რუსეთმა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. ამის შესახებ ტელეკომპანია ТСН იუწყება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის თაობაზე გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა.
"მოსკოვი არ ღიარებს უკრაინის ამჟამინდელი მთავრობის ლეგიტიმურობას, ამიტომ უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ვწყვეტთ", - განაცხადა ვიტალი ჩურკინმა.