მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუბარი ციხეში მოკლულ ფარტენაძის საქმეზე "დაშვებულ შეცდომაზე" ალაპარაკდა - ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო?
სუბარი ციხეში მოკლულ ფარტენაძის საქმეზე "დაშვებულ შეცდომაზე" ალაპარაკდა - ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო?

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი გე­გუ­თის #14 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოკ­ლუ­ლი გი­ორ­გი ფარ­ტე­ნა­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით "დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მა­ზე" სა­უბ­რობს და გან­მარ­ტავს, რომ მისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ტრა­გე­დი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ზარ სუ­ბარ­მა "პა­ლიტ­რა ტვ"-ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "ემას შო­უ­ში" ისა­უბ­რა. "ამ კონ­კრე­ტულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით არის დაშ­ვე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბი, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, ალ­ბათ, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ და­ნა­შა­უ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, და­ნა­შა­უ­ლის, რო­მე­ლიც დამ­თავ­რდა მძი­მე ტრა­გე­დი­ით - ახალ­გაზ­რდა კა­ცის მკვლე­ლო­ბით", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გე­გუ­თის ცი­ხის დი­რექ­ტორ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა უკვე და­ტო­ვა.

"ცი­ხის დი­რექ­ტო­რი გა­დად­გა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებს მისი მო­ად­გი­ლე. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, დად­გე­ბა და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის, ოღონდ არ გა­ვუს­წრებ წინ გა­მო­ძი­ე­ბას", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა, რომ­ლის გან­მარ­ტე­ბი­თაც მკვლე­ლო­ბა ისე­თი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით მოხ­და, რომ­ლის ქო­ნის უფ­ლე­ბაც პა­ტიმ­რებს აქვთ.

გარ­და ამი­სა, სუ­ბა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­კან­ში გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან ერ­თად იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. "ის იმ­ყო­ფე­ბო­და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან ერ­თად. თუ იმ მუხლს ავი­ღებთ, რი­თაც ის იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, ესაა ძა­ლი­ან მძი­მე მუხ­ლი, თუმ­ცა მე­ო­რე სა­კი­თხია ის, რამ­დე­ნად სწო­რად მი­უ­სა­ჯა სა­სა­მარ­თლომ", - დას­ძი­ნა სო­ზარ სუ­ბარ­მა.

2014 წლის 4 მარტს, 02:30 სა­ათ­ზე, გე­გუ­თის #14 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ექ­ვსად­გი­ლი­ან სა­კან­ში, სა­დაც ხუთი მსჯავ­რდე­ბუ­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, პა­ტიმ­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რაც ერთ-ერთი მსჯავ­რდე­ბუ­ლის, გი­ორ­გი ფარ­ტე­ნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბით დას­რულ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სუბარი ციხეში მოკლულ ფარტენაძის საქმეზე "დაშვებულ შეცდომაზე" ალაპარაკდა - ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო?

სუბარი ციხეში მოკლულ ფარტენაძის საქმეზე "დაშვებულ შეცდომაზე" ალაპარაკდა - ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო?

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი გეგუთის #14 დაწესებულებაში მოკლული გიორგი ფარტენაძის საქმესთან დაკავშირებით "დაშვებულ შეცდომაზე" საუბრობს და განმარტავს, რომ მისი გათვალისწინების შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოზარ სუბარმა "პალიტრა ტვ"-ის ეთერში, გადაცემა "ემას შოუში" ისაუბრა. "ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით არის დაშვებული გარკვეული შეცდომები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც, ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა ამ დანაშაულის თავიდან აცილება, დანაშაულის, რომელიც დამთავრდა მძიმე ტრაგედიით - ახალგაზრდა კაცის მკვლელობით", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე განმარტებით, გეგუთის ციხის დირექტორმა თანამდებობა უკვე დატოვა.

"ციხის დირექტორი გადადგა თანამდებობიდან. მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. პასუხისმგებლობა, სავარაუდოდ, დადგება და არაერთი ადამიანის, ოღონდ არ გავუსწრებ წინ გამოძიებას", - აღნიშნა მინისტრმა, რომლის განმარტებითაც მკვლელობა ისეთი საგნის გამოყენებით მოხდა, რომლის ქონის უფლებაც პატიმრებს აქვთ.

გარდა ამისა, სუბარის ინფორმაციით, დაღუპული მსჯავრდებული საკანში განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებთან ერთად იყო მოთავსებული. "ის იმყოფებოდა განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებთან ერთად. თუ იმ მუხლს ავიღებთ, რითაც ის იყო გასამართლებული, ესაა ძალიან მძიმე მუხლი, თუმცა მეორე საკითხია ის, რამდენად სწორად მიუსაჯა სასამართლომ", - დასძინა სოზარ სუბარმა.

2014 წლის 4 მარტს, 02:30 საათზე, გეგუთის #14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გიორგი ფარტენაძის გარდაცვალებით დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ:

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ