სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
19 წლის ქართველი, რომელიც "ბიბისიმ" გმირად აღიარა
19 წლის ქართველი, რომელიც "ბიბისიმ" გმირად აღიარა

"ბი-ბი-სის" სა­იტ­ზე, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ახალ ამ­ბებ­ში, ასე­თი სა­თა­უ­რი გაჩ­ნდა: "ბრა­ი­ტონ­ში დაჭ­რეს კაცი, რო­მელ­მაც უც­ნო­ბი ქალი თავ­დამ­სხმე­ლის­გან იხ­სნა". ჩვენ გა­ვარ­კვი­ეთ, რომ კაცი, რო­მელ­მაც უც­ნო­ბი ქა­ლი­სათ­ვის თავი გა­წი­რა, თბი­ლი­სე­ლი 19 წლის ლუკა ძა­გა­ნი­აა. ის სამ­ხრეთ ინ­გლი­სის ქა­ლაქ ბრა­ი­ტონ­ში, "ბრა­ი­ტონ კო­ლე­ჯის" ბოლო კურ­სის მოს­წავ­ლე გახ­ლავთ.

- ლუკა, რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც ინ­გლის­ში ცხოვ­რობ?

- უკვე მე­ო­რე წე­ლი­წა­დია, ამ კო­ლე­ჯში ვსწავ­ლობ. წელს კი სტუ­დენ­ტი გავ­ხდე­ბი, - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კურ­სზე უკვე ჩა­რი­ცხუ­ლი ვარ, მაგ­რამ ვიდ­რე სწავ­ლას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ვუდ­გე­ბი, კო­ლე­ჯი უნდა და­ვამ­თავ­რო.

- რას გეგ­მავ, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა­ში აპი­რებ ჩაბ­მას?

- პო­ლი­ტი­კა, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე ად­გი­ლობ­რივ-ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, ჩემ­თვის ზო­გა­დი ინ­ტე­რე­სის სფე­როა. თუ ჩემს გრძელ­ვა­დი­ან გეგ­მა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვფიქ­რობ, მაგ­რამ მა­ნამ­დე აქ არა­სამ­თავ­რო­ბო ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ვი­მუ­შა­ვებ. სხვა­თა შო­რის, ერთი პე­რი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლოს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი.

- ახა­ლი ამ­ბე­ბის ქრო­ნი­კა­ში, შენ­ზე, რო­გორც გმირ­ზე, მა­სა­ლა გაჩ­ნდა...

- რა­ღაც დე­ტა­ლე­ბი არას­წო­რად ეწე­რა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მსხვერ­პლი ვი­ყა­ვი, რად­გან იმ ქალ­მა, რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნა­დაც გა­ვი­სარ­ჯე, თურ­მე მახე და­მი­გო... აქ ასე­თი სის­ტე­მაა - სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვცხოვ­რობთ და ვსწავ­ლობთ კი­დეც, უქმე დღე­ებ­ში ქა­ლაქ­ში გას­ვლას კი არა­ვინ გვიშ­ლის. იმ კვი­რა სა­ღა­მოს, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი მოხ­და, გა­დავ­წყვი­ტე ქა­ლა­ქის გარ­შე­მო, სა­ნა­პი­რო­ზე მერ­ბი­ნა. და­ახ­ლო­ე­ბით საათ-ნა­ხე­ვა­რი ვირ­ბი­ნე და უკვე სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვა­პი­რებ­დი, რო­დე­საც გო­გო­ნას ყვი­რი­ლი გა­ვი­გო­ნე. ის დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და. გა­ვი­ქე­ცი და და­ვი­ნა­ხე ბიჭი, რო­მე­ლიც ქალს მო­ფა­რე­ბუ­ლი ად­გი­ლის­კენ მი­ათ­რევ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, მათ­კენ წა­ვე­დი, მაგ­რამ როცა მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, შევ­ნიშ­ნე, რომ არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი არ იყო. მა­ინც ვერ შე­ვაქ­ციე ზურ­გი ამ უც­ნა­ურ წყვილს. მათ­თან ახ­ლოს მი­ვე­დი და მშვი­დად ვკი­თხე: რა­ღაც ხმე­ბი გა­ვი­გო­ნე და ხომ მშვი­დო­ბაა-მეთ­ქი? პა­სუ­ხად ბიჭ­მა დანა ამო­ი­ღო და ცი­ნი­კუ­რად მი­თხრა, - ნუ გე­ში­ნია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, ოღონდ ამ გო­გოს­თვის ახლა ცოტა ფული მჭირ­დე­ბა და მო­მე­ციო. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ მა­ხე­ში გა­ვე­ბი.

- გა­მო­დის, რომ ინ­გლი­სელ ჟურ­ნა­ლის­ტებს ფაქ­ტი და­უ­მა­ხინ­ჯე­ბი­ათ. რა­ღაც უფრო რო­მან­ტი­კუ­ლი ის­ტო­რი­აც და­უ­ხა­ტავთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი დახ­მა­რე­ბა არა­ვის სჭირ­დე­ბო­და?

- ასე გა­მო­დის. როცა მივ­ხვდი, რომ წყვი­ლის მა­ხე­ში გა­ვე­ბი, მათ ვუ­თხა­რი, - ფული თან არ მაქვს, მაგ­რამ თან­ხა თუ ისე ძა­ლი­ან გჭირ­დე­ბათ, რომ ყა­ჩა­ღო­ბა­ზეც მი­დი­ხართ, წა­მომ­ყე­ვით და ცოტა ფულს ჩემი ან­გა­რი­ში­დან, სა­კუ­თა­რი ნე­ბით მოგ­ცემთ-მეთ­ქი. ჩემს შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე გა­ე­ცი­ნა, - მირ­ჩევ­ნია, ის წა­ვი­ღო, რაც ახლა გაქ­ვსო.

- რას გუ­ლის­ხმობ­და?

- ალ­ბათ ტე­ლე­ფონს ან სა­ათს, მაგ­რამ მის­თვის სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბის დათ­მო­ბის სურ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ მქონ­და. ჰოდა, ვუ­პა­სუ­ხე: არა­ფერს და­გით­მობ. თუ მა­გა­რი ხარ, მოდი და შე­ე­ცა­დე, წა­მარ­თვა-მეთ­ქი. ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და, მე საკ­მა­ოდ მშვი­დად ვი­ყა­ვი. ალ­ბათ ამი­ტო­მაც, და­ნის ტრი­ა­ლი და­მი­წყო სა­ხეს­თან, მერე გამ­კაწ­რა კი­დეც. არა მგო­ნია, და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა და­გეგ­მი­ლი ჰქო­ნო­და და როცა მიხ­ვდა, რომ უნე­ბუ­რად დამ­ჭრა, ძა­ლი­ან და­იბ­ნა, სა­კუ­თარ თავ­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა და ხე­ლებ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მო­მა­ყე­ნა. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, თავი და­მეც­ვა და ხელი და­ვუ­ჭი­რე, კე­დელ­ზე ავა­ყუ­დე. თუმ­ცა, დანა ვე­რაფ­რით გა­ვაგ­დე­ბი­ნე ხე­ლი­დან.

- ირ­გვლივ არა­ვინ იყო, რომ დაგ­ხმა­რე­ბო­და?

- არა, მხო­ლოდ მისი პარტნი­ო­რი იყო, რო­მე­ლიც ჩხუბ­ში ნამ­დვი­ლად არ ჩა­რე­უ­ლა და მგო­ნი, ხმაც არ ამო­უ­ღია... რაკი დანა ვერ წა­ვარ­თვი და სა­შიშ­რო­ე­ბაც ვიგ­რძე­ნი, და­ნას ხელი გა­ვუშ­ვი და სა­ხე­ში მაგ­რად და­ვარ­ტყი. და­ე­ცა და ცოტა ხანს წა­მოდ­გო­მაც გა­უ­ჭირ­და. როცა წა­მოდ­გა, გო­გოს ხელი სტა­ცა და გა­იქ­ცნენ...

- მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ გა­დარ­ჩი... მას მერე, რაც გა­იქ­ცნენ, რა მო­ი­მოქ­მე­დე?

- ახლა ამა­ზე მე­ცი­ნე­ბა, მაგ­რამ მა­ინც გე­ტყვით: მათ ინ­სტინ­ქტუ­რად გა­ვე­კი­დე. კი­დევ კარ­გი, გონს დრო­ზე მო­ვე­გე, უფრო სწო­რად, ტკი­ვილ­მა მა­ი­ძუ­ლა, შევ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. ხე­ლის­გულ­ზე რომ და­ვი­ხე­დე, მას­ზე სის­ხლი­ა­ნი გუბე, გა­დაჭ­რი­ლი ძარ­ღვე­ბი და ძვლე­ბი შევ­ნიშ­ნე, ჰოდა ამი­ტო­მაც, უკან მივ­ბრუნ­დი და სკო­ლის­კენ გა­ვი­ქე­ცი. იქ კი ჯერ დახ­მა­რე­ბა აღ­მო­მი­ჩი­ნეს დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მერე პო­ლი­ცი­ას და სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურს გა­მო­უ­ძა­ხეს. სულ 15 ნა­კე­რი და­მა­დეს და პო­ლი­ცი­ა­მაც იქვე დამ­კი­თხა. ძა­ლი­ან თბი­ლად მექ­ცე­ოდ­ნენ, მერე ჩემს მშობ­ლებ­საც შე­ა­ტყო­ბი­ნეს ეს ამ­ბა­ვი.

- ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­დი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მან მახე და­გი­გო. მა­ინ­ტე­რე­სებს, იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რომ აღ­მოჩ­ნდე და უც­ნობ ქალს ისევ დას­ჭირ­დეს დახ­მა­რე­ბა, რო­გორ მო­იქ­ცე­ვი?

- იცით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო, როცა ქალს გა­მო­ვე­სარ­ჩლე და ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ­შიც არ და­ვი­ხევ უკან, თუკი ვინ­მეს ჩემი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა... მშობ­ლებს ვე­ნატ­რე­ბი, მაგ­რამ ჩემ­გან შორს ყოფ­ნას ეგუ­ე­ბი­ან იმი­ტომ, რომ იცი­ან, ასე უკე­თე­სია ჩემი მო­მავ­ლის­თვის. მათ­გან სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა მაქვს და ზუს­ტად ვიცი, არას­დროს მე­ტყვი­ან, - გა­სა­ჭირ­ში ჩა­ვარ­დნი­ლის დახ­მა­რე­ბა არ სცა­დოო, მხო­ლოდ სიფრ­თხი­ლის­კენ მო­მი­წო­დე­ბენ.

- კო­ლე­ჯში თქვენ­თან ერ­თად, სხვა ქარ­თვე­ლე­ბიც სწავ­ლო­ბენ?

- არა, ამ კო­ლე­ჯში ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ვარ... სხვა­თა შო­რის, ამ შემ­თხვე­ვის წყა­ლო­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი, უმ­ცროსკლა­სე­ლე­ბი ჩემ­თან ერ­თად სუ­რა­თის გა­და­ღე­ბას ცდი­ლო­ბენ, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გა­ნაც გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვგრძნობ.

- გა­მო­დის, რომ ბრა­ი­ტონ კო­ლეჯს ქარ­თვე­ლი გმი­რი ჰყავს?

- სა­კუ­თარ თავს გმირს ვერ ვუ­წო­დებ...

- ახლა რას აპი­რებ?

- კო­ლე­ჯის რაგ­ბის გუნდში ვთა­მა­შობ. ჰოდა, ხელი რომ მო­მირ­ჩე­ბა, ვარ­ჯიშს გა­ვაგ­რძე­ლებ, მერე არ­და­დე­გე­ბიც და­ი­წყე­ბა და სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ვალ. ყვე­ლა სა­ოც­რად მო­მე­ნატ­რა.

დათო ზვი­ა­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

19 წლის ქართველი, რომელიც "ბიბისიმ" გმირად აღიარა

19 წლის ქართველი, რომელიც "ბიბისიმ" გმირად აღიარა

"ბი-ბი-სის" საიტზე, დიდი ბრიტანეთის ახალ ამბებში, ასეთი სათაური გაჩნდა: "ბრაიტონში დაჭრეს კაცი, რომელმაც უცნობი ქალი თავდამსხმელისგან იხსნა". ჩვენ გავარკვიეთ, რომ კაცი, რომელმაც უცნობი ქალისათვის თავი გაწირა, თბილისელი 19 წლის ლუკა ძაგანიაა. ის სამხრეთ ინგლისის ქალაქ ბრაიტონში, "ბრაიტონ კოლეჯის" ბოლო კურსის მოსწავლე გახლავთ. 

- ლუკა, რამდენი ხანია, რაც ინგლისში ცხოვრობ?

- უკვე მეორე წელიწადია, ამ კოლეჯში ვსწავლობ. წელს კი სტუდენტი გავხდები, - საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური ადმინისტრაციის კურსზე უკვე ჩარიცხული ვარ, მაგრამ ვიდრე სწავლას უნივერსიტეტში შევუდგები, კოლეჯი უნდა დავამთავრო.

- რას გეგმავ, სწავლის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში აპირებ ჩაბმას?

- პოლიტიკა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ-ადმინისტრაციული, ჩემთვის ზოგადი ინტერესის სფეროა. თუ ჩემს გრძელვადიან გეგმაზე ვისაუბრებთ, საქართველოში დაბრუნებას ვფიქრობ, მაგრამ მანამდე აქ არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციებში ვიმუშავებ. სხვათა შორის, ერთი პერიოდი საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობდი.

- ახალი ამბების ქრონიკაში, შენზე, როგორც გმირზე, მასალა გაჩნდა...

- რაღაც დეტალები არასწორად ეწერა. სინამდვილეში, მსხვერპლი ვიყავი, რადგან იმ ქალმა, რომლის გადასარჩენადაც გავისარჯე, თურმე მახე დამიგო... აქ ასეთი სისტემაა - სკოლის ტერიტორიაზე ვცხოვრობთ და ვსწავლობთ კიდეც, უქმე დღეებში ქალაქში გასვლას კი არავინ გვიშლის. იმ კვირა საღამოს, როდესაც ეს ამბავი მოხდა, გადავწყვიტე ქალაქის გარშემო, სანაპიროზე მერბინა. დაახლოებით საათ-ნახევარი ვირბინე და უკვე სკოლაში დაბრუნებას ვაპირებდი, როდესაც გოგონას ყვირილი გავიგონე. ის დახმარებას ითხოვდა. გავიქეცი და დავინახე ბიჭი, რომელიც ქალს მოფარებული ადგილისკენ მიათრევდა. ბუნებრივია, მათკენ წავედი, მაგრამ როცა მივუახლოვდი, შევნიშნე, რომ არანაირი ძალადობის ნიშნები არ იყო. მაინც ვერ შევაქციე ზურგი ამ უცნაურ წყვილს. მათთან ახლოს მივედი და მშვიდად ვკითხე: რაღაც ხმები გავიგონე და ხომ მშვიდობაა-მეთქი? პასუხად ბიჭმა დანა ამოიღო და ცინიკურად მითხრა, - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად არის, ოღონდ ამ გოგოსთვის ახლა ცოტა ფული მჭირდება და მომეციო. მაშინვე მივხვდი, რომ მახეში გავები.

- გამოდის, რომ ინგლისელ ჟურნალისტებს ფაქტი დაუმახინჯებიათ. რაღაც უფრო რომანტიკული ისტორიაც დაუხატავთ, სინამდვილეში კი დახმარება არავის სჭირდებოდა?

- ასე გამოდის. როცა მივხვდი, რომ წყვილის მახეში გავები, მათ ვუთხარი, - ფული თან არ მაქვს, მაგრამ თანხა თუ ისე ძალიან გჭირდებათ, რომ ყაჩაღობაზეც მიდიხართ, წამომყევით და ცოტა ფულს ჩემი ანგარიშიდან, საკუთარი ნებით მოგცემთ-მეთქი. ჩემს შეთავაზებაზე გაეცინა, - მირჩევნია, ის წავიღო, რაც ახლა გაქვსო.

- რას გულისხმობდა?

- ალბათ ტელეფონს ან საათს, მაგრამ მისთვის საკუთარი ნივთების დათმობის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. ჰოდა, ვუპასუხე: არაფერს დაგითმობ. თუ მაგარი ხარ, მოდი და შეეცადე, წამართვა-მეთქი. ძალიან გაბრაზდა, მე საკმაოდ მშვიდად ვიყავი. ალბათ ამიტომაც, დანის ტრიალი დამიწყო სახესთან, მერე გამკაწრა კიდეც. არა მგონია, დანის გამოყენება დაგეგმილი ჰქონოდა და როცა მიხვდა, რომ უნებურად დამჭრა, ძალიან დაიბნა, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და ხელებზე რამდენიმე ჭრილობა მომაყენა. იძულებული გავხდი, თავი დამეცვა და ხელი დავუჭირე, კედელზე ავაყუდე. თუმცა, დანა ვერაფრით გავაგდებინე ხელიდან.

- ირგვლივ არავინ იყო, რომ დაგხმარებოდა?

- არა, მხოლოდ მისი პარტნიორი იყო, რომელიც ჩხუბში ნამდვილად არ ჩარეულა და მგონი, ხმაც არ ამოუღია... რაკი დანა ვერ წავართვი და საშიშროებაც ვიგრძენი, დანას ხელი გავუშვი და სახეში მაგრად დავარტყი. დაეცა და ცოტა ხანს წამოდგომაც გაუჭირდა. როცა წამოდგა, გოგოს ხელი სტაცა და გაიქცნენ...

- მადლობა ღმერთს, რომ გადარჩი... მას მერე, რაც გაიქცნენ, რა მოიმოქმედე?

- ახლა ამაზე მეცინება, მაგრამ მაინც გეტყვით: მათ ინსტინქტურად გავეკიდე. კიდევ კარგი, გონს დროზე მოვეგე, უფრო სწორად, ტკივილმა მაიძულა, შევჩერებულიყავი. ხელისგულზე რომ დავიხედე, მასზე სისხლიანი გუბე, გადაჭრილი ძარღვები და ძვლები შევნიშნე, ჰოდა ამიტომაც, უკან მივბრუნდი და სკოლისკენ გავიქეცი. იქ კი ჯერ დახმარება აღმომიჩინეს დაცვის თანამშრომლებმა, მერე პოლიციას და სამედიცინო სამსახურს გამოუძახეს. სულ 15 ნაკერი დამადეს და პოლიციამაც იქვე დამკითხა. ძალიან თბილად მექცეოდნენ, მერე ჩემს მშობლებსაც შეატყობინეს ეს ამბავი.

- ქალის გადარჩენას ცდილობდი, სინამდვილეში კი მან მახე დაგიგო. მაინტერესებს, იმავე სიტუაციაში რომ აღმოჩნდე და უცნობ ქალს ისევ დასჭირდეს დახმარება, როგორ მოიქცევი?

- იცით, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ქალს გამოვესარჩლე და ვფიქრობ, მომავალშიც არ დავიხევ უკან, თუკი ვინმეს ჩემი დახმარება დასჭირდება... მშობლებს ვენატრები, მაგრამ ჩემგან შორს ყოფნას ეგუებიან იმიტომ, რომ იციან, ასე უკეთესია ჩემი მომავლისთვის. მათგან სრული მხარდაჭერა მაქვს და ზუსტად ვიცი, არასდროს მეტყვიან, - გასაჭირში ჩავარდნილის დახმარება არ სცადოო, მხოლოდ სიფრთხილისკენ მომიწოდებენ.

- კოლეჯში თქვენთან ერთად, სხვა ქართველებიც სწავლობენ?

- არა, ამ კოლეჯში ერთადერთი ქართველი ვარ... სხვათა შორის, ამ შემთხვევის წყალობით პოპულარული გავხდი, უმცროსკლასელები ჩემთან ერთად სურათის გადაღებას ცდილობენ, თანატოლებისგანაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობ.

- გამოდის, რომ ბრაიტონ კოლეჯს ქართველი გმირი ჰყავს?

- საკუთარ თავს გმირს ვერ ვუწოდებ...

- ახლა რას აპირებ?

- კოლეჯის რაგბის გუნდში ვთამაშობ. ჰოდა, ხელი რომ მომირჩება, ვარჯიშს გავაგრძელებ, მერე არდადეგებიც დაიწყება და სამშობლოში ჩამოვალ. ყველა საოცრად მომენატრა.

დათო ზვიადაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია