მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღნიშნავენ საქართველოში დედის დღეს
როგორ აღნიშნავენ საქართველოში დედის დღეს

"დედა, ია და­გიკ­რი­ფე,/ ლურჯთ­ვა­ლა და კოპ­წია,/ 8 მარ­ტი და გა­ზა­ფხუ­ლი,/ ერ­თად მო­მი­ლოც­ნია", - აი, ასე ვუ­ლო­ცავ­დი დე­დას ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს - 8 მარტს. მახ­სოვს, დე­დას უხა­რო­და, როცა ლექსს ვამ­ბობ­დი. მერე, ცოტა რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, მის­თვის ეზო­ში იებს ვკრეფ­დი, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, ყვა­ვი­ლე­ბის ჩუ­ქე­ბი­სას დე­დას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ ვამ­ჩნევ­დი. ალ­ბათ ლექ­სე­ბი უფრო მე­ტად მოს­წონ­და...

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 3 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­დის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. ეს დღე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რო­გორც უქმე. ამ დღე­სას­წა­უ­ლის და­წე­სე­ბის იდეა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ პრე­ზი­დენტს, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გა­უჩ­ნდა და 1991 წელს უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ და­ა­კა­ნო­ნა. 3 მარტს წე­სით, ქალ­თა დღე, 8 მარ­ტი უნდა შე­ეც­ვა­ლა, მაგ­რამ ასე არ მოხ­და და დღეს­დღე­ო­ბით ორი­ვე დღე­სას­წა­უ­ლი ცალ-ცალ­კე აღი­ნიშ­ნე­ბა.

ჰოდა, ახლა, როცა 3 მარტსაც ვზე­ი­მობთ, ზოგი 8 მარტს აღარ აღი­ა­რებს, ზოგი კი დე­დის დღის ცალ­კე აღ­ნიშ­ვნას აპ­რო­ტეს­ტებს, - რა ქნან იმ ქა­ლებ­მა, რომ­ლებ­საც შვი­ლე­ბი არ ჰყავთ? ასეთ დროს შე­იძ­ლე­ბა, ისი­ნი დეპ­რე­სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდნე­ნო... გა­დავ­წყვი­ტე გა­მე­გო, რას ფიქ­რო­ბენ მო­ზარ­დე­ბი ქალ­თა დღე­სა თუ დე­დის დღე­ზე და სა­ერ­თო­დაც, მშო­ბელს ამ დღეს თუ ულო­ცა­ვენ?

ვიდ­რე თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის მო­საზ­რე­ბებს გა­გაც­ნობთ, მინ­და, მომ­ღე­რალ მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი­სა და მსა­ხი­ობ თაკო აბა­ში­ძის გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ მი­ლოც­ვებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა. მა­რი­ა­მი 3 მარტს ქალ­ბა­ტონ თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს, თაკო აბა­ში­ძე კი ბე­ბი­ას ორი­გი­ნა­ლუ­რად ულო­ცავს. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ღე­რალ და რა­დი­ო­წამ­ყვან დიტო ქი­სიშ­ვილს, ის დე­დის დღეს არა მარ­ტო მშო­ბელს, არა­მედ მე­უღ­ლე­საც ულო­ცავს სა­ო­ცა­რი სი­ტყვე­ბით.

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი:

"დე! ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ!!! სი­სუ­ლე­ლეა ეს დე­დის დღე. მე შენ სამ მარტსაც ისე­ვე მიყ­ვარ­ხარ, რო­გორც სხვა დღე­ებ­ში და მთე­ლი 24 წელი... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ღმერ­თმა შენი თავი მა­ჩუ­ქა... მიყ­ვარ­ხარ, მაგ­რამ ამ სიყ­ვა­რუ­ლის სი­ტყვე­ბით ახ­სნა არ გა­მომ­დის და რა ვქნა? მიყ­ვარ­ხარ!!!"

თაკო აბა­ში­ძე:

"ბე­ე­ეე.... გი­ლო­ცა­ა­ა­ავ! შენც ჩემი დედა ხარ, აბა, ვინ ხარ?!. მად­ლო­ბა შენ ყვე­ლა დღის­თვის, ყო­ვე­ლი ტკბი­ლი სი­ტყვის­თვის, ყვე­ლა და­ფა­რე­ბუ­ლი საბ­ნის­თვის და იმის­თვის, რომ რაც ვიცი, შენ მას­წავ­ლე... ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ და მინ­და, ჩემ­თან ძა­ლი­ან დიდ­ხანს იყო!"

დიტო ქი­სიშ­ვი­ლი:

"ჩემო საყ­ვა­რე­ლო დედა! შენ კარ­გად იცი, რომ შენს სა­ხელს გულ­ზე ამოტვიფ­რულს ვა­ტა­რებ, - ეს გა­რე­დან რაც ჩანს და რა­საც ყო­ველ­დღე ვკი­თხუ­ლობ. მინ­და იცო­დე ის, რაც ისე­დაც იცი, მაგ­რამ მა­ინც: შენ ხარ ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ჩემ­თვის! გულ­ზე კი არა, გულ­შიც მაქვს შენი სა­ხე­ლი ამო­ქარ­გუ­ლი (ოქ­როს ძა­ფე­ბით); იმ გულ­ში, რო­მე­ლიც შენ გე­კუთ­ვნის, რო­მე­ლიც შე­ნით საზ­რდო­ობს. შენ ხარ შე­მოქ­მე­დი იმი­სა, რაც ასე რიტ­მუ­ლად მიძ­გერს მკერ­დში. დიდ­ხანს იყა­ვი ჩემ გვერ­დით, რათა არით­მია არ და­მე­მარ­თოს. გი­ლო­ცავ!"

და კი­დევ: "ჩემო უსაყ­ვარ­ლე­სო მე­უღ­ლევ, რუს­კა! ჩემი სი­ცო­ცხლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა ხარ, რო­მელ­მაც ჩემს ხელ­ში შე­იგ­რძე­ნი და გა­ი­გე, თუ რა არის დე­დო­ბა და მე ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი რომ ვარ, ეს იცი. მინ­და, შენს ლა­მაზ სა­ხეს ყო­ველ­თვის თან ახ­ლდეს ღი­მი­ლი. გპირ­დე­ბი, რომ ეს ასე იქ­ნე­ბა; იმა­საც გპირ­დე­ბი, რომ დე­დო­ბას კი­დევ მრა­ვალ­ჯერ შე­იგ­რძნობ.... გავა დრო და შენ­ზე იტყვი­ან: "ღირ­სი დედა", "გმი­რი დედა", "მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი" და ა.შ. მიყ­ვარ­ხარ! გი­ლო­ცავ!"

ეკა წი­წი­ლაშ­ვი­ლი, 18 წლის:

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს 3 მარ­ტი. ამ დღეს დე­დას ყო­ველ­თვის ვარ­დებს ვჩუქ­ნი. მარ­თა­ლია, უმე­ტე­სო­ბა მშო­ბელს იებს ან ენ­ძე­ლებს ჩუქ­ნის, რო­გორც გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ველ ყვა­ვილს, მაგ­რამ ვიცი, რომ დე­და­ჩემს ვარ­დე­ბი უფრო მე­ტად "ევა­სე­ბა". სხვა­თა შო­რის, როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მას დი­ლი­დან­ვე ყვე­ლა იმ სიმ­ღე­რას ვუს­რუ­ლებ­დი, რაც ვი­ცო­დი. მერე მა­მა­საც ვა­ყა­ჩა­ღებ­დი: ერ­თად მივ­დი­ო­დით დე­დას­თვის სა­ჩუქ­რის შე­სა­ძე­ნად. სა­სა­ცი­ლო ის იყო, რომ ზოგ­ჯერ დედა ჩუ­მად მიკ­ვეთ­და, მა­მის­თვის რისი ყიდ­ვა უნდა მო­მე­თხო­ვა... ჰოდა, ახლა მე­უბ­ნე­ბა: მა­შინ უფრო ჭკვი­ა­ნი იყა­ვი, ვიდ­რე ახლა ხარ. იცო­დი, ჩემი გული უფრო მე­ტად რო­გორ უნდა მო­გე­გო და ზუს­ტად ისე­თი სა­ჩუ­ქა­რი მო­გ­ქონ­და, რაც მინ­დო­დაო (იცი­ნის).

რაც შე­ე­ხე­ბა 8 მარტს. ამ დღეს ყვე­ლა ქალ­ბა­ტონს ვუ­ლო­ცავ ხოლ­მე, მაგ­რამ სა­ჩუქ­რე­ბის მი­ძღვნა და რა­ღაც ეგე­თე­ბი ზედ­მე­ტი მგო­ნია. ისე­დაც, ყვე­ლა ქალი ხომ პო­ტენ­ცი­უ­რი დე­დაა? შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღაც მშო­ბე­ლი არ იყოს, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლი­მე ნა­თე­სავ­ზე იმ­დე­ნი ამა­გი არ ჰქონ­დეს, რომ რო­გორც დე­დას, ისე მი­უ­ლო­ცონ ეს დღე. ჰოდა, რა სა­ჭი­როა ორი მა­რი­ნე ერ­თსა და იმა­ვე თვე­ში? P.S. დედა, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ! შენი თბი­ლი ხე­ლე­ბი არას­დროს გა­ცი­ვე­ბუ­ლი­ყოს. დიდ­ხანს, ძა­ლი­ან დიდ­ხანს სი­ცო­ცხლეს გი­სურ­ვებ!

ლუკა ღა­ღა­ნი­ძე, 16 წლის:

- დე­დას სი­ტყვი­ე­რად ვუ­ლო­ცავ ხოლ­მე ამ დღეს. სა­ერ­თოდ, ყვა­ვი­ლე­ბის ჩუ­ქე­ბა არ მიყ­ვარს; თა­ი­გულს შეყ­ვა­რე­ბულ­საც ვერ მი­ვუ­ტან. დე­დამ იცის, რომ ის ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მე კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მის­თვის სა­ჩუ­ქარ­ზე ძვირ­ფა­სი ჩემი ყუ­რა­დღე­ბაა. ჰოდა, ამით ვსარ­გებ­ლობ და მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი მი­ლოც­ვით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი ხოლ­მე.

ისე, ცნო­ბი­სათ­ვის, მას არა მარ­ტო 3 მარტს, არა­მედ 8 მარტსაც ვუ­ლო­ცავ. დე­დას უყ­ვარს ქე­ი­ფი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად "ჩაჯ­დო­მა". ჰოდა, ყო­ველ ქალ­თა დღეს ჩვენს ოჯახ­ში მისი სა­და­ქა­ლოს "პა­რა­დია" ხოლ­მე. მე და მამა კი ვცდი­ლობთ, შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის ალი­ა­ქო­თი მოთ­მი­ნე­ბით ავი­ტა­ნოთ. სა­მა­გი­ე­როდ, მე­ო­რე დღი­დან­ვე ვი­წყებთ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­თვის სის­ხლის გაშ­რო­ბას. აი, ასე მიყ­ვარს დედა (იღი­მის)...

ქეთა, 19 წლის:

- ამ­ბო­ბენ, შვი­ლი­სად­მი დე­დის სიყ­ვა­რუ­ლი უსა­ზღვრო­აო და ალ­ბათ ასეც არის. ამას წი­ნათ ვი­ღა­ცამ ასე­თი რამ მი­თხრა და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა: "დედა და შვი­ლი გზა­ზე მი­დი­ოდ­ნენ. მდი­ნა­რე­ზე უნდა გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. დე­დამ შვილს უთხრა: ხელი კარ­გად მომ­კი­დეო. შვილ­მა უპა­სუ­ხა: არა, შენ ჩამ­ჭი­დეო. დე­დას გა­უკ­ვირ­და: რა გან­სხვა­ვე­ბა არი­სო? მა­შინ შვილ­მა მი­უ­გო: რა­ი­მე რომ მოხ­დეს, მე შე­იძ­ლე­ბა ხელი გა­გიშ­ვა, მაგ­რამ შენ ხელს არას­დროს გა­მიშ­ვე­ბო..." მინ­და, ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დე­და­ჩემს მი­ვუ­ლო­ცო დე­დის დღე! მათ ბედ­ნი­ე­რე­ბას და ჩვე­ნით, შვი­ლე­ბით გა­ხა­რე­ბას ვუ­სურ­ვებ!

ისე, ჩვენ­ში დარ­ჩეს და 8 მარ­ტი დი­დად არ მხიბ­ლავს. დე­დის დღე უფრო მე­ტად მომ­წონს.

ლი­კუ­ნა, 16 წლის:

- სამ­წუ­ხა­როდ, დედა აღარ მყავს და ყო­ველ 3 მარტს მის საფ­ლავ­ზე მივ­დი­ვარ. იქ მი­მაქვს მის­თვის ყვა­ვი­ლე­ბი, მა­მას კი სას­მე­ლი მო­აქვს და დე­დას შე­სან­დო­ბარს ვამ­ბობთ. როცა რამე მი­ჭირს, მა­ში­ნაც საფ­ლავ­თან მივ­დი­ვარ და დახ­მა­რე­ბას ვთხოვ. ჩემ­თან სიზ­მარ­ში ხში­რად მო­დის და მე­ფე­რე­ბა, მე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბა, რჩე­ვებს მაძ­ლევს. მინ­და, ყვე­ლას ვუ­თხრა: დე­დებს გა­უფრ­თხილ­დით! მე რომ დედა მყავ­დეს, ალ­ბათ გულს არას­დროს ვატ­კენ­დი.

გეგა, 17 წლის:

- არ მეს­მის, რა სა­ჭი­როა, ქა­ლე­ბის დღე ორ­ჯერ ვი­ზე­ი­მოთ. კი, საყ­ვა­რე­ლი არ­სე­ბე­ბი არი­ან, მაგ­რამ ეს ხომ ორ­მა­გი ხარ­ჯია? თა­ნაც, ვაპ­რო­ტეს­ტებ, რომ კა­ცე­ბის დღე არ აღი­ნიშ­ნე­ბა... დე­დას კი ვუ­ლო­ცავ 3 მარტს, მაგ­რამ ვერ და­ვიტ­რა­ბა­ხებ, რომ რა­ი­მეს ვჩუქ­ნი. სად მაქვს ფული მე სა­წყალს? ჯი­ბის ფულ­საც კი თა­ვად მაძ­ლევს... ჰოდა, ვა­ი­მე­დებ: როცა სწავ­ლას და­ვამ­თავ­რებ და მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებ, მერე აგავ­სებ ოქრო-ბრი­ლი­ან­ტე­ბით-მეთ­ქი... მაგ­რამ არ მეს­მის, მა­ინც რა სა­ჭი­როა ერ­თსა და იმა­ვე თვე­ში მხო­ლოდ ქა­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ორი დღე­სას­წა­უ­ლი?..

ნან­კა, 17 წლის:

- მომ­წონს, ქა­ლე­ბის დღეს ორ­ჯერ რომ აღ­ვნიშ­ნავთ. ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 3 მარტსაც მა­სა­ჩუქ­რებს, რო­გორც პო­ტენ­ცი­ურ დე­დას და რვა­შიც... პი­რა­დად მე, ამ დღეს დე­დას ყვა­ვი­ლებს ვჩუქ­ნი და ვცდი­ლობ, არ ვა­წყე­ნი­ნო. მას მა­მაც ასა­ჩუქ­რებს ხან ყვა­ვი­ლე­ბით, ხან სუ­ნა­მო­თი - ეს კი სა­სი­ა­მოვ­ნოა.

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

როგორ აღნიშნავენ საქართველოში დედის დღეს

როგორ აღნიშნავენ საქართველოში დედის დღეს

"დედა, ია დაგიკრიფე,/ ლურჯთვალა და კოპწია,/ 8 მარტი და გაზაფხული,/ ერთად მომილოცნია", - აი, ასე ვულოცავდი დედას ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს. მახსოვს, დედას უხაროდა, როცა ლექსს ვამბობდი. მერე, ცოტა რომ წამოვიზარდე, მისთვის ეზოში იებს ვკრეფდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ყვავილების ჩუქებისას დედას აღფრთოვანებას ვერ ვამჩნევდი. ალბათ ლექსები უფრო მეტად მოსწონდა...

მოგეხსენებათ, 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ეს დღე ოფიციალურად არის გამოცხადებული როგორც უქმე. ამ დღესასწაულის დაწესების იდეა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას გაუჩნდა და 1991 წელს უმაღლესმა საბჭომ დააკანონა. 3 მარტს წესით, ქალთა დღე, 8 მარტი უნდა შეეცვალა, მაგრამ ასე არ მოხდა და დღესდღეობით ორივე დღესასწაული ცალ-ცალკე აღინიშნება.

ჰოდა, ახლა, როცა 3 მარტსაც ვზეიმობთ, ზოგი 8 მარტს აღარ აღიარებს, ზოგი კი დედის დღის ცალკე აღნიშვნას აპროტესტებს, - რა ქნან იმ ქალებმა, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ? ასეთ დროს შეიძლება, ისინი დეპრესიაში აღმოჩნდნენო... გადავწყვიტე გამეგო, რას ფიქრობენ მოზარდები ქალთა დღესა თუ დედის დღეზე და საერთოდაც, მშობელს ამ დღეს თუ ულოცავენ?

ვიდრე თინეიჯერების მოსაზრებებს გაგაცნობთ, მინდა, მომღერალ მარიამ როინიშვილისა და მსახიობ თაკო აბაშიძის გულისამაჩუყებელ მილოცვებზე გავამახვილო ყურადღება. მარიამი 3 მარტს ქალბატონ თამრიკო ჭოხონელიძეს, თაკო აბაშიძე კი ბებიას ორიგინალურად ულოცავს. რაც შეეხება მომღერალ და რადიოწამყვან დიტო ქისიშვილს, ის დედის დღეს არა მარტო მშობელს, არამედ მეუღლესაც ულოცავს საოცარი სიტყვებით.

მარიამ როინიშვილი:

"დე! ძალიან მიყვარხარ!!! სისულელეა ეს დედის დღე. მე შენ სამ მარტსაც ისევე მიყვარხარ, როგორც სხვა დღეებში და მთელი 24 წელი... ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა შენი თავი მაჩუქა... მიყვარხარ, მაგრამ ამ სიყვარულის სიტყვებით ახსნა არ გამომდის და რა ვქნა? მიყვარხარ!!!"

თაკო აბაშიძე:

"ბეეეე.... გილოცაააავ! შენც ჩემი დედა ხარ, აბა, ვინ ხარ?!. მადლობა შენ ყველა დღისთვის, ყოველი ტკბილი სიტყვისთვის, ყველა დაფარებული საბნისთვის და იმისთვის, რომ რაც ვიცი, შენ მასწავლე... ძალიან მიყვარხარ და მინდა, ჩემთან ძალიან დიდხანს იყო!"

დიტო ქისიშვილი:

"ჩემო საყვარელო დედა! შენ კარგად იცი, რომ შენს სახელს გულზე ამოტვიფრულს ვატარებ, - ეს გარედან რაც ჩანს და რასაც ყოველდღე ვკითხულობ. მინდა იცოდე ის, რაც ისედაც იცი, მაგრამ მაინც: შენ ხარ ერთადერთი და განუმეორებელი ჩემთვის! გულზე კი არა, გულშიც მაქვს შენი სახელი ამოქარგული (ოქროს ძაფებით); იმ გულში, რომელიც შენ გეკუთვნის, რომელიც შენით საზრდოობს. შენ ხარ შემოქმედი იმისა, რაც ასე რიტმულად მიძგერს მკერდში. დიდხანს იყავი ჩემ გვერდით, რათა არითმია არ დამემართოს. გილოცავ!"

და კიდევ: "ჩემო უსაყვარლესო მეუღლევ, რუსკა! ჩემი სიცოცხლის განსაკუთრებული მოვლენა ხარ, რომელმაც ჩემს ხელში შეიგრძენი და გაიგე, თუ რა არის დედობა და მე ამით ძალიან ბედნიერი რომ ვარ, ეს იცი. მინდა, შენს ლამაზ სახეს ყოველთვის თან ახლდეს ღიმილი. გპირდები, რომ ეს ასე იქნება; იმასაც გპირდები, რომ დედობას კიდევ მრავალჯერ შეიგრძნობ.... გავა დრო და შენზე იტყვიან: "ღირსი დედა", "გმირი დედა", "მრავალშვილიანი" და ა.შ. მიყვარხარ! გილოცავ!"

ეკა წიწილაშვილი, 18 წლის:

- ძალიან მიყვარს 3 მარტი. ამ დღეს დედას ყოველთვის ვარდებს ვჩუქნი. მართალია, უმეტესობა მშობელს იებს ან ენძელებს ჩუქნის, როგორც გაზაფხულის პირველ ყვავილს, მაგრამ ვიცი, რომ დედაჩემს ვარდები უფრო მეტად "ევასება". სხვათა შორის, როცა პატარა ვიყავი, მას დილიდანვე ყველა იმ სიმღერას ვუსრულებდი, რაც ვიცოდი. მერე მამასაც ვაყაჩაღებდი: ერთად მივდიოდით დედასთვის საჩუქრის შესაძენად. სასაცილო ის იყო, რომ ზოგჯერ დედა ჩუმად მიკვეთდა, მამისთვის რისი ყიდვა უნდა მომეთხოვა... ჰოდა, ახლა მეუბნება: მაშინ უფრო ჭკვიანი იყავი, ვიდრე ახლა ხარ. იცოდი, ჩემი გული უფრო მეტად როგორ უნდა მოგეგო და ზუსტად ისეთი საჩუქარი მოგქონდა, რაც მინდოდაო (იცინის).

რაც შეეხება 8 მარტს. ამ დღეს ყველა ქალბატონს ვულოცავ ხოლმე, მაგრამ საჩუქრების მიძღვნა და რაღაც ეგეთები ზედმეტი მგონია. ისედაც, ყველა ქალი ხომ პოტენციური დედაა? შეიძლება, ვიღაც მშობელი არ იყოს, მაგრამ არ არსებობს, რომელიმე ნათესავზე იმდენი ამაგი არ ჰქონდეს, რომ როგორც დედას, ისე მიულოცონ ეს დღე. ჰოდა, რა საჭიროა ორი მარინე ერთსა და იმავე თვეში? P.S. დედა, ძალიან მიყვარხარ! შენი თბილი ხელები არასდროს გაცივებულიყოს. დიდხანს, ძალიან დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ!

ლუკა ღაღანიძე, 16 წლის:

- დედას სიტყვიერად ვულოცავ ხოლმე ამ დღეს. საერთოდ, ყვავილების ჩუქება არ მიყვარს; თაიგულს შეყვარებულსაც ვერ მივუტან. დედამ იცის, რომ ის ძალიან მიყვარს, მე კი დარწმუნებული ვარ, მისთვის საჩუქარზე ძვირფასი ჩემი ყურადღებაა. ჰოდა, ამით ვსარგებლობ და მხოლოდ სიტყვიერი მილოცვით შემოვიფარგლები ხოლმე.

ისე, ცნობისათვის, მას არა მარტო 3 მარტს, არამედ 8 მარტსაც ვულოცავ. დედას უყვარს ქეიფი, მეგობრებთან ერთად "ჩაჯდომა". ჰოდა, ყოველ ქალთა დღეს ჩვენს ოჯახში მისი სადაქალოს "პარადია" ხოლმე. მე და მამა კი ვცდილობთ, შეზარხოშებული ქალების ალიაქოთი მოთმინებით ავიტანოთ. სამაგიეროდ, მეორე დღიდანვე ვიწყებთ ჩვენი საყვარელი ქალისთვის სისხლის გაშრობას. აი, ასე მიყვარს დედა (იღიმის)...

ქეთა, 19 წლის:

- ამბობენ, შვილისადმი დედის სიყვარული უსაზღვროაო და ალბათ ასეც არის. ამას წინათ ვიღაცამ ასეთი რამ მითხრა და ძალიან მომეწონა: "დედა და შვილი გზაზე მიდიოდნენ. მდინარეზე უნდა გადასულიყვნენ. დედამ შვილს უთხრა: ხელი კარგად მომკიდეო. შვილმა უპასუხა: არა, შენ ჩამჭიდეო. დედას გაუკვირდა: რა განსხვავება არისო? მაშინ შვილმა მიუგო: რაიმე რომ მოხდეს, მე შეიძლება ხელი გაგიშვა, მაგრამ შენ ხელს არასდროს გამიშვებო..." მინდა, ყველას, განსაკუთრებით კი დედაჩემს მივულოცო დედის დღე! მათ ბედნიერებას და ჩვენით, შვილებით გახარებას ვუსურვებ!

ისე, ჩვენში დარჩეს და 8 მარტი დიდად არ მხიბლავს. დედის დღე უფრო მეტად მომწონს.

ლიკუნა, 16 წლის:

- სამწუხაროდ, დედა აღარ მყავს და ყოველ 3 მარტს მის საფლავზე მივდივარ. იქ მიმაქვს მისთვის ყვავილები, მამას კი სასმელი მოაქვს და დედას შესანდობარს ვამბობთ. როცა რამე მიჭირს, მაშინაც საფლავთან მივდივარ და დახმარებას ვთხოვ. ჩემთან სიზმარში ხშირად მოდის და მეფერება, მესიყვარულება, რჩევებს მაძლევს. მინდა, ყველას ვუთხრა: დედებს გაუფრთხილდით! მე რომ დედა მყავდეს, ალბათ გულს არასდროს ვატკენდი.

გეგა, 17 წლის:

- არ მესმის, რა საჭიროა, ქალების დღე ორჯერ ვიზეიმოთ. კი, საყვარელი არსებები არიან, მაგრამ ეს ხომ ორმაგი ხარჯია? თანაც, ვაპროტესტებ, რომ კაცების დღე არ აღინიშნება... დედას კი ვულოცავ 3 მარტს, მაგრამ ვერ დავიტრაბახებ, რომ რაიმეს ვჩუქნი. სად მაქვს ფული მე საწყალს? ჯიბის ფულსაც კი თავად მაძლევს... ჰოდა, ვაიმედებ: როცა სწავლას დავამთავრებ და მუშაობას დავიწყებ, მერე აგავსებ ოქრო-ბრილიანტებით-მეთქი... მაგრამ არ მესმის, მაინც რა საჭიროა ერთსა და იმავე თვეში მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი ორი დღესასწაული?..

ნანკა, 17 წლის:

- მომწონს, ქალების დღეს ორჯერ რომ აღვნიშნავთ. ჩემი შეყვარებული 3 მარტსაც მასაჩუქრებს, როგორც პოტენციურ დედას და რვაშიც... პირადად მე, ამ დღეს დედას ყვავილებს ვჩუქნი და ვცდილობ, არ ვაწყენინო. მას მამაც ასაჩუქრებს ხან ყვავილებით, ხან სუნამოთი - ეს კი სასიამოვნოა.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია