სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერსიმ "დაგვაბოლა" - ვინ არის გოგონა, რომელიც მკერდის მოშიშვლებით გაიცნეს
"მერსიმ "დაგვაბოლა" - ვინ არის გოგონა, რომელიც მკერდის მოშიშვლებით გაიცნეს

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთი გო­გო­ნა გა­იც­ნეს: მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა პო­პუ­ლა­რულ შო­უ­ში გა­და­წყვი­ტა, მკერ­დი მო­ე­შიშ­ვლე­ბი­ნა, რად­გა­ნაც მი­იჩ­ნია, რომ ასე უკეთ გა­იც­ნობ­დნენ, მით უფრო, რომ, რო­გორც აღ­ნიშ­ნა, მკერ­დი "ნა­ტუ­რა­ლუ­რი" აქვს...

რა შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა ამ ეპა­ტა­ჟურ ჟესტს, ეს სხვა სა­კი­თხია... სა­ინ­ტე­რე­სოა, რე­ა­ლუ­რად ვინ არის ის, ვინც ასე მო­წყუ­რე­ბუ­ლია პო­პუ­ლა­რო­ბას?.. ამის გა­სარ­კვე­ვად, დახ­მა­რე­ბა "ბო­მონ­დის" მთა­ვარ რე­დაქ­ტორს, თეა აგ­ლა­ძეს ვთხო­ვეთ, რო­მელ­მაც ამ გო­გო­ნას, თა­ვის დრო­ზე, "ბო­მონდში" მო­დის სფე­რო­ზე წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა...

- მე ის რო­გორც მერ­სია ისე გა­ვი­ცა­ნი, იმის მერე მერ­სი გახ­და. რო­დე­საც მისი თა­მა­მი ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე, ძა­ლი­ან და­ვი­ბე­ნი. და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, - მე­გო­ნა, მოდა გიყ­ვარ­და და შენ თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა გდო­მე­ბია-მეთ­ქი...

თა­ვი­დან ერთ-ერთი ბლო­გე­რის, ნა­ტუ­კა ქარ­ქა­შა­ძის გა­და­ღე­ბა­ზე გა­ვი­ცა­ნი. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ცოტა დაბ­ნე­უ­ლი, უც­ნა­უ­რი და მო­და­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა იყო. ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ახალ­გაზ­რდე­ბი­დან ბევ­რს, მათ შო­რის, ნი­ჭი­ე­რებს ვეხ­მა­რე­ბი. მოკ­ლედ, ზო­გის­თვის ტრამ­პლი­ნიც კი ყო­ფი­ლა "ბო­მონდთან" ურ­თი­ერ­თო­ბა...

მერე მისი ბლოგ­საც გა­ვე­ცა­ნი, მო­და­ზე წერ­და და ბლო­გის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში და­ვეხ­მა­რე. ჟურ­ნალ­ში გვერ­დე­ბი გა­მო­ვუ­ყა­ვი, რა­საც "მერ­სი­ას ბლო­გი" და­ვარ­ქვი. იქ მისი ბლო­გი­დან იყო აღე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბი, ანუ ბეჭ­დუ­რი ვა­რი­ან­ტი გა­კეთ­და. მარ­თლა ნი­ჭი­ე­რი გო­გოა, თა­ვის სამ­ყა­რო აქვს და ამი­ტომ არ მო­მე­წო­ნა ის ფორ­მა, რი­თაც ის გუ­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც მისი გა­და­ცე­მა აქვს ხალ­ხს ნა­ნა­ხი, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობს და არც მისი ბლო­გი აქვს წა­კი­თხუ­ლი.

- შო­უ­ში, რო­გორც თა­მა­მი ადა­მი­ა­ნი ისე წარ­მო­ჩინ­და, რო­მელ­საც სუ­ლაც არ ერი­დე­ბა მკერ­დი სა­ჯა­როდ მო­ი­შიშ­ვლოს...

- თა­ვი­დან თა­მა­მი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ვურ­ჩიე, არ გინ­და-მეთ­ქი, თუმ­ცა ის ეს­თე­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მარ­თლა ტრენ­დია, ამით კი არ ვა­მარ­თლებ, ვამ­ბობ იმას, რომ არ მომ­წონს მისი ეს პი­არ­ნა­ბი­ჯი. ასე არ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო, რად­გან პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯობ­და, საქ­მით გამ­ხდა­რი­ყო. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ის, რაც გუ­შინ ვნა­ხეთ, "იჭ­მე­ვა"... ეს მისი ნე­ბაა, პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის რა გზას აირ­ჩევს... ამ ყვე­ლა­ფერს ის რო­გორც მო­დას, ეს­თე­ტი­კას, ისე უყუ­რებს. თუმ­ცა ეს ნამ­დვი­ლად არის ტრენ­დი, მაგ­რამ რომ ამ­ბობ­და, პა­რი­ზი, პა­რი­ზიო, იქ ქუ­ჩა­ში ასე მო­შიშ­ვლე­ბუ­ლე­ბი კი არ და­დი­ან და არც თვი­თონ და­დის ასე. მაგ­რამ შო­უ­დან გა­ი­გეს, რომ ყველ­გან ასე და­დის და ეს "გა­ი­ყი­და". ერთი კი­თხვაც არ და­უს­ვამთ მის­თვის იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერ­კვე­ვა თუ არა სა­ერ­თოდ მო­და­ში. იქ­ნებ უბ­რა­ლოდ "დაგ­ვა­ბო­ლა?" თუმ­ცა მარ­თლაც "დაგ­ვა­ბო­ლა", რად­გან ახლა მას­ზე ვლა­პა­რა­კობთ...

- ვინ არის პრო­ფე­სი­ით?

- "ალა­სა­ნი­ა­ში" ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. ძა­ლი­ან უნ­დო­და, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა და "მი­უ­ზიკ ბოქსზე" გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა, მაგ­რამ გა­და­ცე­მი­თა და ბლო­გით პო­პუ­ლა­რუ­ლი ვერ გახ­და და ეს გზა აირ­ჩია...

- რა­ტომ ვერ გახ­და აქამ­დე პო­პუ­ლა­რუ­ლი?

- ბოლო დროს ჩვენ­ში ცნო­ბი­ლი ვინ­მე მისი საქ­მი­ა­ნო­ბით თუ გამ­ხდა­რა?! რა­ღაც ისე­თი ტენ­დენ­ცია დამ­კვიდ­რდა, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი სა­კუ­თა­რი სკან­და­ლუ­რი ქმე­დე­ბით ხდე­ბი­ან...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ასე­ვე იხი­ლეთ:

-ბი­უს­ტჰალ­ტე­რი არ ჩა­ვიც­ვი - კი­დევ ერთი "ნა­ტუ­რა­ლუ­რი" მკერ­დი "პრო­ფილ­ში"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"მერსიმ "დაგვაბოლა" - ვინ არის გოგონა, რომელიც მკერდის მოშიშვლებით გაიცნეს

"მერსიმ "დაგვაბოლა" - ვინ არის გოგონა, რომელიც მკერდის მოშიშვლებით გაიცნეს

გუშინ საქართველოში კიდევ ერთი გოგონა გაიცნეს: მერსი სულხანიშვილმა პოპულარულ შოუში გადაწყვიტა, მკერდი მოეშიშვლებინა, რადგანაც მიიჩნია, რომ ასე უკეთ გაიცნობდნენ, მით უფრო, რომ, როგორც აღნიშნა, მკერდი "ნატურალური" აქვს...

რა შეფასებები მოჰყვა ამ ეპატაჟურ ჟესტს, ეს სხვა საკითხია... საინტერესოა, რეალურად ვინ არის ის, ვინც ასე მოწყურებულია პოპულარობას?.. ამის გასარკვევად, დახმარება "ბომონდის" მთავარ რედაქტორს, თეა აგლაძეს ვთხოვეთ, რომელმაც ამ გოგონას, თავის დროზე, "ბომონდში" მოდის სფეროზე წერის საშუალება მისცა...

- მე ის როგორც მერსია ისე გავიცანი, იმის მერე მერსი გახდა. როდესაც მისი თამამი ფოტოები ვნახე, ძალიან დავიბენი. დავურეკე და ვუთხარი, - მეგონა, მოდა გიყვარდა და შენ თავის წარმოჩენა გდომებია-მეთქი...

თავიდან ერთ-ერთი ბლოგერის, ნატუკა ქარქაშაძის გადაღებაზე გავიცანი. მომეჩვენა, რომ ცოტა დაბნეული, უცნაური და მოდაზე შეყვარებული გოგონა იყო. ამ სფეროში მომუშავე ახალგაზრდებიდან ბევრს, მათ შორის, ნიჭიერებს ვეხმარები. მოკლედ, ზოგისთვის ტრამპლინიც კი ყოფილა "ბომონდთან" ურთიერთობა...

მერე მისი ბლოგსაც გავეცანი, მოდაზე წერდა და ბლოგის პოპულარიზაციაში დავეხმარე. ჟურნალში გვერდები გამოვუყავი, რასაც "მერსიას ბლოგი" დავარქვი. იქ მისი ბლოგიდან იყო აღებული ტექსტები, ანუ ბეჭდური ვარიანტი გაკეთდა. მართლა ნიჭიერი გოგოა, თავის სამყარო აქვს და ამიტომ არ მომეწონა ის ფორმა, რითაც ის გუშინ საზოგადოებამ გაიცნო. დარწმუნებული ვარ, არც მისი გადაცემა აქვს ხალხს ნანახი, რომელზეც მუშაობს და არც მისი ბლოგი აქვს წაკითხული.

- შოუში, როგორც თამამი ადამიანი ისე წარმოჩინდა, რომელსაც სულაც არ ერიდება მკერდი საჯაროდ მოიშიშვლოს...

- თავიდან თამამი ფოტოები სოციალურ ქსელში რომ გამოაქვეყნა, ვურჩიე, არ გინდა-მეთქი, თუმცა ის ესთეტიკური თვალსაზრისით, მართლა  ტრენდია, ამით კი არ ვამართლებ, ვამბობ იმას, რომ არ მომწონს მისი ეს პიარნაბიჯი. ასე არ უნდა მოქცეულიყო, რადგან პოპულარული ჯობდა, საქმით გამხდარიყო. მაგრამ საქართველოში ის, რაც გუშინ ვნახეთ, "იჭმევა"... ეს მისი ნებაა, პოპულარობისთვის რა გზას აირჩევს... ამ ყველაფერს ის როგორც მოდას, ესთეტიკას, ისე უყურებს. თუმცა ეს ნამდვილად არის ტრენდი, მაგრამ რომ ამბობდა, პარიზი, პარიზიო, იქ ქუჩაში ასე მოშიშვლებულები კი არ დადიან და არც თვითონ დადის ასე. მაგრამ შოუდან გაიგეს, რომ ყველგან ასე დადის და ეს "გაიყიდა". ერთი კითხვაც არ დაუსვამთ მისთვის იმასთან დაკავშირებით, ერკვევა თუ არა საერთოდ მოდაში. იქნებ უბრალოდ "დაგვაბოლა?" თუმცა მართლაც "დაგვაბოლა", რადგან ახლა მასზე ვლაპარაკობთ...

- ვინ არის პროფესიით?

- "ალასანიაში" ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. ძალიან უნდოდა, ჟურნალისტობა და "მიუზიკ ბოქსზე" გადაცემა გააკეთა, მაგრამ გადაცემითა და ბლოგით პოპულარული ვერ გახდა და ეს გზა აირჩია...

- რატომ ვერ გახდა აქამდე პოპულარული?

- ბოლო დროს ჩვენში ცნობილი ვინმე მისი საქმიანობით თუ გამხდარა?! რაღაც ისეთი ტენდენცია დამკვიდრდა, რომ პოპულარულები საკუთარი სკანდალური ქმედებით ხდებიან...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ასევე იხილეთ:

-ბიუსტჰალტერი არ ჩავიცვი - კიდევ ერთი "ნატურალური" მკერდი "პროფილში"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება