იტალიაში, ქალაქ ტრევიზიში მცხოვრებმა 70 წლის მამაკაცმა ესკორტ გოგონა დაიქირავა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სტრესი მაშინ მიიღო, როდესაც ოთახში სარძლო შევიდა.
საქმე ის არის, რომ პენსიონერს სურდა, ადგილობრივი გოგონა არ დაექირავებინა და ესკორტი მეზობელი ქალაქიდან გამოიძახა. წარმოიდგინეთ მამაკაცის სახე, რომელიც გართობას ელოდა, მაგრამ ზღურბლზე 40 წლის სარძლომ გადმოაბიჯა. ქალი მამას ვაჟმა თავის დროზე, როგორც მიმტანი ისე გააცნო. სარძლო სამხრეთ ამერიკელია. დიდი ფიქრის შემდეგ პენსიონერმა ვაჟს ყველაფერი აუხსნა, რომ მისი საცოლე მიმტანი კი არა, ესკორტ გოგონაა.
ვაჟმა მამას სასამართლოში უჩივლა და სარჩელში მიუთითა, რომ მას "ტრავმა" მიაყენეს. მოსამართლემ არასრულყოფილი ბრალდებების გამო სასამართლო სხდომა გადადო.მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.