რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზოგიერთი უკრაინული მედიასაშუალების მიერ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ნათქვამის უხეშად დამახინჯების გამო, შოკირებულია. "იტარ-ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს.

"განსაკუთრებით პროვოკაციულად ჟღერს გაჟღერებული თეზისი მოსკოვის მიერ თითქოსდა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ. ეს მაშინ, როდესაც ვიტალი ჩურკინის მედიასთან ურთიერთობის სრული ტექსტი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით, რუსეთის წარმომადგენლობის საიტზე სრულად არის ხელმისაწვდომი. მსგავსი მეთოდები კატეგორიულად მიუღებელია და ხელს უწყობს კიდევ უფრო შეარყიოს უკრაინის ცალკეულ რეგიონებში არსებული ვითარება", – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დღეს, მოსკოვის მიერ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა ტელეკომპანია ТСН-მა გაავრცელა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა