საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მომზადებული დასკვნა დეტექტიური რომანებისა და თურქული სერიალების მოყვარულებისთვისაც ძალიან საინტერესო დოკუმენტია.
"რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ უნდა გაეცნოს საზოგადოება ამ დოკუმენტს, ჩემი შთაბეჭდილება ის არის, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები და საკითხით დაინტერესებული პირები, არამედ დეტექტიური რომანების მოყვარული მკითხველი თუ გაეცნობა, დიდ სიამოვნებას მიიღებეს. მეტიც, თურქული სერიალების მოყვარულებისთვისაც ძალიან საინტერესო დოკუმენტია, იმდენი ჩახლართული თემაა და იმდენი როლის შემსრულებელი ფიგურირებს, ჩვენი კოლეგებიც კი", – განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ საგამოძიებო კომისიის დასკვნას "მძიმე" უწოდა.
200-გვერდიანი დოკუმენტი პარლამენტს დღეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა წარუდგინა. პარლამენტმა სპეციალური დადგენილებაც მიიღო, რომლის საფუძველზეც დასკვნა რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.