მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჯდება ბინების დაქირავება და დაგირავება თბილისში - "ქირა თითქმის ყველა უბანში გაძვირდა"
რა ჯდება ბინების დაქირავება და დაგირავება თბილისში - "ქირა თითქმის ყველა უბანში გაძვირდა"

თე­ბერ­ვალ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის სა­შუ­ა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბამ ვე­რა­ზე ერთ კვად­რა­ტულ მეტრზე 63 დო­ლა­რით მო­ი­მა­ტა და 1303 აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. უმ­ნიშ­ვნე­ლოდ, 12 დო­ლა­რით გაძ­ვირ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ვა­კე­ში, 1291 დო­ლა­რამ­დე, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სის სკო­ლამ ჩა­ა­ტა­რა.

მე­სა­მე ად­გილ­ზე უბ­ნებს შო­რის, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბის სიძ­ვი­რით მთაწ­მინ­დაა, სა­დაც კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი 1260 დო­ლა­რი ღირს, თუმ­ცა, მისი ფასი ერთ თვე­ში 170 დო­ლა­რით შემ­ცირ­და.

მას მოს­დევს ავ­ლა­ბა­რი - 815 დო­ლა­რით (იან­ვარ­ში 973 დო­ლა­რი ღირ­და), მე­ხუ­თე ად­გილს კი სა­ბურ­თა­ლო იკა­ვებს - 803 დო­ლა­რით (ერთ თვე­ში ფა­სე­ბი 40 დო­ლა­რით შემ­ცირ­და).

კვლე­ვის ფარ­გლებ­ში შერ­ჩე­უ­ლი უბ­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი სა­შუ­ა­ლო ფასი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ლი­ლო­ში - 520 დო­ლა­რი, სა­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ ერთ თვე­ში 21 დო­ლა­რით მო­ი­მა­ტა).

რაც შე­ე­ხე­ბა ქი­რას, სიძ­ვი­რით, რო­გორც წესი, ვაკე-ბა­გე­ბი ლი­დე­რობს: ერთი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის ქი­რის სა­შუ­ა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით 29%-ით გა­ი­ზარ­და და 11,4 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

"ქირა იან­ვარ­ში თით­ქმის ყვე­ლა უბან­ში გაძ­ვირ­და, მა­გა­ლი­თად, ძვე­ლი თბი­ლის­ში 25% -ით (ერთ კვად­რა­ტულ მეტრზე 10,7 დო­ლა­რამ­დე), დო­ლი­ძე-ბახ­ტრი­ონ­ზე - 30%-ით (10,4 დო­ლა­რამ­დე), 35%-ით - ავ­ლა­ბარ­ში (9,8 დო­ლა­რამ­დე), ასე­ვე 27%-ით- ფო­ნი­ჭა­ლა­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფასი - კვად­რა­ტულ მეტრზე 4,4 დო­ლა­რი, და­ფიქ­სირ­და", - გა­ნა­ცხა­და კვლე­ვის ავ­ტორ­მა, გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­რავ­ნო­ბას, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თე­ბერ­ვალ­ში ვაკე-ბა­გებ­ში და­ფიქ­სირ­და - 633 დო­ლა­რი/კვად­რა­ტულ მეტრზე (ერთ თვე­ში 8,4%-ით გაძ­ვირ­და). მე­ო­რე ად­გილ­ზე სა­ბურ­თა­ლოა - 448 დო­ლა­რი (იან­ვარ­ში და­ფიქ­სირ­და 337 დო­ლა­რი), მე­სა­მე­ზე კი - ძვე­ლი თბი­ლი­სი – 433 დო­ლა­რი (იან­ვარ­ში და­ფიქ­სირ­და 305 დო­ლა­რი).

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის გი­რა­ოს სა­შუ­ა­ლო მო­ცუ­ლო­ბა 16%-ით შემ­ცირ­და დი­დუ­ბე­ში (344 დო­ლა­რი/კვად­რა­ტულ მეტრზე), 28%-ით - დიღ­მის მა­სივ­ში (305 დო­ლა­რი/კვად­რა­ტულ მეტრზე), ხოლო 32,5%-ით- ბახ­ტრი­ონ­სა და დო­ლი­ძე­ზე (291 დო­ლა­რი/კვად­რა­ტულ მეტრზე).

წყა­რო:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რა ჯდება ბინების დაქირავება და დაგირავება თბილისში - "ქირა თითქმის ყველა უბანში გაძვირდა"

რა ჯდება ბინების დაქირავება და დაგირავება თბილისში - "ქირა თითქმის ყველა უბანში გაძვირდა"

თებერვალში საცხოვრებელი ფართის საშუალო ღირებულებამ ვერაზე ერთ კვადრატულ მეტრზე 63 დოლარით მოიმატა და 1303 აშშ დოლარი შეადგინა. უმნიშვნელოდ, 12 დოლარით გაძვირდა საცხოვრებელი ვაკეში, 1291 დოლარამდე, - აღნიშნულია უძრავი ქონების კვლევაში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ ჩაატარა.

მესამე ადგილზე უბნებს შორის, საცხოვრებელი ფართების სიძვირით მთაწმინდაა, სადაც კვადრატული მეტრი 1260 დოლარი ღირს, თუმცა, მისი ფასი ერთ თვეში 170 დოლარით შემცირდა.

მას მოსდევს ავლაბარი - 815 დოლარით (იანვარში 973 დოლარი ღირდა), მეხუთე ადგილს კი საბურთალო იკავებს - 803 დოლარით (ერთ თვეში ფასები 40 დოლარით შემცირდა).

კვლევის ფარგლებში შერჩეული უბნებიდან ყველაზე დაბალი საშუალო ფასი დაფიქსირებულია ლილოში - 520 დოლარი, სადაც საცხოვრებელი ფართის ღირებულებამ ერთ თვეში 21 დოლარით მოიმატა).

რაც შეეხება ქირას, სიძვირით, როგორც წესი, ვაკე-ბაგები ლიდერობს: ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ქირის საშუალო ღირებულება წინა თვესთან შედარებით 29%-ით გაიზარდა და 11,4 დოლარი შეადგინა.

"ქირა იანვარში თითქმის ყველა უბანში გაძვირდა, მაგალითად, ძველი თბილისში 25% -ით (ერთ კვადრატულ მეტრზე 10,7 დოლარამდე), დოლიძე-ბახტრიონზე - 30%-ით (10,4 დოლარამდე), 35%-ით - ავლაბარში (9,8 დოლარამდე), ასევე 27%-ით- ფონიჭალაში, სადაც ყველაზე დაბალი ფასი - კვადრატულ მეტრზე 4,4 დოლარი, დაფიქსირდა", - განაცხადა კვლევის ავტორმა, გიორგი აბაშიშვილმა.

რაც შეეხება გირავნობას, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თებერვალში ვაკე-ბაგებში დაფიქსირდა - 633 დოლარი/კვადრატულ მეტრზე (ერთ თვეში 8,4%-ით გაძვირდა). მეორე ადგილზე საბურთალოა - 448 დოლარი (იანვარში დაფიქსირდა 337 დოლარი), მესამეზე კი - ძველი თბილისი – 433 დოლარი (იანვარში დაფიქსირდა 305 დოლარი).

საცხოვრებელი ფართის გირაოს საშუალო მოცულობა 16%-ით შემცირდა დიდუბეში (344 დოლარი/კვადრატულ მეტრზე), 28%-ით - დიღმის მასივში (305 დოლარი/კვადრატულ მეტრზე), ხოლო 32,5%-ით- ბახტრიონსა და დოლიძეზე (291 დოლარი/კვადრატულ მეტრზე).

წყარო:

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ