იჭ­რა ვე­ნე­ბი, სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლე­ბი. ერ­თი სიტყ­ვით, შე­უ­რაცხა­დი­ვით იყო და კარ­ცერ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ქსან­ში მის სა­ნა­ხა­ვად რომ შე­ვე­დი, ვთქვი, დე­დამ შვი­ლი აუცი­ლებ­ლად უნ­და ნა­ხოს, თო­რემ მოკ­ვ­დე­ბა, ისე ცუ­დად არის-მეთ­ქი. მე­რე პა­ტიმ­რებ­მა გა­მიკ­ვ­ლი­ეს გზა, სა­დაც ის ახალ­გაზ­რ­და იჯ­და. სწო­რედ მა­შინ ვნა­ხე 48 პი­რა­მო­კე­რი­ლი ადა­მი­ა­ნი... ბი­ჭი მარ­თ­ლაც შე­უ­რაცხა­დი­ვით იყო. მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თ­ვის იყო მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნუ­რი მო­მენ­ტი და დე­დის მი­მართ მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუ­ლის შემ­ძ­ვ­რე­ლი იყო... რო­გორც კი გა­მო­ვე­დი იქი­დან, ცი­ხის დი­რექ­ტორს ლა­მის და­ვუ­ჩო­ქე, - იქ­ნებ ეს ბი­ჭი დე­დას შე­ახ­ვედ­როთ-მეთ­ქი. მარ­თ­ლაც, მა­თი პა­ე­მა­ნი შედ­გა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გაგ­რ­ძე­ლე­ბა ჰქონ­და ამ ყვე­ლა­ფერს: რო­დე­საც ნა­ხე­ვა­რი ცი­ხე ბო­ლო პე­რი­ოდ­ში პა­ტიმ­რე­ბის­გან და­ცა­რი­ელ­და (სა­ა­კაშ­ვილ­მა შეწყა­ლე­ბის აქ­ტი რომ გა­მოს­ცა), ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი გა­და­ღე­ბა­ზე და ჩემ­თან ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და და მითხ­რა, - შენ ხარ ჩე­მი ღმერ­თი, შენ დე­და გადამირჩინეო!.. რა თქმა უნ­და, ვერ ვი­ცა­ნი, რად­გან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მყავ­და იმ პე­რი­ოდ­ში ნა­ნა­ხი, თუმ­ცა ყვე­ლა ამ­ბა­ვი ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად მახ­სოვს. მოკ­ლედ, იმ ბიჭს ვუც­ნი­ვარ... და კი­დევ ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. იმ პე­რი­ოდ­ში იმ­დე­ნად სრუ­ლად ვი­ყა­ვი მო­ცუ­ლი ცი­ხი­სა და პა­ტიმ­რე­ბის ცხოვ­რე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დი გვერ­დ­ზე მქონ­და გა­და­დე­ბუ­ლი. ერთ-ერთ ცი­ხე­ში გა­და­ვაწყ­დი ბიჭს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ მომ­წონ­და. სა­მე­დი­ცი­ნო კუთხით პა­ტა­რა დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ვუ­ჩი­ნე. მა­ლე მან ცი­ხე და­ტო­ვა, გა­თა­ვი­სუფ­ლ­და. რა­ღაც პე­რი­ო­დი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ის ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია...

მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუფ­ში ყოფ­ნი­სას ბევ­რი მეკონტაქტებოდა და ბევრ ადა­მი­ანს, რო­გორც შე­მიძ­ლია, ახ­ლაც ვეხ­მა­რე­ბი. ბევ­რ­თან (ვინც იქ დარ­ჩა) წე­რი­ლო­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. მა­შინ კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ცი­ხის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი. მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ერ­თი "სრო­კი" მოხ­დი­ლი გაქ­ვ­სო (ი­ღი­მე­ბა).

ლა­ლი ფა­ცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები