მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ორი მუშა დაშავდა
ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ორი მუშა დაშავდა

ჭი­ა­თუ­რა­ში გა­ფი­ცულ მა­ღა­რო­ე­ლებს სო­ლი­და­რო­ბა ზეს­ტა­ფო­ნის ფე­რო­შე­ნად­ნობ­თა ქარ­ხა­ნა­ში და­საქ­მე­ბუ­ლებ­მა დღეს აქ­ცი­ით გა­მო­უ­ცხა­დეს. სა­წარ­მო­ში შეს­ვე­ნე­ბის დროს, ფე­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მა­გის­ტრალ­ზე, ქარ­ხნის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მა­ღა­რო­ელ­თა სო­ლი­და­რო­ბის გარ­და, სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზეც ისა­უბ­რეს. "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი", რო­მელ­თა­ნაც მა­ღა­რო­ე­ლებს პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ, ზეს­ტა­ფო­ნის ფე­რო­შე­ნად­ნო­ბი ქარ­ხნის მე­სა­კუთ­რე­საც წარ­მო­ად­გენს.

"ჩვენ კარ­გად ვი­ცით მა­ღა­რო­ე­ლე­ბის გა­ჭირ­ვე­ბა. მა­გა­ლი­თად, არ სრულ­დე­ბა შრო­მის ახა­ლი კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი. არ ხდე­ბა ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა, კარ­გა ხა­ნია არ და­უ­რი­გე­ბი­ათ სპე­ცი­ა­ლუ­რი ტან­საც­მე­ლი. არ არის და­ცუ­ლი შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბა, რის გა­მოც გუ­შინ ორი მუშა და­შავ­და. ერთს ხელი აქვს მო­ტე­ხი­ლი და მე­ო­რეს სა­შუ­ა­ლო ზო­მის დამ­წვრო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია წყა­ლი და უკვე ორი თვეა ვერ ვსვამთ," - ამ­ბობს ფე­რო­შე­ნად­ნობ­თა ქარ­ხნის პროფ­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე კახა მა­ჩი­ტი­ძე.

მა­ჩი­ტი­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფე­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წყა­რო: topnews.com.ge

topnews.com.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ორი მუშა დაშავდა

ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ორი მუშა დაშავდა

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულებმა დღეს აქციით გამოუცხადეს. საწარმოში შესვენების დროს, ფეროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგისტრალზე, ქარხნის თანამშრომლებმა მაღაროელთა სოლიდარობის გარდა, საკუთარ პრობლემებზეც ისაუბრეს. "ჯორჯიან მანგანეზი", რომელთანაც მაღაროელებს პრეტენზიები აქვთ, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მესაკუთრესაც წარმოადგენს.

"ჩვენ კარგად ვიცით მაღაროელების გაჭირვება. მაგალითად, არ სრულდება შრომის ახალი კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. არ ხდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, კარგა ხანია არ დაურიგებიათ სპეციალური ტანსაცმელი. არ არის დაცული შრომის უსაფრთხოება, რის გამოც გუშინ ორი მუშა დაშავდა. ერთს ხელი აქვს მოტეხილი და მეორეს საშუალო ზომის დამწვრობა აქვს მიღებული. საშინელ მდგომარეობაშია წყალი და უკვე ორი თვეა ვერ ვსვამთ," - ამბობს ფეროშენადნობთა ქარხნის პროფკავშირის თავმჯდომარე კახა მაჩიტიძე.

მაჩიტიძის თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ფეროს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია